რამოდენიმე ხანია ძალიან მინდა ჩემი ხელით შევქმნა ეს არაჩვეულებრივი
რაღაც, რომელსაც ფრანი ჰქვია. როგორც ყოველთვის ქართულ ნეტ–სივრცეში არ
აღმოჩნდა მასალები ქართულად (სიმართლე გითხრათ, არც გამკვირვებია), გარდა
ჯგუფი ფრანისა (ჩაწერეთ და თქვენც დარწმუნდებით); გადავწყვიტე მომეპოვებინა
ბავშვებისთვის საყვარელ გასართობზე მასალები, თუ როგორ გავაკეთოთ ჩვენი
ხელით ფრანი, რომელიც ჩემთვისაც ასევე არაჩვეულებრივი გასართობია..
* * *
დავიწყოთ მცირეოდენი ისტორიული ექსკურსით.
მინდა გითხრათ, რომ როცა ვამბობთ ყველაფერი "მეიდ ინ ჩაინა” არისო,
მართალს ვღაღადებთ, იმიტომ რომ სწორედ ფრანის იდეა პირველად ჩინეთში
წარმოიშვა, 2,800 წლის წინათ, როდესაც შეიქმნა და მოიპოვეს აბრეშუმის
გადამამუშავბელი "ქარხნები” – ჭიები; და საზღვაოსნო მასალებმა მიაღწიეს
ჩინეთამდე. მის განმავითარებლად ითვლებიან ჩინელი ფილოსოფოსები მოცი (Mozi) და ლუ ბონი (Lu Ban).
მაგრამ მისი გამოყენების იდეა ძალიან სასიცოცხლო მნიშვნელობის გახლდათ:
ქაღალდის ფრანი იმისთვის გაუშვეს, რომ სიგნალი მიეცათ გადამრჩენი
ჯგუფისთვის (მაშინ ხომ ზღვაოსნობა, ოკეანოსნობა აქტუალური თემა იყო). მასში
ასევე ისეთ მოწყობილობას დებნენ, რომ ქარის მოხვედრისას, ხმა გამოეცა
ფრანს.
* * *
როგორ გავაკეთოთ?
როგორც ასეთი, ტრადიციული ფრანისთვის საჭიროა: 2 ცალი მსუბუქი მასალის
ჯოხი, ძაფი ან ძუა, "სკოჩი”, მაკრატელი, ქაღალდის საჭრელი, ასევე ჰაეროვანი
ნაჭერი – დუტი, აბრეშუმი, პარკი ან ნაცხვრების საცხობი ქაღალდი, ასევე
ფერადი "ლენტები”.. დაა.. მგონი მეტი არაფერი.. :დ
დანარჩენს კი ვიდეოს უყურეთ და უფრო მარტივად გაიგებთ =)
* * *
ესეც კი იმისთვის რომ ზაფხული მოვიდა – დასვენების და გართობის, ცოტა
გონზე მოსვლის და ახალი ადამიანების გაცნობის დრო… ნუ თემატურია… =)
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!