Franchi ერთ-ერთი მდიდარი ისტორიის მქონე იტალიური კომპანიაა, რომელსაც თავისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე აღმაფრენებიც ქონია და რთული ეტაპებიც. ფირმა დაარსებულია 1858 წელს ლუიჯი ფრანჩის მიერ ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციის ქალაქ ფორნაჩში. 1995 წლიდან Franchi ბერეტა ჰოლდინგის სრულუფლებიანი წევრია. თავისი განვითარების ეტპზე ფირმაამ რამდენიმე ღირშესანიშნავი მოდელი შექმნა, რომელთა შესახებაც მოკლედ მოგახსენებთ.
ფირმის ერთ-ერთი ყველაზე მასიური(გამოსული ეგზემპლიარების რიცხვით) თვითდამტენი ნახევარავტომატი 48 AL-ია, რომლითაც ბევრი კონკურენტი დაიძირა. უკუქცეულ გაზებზე მომუშავე ეს მოდელი მილიონობითაა გამოშვებული. ამ მოდელის გამოშვებით ევროპაში სიტყვა ნახევარავტომატი და ფრენჩი სინონიმები გახდა. ასეთი დიდი წარმატება განაპირობა საიმედობამ, სიმყარემ, ექსპლოატაციის სიმარტივემ და უსაფრთხოებამ. შემთხვევითი გასროლის ალბათობა ნოლის ტოლია; იარაღიდან ვაზნების გამოღება მჭიდის ფანჯრიდანაა შესაძლებელი. ვაზნის დაკვრის(კაფსულის არგახეთქვა) შემთხვევაში საკეტის სახელურის გადაწევით აღმოიფხვრება ყველა სირთულე. ლულა დამზადებულია მაღალი ხარისხის ქრომომოლიბდენის შენადნობის ფოლადისაგან. ლულის არხი ქრომირებულია. გააჩნია სახსნელი ჩოკები. აქვს ვენტილირებადი სამიზნე თამასა. კალაპოტი მსუბუქი მეტალისაა. კონდახი კაკლისაა ნახევარპისტოლეტური ფორმის ყელით. ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, მჭიდი განლაგებულია ლულის ქვევით; მჭიდის ტევადობა 6 ვაზნა; ლულის სიგრძე 710მმ; საერთო სიგრძე 120მმ; წონა 3,2 კგ.
ფირმის ცნობილი მოდელია Barrage Sporting . ეს სპორტული მოდელია 76 სმ სიგრძის ლულითა და 76მმ სავაზნით. ლულის არხს overboring სისტემით ბურღავენ, რაც წარმატების საწინდარია როგორც მაგნუმების, ასევე 70 მმ-იანი ვაზნების გამოყენებისას. ლულები სახსნელ ჩოკებზეა(დამაგრძელებლები). გააჩნია გაზის კომპენსატორები(22 ნახვრეტი ზედა ლულაზე და 32 ქვედაზე). არხის დიამეტრი 18,6 მმ-ა. კალაპოტი ფოლადისაა. ერთ სასხლეტზე გადამრთველით, რომელიც სასხლეტის ძირზეა განლაგებული(გადამრთველის ეს ვარიანტი ფირმის გამოგონებაა და წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა კომპანიის მიერ). მცველი არაავტომატურია; სამიზნე თამასა ვენტილირებადია და სიგანე 10მმ-ს შეადგენს. წონა 3,6 კგ-ა. კონდახი აბსოლიტურად მორგებულია სპორტული სროლის ტიპს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია მოდელი 20 ყალიბის Highlander 20, რომელიც ლულების ჰორიზონტალური განლაგებითაა და ძალიან ლამაზი ინგლისური ტიპის კონდახზეა. ლულები 66სმ სიგრძისაა; სავაზნე 76მმ; ერთ სასხლეტზე(გადამრთველით). არაავტომატური მცველით; კლასიკური ორმაგი საკეტით. ჩოკები სახსნელია; ვაზნები ამოაქვს ექსტრაქტორს; არხის დიამეტრი ნომინალურია 15,9 მმ. კალაპოტი ფოლადისაა. სასხლეტ დამცემი მექანიზმი ენსონ-დილეი
ძალიან ორიგინალურია ფრენჩის ვერტიკალური მოდელი ინგლისურ კონდახზეც
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!