ინგლისურ კომპანიებს შორის Webley & Scott ერთ-ერთი გამორჩეულია. მის დამაარსებლად ითვლება უილიამ დევისი, რომელმაც ბირმინგემში 1790 წელს გახსნა პატარა საამქრო. იმ დროს ეს ქალაქი იყო იარაღის წარმოებაში მსოფლიო ცენტრი(მაშინ აქ არ არსებობდა საცდელი სადგური. 1813 წელს ასეთი სადგური გაიხსნა ბირმინგემშიც). 1827 წელს ამ საამქროში 14 წლის ფილიპ უებლი შეგირდად დაუდგა ოსტატ ბენჯამინ უოტსონს, ვისი ხელმძღვანელობითაც ოსტატდებოდა საკეტების წარმოებაში. 1835 წლიდან უებლი ძმასთან ერთად თავად აკეთებს საამქროს და არქმევს ,, ძმები უებლები”, რომელიც უილიამ დევისის საწარმოს მეზობლად განლაგდა. ამ დროისათვის დევისის საწარმოს ხელმძღვანელობდა მისი ქალიშვილი. 1838 წელს უებლი და უილიამის ქალიშვილი შეუღლდნენ, საწარმოებიც გააერთიანეს ერთ ფირმად. ფილიპ უებლის პროდუქციაზე ამ პერიოდამდე რჩება დამღა WD(უილიამ დევისის ინიციალები). მალე ფილიპ უებლის შვილები(თომასი და ჰენრი) გაიზარდნენ და თავად მოვიდნენ საოჯახო ბიზნესში. 1860 წლიდან ფირმას მიენიჭა P. Webley & Son სახელი. საწარმო ასეთი აბრით წარსდგა კლიენტების წინაშე:
შვილების ფირმაში მოღვაწეობა აღინიშნა სანადირო თოფების წარმოების გაფართოებითა და ვაჭრობის მასშტაბების ზრდით. 1850 წლიდან ფირმამ დაიწყო პისტოლეტებისა და რევოლვერების გამოშვება. 1887 წელს ფირმამ ,,ჩაყლაპა” Tipping & Lawden, იმ დროისათვის ცნობილი კომპანია. იმავე წელს მიიღო თავისი პირველი სამთავრობო კონტრაქტი რევოლვერების წარმოებაზე. ფირმა უშვებდა სხვადასხვა კეტეგორიისა და ღირებულების თოფებს და გააჩნდა ძალიან ორიგინალური სარეკლამო პოლიტიკა. უფრო ძვირადღირებულ ნაწარმზე თავის დამღას ასვამდა, ხოლო უფრო იაფფასიან ნაწარმს კი მის მიერვე მიერთებული ფირმების სახელს(მაგალითად Tipping & Lawden). 1888 წელს დამფუძნებლის სიკვდილის შემდეგ ფირმის მმართველი ხდება უფროსი შვილი თომასი. ფირმის საერთაშორისო აღიარება ძალიან დიდი გახდა. პროდუქციის 90% სხვა ფირმათა შეკვეთებზე მოდიოდა. ამ ფირმის თოფებს ბევრ საერთაშორისო გამოფენასა და შეჯიბრებებზე აქვთ აღებული უმაღლესი შეფასება. 1896 წელს შვილმა უებლიმ ააშენა თავისი ფაბრიკა, რომელიც უშვებდა ,,მარტინი-ჰენრის” თოფებს. 1897 წელს გაერთიანდა სამი კომპანია P. Webley & Son , W&C Scott and Sons და Richard Ellis and Son საერთო სახელით Webley and Scott Revolver and Arms Co Ltd, რომლის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა თომას უებლი, ხოლო სხვებმა სახადასხვა განყოფილებები ჩაიბარეს. 1906 წელს ფირმა გადაარეგისტრირეს და უწოდეს Webley & Scott Ltd; ფირმამ პირველი მსოფლიო ომის ქარტეხილები მეტნაკლებად გადალახა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი ახალი მოდელები დანერგეს და სპორტული თოფების წარმოება დაიწყეს. 1950 წლისათვის ეს კომპანია იყო ლამის ერთადერთი, რომელიც აწარმოებდა ,,მასიურ” იარაღს. დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა ,,მოდელი 700”, რომელიც 1947-1979 წლებში გამოვიდა 28 ათას ცალზე მეტი. რამდენჯერმე შეიცვალა კომპანიის მფლობელი, რომლებსაც თავისებური(ინდივიდუალური) დამოკიდებულება ჰქონდათ ამ სახის ბიზნესისადმი. აღსანიშნავია_ ვერტიკალურებზე მოთხოვნა იზრდებოდა და შესაბამისად კომპანიას რაღაც უნდა ეღონა, მაგრამ მეპატრონეებს ეს ნაკლებად აღელვებდათ, შესაბამისად ერთ დროს ძალიან ძლიერი კომპანია თავად გაიყიდა და მისი მფლობელი 1985 წელს გახდა Holland & Holland. ამის შედეგად სახელი Webley & Scott 20 წლით გაქრა.
2006 წელს კომპანია Air Gun Sport-მა იყიდა Webley & Scott, რომელიც ამ დროისათვის პნევმატური იარაღის წარმოებით იყო დაკავებული. მფლობელმა კომპანიამ გაითვალისწინა რა თავისი შენაძენის პოტენციალი და ტრადიციები, აღადგინა მისი სახელი. პირველი მოდელები აღდგენილი ბრენდისა იყო ვერტიკალური ,,მოდელი 910” და ნახევარავტომატი ,,მოდელი 810/20” 2007 წლისათვის ასორტიმენტი საგრძნობლად გაიზარდა: .410 Junior_ მოზარდებისათვის სროლის შესასწავლად; ჰორიზონტალურები ,, მოდელი 700”_ 12, 20 და 28 ყალიბისა; ნახევარავტომატები ,,მოდელი 800”_ 4 ვარიანტში, 12 და 20 ყალიბისა; ,,მოდელი 1000” და ,,მოდელი 2000”_ 12, 20 და 28 ყალიბისა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია Webley & Scott-ის უახლესი(წარმოების მეთოდებითაც) მოდელი, რომელსაც შესაბამისად ამ კომპანიის სახელი(თარიღითურთ) დაარქვეს_ Webley & Scott 1790. ესაა ძალიან ძვირფასი სპორტული მოდელი, რომელსაც თავმოყრილი აქვს თავის თავში ამ ფირმის უდიდესი ტრადიციები და ისტორია.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!