რთულად წარმოსადგენია რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნადირობისას ორიანტაციისათვის რუკა დაგჭირდეს, მით უმეტეს მაშინ როდესაც ინტერნეტის მომხმარებელი მონადირეების დიდი ნაწილი მიჩვეულია ნადირობას საკუთარი ჯიპიდან 500 მეტრის რადიუსში. თუმცა ისეთი შემთხვევების ხდება, როდესაც რუკა და კომპასიც საჭიროა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა ცოტა რამ რუკის მოხმარების წესების შესახებ.
ამასთანავე არ ვიცი თუ სადმე მოიპოვება საქართველოს ტერიტორიების ცალკეული ადგილების რუკები, ისეთი რომელიც მონადირეს და ტურისტს შეიძლება გამოადგეს. თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია მსგავსი რუკების შესახებ მოგვწერეთ საკონტაქტო ელ ფოსტაზე სად შეიძლება მსგავსი რუკის შეძენა და ამავე სტატიაში განთავსდება მოწოდებული ინფორმაცია ან ბმული.
ყურადღებით დავაკვირდეთ რუკას, მის ზედა ნაწილში ყუველთვის განთავსებულია - ჩრდილოეთი (როდესაც რუკა წაღმა გვიჭირავს ხელში) ქვემოთ - სამხრეთი, მარჯვნივ - აღმოსავლეთი და მარცხნივ - დასავლეთი. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის რუქის მაშტაბი, მაგალითად 1:200000 ნიშნავს რომ ყველაფერი რუქაზე დატანილია 200000 დაპატარავებილი, და რუქის 1 სანტიმეტრი შეესაბამება რეალურ 2 კილომეტრ მანძილს.
აუცილებელია რუკის ორიენტირება, ანუ მოვათავსოთ ის ისე რომ რუქაზე განლაგებული ობიექტები ზუსტად ემთხვეოდეს ობიექტის რიალურ განლაგებას. ეს შესაძლებელია როგორც კომპასით ასევე გარშემო მყოფი ობიექტების საშუალებით.
კომპასის საშუალებით ჯერ უნდა მოვძებნოთ ჩრდილოეთი მხარე, ხოლო შემდეგ რუქის ზედა ნაწილი მოვაბრუნოთ ჩრდილოეთისაკენ.
ობიექტების მიხედვით ორიენტირებისას, მაგალითად ავიღოთ გზა რომელზეც ვიმყოფებით, რუქა დავიჭიროთ ხელში ისე რომ მასზე გამოსახული გზა ზუსტად ემთხვეოდეს სინამდვილეში არსებული გზის მიმართულებას. ამასთანავე ყურადღება უნდა მივაქციოთ რომ სხვა ობიექტების განლაგება რუქაზე უნდა ემთხვეოდეს მის განლკაგებას გარემოში.
რუკის ორიენტირების შემდეგ შეგვიძლია ვიფიქროთ ჩვენი ადგილ-სამყოფელის მოძებნაზე. ამისათვის შევარჩიოთ ორი ჩვენთვის ნაცნობი ობიექტი, სასურველია სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითისათვის ავიღოთ პირდაპირ (ჩვენიდან ჩრდილოეთით) მდებარე მთა და მარჯვნივ (ჩვენიდან აღმოსავლეთით) მდინარე. ჩვენიდან ორივე ობიექტის მიმართულებით გავავლოტ სწორი ხაზი, ხაზების გადაკვეთის ადგილი არის ჩვენი მდებარეობა.
რუკის გარდა სასურველია თან იქონიოთ კომპასიც, რომ ღამით, ცუდი ხედვის პირობებში(ნისლიან ამინდში), ან ისეთ ადგილზე სადაც არ ჩანს ნაცნობი ობიექტები გავარკვიოთ ჰორიზონტის მხარეები. ასეთ პირობებში გადაადგილება ხდება აზიმუტის მიხედვით.
აზიმუტი არის კუთხე რომელიც წარმოიქმნება ჩრდილოეთი-სამხრეთის შემაერთებელ ხაზსა და არჩეულ ობიექტს შორის, რომელიც გამოსახულია რუქაზე. მაგალითად ჩვენ გვინდა მივიდეთ ადგილზე რომელიც არ ჩანს ჰორიზონტზე, არ არის მასთან მისასვლელი გზა, მაგრამ ვხედავთ მის მდებარეობას რუქაზე და ვიცით რომ ჩრდილოეთი-სამხრეთის შემაერთებელი ხაზიდან უნდა ვიმოძრაოთ 20 გრადუსიანი კუთხით აღმოსავლეთისაკენ 5 კილომეტრი.
ყველანაირი თეორიული ცოდნის მიუხედავად ყოველთვის უნდა ეცადოთ რომ სანამ ექსტრემალურ სიტუაციაში ჩავარდებით პრაქტიკით გაამყაროთ თქვენი ცოდნა და ერთხელ მაინც ნაცნობ ადგილზე ცადოთ რუკით ორიენტირება რომ მეტად თავდაჯერებული იყოთ და რაც ყველაზე სახიფათოა უფრო ღრმად დაიკარგოთ ტყეში, ბევრი ალბათ იმასაც იფიქრებს რომ საქართველოში ამხელა ტყეები არ არის სადაც შეიძლება დაიკარგო, მაგრამ ხშირია შემთხვევები როდესაც ტყეში ორიენტირის გარეშე დარჩენილ და დაბნეული ადამიანები ისე დადიან წრეზე რომთვიტონაც ვერ ხვდებიან ხოლმე ამას. ვინც ერთხელ მაინც მოხვედრილა მსგავს სიტუაციაში მიხვდება თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჰორიზონტის მხარეების მიხედვით ორიენტირება.
რუქა და კომპასი არ არის ერთადერთი საშუალება რომელიც გამოიყენება ბუნებაში ორიენტირებისათვის. წლების მანზილზე ხალხის მიერ დაგროვილი გამოცდილებით ბევრი რამის სწავლა შეიძლება. აუხლოეს ომავალში კიდევ დაიდება პოსტები ამ თემაზე თუ როგორ მოვახდინოთ ორიენტირება მზის, მთვარის და იმ სხვა ორიენტირების თუ ნივთების საშუალებით რომელიც მრავლადაა ჩვენს გარშემო.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!