იმედად, რამდენადაც ამ ბუმბერაზმა მეიარაღემ და კონსტრუქტორმა მსოფლიო საბრძოლო და სანადირო იარაღის განვითარების ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, აქ დაიპოსტოს ცოტა რამ ისტორიიდან და მოკლედ რამდენიმე მოდელის შესახებ(დიდი მეიარაღეების განყოფილებაში მისი ბიოგრაფია მოტანილია უკვე). ჯონ ბრაუნინგი დაიბადა იარაღით მოვაჭრის ოჯახში(Ogden, Utah, აშშ.). ის იყო ერთ-ერთი შვილი ჯონათან ბრაუნინგისა(22 შვილი ყავდა). ჯონი ბავშვობიდანვე კარგად იცნობდა იარაღსა და მის კონსტრუქციებს. 23 წლის ასაკში მან მიიღო თავისი პირველი პატენტი ერთლულიანი თოფისა "J. M. Browning Single Shot Rifle", რომელიც მოგვიანებით სრულყო და ცნობილია სახელით ,, მოდელი 1885”(ეს უკანასკნელი მზადდება დღემდე). მამის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ჯონი თავის ძმასთან ერთად მემკვიდრეობით ღებულობს მამის საამქროს და მის ბაზაზე ხსნის პატარა საიარაღო საამქრო-მაღაზიას "J.M. Browning & Bros” საშტატო განრიგით 7 კაცი და საბანკო ანგარიშზე 1000 დოლარით. ამ საწარმოს საქმეები ცვალებადი წარმატებებით მიდიოდა, ვიდრე 1883 წელს ბრაუნინგის ერთლულიანი შემთხვევით არ იყიდა ,,Winchester”-ის წარმომადგენელმა, რომელმაც იარაღი წარადგინა ვინჩესტერის მმართველთან(ბენეტი). შედგა კონტრაქტი და ძმებმა ბრაუნინგებმა დაიწყეს Winchester-ზე მუშაობა. ჯონის სტიქია იარაღის შექმნა იყო და არა წარმოება, ამიტომ უამრავი მისი მოდელის პატენტი მიჰყიდა ''ვინჩესტერს''(ზოგიერთი მოდელი მიეყიდა ,,რემინგტონს" და ,,კოლტს", რომლების შემდეგ ამ ფირმათა სახელით გამოდიოდა). ,,ვინჩესტერში" ბრაუნინგმა დააპატენტა ბევრი თავისი გამოგონება_ ,,მჭიდიანი თოფი1886”, ,,მჭიდიანი იარაღი1887”, ,,მჭიდიანი თოფი1894”, ,,მჭიდიანი თოფი1895”, ,,მჭიდიანი იარაღი1897”(პომპა). მისი დიზაინითაა შექმნილი მრავალი საბრძოლო იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნა. აქ ოსტატმა გააკეთა ნახევარავტომატი მჭიდზე, რომელიც იწოდება auto-5-ად. ეს იყო ნამდვილი გარღვევა! რეალობაა, რომ ყველა დღევანდელი ნახევარავტომატის მფლობელი ამ ამერიკელი კონსტრუქტორის მადლობელი უდა იყოს. 1902 წლის მოდელი დღესაც საბაზოა!
auto-5
ყალიბი 12 ან 20; სავაზნის სიგრძე 70მმ ან 76 მმ; ტევადობა 2 ან 5 ვაზნა; წონა 2,9-4,0კგ; სიგრძე 105,5-130,2 სმ; ლულის სიგრძე 56-76 სმ; ვენტილირებადი სამიზნე თამასა; მცველი განლაგებულია სასხლეტის უკან; კონდახი კაკლის(პისტოლეტური ტიპის. ამასთან ერთად ბრაუნინგი მუშაობდა და ცდიდა თოფებს უკუქცეულ გაზის მექანიზმზე, თუმცა კომპანა ვინჩესტერის ხელმძღვანელობამ არ წაახალისა ეს წამოწყება, რაც საბოლოო მიზეზი გახდა(1902წ) ჯონის წასვლისა ბელგიურ იარაღის კომპანია Fabrique National de Belgique-ში. 1907 წელს ბრაუნინგმა უფლება მისცა ბელგიურ კომპანიას მისი სახელი გამოეყენებინა საწარმოს მარკად და ამ პერიოდიდან იარაღს FN-Browning ეწოდა. ბელგიურ კომპანიაში მუშაობის პერიოდში ბრაუნინგმა საერთო ჯამში 80-ზე მეტი კონსტრუქცია და მოდელი შექმნა.
ბრაუნინგის პისტოლეტები იყო საშუალო სიმძლავრის, მაგრამ ძალიან კომპაქტური, მსუბუქი და ჩქარები. ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ხალხშიც და პოლიციაშიც.
ბელგიელებთან თანამშრომლობა დაიწყო მისი ავტომატური პისტოლეტით ,, 7,65მმ ბრაუნინგის პისტოლეტი 1900”. პისტოლეტთან ერთად ბრაუნინგმა შეიმუშავა ახალი ყალიბი 7,56მმ. პისტოლეტის კონსტრუქცია(მჭიდის ჩასვლა სახელურში) მაშინ ახალი იყო და რევოლუციური. 1912 წელს ეს პისტოლეტი გამოუშვეს მილიონი ცალი!!! 1903 წელს გამოჩნდა ახალი პისტოლეტი ,,9მმ ბრაუნინგის პისტოლეტი 1903”, რომელიც გამოდიოდა 37 წლის განმავლობაში და გამოუშვეს რამდენიმე ათეული მილიონი ცალი(შემდგონი სახელი ,,მოდელი 07”). 1906 წელს 1903-ის მოდელის ბაზაზე გამოუშვა ე.წ. ,,ჯიბის” პისტოლეტი, რომელიც აწარმოეს 4 მილიონი ცალი. 1910 წელს გამოვიდა მორიგი პისტოლეტი ,,ბრაუნინგი 1910/12”(შემდეგი მოდიფიცირებით ,,ბრაუნინგი 1922”). 1911 წელს ბრაუნინგმა შეიმუშავა თვითდამტენი პისტოლეტი ვაზნაზე .45 АСР, რომლის წარმოების უფლება იყიდა ფირმა კოლტმა, რომელმაც დაარქვა კოლტ ,,М1911”. ბრაუნინგის პისტოლეტების ბაზაზე შემუშავებულია რამდენიმე ათეული პისტოლეტის მოდელი
1917 წელს ბრაუნინგმა გააკეთა სადგარი ტყვიამფრქვევი(წარმოების უფლებაც იყიდა კოლტმა), რომლის ბაზაზეც 1919 წელს შექმნა ხელის ტყვიამფრქვევი. 1918 წელს ბრაუნინგმა გააკეთა თოფი უკუქცეულ გაზებზე. 1921 წელს შეიმუშავა მსხვილყალიბიანი ტყვიამფრქვევი ,,ბრაუნინგ მ2”, რომელიც შემდეგ 50 ქვეყნის შეიარაღებაში იყო(იწარმოება დღემდე). 1925 წელს ბრაუნინგმა გააკეთა კონსტრუქცია B-25 ლულათა ვერტიკალური წყობით, რომელიც რევოლუციური გამოგონება იყო იმ დროში. ამ თოფის წარმოება დაიწყო 1926 წელს და იწარმოება დღემდე. 1926 წლის 26 ნოემბერს ლიეჟში, მისი შვილის ოფისში, ავტომატურ პისტოლეტის მოდელზე მუშაობისას, ბრაუნინგი გარდაიცვალა გულის შეტევით. მისი ცხედარი ბელგიიდან ამერიკაში გადაასვენეს. ბრაუნინგის სიკვდილის შემდეგ 1927 წელს იუტას შტატში შეიქმნა Browning Arms Company-ის შვილობილი კომპანია J.M. & M.S. Browning Company. თანამედროვე კონცერნი Browning შედის გიგანტურ კორპორაცია ,,ვინჩესტერში". ბრაუნინგის სხვადასხვა მოდელს იაპონური ,,მიროკუ"აწარმოებს. 1992 წლიდან კომპანია ბრაუნინგი გლუვლულიანების ლულის არხის დიამეტრს ზრდის(ყალიბის შესაბამისად) 0,5-0,52 მმ-ით სტანდარტულ ზომებთან შედარებით, რაც წარმატებით აისახა თოფების ბალისტიკაზე.
ყალიბი 12; სავაზნის სიგრძე 70მმ; ერთ სასხლეტზე; წონა 3,45 კგ; სიგრძე 120 სმ; ლულის სიგრძე 76 სმ; ეჟექტორზე; ლულათა შევიწროება არჩევით; 8მმ სიგანის ვენტილირებადი სამიზნე თამასა; მცველი განლაგებულია კონდახის ყელზე(იგივე სროლის რიგითობის გადამრთველი); კონდახი კაკლის(პისტოლეტური ტიპის).
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!