ბრაზილიაში იარაღის ბაზარზე კარგად არის ცნობილი CBC-ის პროდუქცია. კომპანია 1926 წელს დაარსდა. თვიდან CBC -ში მხოლოდ 20 კაცი მუშაობდა. ისინი ვაზნებს აწარმოებდნენ და მთელი სამუშაო პროცესი ხელით ხდებოდა.
ეხლა ფირმა სანტ-ანდრესში მდებარეობს და წარმოების სრულ ციკლს მოიცავს . ფირმას გააჩნია საკუთარი სამეცნიერო-ტექნიკური ბაზა აგრეთვე სამანქანო პარკი.
ფირმას ძირითადი აქცენტი ვაზნების წარმოებაზე აქვს გადატანილი და აწარმოებს როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო დანიშნულებისთვის. აღსანიშნავია, რამდენიმე ყალიბი, რომელიც ამერიკასა და ევროპაში სანადირო ყალიბებადაა ცნობილი, ბრაზილიაში კი სამხედრო ყალიბად.მაგალითად: 5,56; 7,62×51; .357 Mauser; .30-30 Win; .30-06.
ვაზნების გარდა ფირმა აწარმოებს თითბერის მასრებს, კაფსულებს, საფენებს, კონტეინერებსა და ობტურატორებს, რაც ძალიან გამოსადეგია სახლის პირობებში ვაზნების დამზადებისათვის.
იარაღის წარმოების მხრივ საფირმო პროდუქცია მოიცავს სახაზინო გადატენვის ერთლულიანებსა და რამდენიმე პომპას(მისი წარმოება 2000 წლიდან დაიწყეს).
ერთლულიანი თოფები იწარმოება ამერიკული Iver Jhonson-ის ბაზაზე და განსხვავდება საბაზოსაგან ჩამკეტი ბერკეტით (ბრაზილიურ თოფზე განლაგებულია ფარის წინ ღილაკი).
მოდელები 151 და 651 განსხვავდებიან მხოლოდ ექსტრაქტორის (ერთ შემთხვევაში) და ეჟექტორის(მეორე) არსებობით. საფირმო ეჟექტორს აქვს ძალიან პრაქტიკული მოქმედება. მისი პრაქტიკულობა მდგომარეობ იმაში, რომ პირველ ეტაპზე ეჟექტორს ამოაქვს ნასროლი ვაზნა ნახევარ სიგრძეზე (ექსტრაქცია), ხოლო ამის შემდეგ ახდენს მის ამოგდებას.
ორივე მოდელს გაუმჯობესებულ ვარიანტში აქვს მარკირება Amasonia.
Amasonia
ყალიბი 12,16,20,28,36; სავაზნე 12-20-36 ყალიბში 76მმ სიგრძისაა.ყველა ყალიბისათვის ფიქსირებულ ჩოკებს აქვთ ძლიერი შევიწროება(1,25მმ). 28-36 ყალიბში წონა შეადგენს 2,5 კგ-ს, ხოლო 12-16 ყალიბში კი 2,9 კგ-ს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ერთლულიანები ამერიკულ ბაზარზე საკმაოდ იაფი ღირს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!