მოსინის შაშხანას 1891 წელს საგამოცდო-სასროლ პოლიგონზე კონკურენციას უწევდა სხვა შაშხანებთან ერთად „ლეონიდ ნაგანის" შაშხანა. ხანძლივი გამოცდის შემდეგ საგამოცდო კომისიამ უპირატესობა მიანიჭა მოსინის შაშხანას, რომელიც საბოლოოდ რუსეთის არმიამ მიიღო შეიარაღებაში, მან შეცვალა მანამდე რუსეთის არმიაში მყოფი ამერიკელი კონსტრუქტორის „ბერდანის" შაშხანა. მოსინის შაშხანა გამოირჩევოდა დიდი საიმედოებით, საკეტისა და მექანიზმის სიმარტივით, ტყვიის ზუსტი სროლით, რაც განაპირობებდა მის იოლ მოხმარებას. მოსინის შაშხანამ გამოავლინა თავის საბრძოლო თვისებები მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც საბჭოთა სნაიპერები ვერმახტის გაწვრთნილ სნაიპერებთან ორთაბრძოლაში აღწევდენ დიდ უპირატესობას. შაშხანა მისი ზუსტი სროლიდან გამომდინარე პოპულარობით სარგებლობდა მონადირეებში, თანამედროვე ვაზნბის გაუმჯობესებამ უფრო გაზარდა შაშხანის სროლის სიზუსტე და მისი ტყვიის გამაჩერებელი ძალა, რამაც უფრო ეფექტური გახადა შაშხანა სამონადირეო თვალსაზრისით. ტექნიკური მაჩვენებლები:ყალიბი (მმ)-7,62x54. ტყვიის სიჩქარე (მ/წ)-860. სამიზნე მანძილი (ღია სამიზნით) (მ)-300. მჭიდის ტევადობა (ცალი)-5. ლულის სიგრძე (სმ)-72. მთლიანი სიგრძე (სმ)-123. წონა (კგ)-4.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!