ჰუსტავ ბიტნერი(1843-1908) მეიარაღეების შათამომავალი გახლდათ, რომლებიც ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნიდან იყვნენ ცნობილი. ბიტნერის დიდ ბაბუას ჯერ კიდევ 1618-1648 წლებში ჰქონდა ლულების დასამზადებელი სახელოსნო. საწარმო Gebruder Bittner 1860 წელს დააფუძნეს ბიტნერმა თავის ძმასთან და ვენცელ ფიუკერტთან ერთად ვეიპერტში. 1908 წელს დამფუძნებლის სიკვდილის შემდეგ კომპანიის მმართველობა მისი შთამომავლების ხელში გადავიდა. კომპანია სანადირო იარაღის, პისტოლეტების, ლულებისა და სხვა დეტალების წარმოებით იყო დაკავებული. ლულებსა და დეტალებს საწარმო ევროპის სხვადასხვა მწარმოებლებს აწოდებდა. მათ შორის ნოვოტნის, შპრინგერს, კალეცკის და სხვას. ფირმა აგრეთვე დაკავებული იყო საბრძოლო იარაღის სარესტავრაციო სამუშაოებით, რასაც ავსტრო-უნგრეთის ხელისუფლების შეკვეთით ასრულებდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ბიტნერმა დააპატენტა ორლულიანის(Genial-Gewehr) ძალიან ორიგინალური კონსტრუქცია. ამ კონსტრუქციამ ათწლეულებით გაუსწრო დროს. ლულების ჩეკეტვის სისტემა ეყრდნობოდა არა ორი ლულის კაუჭს, არამედ ოთხს. ჩაკეტვა ხდებოდა გვერდიდან. სასხლეტ-დამცემი მექანიზმი შედგებოდა მხოლოდ 5 დეტალისაგან(იმ დროში ყველაზე მარტივი ანალოგიური მექანიზმი 7-8 დეტალს ითვლიდა). ლულის მასალად გამოყენებული იყო დამასკური, კრუპისა და კოკერილის ფოლადი. 1908 წლიდან კი სრულად გადავიდა Bohler-ის ფოლადზე. ამ ფოლადის განსხვავება მდგომარეობს იმაში რომ მისი დამუშავება ადვილია და კოროზიისადმი მედეგია, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია.
sopiko eshmakurashiliთოფი დამზადებულია 1902 წელს ჰუსტავ ბიტნერის მიერ. შეკვეთა გაფორმებულია მოსკოვურ სავაჭრო ორგანიზაციაში A. BITKOFF A MOSCOU(,,ა. ბიტკოვი მოსკოვში”). ლულები დამზადებულია კრუპის სამრგოლიანი ფოლადით; სამმაგი საკეტი(პერდე). ყურადღებას იქცევს კონდახის ე.წ. ცრემლი, რომელსაც ამ შემთხვევაში ისრის წვერის,რომბსებური ფორმა აქვს. აღნიშნული დამახასიათებელია ამ ეპოქის ენსონ-დილეის საკეტებიანი თოფებისათვის.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!