დრათჰარი ძალიან ძლიერი და მუშა ჯიშია თავიდან არის ძალიან ძნელი დასამორჩილებელი გაჯიუტება იცის. ახალი აყვანილი მყავდა ლეკვი და ვნანობდი სხვა ჯიშის ძაღლი რატომ არ ავიყვანე თქო, მაგრამ მერე ძალიან შემაყვარა თავი მაგრად ნადირობდა. დროთა განმავლობაში დინჯდება. ბ.თოთაძე
დრათჰარი ყველაფერზე შეუდარებელიაა მე აგფრტოვანებული ვარ ამ ჯიშის ნადირობის სტილით თუ პატრონისადმი სიყვარულით მაგრამ baqari3501, ეს ძაღლი იქნებ მართო კვატზე ნადირობს კარგად
guma_spiker, მე მყავს 2 წლის დართჰარი და არ შემიძლია არ დაგეთანხმო
დამატებულია (12.03.2015, 10:54:18) --------------------------------------------- საიტზე ვინმე თუ აქვს ინფორმაცია დრათჰარის ცხოველზე ნადირობის შესახებ? მაინტერესებს როგორც ვიცი ამ ჯიშს უცხოეთში იყენებენ როგორც კურდღელზე ისე დიდ ცხოველზე
baqari3501, კი ძმაო მეც ჩემი გამოცდილებიდან გეუბნები გეცოდინება შენც ჩემი დრათჰარი აქ ვდებ ხოლმე სურათებს, სხვა ძაღლებიც მყავს მაგრამ ეგ ჯიში განსაკუთრებით მოსიყვარულეა და რაგაცნაირად პატრონის რიდი აქვს, იმათზე არ ვამბობ ეხლა ხეპრეებად რო ზრდიან ეგეთები ნუ შემეკამათებით რუსეთში ნადირობენ ნადირზე და სხვათაშორის ვიდეოებიდან გამომდინარე საკმაოდ კარგად ართმევს თავს და საქართველოში არც მსმენია არასდროს რო ნადირისთვის გამოეყენებინათ და მაინც ჩვენ ტყეებში რუსულ გონჩს ვერ შეედრება ვერაფერი
guma_spiker, ხო ეგ ვიცი მდევრის მოვალეობას ვერ შეასრულებს 100% მაგრამ ხომ შეიძლება აქაც განუვითაროთ ის შესაძლებლობები რომელი გამოუყენებელი აქვს. მე მინდა ჩემი დრათჰარის კურდღლისთვის მიჩვევა იმიტომ, რომ უკვე მესამე მოვინადირე მისი წყალობით მართალია დიდხანს ვერ სდევს ალბათ მარა დაჭრილს კაი დიდ მანძილზე გაყვა და იპოვა. რო მივედი თავზე ედგა ჭირისუფალივით მარა სამწუხაროდ არ უყეფს. ისე ვიდეოები საინტერესო იქნება თუ მიგიწვდება ხელი დადე ლინკები თემაში
guma_spiker, მადირობა ჰუმანური ვერ იქნება ძამა სადაც მაგ ცხოველზე ნადირობაა დაშვებული იქ მშვენიერია, რა განსხვავებაა ირემს და კურდღლს შორის როცა ძაღლი ჯიჯგნის ორივე ცოცხალი არსება ან ფრინველს რომელიც დაჭრილი გარბის და მეძებრის კბილებში მოექცევა საინტერესეა სდევნის ვიდეო თუ დევს სადმე თორე მასე ჩემიც ქი ჯიჯგნის რო ჩაუვარდება ხელსი
baqari3501, მაქვს ნანახი გეშვის პროცესი ოგონდ სანადირო მეურნეობაშია გადაღებული თუ მოვძებნე დავდებ აუცილებლად, აბა ტყეში კამერით ძაღლს ვინ გაუქაჩავს სირბილით გაყოლას
guma_spiker, არა ძამა ეგ არც მიგულისხმია ტყეში არც მდევრებს სდევენ კამერით მარა ხო არის ადგილები მაგ: ფერდობები საიდანც ჩანს როგორ ნადირობს დარბის მდევარი კვალზე
doreuli2000, სა ვნახო ახლა მე ძამა გარეული გოჭი თუარა მშვილდს ქი გამოვთლი სახლში კი კარგი ვიდეოა მარა მანდ სისხლიან კვალზე მუშაობა ჩანს მე წამოგდება მაინტერესებს
საიტზე ვინმე თუ აქვს ინფორმაცია დრათჰარის ცხოველზე ნადირობის შესახებ? მაინტერესებს როგორც ვიცი ამ ჯიშს უცხოეთში იყენებენ როგორც კურდღელზე ისე დიდ ცხოველზე
იყენებენ მეტწილად სისხლიან კვალზე სამუშაოდ! ღორზე, დათვზე ნადირობისას მინახავს, რომ ამუშავებენ სისხლიან კვალზე. უმეტეს ევროპაში მეძებრებით და მათ შორის დრათჰაარებით ნადირობენ არა კურდღელზე, არამედ ბოცვერზე. სადაც მეძებარს ევალება წამოგდება და ამ წამომხტარს ესვრიან! ეს ბევრ ვიდეოში ჩანს! ზოგი ყეფით მისდევს ცოტა ხანი და ზოგი არც კი მისდევს! დრათჰაარი ან რომელიმე მეძებარი კურდღელს წრეზე გაჰყოლოდეს ასეთი არც მინახავს, არც გამიგია და არც არსად არ წამიკითხავს! მხოლოდ ბარონ მიუნჰაუზენის დრათჰაარი დასდევს წრეებზე კურდღელს!
დამატებულია (12.03.2015, 18:03:49) --------------------------------------------- პს: სხვათაშორის დრათჰაარებში საველეც ტარდება, სისხლიან კვალზე მუშაობის და ბოცვერის აპორტირებაში!
ბოდიშის მოხდით მეგობრებო,მოდით დავანებოთ თავი ნადირზე დრათჰაარით ნადირობას. (მე ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ამისკენ მისწრაფება და სურვილი აქვს), მაგრამ გავითვალისწინოთ რომ პირველ რიგში დრათჰაარი მეძებარია და არა რაღაც განსაკუთრებული "უნივერსალი" და "ძაღლი რომელიც ყველაზე მაგრად იხვზე ნადირობს." ეხლა ჩვენთან ტენდენცია შემოდის, რომ უკვე დრათჰაარით ცხოველზე უნდა ვინადიროთ(ფრინველი ხომ ავითვისეთ სასწაულად, ოთხი საველე დიპლომიანი დრათჰაარი არ შეგროვრდა საქართველოში), ეჰ, მე მგონი "ჩავჭედე!" cercva
giohunt1982, ალბათ ვერც შეძლებს, ისე გამიგია რდენიმე ფაქტი მონადირეებისგან ოღონდ ძველებისგან ადრე როცა ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო დრათჰარები, ვანადირებDით მდევრებთან ერთად და ძალიან კარგად ეძებდაო იმასაც იძახოდნენ უმეტეს შემთხვევაში წამყვანები იყვნენო. მართალია ყველაფერს ვერ დაიჯერებ მარა საინტერესოა მე ვცდი, თან სისხლიან კვალზე მაქვს უკვე შემთხვევა, პრინციპში თუ გადააწყდება წამოაგდებს ალბათ მარა არა მგონია იმდენი სდიოს უკან დაბრუნდეს კურდღელი
დამატებულია (12.03.2015, 23:26:42) --------------------------------------------- bashiachuki, მართალია ძამა დრათჰარი მეძებარია მაგრამ მასში დევს ცხოველზე ნადირობის გენი და რატომაც არა, ისიც მართალია როცა ძათღლი ცხოველსაც დასდევს შეიძლება შუა ნადირობაში კვალი იპოვოს და დაგვრჩეს ოხრად მთელი ფალასკა მწყერის ვაზნები ის კიდე ტურის სდევნაში გაიყვანს დროს.
baqari3501, კურდღლის წამოგდებას რაც შეეხება ძამა, მაგას ალბათ ყველა მეძებარი შესძლებს. ყოველშემთხვევაში ჩემი ბისკვიტიესთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს საწოლ კვალზე, ბოლო 100 მეტრზე მიყოლა და გრძელყურას ჩირგვიდან გამოგდება, შემდეგ 100-200 მეტრზე და მეტზეც, ყეფით (წივილკივილით) მიყოლა! თვალთახედვიდან რომ დაკარგავს ნადირს, რამოდენიმე წუთით იწრიალებს კვალზე და შემდეგ მოვარდება ჩემთან აფორიაქებული და შედელებული! მაგრამ ამას არანაირად არ შეიძლება რომ დავარქვათ კურდღელზე ნადირობის უნარი! რამოდენიმეჯერ ტურაც ააგდო და ცოტაზე გაჰყვა, ყვირილ-ღრიალით ძლივს მოვაბრუნე უკან! არც ეს არაფერს ამბობს! ნადირზე სრულფასოვნად ნადირობს მდევარი! და რატომ უნდა "გამოვიგონოთ ველოსიპედი"??? როცა ჩვენამდე უკვე მოგონილია,დამტკიცებულია და სტანდარტიც მიღებულია! მეძებრის "გამდევრებაზე" წვალებას ჯობია მდევარი ავიყვანოთ და ის დავგეშოთ! სრულად მივიღებთ იმას რასაც ვესწრაფვით და არა რაღაცა დამახინჯებულ ფორმას!
giohunt1982, მალადეც ბისკვიტიას ეგ თვისება ჩემ ლედისაც აქვს ოღონდ ჯერ მხოლოდ კურდღელზე. ისე ძამა რაფერ მინდა არ დაგეთანხმო მარა რაც მართალი მართალია, იმის საფრთხეც დიდა, რომ ამის მცდელობამ ფრინველის ძაღლი გააფუჭოს
დრათჰარის ნადირზე დაგერშვაზე ბევრი საუბრობს მაგრამ მე პირადად არ მინახავს საქართველიში არსად შეიძლება ვინმეს ყავდეს კიდეც. ჩემ მეგობრებს ქონდათ მცდელობა დრათჰარის ნადირზე დაგერშვის მაგრამ უშედეგოთ დასრულდა. ძალიან მალე ანებებდა ნადირობას თავს. ჯობია ექსპერიმენტს ნადირის ძაღლი აიყვანოს კაცმა ნადირზე სანადიროთ. ბ.თოთაძე
მე მწყერზე ნადირობისას შემხვდა ერთი კაცი დრათჰარით იყო ვკითხე მწყერზე სანადიროთ ხართქო და არა კურდღელზეო. ნახევარ საათში ძაღლმა გააბა მარა რა გააბა მაგრად სდია მაგრამ მაინც ვეთანხმები giohunt1982, ჯუბია მდევარი ცალკე გაზარდო და მეძებარი ცალკე ჯერ მოვამრავლოთ მერე ვინადიროთ
დღეს ინკუბატორის მწყერი ვიყიდე და ჯესი გავიყვანე მინდორში. ძალიან მაგრად ეძებს მაგრამ ნაბული არ გაუკეთა. პირველად რომ ნახა იმიტომ თუ რამე სხვაა საჩირო? ჯაჩვით ვიჩერდი მაგრამ გიჟდებოდა ყეფდა და იწევდა. მოტანით კარგათ მოყავდა ცოცხალი და უვნებელი. რას მირჩევთ ნაბულთან დაკავშირებით? ფრთით რომ ვავარჯიშებ 10-15 წუთიც ჩერდება.
დამატებულია (14.03.2015, 13:27:42) --------------------------------------------- toko001, თოკო მამის ფერზე მიდის თუ ფოტოში ჩანს ასე, შავ ფერში გადადის?
nika0603, რათქმაუნდა პირველ ნახვაზე ნაბულს არ გაუკეთებს კიდევ ბევრი გაყვანა მოგიწევს მაგრამ ჯობია დაელოდო მწყერის შემოსვლას და მერე დაგეშო ჯერ მოვამრავლოთ მერე ვინადიროთ
nika0603, ჩემნაირი შეცდომა დაგიშვია შენც, მაგ ინკუბატორის მწყერით ძაღლი ვერაფერს ისწავლის, ჩემიც მასე აკეთებდა, თავიდან ნახა რომ არ მიფრინავდა და მიხვდა ვერსად გაექცეოდა და მიტომ აღარ უკეთებდა სტოიკას, მტრედებზე, სკვინჩებზე და შაშვებზე კიდევ ეგრევე ნაბულზე დგება, ცოტაც დავაცადოთ და შემოვა მწყერი და იქ სჯობს გაყვანა ყველას... HOLLAND & HOLLAND
giorgigagoshvili, გეთანზმები ძმაო ინკუპატორის მწყერი სხვაა თან სუნიც სხვა აქვს და თყუილა აწვალებ ძაღლს, მაგას ჯობია ფრთები დაუბა ჯოხზე და ისე ასწავლო ნაბულის კეთება
nika0603, პირველად არ გაუკეთებს ძმაო და მაგის არ შეგეშინდეს, ანუ ეგ რა მომენტია იცი? მოსამზადბელი ანუ რომ იწევს ფრინველისკენ გადარეული რომ არის შენ კიდე არ უშვებ პირიქით ხელში აგყავს ცოტა მოშორებით გაგყავს ფრინველიდან და ხელში რომ კრთის მთელი ინტერესი იქეთ აქვს მოსაძებნად რომ გაუშვებ ეგრევე რიოკით გავარდება და მაგისთვის არის ეგ ინკუპატორის მწყერი უბრალოთ ჟინს უმუშავებ და ფრინველის აზარტში აგდებ თან ადარებ მწყერის შემოსვლის წინა პერიოდს და მეტი ეფექტი აქვს მომზადებული გყავს ველური ფრინველის სანახავად და მუშაობის სასწავლებლად მაგრამ პირით არ ათრევინო და მწყერით მოტანაზე არ ავარჯიშო მაგით ძალიან ცუდს გააკეთებ ყველანაირად, კიდე მწყერის ნახვების წინ თუ ეგრე იწევს და ნაბული გინდა გაუკეთოს ფრთით ავარჯიშე(რითაც ნაბულზე ავარჯიშებ) და კარგათ რომ დაუდგება მერე მწყერი გაისროლე და მასაც ეგრევე გაუქვავდება ანუ მასაც ნაბულს გაუკეთებს მერე მაღალ ბალახებში ჩაუსვი ფრინველი და სუნითაც ანალოგიურს გააკეთებს მერე კი ნელ-ნელა დაახვეწინებ ხშირი ვარჯიშით, ჩემი უკვე კარგათ უკეთებდა და დღითიდღე აუმჯობესებდა მაგრამ ეხლა ერთი 10დღე ჩამივარდა ფრინველზე ვეგარ ვავარჯიშე და უკვე დავიწყებული ექნება ანუ ხელახლა მომიწევს იგივე ვარჯიშების ჩატარება მაგრამ ეხლა ის უპირატესობა აქვს რომ უცებ გაიხსენებს, მაგრამ თუ ეგრე ბევრჯერ ჩაუგდებ რჩება მერე იმ დონეზე და პროგრესი ისეთი სწრაფი და თვალსაჩინო აღარ არის, თუ მიყვები და აი ალღოს რომ ააგებინებ და ჩავარდნებს არ გაუკეთებ ძაღლისგან ძალიან მაგარ შედეგს ღებულობ და სიამოვნებაა ეგ ყველაფერი როცა უყურებ როგორ სწავლობს ლეკვი და როგორ ავლენს მის მონადირულ თვისებებს
დამატებულია (16.03.2015, 01:15:33) --------------------------------------------- ჩემი ლეკვის შექებისთვის მადლობა ბიჭებო, hunter_buda, რაც მაგას ვარცხნა აქვს მაგრამ სულ დაკბენილი მაქვს ხელები და ფეხები მაინდმაინც არ მოწონს და ძალდატანებით რომ ვაკეთებ მკბენს სადაც პირს წამავლებს ვითონ რბილათ მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვერ ზომავს ხოლმე:) guma_spiker, კი და მინდორშიც თუ აჯობა ჯესის მაშინ იქნება მაგარი
ბევრი მაგარი მეძაღლე შინაურ მწყერზე გეშავს ოღონდ უნდა იცოდე იმ მწყერს უდნა დააფარო გალია რომ ძაღლმა არ წაავლოს პირი ნაჩვენებია ეგ ბევრ ვიდეოში Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
toko001, გიკბენს ძმაო აბა რასიზავს წეღან ვიყავი შენთან სახლში და შენი ძალის ამბავი რო ვიცი ბღუჯა ბღუჯა აქვს თმები ამოცლილი საწყალს და ცოდვაა ძმაო შეეშვი თვითონ მოძვრება შემეცოდა დღეს რო ვნახე
toko001, ხელი დაისველე და ისე გადაუსვი,დაინახავ რამდენიც ჩამოუვა,თან არც მტკივნეულია.თივთიკის (ზოგი გერმასაც ეძახის.შიდა ფენა) გასაცლელად ჯერ ადრეა,სავრცხელი ტკივილს აყენებს და მაგიტომ გკბენს.თვითონ განიშნებს სავარცხელი როდესაც დასჭირდება,კოტრიალს და ფხანას მოუმატებს. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
guma_spiker, ეგ არ ტკივა ძმაო :D :D kucuna1, მე მგონია რომ ტკივილზე მეტად უფრო ეხიჭინება) მინდორში რომ გავიყვან თავისუფალ დროს რომ მივცემ სულ ზურგის ფხანვაშია და რატო მკბენს იცი? რომ დავუწყებ პირის მოსადებს ეძებს თითქოს თვითონ იკეთებს კბილებით და მაგ დროს უკვე ვეღარ ზომავს რაც უფრო მაგრა ვშვები მით უპრო მაგრათ მკბენს ხოლმე:D გაცვივდება სად წავა ჯერ 9თვისაა
გამარჯობათ ბაზიერელებო. ვარკეთილის მეტროსთან 4 დღის უკან დაიკარგა ან მოიპარეს 1წლის შოკოლადის ფერი ხვადი დრათჰაარი.თუ ვინმემ რაიმე იცით ან გაიგოთ უმორჩილესად გთხოვთ შემეხმიანეთ ამ ნომერზე.შვილივით გავზარდე. რაც სურათზეა ეგ ძაღლია. ტ-557 956532. ავთო.http://s008.radikal.ru/i306/1503/f1/b4c02c3cd270.jpg თემის გადახვევისთვის ბოდიშს გიხდით.
toko001, ძალიან კარგია ოღონდ ეცადე რომ ფეხებზე არ დახტეს ხოლმე.ვინ იცის რა გდია წყალში,მაგ წონის ძაღლი მაგ სისწრაფით ფეხს რომ დაარტყავს,სერიოზული ტრამვის გარეშე ვერ გადარჩება. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!