ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე [19]
აქ იხილავთ სტატიებს სანადირო აღჭურვილობაზე
სტატიები სანადირო თოფებზე [105]
სანადირო იარაღების პასპორტები (ტექნიკური მონაცემები) [6]
სტატიები მშვილდებსა და არბალეტებზე [0]
სტატიები დანებზე [5]
სტატიები ყველგანმავლებზე [4]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე » სტატიები სანადირო თოფებზე    

Mosin-Nagant VS Mauser 98 (შედარება)

გთავაზობთ განახლებულ და ჩასწორებულ სტატიას, რომელიც ამ ორ ძალიან პოპულარულ იარაღს შეეხება. წავაწყდი ამ სტატიას "მეზობელ” საიტზე, გადავიკითხე და შემრცხვა, რომ ამდენი ორფოგრაფიული შეცდომა იყო და ზოგადად ეს ერთ ერთი პირველი ჩემი სტატია ეხლა აღმოჩნდა ჩემთვის ძალიან არასრულყოფილი. მას მერე, რაც ეს სტატია დავწერე, ბევრი დრო გავიდა და ინფორმაციაც მეტი დამიგროვდა ამიტომაც გადავწყვიტე, რომ სტატია მნიშვნელოვნად გადამეკეთებინა და ხელახლა გამომექვეყნებინა.  იმედია შედეგი მოგეწონებათ.

დაახლოებით 7 წლის განმავლობაში ჩემ ხელში გამოიარეს, როგორც მოსინის ასევე მაუზერის მიერ შექმნილმა შაშხანებმა. ნასროლია ასობით ვაზნა, ათობით გასვლა გაკეთდა სასროლად. მინახია და მისვრია არა ერთი სხვისი მაუზერი და მოსინი. დაგროვილი ინფორმაცია მაძლევს საშუალებას გავაკეთო ამ ორი სისტემის შედარება არა მათი ტტმ–ის მიხედვით არამედ მათი ესპლუატაციის პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე. მიმაჩნია, რომ ეს შეიძლება ბევრისთვის საინტერესო იყოს.  მე მქონდა ძალიან კარგი მაუზერის კარაბინი (kar98k) გამოშვებული 1943 წელს, ლამინირებული კონდახით და ასევე ე.წ. სპარსული მაუზერი, ანუ მაუზერის შაშხანის ჩეხური კლონი, დმზადებული სპარსეთის შახის შეკვეთით. ასევე მე მქონდა სამი მოსინის ტიპის იარაღი, 1931 წელს გამოშვებული შაშხანა, 1943 წელს გამოშვებული შაშხანა  ATI-ს კონდახში და 1944 წელს გამოშვებული კარაბინი, რომელიც ყველაზე დიდხანს გაჩერდა ჩემთან. ყველა ამ იარაღიდან უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში ასობით ვაზნა იქნა გასროლილი.

დავიწყოთ შედარება კალიბრებით. ზოგიერთ ექსპერტს (მაგალითად ჩაკ ხოკს) მიაჩნია, რომ მაუზერის 8X57 ვაზნა არის თითქმის იდეალური უნივერსალური სანადირო  ვაზნა და ამავე დროს ყველაზე დაუფასებელიც. რომელმაც ვერ მოიპოვა ის აღიარება, რომელსაც იმსახურებდა. 1905 წელს ამ ვაზნამ საბოლოო ფორმა მიიღო, შეიცვალა ტყვიის ფორმაც, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა  ბალისტიკა.  11.7  გრამიანი გერმანულ ტყვიას და რუსულ 9.6 გრამიან ტყვიებს შორის სხვაობა ვარდნაში არის მხოლოდ 2 სმ 300 მეტრზე, რაც უმნიშვნელოა. ამასთანავე სხვაობა ენერგიებში 9.6 გრამს და 12.1 გგრამს შორის საკმაოდ დიდია და ის იგივე 300 მეტრზე შეადგენს დაახლოებით 250 ჯოულს გერმანული კალიბრის სასარგებლოდ.  სხვა და სხვა წონის ტყვიებს თუ ავიღებთ აღმოჩნდება რომ 8X57 ენერგიით იკავებს ნიშას 7.62X39 (დაბალ წნევიანი ე.წ. ამერიკული 8X57) და 30-06 შორის. ანუ ის ძალზედ უნივერსალური ვაზნა გამოდის. რა თქმა უნდა რამდენი ტიპის ვაზნის შოვნა შეიძლება საქართველოში ცალკე თემაა მაგრამ იარაღი ამ კალიბრზე გამოდის და ასორტიმენტიც უფრო დიდია (ამ ეტაპზე მხოლოდ თუ არ ვცდები 196 გრანიანი "სოფტპოინტი” სელიერ&ბელოტის გამოშვებული). აღსანიშნავია რომ ყოველგვარი კონსტრუქციული ცვლილებების გარეშე მაუზერის კარბინი კარგად მუშაობს სოფტ პოინტებთან, ტყვიებთან რბილი თავით. დიდი მინუსია (თუმცა არა ვაზნის) მისი ფასი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში შეადგენს 4-7 ლარს. 8X57-ის ენერგია შეადგენს 3600-4100 ჯოულს. ცოტა უფრო მრავალფეროვანია სიტუაცია 7,62X54-თან დაკავშირებით. ძველი გამოშვების სხვა და სხვა ტიპის ვაზნებია ხელმისაწვდომი და უფრო "იაფიც” ღირს. 2-3 ლარი. ეხლა აქ ვაზნების ნაირსახეობების აღწერას აზრი არ აქვს. ფაქტია რომ გაცილებით უფრო მეტი ტიპის ვაზნა არის ხელმისაწვდომი "რუსულ” კალიბრში. მაგრამ ეს მხოლოდ აქ, ჩვენ ქვეყანაში. საზღვარგარეთ სიტუაცია განსხვავდება, ასორტიმენტი ქარხნული 8Х57 კალიბრის ვაზნების გაცილებით მეტია, ისევე, როგორც იარაღის არჩევნის. საქმე იმაშია, რომ 7,62X54 დიდიხანია არის მორალურად მოძველებული და "ფლანეციანი” (rimmed) ვაზნების გამოყენება დიდიხანი აღარ ხდება (გამონაკლისია მხოლოდ შტუცერები). 7,62X54–ის ენერგია შეადგენს დაახლოებით 2920-3780 ჯოულს. თუ მსროლელი თავად ტენის ვაზნებს აქაც ლატუნის მასრები გერმანულ ვაზნებში შეიძლება გადაიტენოს, ამავე დროს რკინის მასრები (ლატუნის მასრები ამ კალიბრისთვის გაცილებით უფრო ძნელი საშოვნელია)  კალიბრში 7,62X54 პრაქტიკულად გამოუსადეგარია გადატენვისთის. მაუზერის კალიბრი დღესაც აქტუალურია, მოსინის კალიბრი უკვე აღარ.


საუკეთესო ჯგუფი მაუზერის კარაბინიდან, ჩეხური რბილთავიანი სანადირო ვაზნების გამოყენებით. არც ისე ცუდი 1943 წელს გამოშვებული და შემდგომ საბჭოთა კავშირში გადაწყობილი სამხედრო იარაღისთვის.

ერგონომიკა და ექსპლუატაცია.  ამაზე ძალიან გაცხარებული კამათები მიდის სხვა და სხვა რესურსებზე მაგრამ პირდაპირ განვაცხადებ: ფაქტია ის, რომ რომ მაუზერის კარაბინი უფრო მოსახერხებელია ვიდრე მოსინის შაშხანები და ეხლა ავხსნი რატომ:

1. მაუზერის კონდახი ნახევრად პისტოლეტური სახელურით უფრო მოსახერხებელია ვიდრე მოსინის "სწორი” კონდახი. ეს განმსაკუტრებულად იგრძნობდა როდესაც დაწოლილი ისვრი.

2. დახრილი მაუზერის საკეტის სახელურით ოპერირება უფრო ადვილად, სწრაფად და ბუნებრივად ხდება. ასევე ხელსაყრელია მისი საკეტის უკანა ნაწლში განლაგება და არა შუაში, როგორც მოსინის იარაღში.

3. კარ98კ-ს გაცილებით უფრო მოსახერხებელი დამცველი აქვს. მოსინს ჩათვალეთ, რომ დამცველი არ აქვს საერთოდ, უბრალოდ კონსტრუქციულად შესაძლებელია საკეტის ბლოკირება, რაც მოითხოვს ძლიერ ხელებს და სპეციალური უნარჩვევს ჩამოყალიებას.

4. მაუზერს აქვს ორ რიგიანი კონდახში "ჩამალული” მჭიდი. მოსინს აქვს ერთ რიგიანი მჭიდი, რომელიც კონდახის გარეთ გამოდის.  ინტენსიური ექსპლუატაციის დროს ხშირია მოსინის მჭიდის თვითნებური გახსნა, მაშინ როდესაც მაუზერის მჭიდი თავსახური გაცილებით უფრო საიმედოთ არის დახურული და მისი შემთხვევით გახსნა პრაქტიკულად შეუძლებელია. ანუ მე მინახავს გახსნილი მოსინის მჭიდები, ბალახში გაფანტული ვაზნებით და არ მინახავს არც ერთი ასეთი შემთხვევა მაუზერის შაშხანებთან.

მოკლედ რომ ვთქვათ კარ98კ-დან უფრო სწრაფად და კომფორტულად შესაძლებელია სროლა. განსაკუთრებით თუ მარცხენა მხრიდან ისვრით, როგორც მე.

5. იგივე წონის მიუხედავად, კარ98კ-ს უფრო გრძელი ლულა აქვს და უფრო მეტი მოდერნიზაციის პოტენციალი აქვს და უფრო ძლიერი ვაზნაც გააჩნია.

6. დამზადების ხარისხით კარ98კ ასევე ჯობია მოსინის შაშხანებს. ესთეტიკური თვალსაზრისით მე, როგორც იარაღის მფლობელს მინდა რომ მქონდეს არა დაღეჭილი და უხეში რკნის ნაგლეჯი არამედ ლამაზი და ხარისხიანად დამზადებული იარაღი. აბა რაში ვიხდი სიმწრით ნაშოვნ ფულს? ამ მხრივ ნებისმიერ წელს გამოშვებული მაუზერი აჯობებს საბჭოთა კონკურენტს. მე მინახია ძველი "ცარის” რუსეთშუ გამოშვებული შაშხანები, რომელთა ხარისხი ასევე იყო საკმაოდ მაღალი. ყოველშემთხვევაში ასეთის ხელში აღებისას მე არ მიჩნდებოდა ნეგატიური ემოციები, როგორც 1943 წელს გამოშვებული მოსინის დანახვისას. პარადოქსია, მაგრამ, როგორც ჩანს ექსპორტისთვის გამოშვებული 98–ები უფრო უკეთესად იყვნენ დამზადებულები ვიდრე შიდა ბაზრისთვის გამოშვებული იარაღები.

7. ჩემი დაკვირვებით კარ98კ-ს რესურსი გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე ნებისმიერი მოსინის შაშხანის. (ინტერნეტში არსებული მასალებზე დაყრდნობით).  მაუზერს არ ეტყობოდა ფიზიკური ცვეთა მაშინ, როდესაც "ახალ” და "ნახმარ” მოსინებს შორის სხვაობა აღინიშნებოდა. ეს ეხება მაგალითად საკეტის მოძრაობას, თუ ახალ მოსინებში მოძრაობა იქით აქით იყო მინიმალური, გარკვეული გასროლების შემდეგ, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ საკეტი მოძვრებოდა იარაღს.

8. ასევე ჩემი დაკვირვებით კარ98კ გაცილებით უფრო ნაკლებ მოვლას და ყურადღებას ითხოვს. ანუ ის ისე მალე არ იჟანგება როგორც მოსინი. მაუზერის საკეტი მოსინის საკეტისგან განსხვავებით ოქსიდირებულია და დაცულია ნესტის ზემოქმედებისგან. მოსინს პერიოდულად ჭირდებოდა ჟანგისგან გაწმენდა.

9. მე არ მინახია არც ერთი გაბზარული მაუზერის კონდახი, მაგრამ შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მოსინის კარაბინებში 200–300 გასროლის შემდეგ კონდახი იბზარება იქ სადაც ხდება მისი გადაბმა დამრტყმელ–სასხლეტი მექანიზმის და მჭიდის ადგილებს შორის. ეს ეხება, როგორც ხის ასევე ლამინატის კონდახებს.

ასეთი რამე მე მოსინის კარაბინებში იმდენჯერ მინახია, რომ დავრწმუნდი: საქმე არ გვაქვს იზოლირებულ შემთხვევებთან, საქმე გვაქვს ტენდენციასთან.

მაუზერი გამძლე და საიმედო იარაღია, რომელზეც მე რამდენიც არ უნდა დავწერო საკმარისს მაინც ვერ მოვიფიქრებ. პრაქტიკულად უნაკლო კონსტრუქცია. სუსტი წერტილები არ არსებობს. ვაზნების კონტროლირებადი მიწოდება არის მთავარი მისი თავისებურება და ის რითიც მაუზერი ჯობნის ნებისმიერ მოსინს. ჩემი მაუზერის კარაბინიდან სადღაც 120 ვაზნამდე ვისროლე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. ძალიან მოსახერხებელია, ძალიან ერგონომიული, ძალიან საიმედო. ძალიან სასიამოვნო სასროლია. ლამინირებული კონდახი მძიმეა მაგრამ საიმედოა. არ რეაგირებს ამინდის ცვლილებაზე. ზეთით გაჟღენთილი ის იტანს ნაკაწრებს და დასველებას. ადვილად ხდება მისი აღდეგენა. სრულიად სხვა ისტორიაა მოსინი. გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ შაშხანას სროლის მერე გადატენვისას ძვრებოდა საკეტი. ანუ კბილი მას არ იჭერდა და ის უკან ბოლომდე გამოდიოდა. არა კონტროლირებადი მიწოდების გამოდაბრკოლებები სროლისას ხშირად არა მაგრამ მაინც ხდებოდა.  90% დაბრკოლებების, სწორედ ამის გამო იქმნებოდა. მაგალითად: ნასროლი მასრა არ ამოვარდა ბოლომდე ხოლო მეორე მის ქვეშ შეძვრა და ორივე რესივერში გაიჭედა. ასეთი რამ ვერ მოხდება მაუზერში, რომლის მასიურ ექსტრაქტორს ვაზნა უჭირავს მთელი გზის მანძილზე მჭიდიდან სავაზნემდე. ძალიან ბევრ მოსინზე და მათ შორის ორივე ჩემ შაშხანაში კონდახი არ იყო კარგად მორგებული, რის გამოც იყო პატარა "ლუფტი”. "საფენებმა” უშველა მხოლოდ შაშხანას. კარაბინში დამჭირდა დატეხილი ბრიტვის ფირფიტების ჩადება ნაგელსა და რესივერს შორის იმისთვის,  რომ "ლუფტი” გამქრალიყო. როგორც უკვე ავღნიშნე თუ არ მოუარე მუდმივად იჟანგება საკეტი. განსაუთრებით სახელური, რის გამოც იარაღი იძენს ნაცვეთ და ნახმარ გარეგნობას. ორივე იარაღს საგრძნობი უკუცემა აქვს და გასროლის მაღალი ხმა თუმცა გრძელი ლულის გამო მაუზერს ხმა მაინც ისეთი შემაწუხებელი არ აქვს, როგორც მოსინის კარაბინებს (600მმ მაუზერზე და 510მმ მოსინზე) . ამავე დროს მოსინის შაშხანას ყველაზე ნაკლები ხმა და უკუცემა ქონდა. მიუხედავათ უფრო მოკლე ლულისა მოსინის კარაბინი იწონის იგივეს რაც უფრო გრძელ–ლულიანი კარ98კ.

მაუზერის რესივერზე უფრო ადვილია ოპტიკის დაყენება, ამავე დროს კონსტრუქციიდან გამომდინარე მოსინის რესივერი უფრო ნაკლებად მყარია, და მასზე ოპტიკის დაყენება პრობლემატურია. ასეთი გადაბმული  მაუზერის რესივერი და უფრო საიმედო ჩაკეტვის სქემა განაპირობებს მაუზერის კონსტრუქციის ლეგენდარულ გამძლეობას. სამხედრო მაუზერები მინიმალური გადაკეთებით, ხდებოდნენ .375 ჰოლანდ&ჰოლანდ კალიბრის სანადირო კარაბინები. რა მოხდება, რომ მოსინი გადაკეთდეს იგივე კალიბრზე? არ მგონია რომ საკეტმა და რესივერმა ასეთ ტრანსფორმაციას გაუძლოს.

გადავიდეთ ორივე კონსტრუქციის მინუსებზე. ორივე იარაღს აქვს საკმაოდ მოუხერხებელი სამხედრო ტიპის სასხლეტები. მძიმე და უხეში.  ჩემი დაკვირვებით მოსინის სასხლეტები უკეთესია. მაგრამ ამავე დროს განსვაბებით მოსინისგან, მაუზერისთვის ადვილად შეიძლება იყიდოთ სპორტული ტიპის ან სანადირო ტიპის სასხლეტები  და ასევე ადვილად დააყენოთ ის იარაღზე ყოველგვარი გადაკეთებების გარეშე. კომპანია Timney უშვებს სასხლეტებს მოსინისთვის მაგრამ აშშ0ში ეს მოდული უფრო მეტი ღირს ვიდრე თვითონ მოსინის შაშხანა. ორივე იარაღს აქვს ფოლადის "ზატილნიკები”. ზატილნიკის მოდიფიკაცია არის ის რაც ეგრევე უნდა გააკეთოთ ამ იარაღებზე. მოსინს მე ტყავის სქელი ნაჭერი გადავაკარი, ხოლო მაუზერზე პირდაპირ ფოლადზე დავაწებე რეზინის ბალიშები. შესაძლებელია ორივე იარაღისთვის რეზინის ამორტიზატორების შეძენა.  ეფექტი იქნება ძალიან თვალსაჩინო. თუ აქამდე მაუზერი ლამის ნახევარ მეტრზე ვერტიკალურად ფანტავდა ტყვიებს და მიმტრევდა მხარს, ბალიშების დაყენების შემდეგ ის გახდა პრაქტკულად  1MOA სიზუსტის შაშხანა. საკამოდ შემცირდა უკუცემის ძალაც. დაახლოებით იგივე ეფექტი მივიღე ტყავის გადაკვრით მოსინზე, უბრალოდ საჭირო ფორმის ტყავის ნაჭერი ამოვჭერი და ზედ დავამაგრე იგივე ხრახნებით, რომლებითაც მაგრდებოდა ფოლადის "ზატილნიკი”. ორივე იარაღს აქვს საკმაოდ მარტივი და ალბათ მოუხერხებელი სამიზნე მოწყობილობები. მე ვისურვებდი ორივეზე მქონოდა დიოპტრები. თვალები დამისუსტდა და ამიტომაც მომეჩვენა რომ მოსინის მსხვილი სამიზნე მოწყობილობები უფრო მოსახერხებელია მაგრამ ზუსტი სროლისთვი მაუზერის სამკუთხედი "მუშკა–ცელიკი” უფრო ხელსაყრელია. ამავე დროს, სუსტი განათების პირობებში ასევე პრობლემატური ხდებოდა მაუზერიდან დამიზნება.  საკმაოდ ძნელია მოარგო კარ98კ-ს ქამარი. ან უნდა დაუყენო ჩვეულებრივი "ანტაბკები” ან უნდა იწვალო. მოსინის ღვედები ყველგან იშოვება და მორგებას დიდი წვალება არ უნდა. მაუზერის ღვედები ან უნდა შეაკერინოთ ან შეუკვეთოთ. ან როგორც ინგლისურ სპეცრაზმ SAS–ში საერთოდ ღვედზე უარი თქვათ. მოსინის მინუსი არის ის რომ შაშხანა ძალიან მძიმე გრძელი და მიუხერხებელია ხოლო კარაბინზე აყენია დასაკეცი ხიშტი, რომელიც საკმაოდ უაზრო კონსტრუქციისა და უკვე 1944 წელს მოძველებული იყო. თუ ხიშტი მოხსენი იარაღი ხელახლა მისასროლია. გამომდინარე იქიდან, რომ შაშხანების მისროლა ხდებოდა დაყენებული ხიშტით, საჭირო იქნება მისი ხელახალი მისროლა. მაუზერს თითქმის იდეალური ზომა წონა აქვს და ზედემტი ნაწილები არ გააჩნია. ხიშტი ყენდება სამაგრზე, რომელიც ლულის ქვეშ არის მოთავსებული და დაყენებულია კონდახზე და არა ლულაზე.


მოსინმა გაჭედა.  ლეგენდები მოსინის საიმედოობაზე არ დადასტურდა. წლების განმავლობაში მე ასეთი რამ არა ერთხელ და არა ერთ მოსინზე მინახავს.

პრაქტიკული სიზუსტე. რატომ პრაქტიკული? იმიტომ, რომ სროლა ხორციელდებოდა დაწოლილი მდგომარეობიდან საველე პირობებში, ძველი იარაღებიდან, არც თუ ისე კარგი ხარისხის ვაზნებით. ასეთ პირობებში რაიმეს ზუსტად დადგენა არის საკმაოდ პრობლემატური. შესაბამისად თუ ვისვრით იარაღს "ველურ” სასროლეთებში, იმით რაზეც ხელიმიგვიწვდება გამოდის, რომ ვადგენთ პრაქტიკულ სიზუსტეს, რომელიც მისაღწევია ერთი კონკრეტული ქვეყნის კონკრეტულ პირობებში არსებული ვაზნების გამოყენებით და გარდა ამისა საველე პირობებში, როგორც ომის დროს ან ნადირობისას, განსხვავებული საყრდენებიდან, პოზიციებიდან, განსხვავებულ კლიმატურ პირობებში. შეუძლებელია ასეთ პირობებში რაიმე ზუსტი ტესტის ჩატარება მაგრამ გარკვეულ დასკვნებამდე მისვლა შესაძლებელია. ორივე ტიპის შაშხანები შესაბამისი მოდიფიკაციების შემდეგ (რაც ზემოდ დავწერე) დამაკმაყოფილებელ სიზუსტეს აჩვენებდნენ. უბრალოდ მოსინს ასეთი სამუშაოები, რომელთა მიზეზი იყო სიზუსტის გაუმჯობესება ჭირდებოდა უფრო მეტი და უფრო ხშირად.    ტყავის "საფენებმა” ლულასა და კონდახს შორის ჩემ კარაბინს არ უშველა. გაფანტვა იყო ერთი ა4 ფურცლის სიგანე. მას მერე რაც თხელი ფოლადის ფირფიტები მოვათავსე, ჯგუფები შემცირდა 7 სმ-მდე. მეორე შაშხანამ, რომელიც მე მქონდა მომცა რამოდენიმეჯერ საუკეთესო ჯგუფი 4.5სმ, და შესანიშნავი 7 სმ 200 მეტრზე. შემდეგ ეს სიზუსტე სადღაც გაქრა… სად და რატომ მე ვერ დავადგინე. საუკეთესო ჯგუფი მაუზერიდან იყო 4 სმ. მოსინის კარაბინიდან 4.5სმ.  საშუალო სიზუსტე მაუზერებიდან შეადგენდა 5–6 სმ, მოსინიდან 6–9 სმ.

უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი ტიპის იარაღში ლულის, რესივერის და ხის კონდახის მორგებას ერთმანეთის მიმართ აქვს დიდი მნიშვნელობა. ეს ორი ჯგუფი ნასროლია სხვისი მაუზერის კარაბინიდან და ჩემი მოსინის კარაბინიდან.  მონიშნული ჯგუფი არის მოსინიდან ნასროლი, დანარჩენი მაუზერიდან, რომელიც დაზარალდა რესივერის და კონდახის არასწორი მორგების მცდელობისგან. სხვაობაც სიზუსტეში უზარმაზარია.  სროლის მანძილი 100 მეტრი. მეორეს მხრივ სიზუსტისდეგრადაცია მოსინში სროლიდან სროლამდე იყო საკმაოდ დიდი. "ჯდებოდა” ტყავის სალნიკები, ფირფიტები, რომელსაც ვადებდი "ნაგელს” …..  კარგად მორგებულ მაუზერში დეგრადაცია არ აღინიშნებოდა.

პრობლემა, რომელიც მე  მაუზერთან შემექმნა იყო ის, რომ კარაბინი საგრძნობლად მაღლა ისროდა (10–15 სმ), ალბათ იმის გამო რომ თანამედროვე ვაზნები მეტ წნევას ანვითარებენ და მეტ საწყის სიჩქარეს აძლევენ ტყვიას. ამის გამოსწორება შეიძლება მხოლოდ უფრო მაღალი "მუშკის” დაყენებით რაც უკვე ნიშნავს ხელოსნის ჩარევას. მაგრამ სამაგიეროდ შეიძლება ჩაითვალოს, რომ სანადირო იარაღისთვის ასე უკეთესიც არის. 250 მეტრამდე მსხვილ ნადირს არ ააცილებთ, ყოველგბარი ქორექტირების გარეშე. თუმცა ასეთი თავისებურების გათვალისწინება აუცილებელია. ოპტიკის გამოყენების პირობებში ეს პრობლემაც ქრება.

მოსინის შაშხანით ნასროლი 200მეტრზე (ორი ჯგუფი). არც ისე ცუდია, თუ გავითვალისწინებთ რომ სროლა ხორციელდებოდა საყრდენის გარეშე, 1943 წელს გამოშვებული იარაღიდან, საკითხავი ხარისხის ვაზნებით. სიზუსტე სამი გასვლის შემდეგ გაქრა ….

სულ ეს არის, რისი მოკლედ თქვენთვის მოყოლაც მე მინდოდა. მე 100% დარწმუნებული ვარ, რომ კარ98კ ყველაფრით ჯობია მოსინის შაშხანას და კარაბინს , მაგრამ ვინაიდან კარ98კ ჩემ არსენალში შეცვალა მისმა "შვლიშვილმა” ჩზ550-მა ლოგიკურია რომ სათრევი და გასართობი კარაბინის როლში მე მექნება მოსინის კარაბინი. ის უფრო იაფია, ვაზნები უფრო ხელმისაწვდომია. ის თავის საქმეს აკეთებს, თუმცა გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში. კარგ მოსინის კარაბინს აქვს აბსოლუტურად ადეკვატური სიზუსტე. ამასთანავე მაუზერი არის მაუზერი, ლეგენდა და მსოფლიოში საუკეთესო შაშხანის დიზაინი. კალიბრში 8Х57, თუნდაც ომის დროინდელი სამხედრო კარაბინის კონფიგურაციაში,  ის აბსოლუტურად ადეკვატური იქნება და კონკურენციას გაუწევს თანამედროვე კლასიკურ სანადირო კარაბინებს. ძველი სამხედრო მაუზერი თუ ის თავიდანვე არის კარგ კონდიციაში, ხე და რკინა მორგებულია ერთმანეთზე, იმუშავებს ძალიან კარგად და სტაბილურად. მე ძალიან ძალიან ვნანობ, რომ ვერ შევინარჩუნე მაუზერი ჩემ კოლექციაში. მოსინზე კიდე არასდროს არც მინატრია და არც მინანია რომ ის გავასხვისე….. შეკითხვაზე, რომელი ჯობია,  მე მაქვს ცალსახა პასუხი: მაუზერი 100%–ით. თუ ჩემი არ გჯერათ და მე არ მეთანხმებით, შეგახსენებთ, რომ მაუზერის კონსტრუქცია აღიარებულია საუკეთესოდ, ამ სისტემის იარაღები დღემდე გამოდის და მაუზერის სამხედრო შაშხანები და კარაბინების კლონები უამრავ ქვეყანაში და კონტინენტზე გამოდიოდა. აბსოლუტური უმეტესობა ყველაზე სახიფათო,  აფრიკული ნადირობისთვის განკუთვნილი "ბოლტების” არის მაუზერის სისტემის. სწორედაც რომ ამ სისტემის აბსოლუტური საიმედოობის გამო.  რით შეუძლია იტრაბახოს მოსინმა?  რამოდენიმე მოდიფიკაცია ფინეთში, გამოშვებული ომის დროს, ერთი ორი ზუსტი მოდელი შექმნილი მის ბაზაზე, გამოსული უმნიშვნელო რაოდენობით და სულ ეს არის.

 



წყარო: http://shooterscentral.ge/?p=45
კატეგორია: სტატიები სანადირო თოფებზე | დაამატა: giohunt1982 (28.12.2012) W
ნანახია: 2348 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    IRAKLIG

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика