ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე [19]
აქ იხილავთ სტატიებს სანადირო აღჭურვილობაზე
სტატიები სანადირო თოფებზე [105]
სანადირო იარაღების პასპორტები (ტექნიკური მონაცემები) [6]
სტატიები მშვილდებსა და არბალეტებზე [0]
სტატიები დანებზე [5]
სტატიები ყველგანმავლებზე [4]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე » სტატიები სანადირო თოფებზე    

სანადირო თოფები
ნადირობის დროს ზუსტი სროლა მარტო მონადირის უნარზე არ არის დამოკიდებული. იგი განისაზღვრება მრავალი ფაქტორით. მაგალითად, ზუსტი სროლისათვის აუცილებელია კარგი და მორგებული თოფი, მაღალი ხარისხის სასროლი მასალა და სანადირო ობიექტის მიხედვით მისი სწორი შერჩევა, ვაზნების საუკეთესო დატენა და სხვ. ყველა ამ საკითხის შესწავლა მონადირის გადაუდებელ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს.
სანადირო თოფების კლასიფიკაცია. დღეისათვის ვხვდებით სანადირო თოფების მრავალ სახეობას.
ჭურვის მიხედვით სანადირო თოფები იყოფიან:
1. საფანტიან ანუ გლუვლულიან თოფებად; 
2. ტყვიის ანუ კუთხვილულიან თოფებად;
3. კომბინირებულ თოფებად და
4. ტყვიასაფანტიან თოფებად.

ლულების რაოდენობის მიხედვით არჩევენ: ერთლულიან, ორლულიან, სამლულიან და ოთხლულიან თოფებს.
ლულების განლაგების მიხედვით არჩევენ: ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად შედუღებულ ლულებიან თოფებს. რიგი სპეციალისტების აზრით ზუსტი სროლა მეორე ტიპის თოფით უფრო იოლია. უნდა ვიფიქროთ რომ ეს დამოკიდებულია მონადირის ინდივიდუალურ თვისებებზე. საზოგადოდ კი უნდა ითქვას, რომ ზუსტი სროლა ქარის დროს ვერტიკალურად შედუღებული ლულებიანი თოფით უფრო მეტად ძნელდება.
დატენის საშუალებათა მიხედვით არჩევენ: ზუმბიან ანუ ფილთა თოფებს და სახაზინო ანუ ვაზნიან თოფებს.
გასასროლად გამზადებული ვაზნების რაოდენობის მიხედვით სანადირო თოფებს ყოფენ ერთვაზნიან (ორვაზნიან), მრავალვაზნიან და თვითდამტენ ანუ ავტომატურ თოფებად.
დამცემი სისტემის მოწყობილობის მიხედვით სანადირო თოფებს ყოფენ ჩახმახიან და უჩახმახო თოფებად.
სარეწაო სანადირო თოფი თავის მხრივ იყოფა მცირე და მსხვილი ყალიბის თოფებად. მცირე ყალიბის თოფის ლულა ან ლულები არ უნდა აღემატებოდეს 20-ს, ე.ი მას მიეკუთვნება 20, 24, 28, და 32 ყალიბის თოფები. იგი უნდა იწონიდეს დაახლოებით 2,5-2,7 კგ-ს.
12 ყალიბის გლუვლულიანი თოფი უნდა იწონიდეს 3,2-3,7 კგ-ს, ხოლო 16 ყალიბის თოფი –3,0—3,2 კგ-ს. ასეთი თოფების ერთი ლულა (როგორც წესი მარჯვენა) ცილინდრი ან შევიწროებული ცილინდრია, ხოლო მეორე ლულა – ჩოკი ან გაძლიერებული ჩოკია. სავაზნის სიგრძე უნდა უდრიდეს 70 მმ-ს.
მსხვილ ნადირზე სანადიროდ ხმარობენ აგრეთვე 7,62, 10,4 და 121,7 მმ-ის ყალიბის შტუცერებს და 8,9 კარაბინებს, ზუსტი სროლის გაადვილების მიზნით, მოწყობილი აქვთ ოპტიკური სამიზნე, შტუცერების წონა ოპტიკური სამიზნეთი დაახლოებით 4 კგ-ს უდრის.

ლულა. 
საფანტიანი თოფის ლულა წარმოადგენს მილს, რომელშიაც იწვის დენთი და წვის შედეგად წარმოქმნილი გაზები გამოტყორცნის საფანტს.
ლულას ამზადებენ საუკეთესო ფოლადისაგან.
აღსანიშნავია რომ სხვა თანაბარ პირობებში ლულის სიგრძე დიდ გავლენას ახდენს საფანტის მიტანაზე. ძალიან მოკლე ან ძალიან გრძელი ლულა აუარესებს საფანტის მიტანას.

დენთი. 
დენთი გამოიყენება სანადირო ცეცხსასროლ იარაღში საფანტის ან ტყვიის ჭურვის მოძრაობაში მოსაყვანად ანუ გასატყორცნად. ამიტომ გასაგებია, რომ თოფის თითოეული გასროლის შედეგი დიდადაა დამოკიდებული დენთის ხარისხზე.
თანამედროვე კლასიფიკაციით დენთს ყოფენ ორ ჯგუფად: ბოლიან დენთად და უბოლო დენთად.

საფანტი. 
თოფის მიტანის ხარისხი დამოკიდებულია აგრეთვე საფანტზე. რაც უფრო სწორი ბურთულის ფორმისა და თანაბარი დიამეტრისაა თითოეული საფანტი, რამდენადაც ნაკლებ დეფორმაციას განიცდის იგი თოფის ლულაში გავლისას, იმდენად სრულფასოვანი იქნება თოფის მიტანა. მაგალითად სხვა თანაბარ პირობებში სუფთა ტყვიისაგან დამზადებული საფანტის მიტანის ხარისხი გაცილებით დაბალია, ვიდრე მაგარი საფანტისა. თუმცა ზედმეტად მაგარი საფანტიც არასრულფასოვანია.


წყარო: http://monadire.com
კატეგორია: სტატიები სანადირო თოფებზე | დაამატა: giohunt1982 (20.03.2013)
ნანახია: 2210 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика