ამ პატარა კომპანიას VO Gun and Rifle makers ქვია და განლაგებულია ქალაქ კრიშტიანშტადტთან ახლოს. ფირმის დამაარსებელი ვიგო ოლსონი ბავშვობის ასაკიდან გატაცებული იყო იარაღით. განათლება იტალიაში მიიღო ხისა და მეტალის დამუშავების განხრით. კომპანია 1977 წელს შეიქმნა. თავიდან ეს მცირე საამქრო-მაღაზია იყო. ოლსონი ამზადებდა და ყიდდა ტრადიციული სტილის გლუვლულიანებს, ხრახნილლულიანებსა და აქსესუარებს. თანდათან ოსტატმა ნაკეთობაში თავისი ხელწერისა და ხედვის შეტანა დაიწყო.წარმატებამაც არ დააყოვნა. მყიდველებმა უფრო მოუხშირეს ოლსონის მაღაზიაში მოსვლას, რადგან აქ უმაღლესი კლასის ხელნაკეთი ექსკლუზივები ეგულებოდათ. ფინანსურმა წარმატებამ საწარმოს განვითარება უზრუნველყო. არაა გასაკვირი, რომ შვილი ულფ ოლსონის ჰობი ბავშვობიდანვე იარაღი გახდა. ადრეული წლებიდან ულფი მამის ოსტატობით აღფრთოვანდა და მის კვალზე სვლა დაიწყო. წლების განმავლობაში შვილი ოლსონი მეიარაღეობის საფუძვლებს ქვეყნის საუკეთესო ოსტატებთან ეუფლებოდა. ულფის სწავლის დასრულების შემდეგ მამა-შვილი ხურავენ მაღაზიას და აფუძნებენ პატარა კომპანიას, რათა სრული კონცენტრაცია ამჯერად ექსკლუზიური იარაღის
წარმოებაზე გადაეტანათ. ფირმის ექსკლუზივია 1991-1992 წლებში დამუშავებული და 1994 წელს დაპატენტებული კალაპოტი და მექანიზმი Husqvarna 1900 სისტემით Take-Down, რომელც იძლევა საშუალებას ერთ თოფში გამოყენებულ იქნას რამდენიმე ყალიბისა და დიზაინის ლულა. ამ პატენტით ოლსონებმა შვედეთის წლის საუკეთესო გამოგონების პრემია მიიღეს ერთეული პროდუქციის ღირებულებაში შედის მექანიზმი Take-Down, ორი ლულა ნებისმიერი ყალიბით, ოპტიკის მონტაჟი(ოპტიკის გარეშე), ქეისი და კლუბ VO Owners Club-ის წევრობა.. მექანიზმი Husqvarna 1900 იწარმოება იტალიაში, ლულები სპეციალური შეკვეთით მზადდება გერმანიაში ფირმა Lothar Valther-ში. შემდგომი დამუშავება, დაყვანა, ლულების ტესტირება, ბალანსირება კი ოლსონების კომპანიაში. აღსანიშნავია, რომ შვედი ოსტატები იყენებენ მრგვალ, გოფრირებულ და რვად დაკუთხულ ლულებს. მეტალის დამუშავების შემდეგ ისინი იგზავნებიან ბელგიაში, სადაც უმაღლესი კლასის ოსტატების მიერ ხდება იარაღის გრავირება. ოლსონების იარღის გრავირება ხელოვნების ნიმუშია. სასხლეტ ფარზეც კი სრულფასოვანი დასრულებული სიუჟეტია გრავირებული და შემკვეთის ინიციალები 24 კარატიანი ოქროთია დაწერილი. კონდახისათვის გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის კაკალი, რომლის ნახევარფაბრიკატები შემოაქვს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ამჟამად კომპანია მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ ყალიბებს: .270 Win, 6,5X55, 6,5-284, 30.06, 338-06, 9,3X62, 7მმ Rem. Mag, .300 WSM, .300 Win. Mag. და ახალი აფრიკული ყალიბი .416 Taylor. ერთეული პროდუქტის გაკეთებაზე იხარჯება 6 თვიდან ორ წლამდე. კომპანია წელიწადში მაქსიმუმ 12 თოფს აკეთებს. შვედეთის მეფე კარლ-გუსტავ XVI არის სამეფო სამონადირეო კლუბის პრეზიდენტი, რომლისაგანაც 1995 წელს ვიგო ოლსონმა ბრწყინვალების ნიშანი მიიღო ხელნაკეთი შედევრებისათვის. წელიწადში ერთჯერ მეფის სასახლეში იმართება კლუბ VO Owners Club-ის წევრთა შეხვედრ
პრინცმა კარლ-ფილიპმა 1998 წელს მოინახულა ოლსონების კომპანია და თავისი სამეფო გემოვნების დასაკმაყოფილებლად Take-Down-ის კონსტრუქცია და 6,5х55 и 7 мм Reg. Mag ყალიბების ლულები შეუკვეთა. ამ შეკვეთის შესრულება კომპანიამ 2001 წლის ბოლოს დაასრულა. საველე ტესტირების შემდეგ პრინცი აღფრთოვანებული დარჩა თავისი თოფის ხარისხითა და საუკეთესო ბალისტიკური მაჩვენებლებით. 2001 წლის შემდეგ ოლსონები შვედეთის სამეფო კარის ოფიციალური მეიარაღეები გახდნენ. ვიგო და ულფ ოლსონების ერთ-ერთი შედევრი აფრიკული ხუთეულის თემაზეა შექმნილი. მართალია ეს ლიმიტირებული სერია აფრიკული საფარის ხუთეულს ეძღვნება, მაგრამ მიუხედავად ამისა შედგება ექვსი თოფისაგან. ხუთ მათგანზე გრავირებულია შესაბამისი ობიექტები(სპილო,მარტოტქა, კამეჩი, ლომი და ლეოპარდი), ხოლო მეექსვე თოფი ითვლება ამ კომპლექტის გვირგვინად და ეძღვნება ერნესტ ჰემინგუეის. თოფების ეს კოლექცია ითვლება ყველაზე ძვირ კოლექციად მსოფლიოში. ერთი მოდელი ღირს 295 000 დოლარზე მეტი. აღნიშნული კოლექცია პირველად სტოკჰოლმში იქნა ,,გრანდ-ოტელში” გამოფენილი 2005 წელს. ჩვენებამ სამშობლოს შემდეგ არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში გადაინაცვლა, სადაც ფანტასტიური შედეგი ჰქონდა. აქვე გაიყიდა შედევრი ჰემინგუეის მოტივით იქაურ შეიხზე.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!