ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ბაზიერობაზე და მტაცებელ ფრინველებზე [28]
სტატიები ფრინველების დაგეშვაზე [9]
მტაცებელი ფრინველების კვება და მოვლა [9]
მტაცებელი ფრინველების დაჭერა [3]
მტაცებელი ფრინველების მკურნალობა [2]
მტაცებელი ფრინველები [17]
სტატიები შავარდნებზე და შავარდნისებრზე [1]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები ბაზიერობაზე » მტაცებელი ფრინველები    

ბირდვოჩინგი

ბერდვოჩინგი

26 თებერვალი, 2014

 

შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლები, მტაცებელი ფრინველების მრავალრიცხოვანი მიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო დერეფანია, სადაც ყოველწლიურად 800.000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. სწორედ, ამ ფაქტის გამო აღნიშნული ადგილები მსოფლიოში ფრინველების მიგრაციაზე დაკვირვების მოცულობით მესამეა. იგი ცნობილია "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელით. აქ შემოდგომის პერიოდში სკანდინავიიდან, რუსეთის ტყეებიდან და ცენტრალური აზიიდან 35 სახეობის გადამფრენი მტაცებელი მიფრინავს სამხრეთით აფრიკისაკენ გამოსაზამთრებლად. სწორედ რეგიონის უნიკალური ტოპოგრაფია და კლიმატი განაპირობებს ამდენი ჩიტის ერთ ადგილზე თავმოყრას, რაც დაუვიწყარი შტაბეჭდილებების მიღების უტყუარი წინაპირობაა.

35 სახეობის გადამფრენი მტაცებლებიდან გამოირჩევა რამოდენიმე:

  • კაკაჩას მიგრაცია იწყება აგვისტოს ბოლოს და პიკს აღწევს სექტემბრის პირველ კვირაში. მსოფლიოში კაკაჩების ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობა (დაახლოებით 650.000) 2012 წლის შემოდგომაზე დაფიქსირდა სწორედ ბათუმში. პერიოდულად აქ შესაძლებელია იხილოთ იშვიათი სახეობის კაკაჩა (Oriental Honey-Buzzard).
  • ბათუმში ასევე საინტერესო და მრავალფეროვანია არწივების მიგრაცია. აქ შესაძლებლობა გეძლევათ იხილოთ ჩია არწივი, გველიჭამია, ველის არწივი, მწირე მყივანი არწივი და ბექობის არწივიც კი სექტემბრის მესამე კვირისა და ოქტომბრის პირველი კვირის განმვლობაში.
  • ბათუმის ე. წ. დერეფანში ასევე წარმოდგენილია წითელფეხება შევარდენი. გვიანი სექტემბრის პერიოდში აქ შესაძლებელია იხილოთ ჩვეულებრივი კირკიტა, მცირე კირკიტა, წითელფეხება შევარდენი, ალალი, შევარდენი და მარჯანი ერთი და იმავე დღეს. პერიოდულად ასევე ფიქსირდება გავაზი.

აჭარის რეგიონი საუკეთესო ადგილია იმათთვის, ვინც ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ ინტერესებს მტაცებელი ფრინველების ეკოლოგიისა და მიგრაციის შესახებ. გარდა ბერდვოჩინგისა, აქ ასევე შესაძლებელია დატკბეთ თვალწარმტაცი ბუნებითა და გარშემორტყმული ტყეებით. აქედან რამოდენიმე ბილიკი მიუყვება მტირალას ეროვნული პარკის სათვალთვალო ადგილებს.

აღსანიშანვია ის ფაქტი, რომ აჭარაში 2012 წელს პირველად გაიმართა Birdwatching-ის ფესტივალი, რომელიც ორგანიზებული იქნა საერთაშორისო ორგანიზაციის "Batumi Raptor Count"-ის მიერ. ფესტივალის მიზანი იყო აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის პოპულარიზაცია. ფესტივალს ესწრებოდა, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დაინტერესებული პირები და ექსპერტები.

აჭარაში ბერდვოჩინგის პოტენციალის არსებობა კიდევ ერთხელ დადასტურდა 2012 წლის 3 სექტემბერს, როცა საერთაშორისო ორგანიზაცია "Batumi Raptor Count"-ის მონაცემით ერთი დღის განმავლობაში 179.342 გადამფრენი კრაზანაჭამია არწივი დაფიქსირდა. ეს ციფრი მნიშვნელოვნად აღემატება 1982 წელს ისრაელში დაფიქსირებულ ბოლო მსოფლიო რეკორდს - 124.000 კრაზანაჭამია არწივი დღის განმავლობაში. იგივე, "Batumi Raptor Count"-ის მიერ გამოქვეყნებული ცნობით საშემოდგომო მიგრაციის პერიოდში მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველი დაფიქსირდა. სპეციალისტების აზრით, ერთი სეზონისათვის ეს მონაცემი რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს



წყარო: http://adjara.gov.ge
კატეგორია: მტაცებელი ფრინველები | დაამატა: dudu-duda (20.01.2016) | ავტორი: დუდა E
ნანახია: 2475 | ტეგები: ბირდვოჩინგი | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика