Benjamin Marauder Crosman PCP BP1763 კარგი პნევმატური PCP ტიპის შაშხანაა. დასატენად გამოიყენება ხელის ტუმბო, რომელიც იარაღს კომპლექტაციაში მოყვება. ტუმბოს შეუძლია 300 ატმოსფერო წნევის შექმნა (გავს მანქანის ტუმბოს მაგრამ ის 5 ატმოსფეროს თუ მგცემთ). სრულად დატენილი თოფი 40-45 კარგ გასროლას აკეთებს. შაშხანას საერთოდ არ აქვს უკუდარტყმა და საკმაოდ უხმაუროა. ეს იარღი განკუთვნილია დიდ მანძილზე სიზუსტეში სროლისთვის, ეს მანძილი კი არის დაახლოებით 80 მეტრი. კარგია დიდ ფრინველებზე და საშუალო ზომის ცხოველებზე სანადიროდ, მაგალითად: მაჩვი, ტურა, მელა, კურდღელი და სხვა. Crosman PCP BP1763 ნამდვილად არ არის იაფი ღირებულების, მაგრამ მის სიძვირეზე მოქმედებს შემდეგი ფაქტორები: აქვს საუკეთესო დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი და უზუსტესია. ამ ორი ფაქტორის გარდა აუცილებლად აღსანიშნია ის რომ მსოფლიოში ერთერთი მრავალმხრივი, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე წარმოებისაა. ამ შაშხანამ მრავალჯერ გაიმარჯვა სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე და წარმოადგენს ამერიკული პნევმატური იარაღის ინდუსტრიის სიამაყეს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!