როდესაც მე ბევრი წლის წინ პირველად ვნახე „ცოცხალი" "სუპერ ვეპრი”, ძალიან გაკვირვებული დავრჩი. ეს იარაღი არ გავდა არაფერ რუსულს, რაც მე აქამდე მქონდა ნანახი. მთლიანი ხის კონდახი, საკმაოდ კარგი ხარისხის აწყობა. ცოტახანში მე პრაქტიკულად შემთხვევით ვიყიდე 5.45X39-ზე გათვლილი აღნიშნული იარაღი. ეს იყო ჩვეულებრივი ვეპრი, რომელიც უფრო წააგავდა კალაშნიკოვის სისტემის იარაღს და, როგორც უკვე ავღნიშნე იყო საკამოდ მაღალი ხარისხით დამზადებული. საერთოდ ჩემი მოკრძალებული აზრით ხარისხით და შესრულებით „ვეპრი" უფრო მაღლა დგას ვიდრე „საიგები". მიუხედავად ამისა, რატომღაც მათი მწარმოებელი ქარხანა „Молот” მდებარე ქალაქში ვიატსკიე პოლიანი მუდმივ ფინანსურ პრობლემებს განიცდის. საქმე იქამდე მივიდა, რომ რამოდენიმე კვირის წინ მათ დავალიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყვიტეს. "მოლოტის” ასეთი მდგომარეობის მიზეზი ჩემთვის უცნობია. ეს კომპანია საკმაოდ საინტერესო იარაღს უშვებს. მაგალითად "ბეკასის” სერიის თოფებს, აქვთ მოდიფიცირებული მოსინის სისტემის შაშხანები, რომლებიც განკუთვნილია ზუსტი სროლისთვის. კომპანიის სპეციალისტები მოქმედ სპორტსმენებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულნი გლუვლულინი "ვეპრების” მოდიფიკაციაში, რომლებიც განკუთვნილი იყვნენ პრაქტიკული სროლის დისციპლინებისთვის.
"მოლოტის” წარმოებული იარაღი, რომელზეც წავა საუბარი არის .308 კალიბრის კარაბინი „ვეპრი" მოდელი „308 სუპერ". მიუხედავად იმისა, რომ „სუპერ ვეპრი" არის დაფუძნებული კალაშნიკოვის სისტემის ავტომატზე, უფრო სწორედ მისივე კონსტრუქციის მსუბუქ ტყვიამფრქვევ РПК-ზე, ის ნაკლებად გავს თავის პროტოტიპს. შეიძლება ითქვას, საერთოდ არ გავს. ნაცნობი „კალაშას" რესივერი დამალულია ხის ორთოპედიული კონდახის შიგნით. წარსულს ჩაბარდა ამავე ავტომატის სამიზნე მოწყობილობები. წინა სამიზნე მოწყობილობამ გადაინაცვლა დენთის აირების კამერაზე, ხოლო უკანა სამიზნე მოწყობილობა შეიცვალა სანადირო ორ პოზიციანი (100 და 300 მეტრზე სასროლად) სამიზნე მოწყობილობით, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს სწრაფად მოსახსნელი კრონშტეინის ბაზას. ასევე გაქრა დენთის აირების მილის ჩამკეტი და გადატყავებული თითები, რომელიც საჭირო ოყო ამ მილის მოსახსნელად. ამჯერად მილი ფიქსირდება თავის ადგილას ზამბარიანი ღილაკით. რომ გავაგრძელოთ სია კიდევ რა ჩაბარდა წარსულს ვნახავთ, რომ ასევე გაქრა მცველი, რომლის მაგივრადაც დაყენებულია რესივერში გვერდიდან გაყრილი ღერძი, რომელიც ასრულებს მცველის როლს. არც პირველი იყო მოსახერხებელი და არც ეს არ გამოირჩევა ესთეტიურებით. ასეთი მცველები მე მინახია ყველაზე იაფ და უტილიტარულ მცირეკალიბრიან კარაბინებში და „პომპებში". თუმცა ამ შემთხვევაში მთავარია ის, რომ კალაშნიკოვშიც და „ვეპრშიც" მცველები მუშაობენ და დავკმაყოფილდეთ ამით. მჭიდის ღილაკი თუ ბერკეტი ასევე შეიცვალა და ეხლა წარმოადგენს ორ მხრივ დეტალს, რომელზე დაჭერით 10 ვაზნიანი პლასტმასის მჭიდი ძირს ვარდება. მჭიდი კვლავ ფიქსირდება ორ წერტილზე, კბილებით, რომლებიც განლაგებულია მჭიდის წინა და უკანა კედელზე. გადატენვა ასეთივე ნელია, როგორც აკ-ში მაგრამ სანადირო იარაღში, მითუმეტეს .308 კალიბრში ეს ასეთი კრიტიკული არ არის. სამწუხაროდ არსად არ წავიდა საკეტის სახელური, ბასრი დაბოლოებით. ალბათ სანამ ისრაელიდან გალილის სახელურის იდეა ჩააღწევს იჟევსკამდე ან ვიატსკიე პოლიანამდე მანქანებს უკვე ბორბლები არ ექნებათ და ისინი ჰაერში იფრენენ (ც). მართალია გალილი ვერტიკალური სახელური არც ისე მოსახერხებელი შეიძლება იყოს ოპტიკით აღჭურვილ იარაღში, მაგრამ თუნდაც სკს-ის ნაირი ცილინდრული ღერძი ბევრად უკეთესი იქნება ვიდრე ის რაც ეხლა არის კალაშნიკოვზე და მის კლონებზე.
იარაღის დაშლისას ყველაფერი თავის ადგილას დგება. ყველაფერი გასაგებია და კარგად ნაცნობი. კარგად ჩანს, რისი წყალობით კალაშნიკოვები ასეთი საიმედოები არიან. მოძრავი ნაწილების დიდი მასა, მათი მოძრაობის დიდი სიჩქარე და გრძელი მანძილი, დიდი „ლუფტები" დეტალებს შორის. იარაღი ჩემ ხელში ნახმარი მოხვდა. რუსული ხრახნილ ლულიანი იარაღი დიდიხანი არ შემოდის საქართველოში და ახალი საიგის, ტიგრის ან ვეპრის შოვნა საკმაოდ პრობლემატურია. დგუშს და ლულას არანაირი კოროზიის ნიშნები არ ქონდა. დენთის აირების მილი ცხადია იყო დაჟანგებული შიგნიდან, მაგრამ ეს ამ ტიპის იარაღისთვის არის ჩვეულებრივი ამბავი. იარაღი შიგნიდან ტოვებდა ახალიიარაღის შთაბეჭდილებას. ცვეთის ნიშნები პრაქტიკულად არ იყო. დავამატებდი მხოლოდ, რომ ეტყობა ესთეტიურიბის მოთხოვნებიდან გამომდინარე რესივერის (ლულის კოლოფის) ხუფის ღილაკი დააპატარავეს, რის გამოც იარაღზე ხუფის მოხსნა და დაყენება კიდე უფრო "სახალისო” გახდა.
"ვეპრის” არსებული შესრულებები
სქელ კედლიანი 550მმ-ნი ლულა ბეჭებით, ქრომირებული არხით, დაბოლოებული კომპენსატორი/ლულის მუხრუჭით, ორთოპედიული კონდახი და ჩინებული კალიბრი .308 ვინჩესტერი მიგვანიშნებდა გარკვეული სიზუსტის პოტენციალზე, მაგრამ ეგრევე ჩემი ენთუზიაზმი გარკვეულწილად გააქარწყლა სასხლეტმა. ის იყო აბსოლუტურად საშინელი, საზარელი რამე. მე არ ვიცი, როგორ აღვწერო ის. გრძელი, მძიმე და ხრაშუნა, თითქოს იარაღი ქვიშით სავსე იყო. თავისი გრძელი გზის განმავლობაში, რომელსაც ის გადიოდა მასზე დაჭერიდან გასროლამდე, დაჭერის ძალა მუდმივად იცვლებოდა. ესეთი საშინელი სასხლეტი მე აქამდე არ შემხვედრია არც ერთ იარაღზე აქამდე. მიზეზი? უხეშად დამზადებული დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის დეტალები. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, მათი დამუშავების შედეგად სიტუაცია გაუმჯობესდა, აღმოჩნდა, რომ ამ ხრაშუნის ქვეშ იმალებოდა ორ საფეხურიანი სასხლეტი. სასხლეტის კიდე უფრო გაუმჯობესება ითხოვდა მექანიზმის სრულ დაშლას, რაც მე ძალიან მეზარებოდა და ამიტომაც დავკმაყოფილდი უკვე მიღებული რეზულტატით.
ნახმარ შაშხანაზე, კრონშტეინი არასწორად იყო დაყენებული და მიჭირს ავხსნა, როგორ ხმარობდა მას წინა პატრონი. არასწორი მონტაჟის გამო დაიკაწრა ოპტიკის კორპუსიც და კრონშტეინიც. სურათზე ჩამკეტი სწორედ არის განლაგებული.
რესივერი კონდახში წინ და უკან დადიოდა. ხრახნების დაჭერით (სამი ცალი გაყრილი ტარში, მჭიდის წინ რესივერში და ლულასთან, დენთის აირების კამერის ქვეშ) ეს პრობლემა მოგვარდა. მოუგვარებელი დარჩა ორთოპედიული კონდახის საკითხი, რომელიც გათვლილია მხოლო მარჯვენა მხრიდან სასროლად მე კიდე მარცხენა მხრიდან ვისვრი …..
„ვეპრის" არაბუნებრივად სქელი და მოკლე ტარი ასევე არ უწყობს ხელს ერგონომიკას. „ვეპრების" კონდახის მზადდება კაკლისგან ან უფრო უბრალო წიფელისგან. კარგად ჩანს მცველის ღილაკი და მჭიდის ორმხრივი ბერკეტი.
მოკლედ დეტალური დათვალიერების შემდეგ უნდა ავღნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ „სუპერ ვეპრი" არ არის AK, ის ამავე დროს ვერ გახდა მოსახერხებელი ერგონომიული იარაღი. არც კალიბრი .308 არ არის 7.62X39 მაგრამ, იარაღი არის გაბარიტული, მძიმე (4.05კგ, ვაზნების, ოპტიკის და სამაგრის გარეშე) და მითუმეტეს გვეგრძე ვერ დაუდგება სხვა უცხოურ ანალოგებს, Benelli Argo-ს, Browning BAR-2-ს ან Winchester SX3-ს. შედარებაც არ შეიძლება. ამასთანავე „ვეპრს" აქვს მილიტარისტული სერიოზული გარეგნობა, რომელიც მეორეს მხრივ გაცილებით უკეთესია ვიდრე „სანადირო" საიგები. მე მაინც და მაინც არ ვარ კლასიკური სანადირო იარაღის ესთეტიკის მოყვარული, მირჩევნია ტაქტიკური, სამხედრო იარაღის უბრალო ესთეტიკა, მაგრამ ჩემთვის „ვეპრის" დიზაინი მისაღები აღმოჩნდა. შეიძლება მისი შორეული მზგავსების გამო .308 კალიბრის ლეგენდასთან, M14-თან….
დადგა დრო სროლების. ეჭვებს იწვევდა სამაგრის/კრონშტეინის კონსტრუქცია. ერთ წერტილიანი თუმცა მასიური, მან უპრობლემოდ გაუძლო სროლებს. „ვეპრებზე" ასევე ყენდება სამ წერტილიანი სამაგრებიც, რომლებიც გამოხმაურებების მიხედვით უფრო საიმედოა. ეს ერთ წერტილიანიც პრინციპში მუშაობდა მაგრამ ზუსტ იარაღზე ასეთი ოპტიკის სამაგრი ალბათ ნონსენსია. ის არის ალუმინის, ის ვიბრირებს სროლისას, ხოლო მოხსნა დაყენებისას მოხვედრის წერტილი უმნიშვნელოდ მაგრამ იცვლება. მეეჭვება ასეთმა სამგრმა "მიიღოს” მძიმე ოპტიკა. გამოსავალი იქნებოდა ბაზის ცოტათი წინ გადაწევა, რის გამოც შემცირდებოდა ვიბრაცია და მასზე გრძელ ფოკუსიანი ოპტიკის დაყენება. შედეგად გამოვიდოდა "ვეპრი სკაუტი”. გასაწმენდად დაშლისთვის ასეთი კრონშტეინის მოხსნაც არ გახდებოდა საჭირო…. თუმცა ალბათ დენთის აირების მილის მოხსნა გართულდებოდა. მოკლედ კალაშნიკოვს კლონზე ოპტიკის მონტაჟი რჩება სერიოზულ ტექნიკურ პრობლემად.
როგორც უნდა ველოდოთ „კალაშნიკოვის" კლონიდან, „სუპერ ვეპრიც" აღმოჩნდა საიმედო. არანაირ დაბრკოლებებს სროლისას ადგილი არ ქონია. ექსტრაქცია იყო სტაბილური, თუმცა მასრების ასევე სტაბილურად იჭეჭყებოდნენ, ეტყობა რესივერის ხუფთან დაჯახების შედეგად.
რაც შეეხება მთავარს, სიზუსტეს აქ დიდი იმედგაცრუება გველოდებოდა. არაადეკვატური ოპტიკური სამიზნე ВОМЗ 4Х32, ძალიან უხეში სასხლეტი და კონდახი, რომელიც საერთოდ გათვლილი არ არის ცაციაზე, პირდაპირ ვიტყვი ხელს არ უწყობდნენ კომფორტულ სროლას. გარდა ამისა ძალიან ცხელოდა და მუდმივი გარბენები პოზიციიდან სამიზნემდე და უკან თავისას შვებოდა. პირველი ჯგუფები იყო დამაიმედებელი. 100 მეტრზე 5სმ, მერე 6სმ. მერე კიდე იარაღი გაცხელდა და ჯგუფები გაიზარდა 10სმ-მდე. რამდენიც არ ვეცადე ჯგუფები შემემცირებინა არაფერი არ გამომდიოდა. მზის ქვეშ იარაღი გავარვარდა. მეც უკვე აშკარად ვიტანჯებოდი სიცხისგან და სულ უფრო მიჭირდა სროლის სერიების დროს გულის და სუნთქვის დაწყნარება. საბოლოო ჯამში, მოუმზადებელი პოზიციიდან, მიწაზე დაწოლილი ასეთი სასხლეტით და ოპტიკით, ასეთი რეზულტატიც არ არის ალბათ ცუდი. ყველაფერი იწვევდა ეჭვს სიზუსტის დეგრადაციაში გარდა ალბათ Black Hills-ის მაღალი კლასის ამუნიციისა (168 გრანინი A-max ტიპის ტყვიით). სროლა გაგრძელდა უკვე ღია სამიზნით. მიუხედავად იმისა, რომ სამიზნე ხაზი არის საკმაოდ მოკლე ხოლო უკანა სამიზნე მოწყობილობის ზომა იყო ძალიან პატარა, სხვაობა ოპტიკით ნასროლთან შედარებით იყო ძალიან მცირე და შეადგენდა 7-8 სმ-ს 100 მეტრზე. იარაღის კარგად იყო მისროლილი ღია სამიზნით რაც რუსული იარაღისთვის იშვიათობაა.
პირდაპირ ვიტყვი სროლების შედეგები მთლიანობაში არ მომეწონა. ასეთი "ბანდურისგან” მე ცოტათი მეტს ველოდი. გავიხსენე რა ჩემი CZ 550 ვარმინტი, რომელიც საბეჭდი მანქანივით ბეჭდავდა 4 სმ-ან ჯგუფებს იგივე მანძილზე და ეს მიუხედავად სროლის პირობებისა, პოზიციებისა, მსროლელის სულიერი მდგომარეობისა და ა.შ. 3სმ-ნი ჯგუფიც მახსოვს 200 მეტრზე. ყველაზე კარგი შედეგი რაც მე მივიღე ჩეხური შაშხანისგან.
ოპტიკა….. თითქოს გასული საუკუნის დასაწყისიდან მოხვდა იარაღზე. მოყვითალო გამოსახულება, უძველესი სამიზნე ბადე, რომელიც იწვევს ღიმილს და ეჭვებს რუსი კონსტრუქტორების მენტალურ ჯანმრთელობაში. ამ ოპტიკურმა სამიზნემ, როგორც ჩანს თავის დროზე მიიღო სერიოზული დარტყმა, რის გამოც ოკულარის ერთი მხარე დაჭეჭყილი იყო. ბარაბანს, რომლის საშუალებითაც ხდებოდა ვერტიკალური შესწორებების შეტანა ქონდა „ლუფტი". საბოლოო ჯამში ეს „ვომზი" ალბათ უფრო ერზაც-ოპტიკა არის ვიდრე სერიოზული ხელსაწყო. მე არ მგონია, რომ ასეთი ოპტიკის ნდობა იქნება გონივრული. საჭიროა უფრო სერიოზული ხელსაწყოს გამოყენება. მიკვირს ადამიანების, რომლებიც 20012 წელს დაეძებენ ПУ-ს ПСО-ს და ასეთ ‘ვომზებს”. როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა სნაიპერმა აღნიშნა: რაღა დროს "პე-ეს-ო” არის, ხალხი კოსმოსში დაფრინავს.
ВОМЗ 4Х32-ის სამიზნე ბადე.
სამწუხაროდ დღეს საქართველოში არ არსებობს არც ერთი სასროლეთი სადაც შესაძლებელია შაშხანის სროლა. რის გამოც ძალიან ძნელია იდელაური ან უბრალოდ კარგი საგამოცდო პირობების შექმნა. შესაბამისად არადამაკმაყოფილებელი რეზულტატების შედეგად საკამოდ ძნელია დადგენა რა უშლის ხელს ზუსტ სროლას? არადამაკმაყოფილებელი პოზიცია? ქარი? კლიმატური პირობები? რაც არის ეს არის და მეტის გაკეთება შეუძლებელია. მე ჩემი მხრიდან მაქსიმალურად აგიღწერეთ სროლის პირობები, რომ თავად განსაზღვროთ არის ჩემს მიერ მიღებული შედეგი მაქსიმუმი, რომლის მოცემა შეუძლია „სუპერ ვეპრს" თუ მას მეტი პოტენციალი აქვს.
35 გრადუსი სიცხე, ტანსაცმელი სველია ოფლისგან, არსად არ ჩანს ჩრდილი, წყალი გაცხელდა ისე, რომ შესაძლებელია ყავის მოდუღება. სამაგიეროდ არ არის სიზუსტის მთავარი მტერი – ქარი. „ვეპრი" კიდე არ გრილდება და ჯიუტად არ ისვრის ისე, როგორც საჭიროა. მახარებდა მხოლოდ კომპენსატორის/ლულის მუხრუჭის ეფექტური მუშაობა, რის გამოც იარაღს ქონდა უფრო ნაკლები უკუცემა ვიდრე სკს-ს. უცბად ჩემამდე დავიდა ერთი მარტივი სიმართლე. "ვეპრი” არ არის ზუსტი სროლისთვის განკუთვნილი იარაღი! მიუხედავად სქელი ლულისა, ორთოპედიული კონდახის და ოპტიკისა ის უბრალოდ არ არის ზუსტი იარაღი და ამან ყველაფერმა უბრალოდ მე თავიდან შეცდომაში შემიყვანა. უცბად ჩემ თვალ წინ გაჩნდა .308 კალიბრის, იაფი და მარტივი კარაბინი, რომელიც მაქსიმუმ უფრო ითხოვდა კარგ კოლიმატორს და კონდახის მსუბუქ მოდერნიზაციას. შედეგად საკმაოდ მოკრძალებულ ფასად ჩვენ მივიღებდით .308 კალიბრზე გათვლილ სანადირო ნახევრად-ავტომატურ კარაბინს, რომელსაც აქვს ეფექტური ლულის მუხრუჭი, რის გამოც მისი სწრაფად სროლა ძალიან ადვილია. სამუშაო მანძილი ამ იარაღის იქნება მაქსიმუმ 200 მეტრი, რაც მთლიანად ფარავს იმ დავალებებს, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს სარეკში, ტყეში ნადირობისას ან თუნდაც თავდაცვით სცენარებში. ის ცდომილება, რომელსაც აქვს ადგილი „კრონის" მოხსნა დაყენებისას, პრინციპში ამ მანძილზე იქნებოდა უმნიშვნელო. მოდით დავფიქრდეთ, 308 კალიბრის, რომელი იარაღია ხელმისაწვდომი, რომელსაც ექნება ლულის მუხრუჭი, მოსახსნელი 10 ვაზნიანი მჭიდები, სწრაფად მოსახსნელი კრონშტეინი და იქნება მარტივი და საიმედო? ყველაზე ხელმისაწვდომი Benelli Argo-ს ფასი არის ორჯერ დიდი ვეპრზე, და ეს ყველაზე საბაზისო მოდელში. კიდე უფრო ძვირი ღირს ბრაუნინგის ნახევრად ავტომატები. არის კიდე საიგები, მაგრამ ჩემი აზრით „სუპერ ვეპრი" ამ კალიბრში მირჩევნია კვაზი კალაშნიკოვებს, რომლებსაც საიგები ქვია.
იაფი, მარტივი, საიმედო, უტილიტარული ნახევრად-ავტომატი, გათვლილი ჩინებულ .308-ზე. ვინ იყიდის მას? იგივე კატეგორიის ხალხი, რომელიც ყიდულობს საიგებს, სკს-ებს და სვტ-40-ებს. კი „სუპერ ვეპრი" ძვირია მაგრამ დაფიქრდით, 7.62X39 და 7.62X54R კალიბრის ვაზნის ფასი დაახლოებით იგივეა, რაც .308-ის ფასი. სკს-ის ფასი მერყეობს 1000-დან 1500 ლარამდე, საიგები სანადირო ვარიანტში ღირს იმდენივე, ტაქტიკური მოდელები ორჯერ მეტი. ვეპრის ფასი 1800 ლარიდან იწყება. ცუდია, რომ „ვეპრი" საკმაოდ იშვიათად ჩნდება გაყიდვაში. თუ ცოტათი უფრო მეტი გინდათ ვიდრე აღნიშნული იარაღები გთავაზობენ, მაშინ მოემზადეთ გაცილებით მეტი გადაიხადოთ. დააყენეთ ზედ კარგი კოლიმატორი და მიიღებთ საკმაოდ ეფექტურ ინსტრუმენტს მინიმალური დანახარჯებით. როგორც კი ყველაფერ ამას მივხვდი, ეგრევე დავწყნარდი, მოვხსენი იარაღს ოპტიკა და კრონშტეინი, შევინახე ჩანთაში, გადავიკიდე იარაღი მხარზე და გავემართე მანქანისკენ, რომელიც ერთ კილომეტრში დავტოვე. ყველანაირი იმედგაცრუება გაქრა. .308 კალიბრიანი „ვეპრის" თემა ჩემთვის ბოლომდე გაიხსნა და დაიკეტა კიდევაც.
პს
ჩემი გამოცდილება „კალაშნიკოვის" კლონებთან და ბოლო ნაცნობობამ „სუპერ ვეპრთან", კიდევ ერთხელ დამარწმუნა ორ რამეში. 1) 5,45-ზე გათვლილი კალაშნიკოვის სისტემის ავტომატები (AK-74M, მე-100 სერიის მოდელები) არის მაქსიმუმი რის მიღებაც შეიძლება ამ სისტემისგან. ისინი სთავაზობენ დამაკმაყოფილებელ სიზუსტეს, არიან მსუბუქები და საკმაოდ საიმედოები. განსხვავებით 7.62X39 კალიბრის მოდელებისგან, პირველები უფრო კონტროლირებადი არიან სროლაში და გაცილებით უფრო ეფექტურები ჯერებით სროლისას. ხოლო ვეპრი კალიბრში 5.45 რჩება ჩემ ერთ ერთ ყველაზე საყვარელ გრძელლულიან იარაღად, რომელიც მე ოდესმე მქონია. 2) ამავე დროს „კალაშნიკოვზე" დაფუძნებული სნაიპერული სისტემები (ერაყული ტაბუკი, რუმინული PSL, ებრაელების გალილი) სავარაუდოთ არის ერზაც-იარაღები, იმიტომ, რომ ის რაც წარმოადგენს კალაშნიკოვების ძლიერ მხარეს არის დიდი ნაკლი სნაიპერულ იარაღში. თვით დამტენი სნაიპერული იარაღი ან უნდა იქმნებოდეს სუფთა ფურცლიდან ან უნდა იყო დაფუძნებული AR-10 სისტემაზე., რომელიც თავის სქემის და მოძრავი ნაწილების სიმცირის და მათი დაბალი მასის გამო, საუკეთესოდ გამოდგება ამ მიზნებისთვის. რა თქმა უნდა არის კიდე H&K PSG მაგრამ მისი ფასი ნამეტანი არაჰუმანური აღმოჩნდა თითქმი ყველასთვის.