დამატებულია (07.05.2015, 10:34:10) --------------------------------------------- tarxana, საქმე იმაშია რომ კურცჰაარი,სხვა მეძებრებთან შედარებით,მაღალი ინტელექტით გამოირჩევიან,მოაზროვნე ძაღლები არიან,ბევრი ფუნქცია აქვთ შეთავსებული,თუნდაც ნადირის კვალზე პოვნა(შეუძლია),თუნდაც იგივე ფუნქცია რომ ავიღოთ დრათჰაარის გარდა აცერთს არ ევალება კიდევ,ანუ ეს იმის თქმის უფლებას გვაძლევს რომ ძაღლს აქვს უნარი ეძებოს და იპოვოს ნადირ ფრინველი ისეთ პირობებში სადაც რომ პოინტერს შანსი არ აქვს,თუნდაც ნიავის არარსებობის დროს,ეს ჩემი აზრია და შესაძლოა მცდარიც. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
დამატებულია (07.05.2015, 10:44:27) --------------------------------------------- შესანიშნავი სამეული )) დღევანდელ სტანდარტებს რო აკმაყოფილებენ მაღალი ყნოსვა და სწრაფი ხოდი
Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
ეს ვიდეო ადრეც მაქვს ნანახი და გავოცდი ამ ძაღლის სისწრაფით,ისე სიმართლე რომ ვთქვათ ამ ბოლო დროს სერიოზულად ალაპარაკდნენ დოპინგზე მეძაღლეობაში,რაც არ უნდა იყოს აზრს მოკლებული. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
kucuna1, ეგ მეც მიფიქრია ეგ კი არა ძაან ბევრი მედიკამენტია რომელიც ხოდს მიცემს ბოლო ბოლო ჩიფირს დაალევინებ )))
დამატებულია (07.05.2015, 10:53:39) --------------------------------------------- მარა დოპინგის ამბავი მანდ არა სელექციაა რა არჩევენ სწრაფებს რამოდენიმე თაობაა უკვე შეიძლება 10 -15 თაობა და გამოდის მასეთი ნუ ვიღაცა შეიძლება დოპინგსაც უმატებს
Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
დამატებულია (08.05.2015, 00:07:33) --------------------------------------------- tarxana, ჩემი აზრით დოპინგის გამოყენება მეძებარზე აკრძალულია რადგან შეჯიბრებზე გამოყვანის დროს დოპინგ მიღებული ძაღლი რასაკვირველია ყველას მოუგებს სისწრაფით. დოპინგი დაშვებული რომიყოს ყველა გამოიყენებდა.. მაგრამ წინაპრებშ ეგეთი თუ უზის ეგ არ ვიცი. დოპინგზე დამჯდარი ძაღლი ჩემი აზრით არც უნდა გამოიყენონ სელექციაში რადგან დოპინგი რამდენადაც კარგია იმდენად ცუდიცაა(ადამიანზეც) რადგან შეძლება ზედმეტად დაკუნტოს სხეული. ადამიანი არეგულირებს ფიზიკურ დატვირთვას რასაც ცხოველზე ვერ დავარეგულირებთ.
tarxana, ჩემი აზრით დოპინგის გამოყენება მეძებარზე აკრძალულია რადგან შეჯიბრებზე გამოყვანის დროს დოპინგ მიღებული ძაღლი რასაკვირველია ყველას მოუგებს სისწრაფით. დოპინგი დაშვებული რომიყოს ყველა გამოიყენებდა.. მაგრამ წინაპრებშ ეგეთი თუ უზის ეგ არ ვიცი. დოპინგზე დამჯდარი ძაღლი ჩემი აზრით არც უნდა გამოიყენონ სელექციაში რადგან დოპინგი რამდენადაც კარგია იმდენად ცუდიცაა(ადამიანზეც) რადგან შეძლება ზედმეტად დაკუნტოს სხეული. ადამიანი არეგულირებს ფიზიკურ დატვირთვას რასაც ცხოველზე ვერ დავარეგულირებთ.
"დოპინგი" აკრძალული პრეპარატია,რომელიც შედეგზე(მონაცემებზე) ახდენს გავლენას,არავითარ გავლენას არ იქონიებს შთამომავლობაზე,კუნთურ მასაზე სტეროიდი მოქმედებს,ეგაც აკრძალულია.ქიმია დღევანდელ დღეს ისეთ დონეზეა წასული რომ ბევრი აკრძალული პრეპარატის ამოცნობა არ შეუძლიათ სანამ ის ფორმულა არ გაიშიფრება.დოპინგი გამძლეობაზე მოქმედებს დადებითად და კუნთის სწრაფ აღდგენას უწყობს ხელს.მარტივად რომ ვთქვათ,ადამიანი რომელიც ჯანსაღ კვებაზე წლები ცხოვრობს და ვარჯიშობს,მას შედეგით ქიმიურად დამუშავებული სპორცმენი ერთ წელში აჯობებს.ანალოგიურად იქნება მეძაღლეობაშიც,წამოიდგინე ძაღი რომელიც ხაჭოზეა,კვირაში ორ საათზე მეტს ვერ ავარჯიშებ რომელიმე ტურნირზე გასაყვანად რომ მოამზადო,მეორე კი ერთი ტაბლეტის ან ნემსის წყალობით,კვირაში 20 საათს ისე ივარჯიშებს რომ არც შეეტყობა.თვითონ ტურნირზე კი თუ პირველი ძაღლი 15 წუთიან მონაკვეთში,სისწრაფე ეცემა(რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება),მეორე ნახევარ საათს როგორც დაიწყებს ისე დაამთავრებს.ძაღლის სისწრაფის შენარჩუნების უნარი კი რაზე მიუთითებს მაგის ახსნაც იდეალურად შემიძლია და თუ ვინმეს დააინტერესებს ავუხსნი. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
მეძებრის დოპინგი თუ სისხლიც უწყობს ხელს განსაკუთრებით კი კურცჰაარის არის ვარჯიში, სწორი ვარჯიში, სწორად შერჩეული საკვები რაციონი, ვიტამინები და ვარჯიშის შემდეგ დასვენება-ძალის აღდგენა.
მინიმუმ 2 კურცჰარი ვიცი რომელსაც გაიყვან მინდორში და აბა გაუქაჩოს საბჭოთა მოშენების დოპინგ გაკეთებულმა კურცჰაარმა, ვერ იზამს, იმიტომ რომ ამათთვის უჩვეულოა ის სისწრაფე აზარტი და სიფიცხე რაც ევროპულ ძაღლებს აქვთ. ნელი და ზანტი კიდევ მეძებარი კი არა ჩემს თავს ვერ ავიტან! d.kakulia
მინიმუმ 2 კურცჰარი ვიცი რომელსაც გაიყვან მინდორში და აბა გაუქაჩოს საბჭოთა მოშენების დოპინგ გაკეთებულმა კურცჰაარმა, ვერ იზამს, იმიტომ რომ ამათთვის უჩვეულოა ის სისწრაფე აზარტი და სიფიცხე რაც ევროპულ ძაღლებს აქვთ
საქმეც ზუსტად მაგაშია რომ მაგ ორიდან ერთი დოპინგით რომ დაამუშავო,მეორეზე ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება თითქოს ის საბჭოთა მოშენების არისო,როცა რომ ცოტა ხნით ადრე მათი ყურება ერთნაირ სიამოვნებას განიჭებდა.დოპინგს ისეთი სპორცმენები იყენებენ ვისაც განვითარების პოტენციალი აქვს,აბა მე დოპინგი რომ გამიკეთო ისეთი მაინც ვერ გავხდები ჟერარდი ამოვაგდო სასტავიდან,გაწი გამოწი ბურთი უფრო სწრაფად მოვიტანო ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
დოპინგი არის სისულელე, შენი აზრით დოპინგი სტილზე ახდენს გავლენას?-არა! ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს ძაღლს რას გაუჩხერ თუ სტილი არ აქვს. სტილს ექცევა პირველ რიგში ყურადღება, ეგ არის შეფასების ძირითადი მაჩვენებელი!
ჩემი აზრით შენ ვიღაცა არ ხარ.შენს მიერ ატვირთულ ვიდეოებშიც არის მაგ საკითხის განხილვა.ხალხი მაგ საქმეში დიდ ფულს შოულობს,ავტორიტეტსაც რა თქმა უნდა.ვინაიდან ის ცნობილი ექპერტები საუბრობენ მაგ თემაზე,ესეიგი რაღაც არის სიმართლის. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
გცოდნია ყველაფერი შენ და აწი შენ შეგეკითხები მაშინ. ბოდიში მაგრამ შენ ეტყობა ან არ გესმის სტილი რა არის ან სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობთ. სტილი არის გადამწყვეტი, თუ ძაღლს სტილი აქვს, შესაბამისად მას აქვს აზარტი, ექსპრესიულობა, სისწრაფე. დოპინგი რა შუაშია ვერ ვხვდები სტილთან. მეძებარს შეიძლება აღმდგენი ვიტამინები მისცე ან შეუყვანო სხეულში მაგრამ დოპინგი სხვა რამეა. ევროპულ ძაღლებს ეგ არ სჭირდებათ, არც ცნობილ კონდუქტორებს და მომშენებლებს. მამაძაღლი და აფერისტი ყველგან არის, მაგრამ ამიტომ არსებობენ ექსპერტები რომლებიც ერთიდაიგივე ძაღლს წელიწადში მინიმუმ 5 შეჯიბრზე უყურებენ, შენი აზრით მაგ ექსპერტებს არ აქვთ იმის კვალიფიკაცია რომ განასხვავონ, სტილიანი ძაღლი და უბრალოდ მწევარივით მორბენალი?
ჩემი თუ არ გჯერა კითხე ჩემზე ათჯერ და ასჯერ გამოცდილ ექსპერტებს. მეტი ამ ტემაზე საუბრის გაგრძელებას არ ვაპირებ d.kakulia
გცოდნია ყველაფერი შენ და აწი შენ შეგეკითხები მაშინ
ყველაფერი იმათაც კი არ იციან ვისგანაც ჩვენ ვსწავლობთ.
Quotegagrinski ()
ბოდიში მაგრამ შენ ეტყობა ან არ გესმის სტილი რა არის ან სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობთ
ამდაგვარი მიმართვები არ აჩენს პატივისცემას ერთმანეთში,არ ვიცნობთ ერთმანეთს და შესაბამისად არც იცი რა მესმის და რა არა.გასაგებად აგიხსნი,როგორც ძაღლის შეფასება არ შეიძლება სურათით,ისე არ შეიძლება ადამიანის აქედან შეფასება.ყველასკენ ძმაკაცური ხელი მაქვს გამოწვდილი და ძალიან გთხოვთ მაგდაგვარი მიმართვებისგან თავი შევიკავოთ და პატივი ვცეთ ერთმანეთს. ისე აღარც მე მსურს ამ თემაზე საუბარი,სერგო შაგინოვი რომ ჩამოვა იმედი მაქვს გამაგებინებ,მაგ ადამიანს დიდ პატივს ვცემ გაწეული ღვაწლისა და ცოდნის გამო.იქ ალბათ ორივეს გაგვახსენდება ეს თემა და კითხვასაც დავსვავთ. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
აუ მართლა რაა. კარგით რაა. აქ ვინც ვწერთ პოსტებს 70%-ს ხო კირცჰაარი გვყავს და არ ჯობია ჩვენ ძაღლებზე ვისაუბროთ ვიდრე ევროპაში რას უშვებიან ძაღლეებს? ევროპელებს ჯერ ისე დავეწიოთ და მეძაღლეობას თავისთავად მირხედება. მანამდე კი ჯერ ბევრი გვაკლია და ჩვენ ჩვენი საქმის სწორად კეთებას ვეცადოთ. გაზაფხულია და ის ვიდეოები და ფოტოები დავდოთ სადაც ჩვენი ძაღლებოს მუშაობა და ავკარგიანობა ჩანს. ფოტო განწყობოსთვის რა დეპრესიაში კო არ ვარ უცხო ძაღლების ყურებით რო გავხალისდე. მირჩევნია აქაურ ძაღლებზე უფრო მეტი ვიცოდე ვიდრე ევროპაში ვინ რას უკეთებს ძაღლს სარბენად. ეს კურცჰაარის თემაა და ვისაუბროთ ჩვენ ძაღლებზე და სხვა თემებისთვის თავისუფალი ფორუმი არის და იქ დავწეროთ რაც გვინდა. მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
დამატებულია (09.05.2015, 22:03:54) --------------------------------------------- იტოგში ნელნელა მოდის აზრზე დღეს დილით ვნახეთ სამი მწყერი საღამოს კი 5 ცალი
Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
tarxana, პირადად მე მომეწონა ყველაფერი დზაან კარგი იყო, მაგრამ ცჰემის აზრიტ ჯობია ნაბულზე რომ დადგება არ დააცჰქარო ,იდგეს კაი ხანი მიდი მოეფერე და ცოტა დროის მერე ამოაყვანინე, ამ ასაკსჰი ყველაზე მთავარია რომ ნაბული გაამყაროს.დანარცჰენი ყველაფერი კაია. g.sheyiladze
giorgig192021, ხო იყო ცრუ ნაბულიც და აქ მაინტერესებდა არის მწყერი თუ არა მაგიტო უთხარი წინ მალევე ისე მელოდება თუ შორს ვარ, ისე გეთანხმები რასაც ამბობ
დამატებულია (10.05.2015, 18:05:37) --------------------------------------------- avtandil, გაიხარე Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
ჩემიც შვება ხანდახან მასე. ახალი ნაჯდომი, როცაა სუნი ძლიერად მიდის მაგ დროს. ვუშLი ხოლმე, მაგრამ თავიდანვე ვერ ვხვდები ისწავლის ნეოლნელა. მთავარია ჩიტებს არ უკეთოს. მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
tarxana, ჩემი ბაქსის ახალი და ძმები ყავს მგონი გიო. თუ გინდა გაგირკვევ. ოღონდ კავთისხევში მოგიწევს ჩასვლა წამოსაყვანად. მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
tarxana, წეღან ველაპარაკე და აღარ მყავსო 4 მყავდა და წაიყვანესო. ხვადის პატრონი. ვეღარ გაიხსენა თბილისში ყავდათო. მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
giorgi1998, მაგ კურცჰაარის გარდა 7 ძუ ყავს და სხვადასხვა ჯიშის. ვზროსლი კაცია დაწლებია ამრავლებს ძაღლებს. თუმცა უნდა ცოდნოდა. :) მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
Babu-Wolf, ვფიქრობ, მაგრამ სრულფასოვნად არ ვარ მზად თან იმასაც ვფიქრობ, რომ გამოცდილებას შევიძენთ მეც და ბაქსიც. რომელ რიცხვებშია თუ შეგიძლიათ რომ დაწეროთ. მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
საველე გამოცდას რაიმე კონკრეტული რიცხვი არ გააჩნია. უნდა მიხვიდე კლუბში"სამთო ქიმიაში",შეუთანხმდი დათო ცხვედიანს და ძაღლს გამოგიცდიან. თუ წარმატებით ჩააბარე გამოცდა და დიპლომი აიღე,აი მაგის მერე უკვე მოგეცემა უფლება სეჯიბრებში მონაწილეობის მირების. TK
Babu-Wolf, ბატონო თენგო იქნებ ამ ლინკზე გადახვიდეთ და პასუხი აქ დაწეროთ http://www.bazieri.ge/forum/40-51-2 სხვასაც რო დაჭირდეს იცოდეს და ნახოს. იქნებ მითხრათ ზუსტად როგორ უნდა მოვიქცე. ცხვედიანთან ვიყავი და ესე მითხრა საველესთვის და გამოფენისთვის მოანზადეო და მანამდე კიდევ სხვა პროცედურა უნდა გავიაროთ? ან როგორ ცდიან მინდორში გავალთ თუ??? მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!