ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე [19]
აქ იხილავთ სტატიებს სანადირო აღჭურვილობაზე
სტატიები სანადირო თოფებზე [105]
სანადირო იარაღების პასპორტები (ტექნიკური მონაცემები) [6]
სტატიები მშვილდებსა და არბალეტებზე [0]
სტატიები დანებზე [5]
სტატიები ყველგანმავლებზე [4]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე » სტატიები სანადირო თოფებზე    

ფრანკოტი. Auguste Francotte
Auguste Francotte -ის პოპულარობა და პრესტიჟულობა საყოველთაოდაა ცნობილი. ეს ფირმა ყოველთვის ამართლებდა მონადირეთა იმედებს და დაიმსახურა დიდი სიყვარული. მან მსოფლიო აღიარებას მიაღწია XIX საუკუნის ბოლოს. ამ ბელგიურმა ფირმამ საცალო და შეკვეთილი იარაღის ჰარმონიულობა გადაიტანა სერიულ ნაწარმზე, ხოლო ბალისტიკური მაჩვენებლებით Auguste Francotte-თან კონკურირებს მხოლოდ რამდენიმე მსოფლიო მნიშვნელობის ფირმა.
1799-1805 წლებში ჟოზეფ ფრანკოტმა ააგო ლიეჟში ,, პორტატული იარაღის ფაბრიკა”. თავდაპირველად ჟ. ფრანკოტი შეუდგა სამხედრო ნაწარმის გამოშვებას, მაგრამ შემდეგ სანადირო თოფებზე გადავიდა.
ფრანკოტების ოჯახი განსაკუთრებით სახელგანთქმული გახდა ორლულიანი შტუცერებით. გლუვების წარმოება დაიწყო მე-19 საუკუნის 70-იან წლებში და სწორედ ამ დროიდან მიიღო სახელი Auguste Francotte.
სახელი ავგუსტი ერქვა ამ გვარის ბევრ წარმომადგენელს, თუმცა ,,ავგუსტ ფრანკოტი” ასოცირდება არა პიროვნებასთან, არამედ ფირმასთან.

მეოცე საუკუნის 60-70 წლებში 300-მდე ბელგიური ფირმიდან გადარჩა მხოლოდ რამდენიმე, მაგრამ Auguste Francotte-მ კარგი მენეჯმენტისა და ახალი ინოვაციების წარმოებაში უსწრაფესი დანერგვის გამო, მოდისა და ტრადიციების მშვენიერი შეთანაწყობის მეშვეობით მოახერხა გადარჩენა და განვითარება. ამასთან ერთად იარაღს აწარმოებდნენ ხარისხიანად, დიდი რაოდენობით და რაც მთავარია იაფად.
საბჭოეთში ოქტომბრის რევოლუციისა და შემდგომ 1941 წლის ზამთარში НКВД-ს (შინსახკომი) მიერ ათასობით რეგისტრირებული ფრანკოტი(და არა მარტო ამ ფირმის ნაწარმი) იქნა ჩამორთმეული და გადადნობილი. აი ვანდალიზმი და ცინიზმი!!!
რევოლუციამდელ კატალოგებში მოცემულია ფრანკოტის 30-მდე სახვადასვა მოდელი, ყველაზე იაფიდან დაწყებული, შედევრებით დამთავრებული, რომლებიც მაშინაც კი რამდენიმე ათასი ღირდა.
XX საუკუნის დასაწყისში ჩახმახიანებს თანდათან ცვლიან უჩახმახოები. პირველ მსოფლიო ომამდე ფირმა უშვებდა სერიულ თოფებს წონით 2,5-დან 3,1 კგ-მდე 12, 16 და 20 ყალიბისა. ისინი იყვნენ აღჭურვილი ,,ენსონ-დილის” საკეტებით(სამმაგი), პერდეს ჩარჩოთი და გრინერის ჭანჭიკით.
თოფები გამოდიოდა როგორც ექსტრაქტორებით ასევე ეჟექტორებით. ფრანკოტებს გააჩნდათ ერთ-ერთი თავისებურება, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ მათ ლულებში შევიწროების ზონა(ლულის მონაკვეთი სადაც ხდება შევიწროება) ძალიან გრძელი იყო(100-120მმ), რასაც ლულის პირამდე 5-10მმ მანძილზე ემატებოდა დამატებითი(ნაკლები სიმკვეთრის) შევიწროება. ამიგად ჩოკები ორსაფეხურიანი იყო. შესაბამისად 1,0-1,2მმ შევიწროების პირობებში ასეთ ორლულიანებს გააჩნდათ ფანტასტიური სიბურჯღლე მსხვილ საფანტში.

ლულების არხები და სავაზნეები მზადდებოდა ცოტათი უფრო ვიწრო, რაც იარაღს მატებდა სიმკვეთრეს(ჭრა). აღსანიშნავია, რომ ასეთი თოფებიდან უნდა გასროლილიყო ვაზნა ცოტათი შემცირებული დოზებით.
საშუალო კლასის თოფებთან ერთად ფრანკოტი უშვებდა უმაღლესი კლასის თოფებს, რომლებიც იწონიდნენ(12 ყალიბი) 3.1-3,3კგ-ს. მათი ლულები დამზადებული იყო ძვირფასი ინგლისური ფოლადისაგან. მათი ფასი 500-700 ოქროს რუბლი ღირდა.
30-იანი წლებიდან Auguste Francotte-მა უარი თქვა იაფფასიანი პროდუქციის წარმოებაზე და გადავიდა ძვირფას შეკვეთებზე.
მეოცე საუკუნის 60-70-იანი წლების შემდგომი პერიოდი გარკვეულ ეკონომიკურ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, თუმცა ფირმამ საკუთარი სახე შეინარჩუნა. 1998 წელს გაკოტრების პირას მისული კომპანია ჰოლანდიელმა ტომ დერკსენმა შეიძინა. მან გადაიარაღება მოახდინა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა ის.
დღეს ეს ფირმა საკმაოდ მოკრძალებულია(გიგანტებთან შედარებით) თავის მასშტაბებში, მაგრამ უშვებს უძვირფასეს ნაკეთობებს. ვერტიკალურებს, ჰორიზონტალურებს, ხრახნილებს(მხოლოდ ერთეულ ეგზემპლიარებს).
ყველა ამჟამად წარმოებაში მყოფი თოფი არის ხელოვნების ნიმუში გრავიურაში ხომ საერთოდ არაფერია ზედმეტი.
ამ ფირმის თოფებს უკვეთავენ ძირითადად მახალჩინოსნები, კოლექციონერები და ცნობილი მონადირეები საფრანგეთიდან და აშშ დან. ძველი (ნახმარი) ფრანკოტებიც ძალიან დიდი მოთხოვნილებით სარგებლობენ.

ვერტიკალურებს შორის აღსანიშნავია უნიკალური იარაღი(უნდა აღინიშნოს რომ ანალოგიურ ,,ვერტიკალს” F. Dumoulin & С It Liege ფირმაც აწარმოებდა). ესაა ბოკფლინტი Superbritte, რომელსაც სახელი ქვია მისი გამომგონებლის თეოფილე ბრიტის საპადივცემულოდ( 1931 წლის პატენტი). მას გააჩნია ვერტიკალური სახსრის საყრდენი ჭანჭიკი, ამის გამო ვაზნების ჩასაწყობად ლულა უნდა მობრუნდეს გვერდზე მარჯვნივ. ამ ძალიან ელეგანტურ ორლულიანს აქვს ყველაზე დაბალი კალაპოტი ვერტიკალურებში. ის აღჭურვილია გამორთვადი ეჟექტორით. საკეტის მესამე ელემენტი წარმოდგენილია კონუსური ჭანჭიკის სახით, რომელიც მეტალის ცვეთასთან ერთად სულ უფრო ღრმად ჩადის ჭრილში, რაც ფაქტიურად გამორიცხავს ჟამთასვლის შედეგად ლულების რყევას. თოფი ეკუთვნის სუპერმსუბუქ თოფების კლასს და ძალიან კარგად არის დაბალანსებული. ლულის 70 სიგრძის პირობებში 12 ყალიბის წონა არ აღემატება 2,9 კგ-ს; 16 ყალიბის პირობებში 2,7 კგ-ს, ხოლო 20 ყალიბისას კი 2,6 კგ-ს.
                                               


წყარო: http://www.monadire.com/auguste-francotte/
კატეგორია: სტატიები სანადირო თოფებზე | დაამატა: giohunt1982 (20.03.2013)
ნანახია: 2794 | ტეგები: Francotte, ფრანკოტი., Auguste | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика