ნადირობაზე საბუთი მაგიურ ძალას კიარ ახდენს ანრი, საბუთი როცაა მოწესრიგებული, იქ მერე სისხლის აღრევა და სისუფთავე არ დაირღვევა დართვებით. ყველას ეყოლება სუფთა სისხლის მონადირე ძაღლები. საერთოდ საქართველოში 90% უსაბუთო ძაღლებია. აქედან "ნაჯვარი დვარნიაშკები" 88%-ს ყავს. ერთ პროცენტს ყავს შედარებით მიმგვანებული სუფთა სისხლის ექსტერიერთან, ხოლო დარჩენილ იმ ერთ პროცენტს კარგი ექსტერიერის შეიძლება სუფთაც მაგრამ საბუთები რომ არ გაუკეთეს და ნებისმიერის მიყვანილ ძაღლთან რო რთავენ. ამით საქმე ფუჭდება! მე რო ლაბრადორები დავარიგე, მისი წინა დები და ძმები მომიყვანეს ატეხილები, მე საერთოდ არ ვაჯვარებ და მითუმეტეს და-ძმას ხოარ შევაჯვარებდი. რამდენი ასე დართავდა ვინ იცის! ამგვარად გადაჯიშდა ირლანდიური სეტერი და სეტერ გორდონი, რომელიც ეხლა კიდე დაუბრუნდა პოპულარული ჯიშების რიგს და წამოვიდა ამ ჯიშის მოყვარულების რიცხოვნობა ნელ-ნელა. თუმცა კაი მონადირე სუფთა სისხლის გორდონი ვერ ვნახე ხოლო ექსტერიერში ძალიან მაგარი ყავს ძმაკაცებს ქუთაისში. ამდენად უსაბუთო "ნაჯვარი დვარნიაშკები" ყავს უმეტესობას, ნადირობაში სუფთა სისხლები ვერ შეედრებიან ზოგი ისეთი გამოდის და მომპოვებლობის მხრივ უმაღლესია. ასეთების პატრონებს არც ესთეტიური სილამაზე, არც რომანტიკული ტკბობა არ აინტერესებთ, მთავარია მოიპოვონ და თავაწეული გაჩერდება პოინტერი თუ კუდის ქნევით დადგება "სტოიკაზე" მათთვის სულერთია, მწყერს ხო ნახავს და ააფრენს რო ესროლოს. ასეთი ძაღლები რომლებიც ნადირობენ კარგად შთამომავლობას ვეღარ გადაცემენ ნადირობის თვისებებს ისე როგორიც თავად იყო, ექსტერიერზე ხო საერთოდ ლაპარაკი არც მაქვს. ასეთი ძაღლები არც უნდა დავრთოდ საერთოდ რომ არ მომრავლდეს არეული უჯიშო სისხლები! არც ივარგებს და საქმესაც გავაფუჭებთ!!! ზოგი იტყვის რას ამბობ შვილები გამპოუვიდა ჩემ მურიას იმი დეეო მარა მაგათი შვილების დეეო მერე ასე იტყვის. ახლა პოინტერის თემაში დაგიწერე ანრი ამდენი და პოინტერის უსუფთაობაზეც გეტყვი. პოინტერი საქართველოში ყავს 60 კაცს ალბათ ან ცოტა მეტს. ამას ვამბობ ექსტერიერის და საბუთის მიხედვით ან უსაბუთო თუმცა პოინტერი რომლის პატრონმა ვერ იზრუნა საბუთზე თუმცა ყავს სუფთა სისხლი. ხოლო ნამდვილი პოინტერის ნადირობით მარტო იმ სამ თუ ოთხს რომლების საველეზე გამოდის. ესეიგი პოინტერი მთელი სისწრაფიდ უნდა დარბოდეს მინდორში, ჩერდებოდეს სუნზე, უახლოვდებოდეს ამ სუნს იმ დისტანციაზე როცა მყარდება 100%-ით რომ აქ ორ ან ოთხ მეტრში მწყერი ზის, ან ხოხობი და ა.შ. არის მყარ ნაბულზე. თუ ამოძრავდება ფრინველი ძაღლიც მიყვება ძალიან დამახასიათებელი მოძრაობებით რაც სუფთა პოინტერს აქვს და ლამაზია. მერე თუ გაჩერდება ფრინველი გაჩერდება და გაძეგლდება თვითონაც. ამით აბავს მარტივად რომ ვთქვათ ფრინველს შენთვის მინდორში და გაქვს შესაძლებლობა მიხვიდე ან მიირბინო მასთან რომ შემდეგ ამოაფრინოს და ესროლო. მერე ამ 60 კაციდან ნახევარზე მეტი ვერ ნადირობს მწყერის გარდა ვერაფერზე, მცირე რაოდენობა ანადირებს სხვა ფრინველზეც და რაც მთავარია ქართველებისთვის სხვა რელიეფზეც! მოგახსენებთ რელიეფის რთულ საკითხზეც, პოინტერისვის ეკლიანში სიარული არის რთული, თუმცა ქათამზე ნადირობს მცირე რაოდენობა. რათქმაუნდა თავ-კუდ მოგლეჯილი კიარ გარბის როგორც მწყერზე და დააკვდება ადგილზე როცა მოყნოსავს. მიყვება სხვა სისტემით თუმცა ჩქარა ამ ბუჩქებში და ხეებში. ასევე მცირე რაოდენობა ნადირობს ზამთარში ისიც როცა სითბოა შედარებით. მოდით ეხლა შევაჯამოთ რამხელა რთულ საქმესთან გვაქვს შეხება და ეს თემა სათუთია. პირველ რიგში არ უნდა დაიკარგოს სილამაზე, ესთეტიური რომანტიკული თვალის ჩინს ვერ მოვაკლებთ პოინტერის გარეგნობას! მერე იმ თვისებებს რაზეც ვისაუბრე ზემოთ! აგერ ვიცით რომ თუ ვაჯვარებთ ძაღლს სხვა სისხლზე ან ნათესავზე ამით ეს თვისებები ზიანდება და იკარგება, ე.ი. ის რაც გვიყვარს აღარ იქნება და ჩვენ პოინტერი არ გვეყოლება! ამიტომ არის საჭირო საბუთები! თუ ამას კითხულობ ანრი შენ უკვე მეტი აღარც გინდა უკვე იცი ყველაფერი საბუთების მნიშვნელობაზე და ნამდვილ პოინტერზე. ★ஜ۩۞۩ஜ★
l)omidze, ჩემი, მეგობრის ძაღლია. როგორც მე ვიცი დართვა, მგონი რომ საქართველოში არ ყოფილა, ლეკვი ჩამოიყვანეს, საიდან ჩამოიყვანეს არ ვიცი. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
ლამაზი ძაღლია,ლამაზი ნაბულიცააქვს,მაგარი ყნოსვაც,მაგრამ მწყერის გარდა და მინდვრის გარდა,როგორც მივხვდი ვერ გამოიყენებ.ამიტომ შევაჩერე ჩემი არჩევანი უფრო უნივერსალურ ძაღლზე.ჯერ-ჯერობით შოვნა გამიჭირდა საბუთიანის,მაგრამ მაინც ვნახავ და ავიყვან.
Marco-Polo, როგორ ვერ გამოიყენებ?? კაკაბზე, ხოხობზე, ვალდშნეპი და საერთოდ მიწის ფრინველებზე, პოინტერი მშვენივრად ნადირობს, უბრალოდ დაბალ ტემპერატურასთან უჭირს შეგუება. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
ხოდა ზამთარში?ცივი ზამთარი რომ დადგეს არდადეგებს მოუწყობ
დამატებულია (15.03.2013, 10:26:48) --------------------------------------------- ძაღლი იმისთვის მინდა სიცივეშიც გამოვიყენო,ჯაგნარშიც და ეკლიანშიც წაიჩალიჩოს,და თუ საჭირო გახდა წყალშიც სევიდეს ზამთარში.
დამატებულია (15.03.2013, 10:28:15) --------------------------------------------- giohunt1982მთელი ზამთარი იხვს ხომ ვეძებდი,და ვერ ვნახე.ეხლა ლეკვს ვეძებ და ვერ ვნახულობ
ENUQICHI, გასაგებია ენუქიჩ ყველაფერი გაიხარე, ასეტი კარგი იმფორმაციისთვის
დამატებულია (15.03.2013, 15:11:22) --------------------------------------------- ENUQICHI, რაც შეეხება გორდონს მე მყავს საუკეტესო საგვარეულოს მქონე გორდონი
დამატებულია (15.03.2013, 15:12:18) --------------------------------------------- ENUQICHI თუ დაგაინტერესებს პირადში მოგწერე ჩემი ნომერი
სამფერა პოინტერი არსებობს? საქართველოში თუ არის ? ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
მოდით არაფრის მომცემი ფოსტებისგან გავწმინდოთ ეს მნიშვნელოვანი თემა და ამ უსეზონობაში სწავლა-განათლებას დაუთმოთ ეს პერიოდი. პოინტერი ჩვენ უნდა შევისწავლოთ რადგანაც როგორც არაერთხელ შევხედეთ პოინერი არ გვცოდნია. არავის ეწყინება მათ შპრის მეც თუ ფოსტები წაგვეშლება, ამიტომ მოდერმა წაგვიშალოს ჩვენივე თხოვნით ისეთი ფოსტები სადაც თუნდ არის თემასთან ახლოს მდგომი ნაწერები მაგრამ ნაყოფიერებისთვის და შემეცნებისთვის არაფრის მომცემია და ამას გაგებით ვეკიდებით. კარგი კითხვაა და პასუხიც შესაბამისი უნდა იყოს ოღონდ მხოლოდ "კი კარგი სიმაღლეა ორ წლამდე იზრდება ძაღლი და მოემატება, ან ცოტა პატარაა მეტი უნდა იყოს" ასეთი პასუხით ვერ გავფრინდებით. ვინც იცის დაწეროს ვთქვათ 6 თვის ასაკში ხვადისათვის რამდენი სმ-ია სასურველი, ან სტანდარტში რა წერია. აქ საკითხი სხვანაირად დგას რადგანაც წერია რომ 64 სმ-დან 68-მდე შეიძლებაო. თუ 8 თვის ასაკში gugaa1987 შენი ძაღლის სიმაღლე 53-ია ცოტა რთული წარმოსადგენია თუ ხვადია მაგან საბოლოოდ კიდევ 15 სმ მოიმაოს რაც ტოლია 68 სმ. ე.ი. სტანდარტის მაქსიმუმის. ადვილი შესაძლებელია 64 სმ-მდე მიყვანა კაი კვებით და ვიტამინებით. ჩემი აზრით არ უნდა იყოს პატარა თუმცამეტიც შეიძლებოდა ალბათ ზუსი პასუხი არ მაქვს. ამიტომ დაწერეთ როდის რამდენი უნდა იყოს, ძუების შემთხვევაში რახდება, თავებზე კარგად გავიარეთ საკითხები დანდალას დახმარებით, ტანზე დავუიწყეთ და მივატოვეთ. ასე ვერ წავალთ წინ ★ஜ۩۞۩ஜ★
ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
ერთი ძაღლი ჩემსას ძალიან მაგრად გავს, მარა სადაა ასეთი მოსუქებული ჯერ-ჯერობით მაგრამ მალე მოვიყვან ფორმაში
პირველ ვიდეოში ყურადღება გაამახვილეთ იტალიურ სისხლებზე და ევრობაში რომელი ითვლებაო "ვედუშათო", არის კიდევ რაღაც ნიუანსები და თავებზე როცა გვქონდა საუბარი ეს ვიდეო მისწრებაა, ასევე ტანი! ამ არხზე რომლიდანაც ეს ვიდეოა ამოჭრილი სულ კარგი გადაცემებია ★ஜ۩۞۩ஜ★
მე მყავს პოინტერი ჯერ ექვსი თვისაა,ცოცხალაა მარა ჯოხს ან სხვა ნივთს რომ გადაუგდებ რეაქცია არ აქვს.მითხრეს სამონადირეო მაღაზიებში იყიდება პატარა ბალიში მწყრის სუნი აქვსო რამდენად ნამდვილია არ ვიცი.თუ გადავაწყდი სადმე უყიდი იქნებ მაგით ვასწავლო მოტანა.წელს პირველი სეზონი ექნება ვნახოთ როგორ იყოჩაღებს :) nadiroba.
gelka72არსებობენ პოინტერზე მეტად უკეთესი ჯიშები რომლებიც ჯერ არც არიან საქართველოში ჯერ ჯერობით მრავლათ და, პოინტერს ყველა ასპექტში რომ ჯობნიან და აჯობებენ. პირველ რიგში მეგობარო არ შეილება ასე მონადირე ჯიშების ერტმანეთან შედარება,პოინტერი იქნება სეტერი კურცჰარი დრათჰარი ბერტონი,ყველს თავისი დანიშნულება აქვს,აბ შენ რომელი ჯიში იცი რომ პოინტერს ჯობნის და რა წყაროებიდან რომელ კვლევებიდან ადასტურებ ამას,ჩვენთვის და საქრთველოსთვის მეტნაკლებად ცნობილი ჯიში რომელია მაინტერსებს მართლაც.
magrana, რა ხნისა და საერტოდ ფრინველი ყავს ნანახი ან თუ აკეთებს ნაბულს?როგორი რეაქცია აქვს თოფის ხმაზე?თუ შეილება დეტალურად დაწეროთ,გირჩევთ ჯერ ფრინველი აჩვენოთ და ნაბული კარგად გამყარებინოდ,პირველ ეტაპზე არ საჯირო თოფის გასროლა,მატავარია ფრინველის მიმარტ ლტოლვა ქონდეს და ნაბული მაყარი,ამოაყვანინე რამოდენიმე ფრინველი და ეგრედ წოდებული სტარტოვკით მიაჩვიე ხმას როცა ამოფრენს ცოტა მოშორებით ვინმემ სტარტოვკა გაისროლოს და ესე რამოდენიმე ვარჯიში ჯირდება.ალბათ შემოვლენ უფრო კომპეტენტური ხალხი ამ აკითხში და გაგიზიარებენ აზრს
პოინტერის მუშაობის სტანდარტი(ამონაწერი მეძებარი ძაღლების გამოცდის FCI წესებიდან) პოინტერის ნებისმიერი თვისება ერთ მიზანს უნდა ემსახურებოდეს; ჟინიანად და ლამაზად ეძებოს ფრინველი. მისი მოძრაობის სიმსუბუქე და მოხდენილობა უზრუნველყოფს თავისუფალ, სწრაფ სირბილს თანაბრი რიტმით. ნავარდისას ზურგის ხაზი მიწის პარალელურია. კისერი გაჭიმულია და შესამჩნევადაა აწეული ბეჭებს ზევით. თავი დააქვს ზურგის ხაზის ზევით, დრუნჩი ოდნავ აწეულია. ის ყურადღებით ათვალიერებს მინდორს, რათა ეს მინდორი გონივრულად გამოიყენოს და თავისი სამონადირეო აზარტის სრული რეალიზება მოახდინოს. წინა კიდურები, რაც შეიძლება შორს და წინ უნდა ეხებოდეს მიწას. ის ამ კიდურებს ისვრის თითქმის ჰორიზონტალურად, რაც მაქსიმალურად გრძელი ნახტომის საშუალებას იძლევა. მოძრაობა(სვლა) გაშლილი, თავისუფალი და ჰარმონიული. გვერდიდან შეხედვისას კარგად ჩანს, თუ როგორ ოდნავ ქანაობს კორპუსი, მაგრამ ზურგის ხაზი რჩება სწორი და გაჭიმული, ხოლო გავა ჯერ მოძრაობს ქვევით და შემდგომ ზამბარასავით იჭიმება, როდესაც უკანა კიდურებს მძლავრი მოძარობით ისვრის, რაშ შეიძლება უკან და შორს. კუდს ატარებს გავის დონეზე, არასოდეს არ წევს ზემოთ და ნავადრის დროს ოდნავ უძაგძაგებს ზემოთ-ქვემოთ. ეძებს ქარის(ნიავის) მიმართულების გათვალისწინებით, ფლობს ფართო და სწორი(დამოკიდებულია ადგილმდებარეობის თავისებურებაზე) ძებნის მანერას. ნაბული: იყნოსავს რა ფრინველს, ის გაბედული, მტიკიცე და სწრაფი ნაბიჯით მიდის ქარის(ნიავის) საწინააღმდეგო მიმართულებით და თითქოს უხილავ წინაღობას გადააწყდაო, მოულოდნელად დგება ნაბულზე. ნაბულზე მდგომი ნატიფ ქანდაკებასავით გამოიყურება-კისერი გაჭიმულია, თავი აგრძელებს ზურგის ხაზს ან უჭირავს მის ზევით, დრუნჩი ჰორიზონტალურადაა ან აწეულია, ნესტოები გაფართოვებული, გამოხედვა ცეცხლოვანი, ყურები მაქსიმალურად აწეული, დაძაბული კუნთები მკაფიოდაა გამოკვეთილი, ერთ-ერთი წინა თათი ხშირად მიკრული აქვს მკერდზე, უკანა კიდურები ძალიან უკან აქვს გადგმული. თუ ფრინველი ცდილობს გაქცევას, პოინტერი კიდევ უფრო იძაბება და დრუნჩს წევს მაღლა, რათა არ დაკარგოს ფრინველის სუნი. როდესაც ძაღლი, სწრაფი მოძრაობისას, მოულოდნელად დგება ნაბულზე, მისაღებია ნაბულის ნებისმიერი სხვა მანერა, მხოლოდ იმ პირობით, რომ დრუნჩს დაიჭერს მაღლა, ფრინველის მიმართულებით. ერთადერთი დაწოლილი ნაბულის შეფასება არ შეიძლება დადებითად. მიტანება აქვს ან სწრაფი და გაბედული, ან ეს მიტანება ჯიშისთვის დამახასიათებელ ხანმოკლე ნაბულების ერთობლიობას წარმოადგენს. სეკუნდირების დროს, როდესაც ძაღლი თავის მეწყვილეს ნაბულზე მდგარს ხედავს, თვითონაც ისეთივე მყარ ნაბულზე უნდა დადგეს. (თარგმნა ლერი ახმეტელმა) მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
მამუკა, მართალია რომ ფოტოთი ძაღლის შეფასება არაკორექტურია,ფოტოზე რაც ჩანს ტიპიური პოინტერია,როგორც dandala-ამ აღნიშნა ცოტა მკერდის სიღრმე აკლია,ან შეილება ნაკლები ვარჯიშები უწევს და მაგიტომა ცოტა გაუნვიტარებული მკერდი,სხვა დანარჩენი გისურვებთ წარმატებებს,და მეგობრული რჩევა დარიგებას მოქცემ რომ აწი თუ აიყვან კარგი გენელოგის მქონე ლეკვი აიყვანო
"პოინტერი ნადირობისას". ჩემი აზრით, ძაღლი პირობითად შეიძლება წარმოვიდგინოთ ასეთი სახით:მისი თავი გაყოფილია ორ ნახევარსფეროდ, რომელთა აქტიურობა გამოიხატება: -სირბილის სურვილით, -ნადირობის სურვილით. თუკი სირბილის სურვილი ჭარბობს ნადირობის სურვილს, მაშინ ძაღლი დიდხანს დარბის დაოთხილი შორ მანძილზე, მაგრამ ის არ ნადირობს. და პირიქით, თუ ნადირობის სურვილი ჭარბობს სირბილის სურვილს, მაშინ ძაღლი მონადირის გარშემო მიწაში ჩარგული ცხვირით ტრიალებს და ამუშავებს ფრინველის ყოფნის ნებისმიერ შესაძლო ადგილს. იდეალურად ითვლება, ამ ორი ნახევარსფეროს ჰარმონიული წონასწორობა. ეს წონასწორობა ყოველთვის იდეალურად არ არის ბალანსირებული. ძაღლის მოძრაობა დაკავშირებული უნდა იყოს ფრინველის ძებნასთან. ბევრი ძაღლი დარბის, მაგრამ არასაკმარისად აქვთ გულისყური მიმართული ნადირობისკენ. როდესაც ძაღლს აიძულებენ ისეთ მინდორში ირბინოს, სადაც ფრინველი არ არის, მას ნადირობის ინსტიქტი არ განუვითარდება. თუ ძაღლს გამუდმებით არ აიძულებენ გამოავლინოს ნადირობის ინსტინქტი, მაშინ ასეთი ინსტინქტი თანდათან გაქრება და ძაღლი მხოლოდ სირბილზე დაიწყებს ფიქრს, ანუ დიდი სისწრაფით, ყნოსვის გამოუყენებლად, ყოველგვარი ნადირობის გარეშე ნთქავს სივრცეს. შეჯიბრებაზე ძაღლი ყოვლეთვის იდეალურთან მიახლოვებულ პირობებშია, ნადირობისას კი ყველაფერი სხვაგვარადაა. ნადირობის დროს მან უნდა გამოავლინოს საზრიანობა, რათა გადალახოს ის წინაღობები, რომელსაც ის გადაეყრება, მაგალითად, ქარი-ძებნის მიმართულებით ან რთული რელიეფი. განსაკუთრებით დამახასიათებელი მაგალითია ძაღლის მუშაობა მთაში, სადაც მან თანაბრად უნდა გადაანაწილოს ფიზიკური დატვირთვები, ხანდახან ზურგის ქარიც გამოიყენოს, რომელიც ხშირად ქვევიდან უბერავს, ასევე ჰორიზონტალური მონაკვეთები ძალების ეკონომიის მიზნით. ჩემი აზრით, საზრიანობა პირველხარისხოვანი თვისებაა, რადგანაც იგი მეძებრის ყველა სხვა თვისებას ამაღლებს. ამგვარად, ახალგაზრდა ძაღლს ნადირობის ინსტინქტი სანადირო ფრინველის არსებობის შემთხვევაში უვითარდება. ძაღლი თავისი გონიერების წყალობით, წარმატებებისა და წარუმატებლობების შემდეგ იძენს იმას რასაც ჩვენ გამოცდილებას(ოსტატობას) ვუწოდებთ. მინდორში ყოველი ახალი გასვლა და ფრინველთან ყოველი შეხვედრა ახალგაზრდა ძაღლისთვის განვითარების საფუძველი უნდა გახდეს. და თუ ის არ პროგრესირებს, არ ჭკვიანდება, მაშინ ის სულელი ძაღლია, ასეთი ძაღლები კი საკმაოდ ბევრია. მონადირე ვალდებულია მიეხმაროს ძაღლს გამოცდილების შეძენაში, მიმართოს მისი ძებნა დამახასიათებელ ადგილებში, სადაც ის სანადირო ფრინველს შეხვდება. მაგალითად, ყველასთვის ცნობილია, რომ ხორბლის ნათესებში გნოლის სიმჭიდროვე უფრო მეტია მინდვრების განაპირას და შეჯიბრების მსვლელობისას კი ვამჩნევ რომ ბევრი ძაღლი სწორედ იმ დარჩენილ 30 მეტრს გამოტოვებს ხოლმე, რადგანაც გეშვისას მათ ასეთ ადგილებს არ ამუშავებინებდნენ. ნადირობის ინსტინქტის შემდეგ პოინტერის მთავარი იარაღის-ყნოსვის შესახებ ვისაუბროთ. პოინტერის ყნოსვა-ეს არის ბრწყინვალე რადარი, რომელსაც შეუძლია გაარჩიოს უმცირესი სუნი, მე ვიტყოდი ფრინველის სუნის მოლეკულები. მე ვთვლი, რომ ყველა ძაღლს აქვს ყნოსვა, მაგრამ მათგან სულ მცირე ნაწილს აქვს ფრინველის სუნის ანალიზის უნარი, რაც გამოწვეულია ან ამ სუნის არასაკმარისი ძალით, ან გონიერების უქონლობით. ამასთან აუცილებელია ფრინველის სუნი ძაღლმა თვით ფრინველს დაუკავშიროს. ზოგიერთი პოინტერი მშვენივრად ახერხებს საკუთარი ყნოსვის ადაპტირებას ზაფხულის გვალვისადმი, მაშინ როდესაც, ყველამ იცის, რომ სუნი ნესტიან ჰაერში უკეთესად ვრცელდება. ასეთი ძაღლები განთქმულნი არიან და მათზე დიდი მოთხოვნილებაა ესპანეთში, კერძოდ კასტილიის პლატოებზე სანადიროდ. ნადირობა ძაღლისგან მრავალ თვისებას თხოულობს, განსაკუთრებით კი ერთერთ მათგანს, რომელსაც ვერ გამოავლენ შეჯიბრის დროს-გამძლეობას. მე ვთვლი, რომ ფრინველის ჟინიანი ძებნა გამძლეობის მამოძრავებლი ძალაა. მონადირეები დიდად აფასებენ მეძებარს, რომელიც ცივი, გადუღებელი წვიმის დროს რამდენიმე საათი გაუჩერებლად ნადირობს. ეს არის ამ ჟინის ნაყოფი, რომელიც აიძულებს თქვენს პოინტერს ეძებოს ჩიბუხა ყველაზე მძიმე ადგილებში. მნიშვნელოვანია და აუცილებელია თქვენი ახალგაზრდა პოინტერი ჩააყენოთ მძიმე და სხვადასხვაგვარ პირობებში, სასურველია დედასთან ერთად. დედა იქნება მისთვის მაგალითი, ის აჩვენებს მას სანადირო ფრინველს და თუ მას გონიერება ეყოფა, სწრაფად მიხვდება, რომ ფრინველის საპოვნელად საჭიროა ამ სირთულეების გადალახვა. პოინტერის ჩიბუხაზე გეშვის დროს სწავლების ასეთ მეთოდიკას მე ვთვლი, როგორც ძირითადს. რათქმაუნდა, ეს ფრინველი შეიძლება შეგვხვდეს სრულიად განსხვავებულ ბიოტოპში, ზოგან რთულ, ზოგან კი ადვილ ადგილებში. გეშვისას ასეთი რთული პირობების შექმნის გარეშე, შემდგომში ძაღლი არ იმუშავებს მძიმე ადგილებში. ნადირობისას კი უჩემოდაც კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორი გულდასაწყვეტია მოუჩხრეკავი, გამოტოვებული ადგილები. საერთაშორისო პოინტერკლუბის პრეზიდენტი ჟან კლოდ დარიბადი.(თარგმანი ლერი ახმეტელის)
avtandil, დიდი მადლობელი ვარ მეგობარო გაიხარე.საბუები ყველაპერი წესრიგში აქ საკმაოდ კარგი სისხლის არს ბაონი გოგი ანდრონიკაშვილის შნეპის ქალიშვილია :)ფასზე პირადში ვილაპარაკოთ თ.მაჭარაძე
ჩემი პოინტერი (ხვადი) 6 თვის ხდება 27 ივლისს. 27 ივნისს ავუყვანე დამგეშავს ოქროყანაში (უბრალოდ მე არც დრო მაქვს და რადგანაც, ლეკვი კარგი შთამომავლობისაა, ვამჯობინე პროფესიონალთან მიმეყვანა). დღეს, ანუ 2 კვირისთავზე ავაკითხე. ბრძანებებს ასე თუ ისე ასრულებს. მინდორში გავედით "პადსადნოი" მწყერით. 3,5 თვის იყო ზღვაზე, რომ ნაბული გააკეთა. ეხლა სასწაული მიტანება მაჩვენა. დამგეშავმა ძალიან აქო. ასე პატარა ასიკის და ასე მუშაობდეს, იშვიათად მინახავსო, ყნოსვაც ძლიერი აქვსო და აზარტიც. თფუ, თფუ, თფუ. მომილოცეთ ბიჭებო kakhi
27 -ში ხდება 6 თვის. მართლა ლეკვია, მაგრამ ძალიან გონიერია და თვითონ მწვრთნელმაც აღნიშნა, ამ ასაკის ძაღლის ასეთი ინტერესით მუშაობა იშვიათიაო. კვებიანად დამიჯდა 450 ლარი. მიჯდება უფრო სწორედ. 30-40 დღე მითხრა ამ ფასში, თუმცა 40 დღე არ უნდა ამას 30 ეყოფაო და მომავალ შაბათს უნდა წამოვიყვანო, თუმცა ვიმეორებ, რომ ის ამბობს, რომ ყველაფერი არის საფუძვლები და მერე უკვე პატრონმა უნდა გააგრძელოს. აპორტირებაზე კატეგორიული უარი მითხრა - 2 წლამდე ლაბრადორის და სპანიელის გარდაო, აპორტირება სტანდარტით დაშვებული არ არისო, ძაღლი ფუჭდებაო, კბილი და ა.შ. პოინტერს კი საერთოდ აპორტირებაზე არ ღლიან. მადლობა ბიჭებო. ერთ კვირაში სურათებსაც დავაგდებ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ძაღლი გამხდარი დამხვდა. ბევრმა თქვა ამ კაცზე, რომ ძალიან მოუვლელ ზაღლს ცაგაბარებს უკან, მაგრამ მაგრად მომუშავესო. ალბათ თავის მეთოდები აქვს
sabjek, დიდი მადლობა მეგობარო და სად ნახე ჩემი ფერარი :)
დამატებულია (20.07.2013, 21:53:49) --------------------------------------------- ელემენტარული რაგაცეები კი იცის დამჯერე არის ძან აპორირება იცის კარგად და ეგ მართლა არგამიგია არავისგან ტყის ქათამს როჩამოაგდებ ჯაგებში შენუნდა შეძვრა თყ რაგითხრა?მაგტო მინდა ძაღლი რო მიუდგომელი ადგილიდან გამომიტანოს და მასიამოვნოს მიტო უვლი ესე :) აბა დაჭრის მწყერს თუდაუწყე ზდევდა და ჩემმა ძაგლმა დაჯდა და მიყურა ხო გაუხექე თავი :)) გაარკვიე მეგობარო მაგ აპორის საქმე მე ზუსტად ვერაპერს დამიჩემებ მაგრამარამგონია მასე იყოს, ა სურატებიდან ნახე ჩემი გოგო ზემოთ როდევს თ.მაჭარაძე
აპორტს ყველა აკეთებეინებს, უბრალოდ სტანდარტი არ არისო ასე მითხრა. 2 წლამდეო. ეს მეც გამიკვირდა. უარი მითხრა სწავლაზე. პირობა მომცა, რომ ბრძანების გარეშე არ ააფრენს და არ გაეკიდება, მხოლოდ სროლის ხმის მიჩვევისას აფრენილზე მივაჩვევო და 3-4 ნაბიჯს გაეკიდებაო თავიდან, ოღონდ შენ რო ჩაგაბარებ იმ დროისათვის ძირს უნდა ვარდებოდესო და შენც უნდა გააგრძელო მისი ვარჯიშიო. წლევანდელ სეზონზე 5-6 მწყრის მოკვლა და ჰაიდა სახლში, რომ არ გადაიღალოსო. ეს მეც ვიცოდი. ასე, რომ სამუშაო მაინც ბევრი რჩება. მთავარია, 2 კვირისთავზე რო ავედი სასტვენის ხმაზე იცვლიდა ლეკვი მიმართულებებს და ზიგზაგებით დარბოდა, დაწოლა არ მოსწონდა, მაგრამ წვებოდა და ასე შემდეგ. ხოლო რაც შეეხება პოინტერებს, ცნობილი ფაქტია, რომ აპორტისთვის მეორე ძაღლი დაყავდათ ოღონდ არა საქართველოში ხო, ძირითადა ლეკვობიდან იწყებენო კბილის დარტყმას და მერე გადაჩვეული, მაინც ნე ტოაო, რა kakhi
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!