ბლადჰონდი ( Bloodhound )
ბლადჰონდი ცნობილი ასევე როგორც სენთ ჰუბერტი,არის ფართოდ
გავრცელებული მონადირე ძაღლის ჯიში,გამოყვანილი სპეციალურად
ირემზე და გარეულ ღორზე სანადიროთ.
სიმაღლე : 58-72 სმ
წონა : 40-54 კგ
ქვეყანა : ბელგია
წარმომავლობა : ინგლისი ან შოტლანდია
სამწუხაროთ არ არის ზუსტი ინფორმაცია ამ ჯიშის წარმომავლობაზ,
მაგრამ ვიცით რომ ეს ჯიში გამოყვანილი იქნა მეცამეტე საუკუნეში
სასულიერო პირების მიერ,იყენებდნენ როგორც სამუშაო ძაღლს.
იყენებდნენ დამნაშავეების პოვნაში,საზღვრის დაცვაში.
მაგალითად ბლადჰონდები იცავდნენ ინგლისის მეფის ჰენრი 8-ის
სასახლეს. დღეს-დღეობით ეს ძაღლი დიდი პუპულარობით
სარგებლობს მრავალ ქვეყანაში
რაც შეეხება მის გარეგნობას :
იზრდებიან საკმაოდ დიდი ზომის,უმეტესად წითელი-მუქი ნარინჯისფერი,
აქვს გადმოწელილი წარბები, აქვთ გრძელი ყურები და რბილი ყურები,
აქვს ძალიან მოკლე, გლუვი და რბილი ბეწვი რომელიც მის ტანს
შეეფერება.
გვხვდება ასევე შავი და ღია კაკაოსფერი ბეწვით.
ბლადჰონდები არიან ბალანსირებული და გაწონასწორებული ძაღლები,
არასოდეს გამოხატავენ აგრესიას. არიან შრომისმოყვარენი და შეუძლიათ
ერთი და იგივე ტერიტორია რამოდენიმე საათის განმავლობაში გამოიკვლიონ
და შეისწავლონ.
არიან კარგი მეგობრები,სანდოები მაგრამ არ იყენებენ თავდაცვისთვის.
ამის და მიუხედავად ძალიან ძნელია ამ ძაღლს გააკეთებინო ის რაც
მას არ სურს.
ბლადჰოდნი ვერ ძლებს მცირე ტერიტორიაზე ამიტომ იგი უმეტესად
ყავთ იმ ოჯახებს რომლებთაც აქვთ საკუთარი სახლი დიდი ეზოთი,
ან ფერმა. ძნელად იწვრთნებიან და იშვიათად პატრონს არ ემორჩილებიან.
მისი სახელი უკავშირდება მის ფერს (წმინდა სისხლისფერი).
იყენებენ უმეტესად სანადიროთ,პოლიციაში,გაქცეული პატიმრების
დასაჭერად,დაკარგული ადამიანების და ძაღლების საპოვნელად.
წყარო: http://hunters.ge/dzaglebis-ratsrtvna/317-2012-03-28-18-07-17.html