bichi2009, გაუმარჯოს ძმა! მე ყვალელი კაცი ვარ ზურა მქვია, პოინტერი მყავს, თოფის გასროლის ეშინია, ან ჩერდება ან ცდილობს ცჰამომრჩეს გასროლის შემდეგ, მანამდე ეზებს კარგად მოძრაობს. ხო ვერ მირჩევ რამეს როგორ მივაჩვიო თოფის ხმას? zura chakhnashvili
zurazura9507, უნდა ეცადო და შეაჩვიო ხმას ან აქამდეც უნდა გეცადა და სეზონს შეხვდებოდი მზად. მე პირველად ლეკვობისას ფისტონებს ვხეთქავდი და ვაკვირდებოდი რეაგირებდა თუ არა და რო შევამჩნიე არ რეაგირებდა და თან ცოტა რო წამოიზარდა წავიყვანე და 4 პატრონაც გავისროლე რო დამეგო სინამდვილეში რას იზამდა მაგრამ საბედნიეროდ რეაგირება არ უქნია. რაც შეეხება შენს მდგომარეობას ჯერ მწყერი ნანახი ყავს? იქნებ არ უნახია და უბრალოდ არ იცის რა ქნას მეც მქონია ეგეთი შემთხვევა საგეშ ლეკვზე უკან დამყვებოდა და ჩემს ნაკვალევზე იარებოდა მაგრამ პირველივე მწყერის ნახვაზე რომელიც ფეხებში ამიფრინდა და დაჭრილი ტრიალ მინდორძე დავარდა აი სტოიკაც გაუჭიმა და მერე ვეღარ ვამაგრები ჟინი მოაწვა ნადირობის რაღაც სასწაულად ასე რომ იგივენაირად დავინახე შენი მდგომარეობა და ცადე ადვილად გამოსწორებადია
xarata, ჰო გაიზარდააა და უპრო გაჯიუტდა...საგარეჯოსკენ არ ვუჩივი უმცყერობას დაგეშვის კვალობაზე.3 გასვლა გავაკეთეთ და კმაყოპილი ვარ უკვე ხვდება მცყრის არსებობას რამდენიმე გემრიელი ნაბულიც გაკეთაა.. kavtaradze
axotnika ხო და კუდიც გაუსწორე ხოლმე ხანდახან რამხელა გაზრდილა ეს თავგასიებული ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
nikorcminda1, მზგავსი რამ არასოდეს გამიგონია. საერთოდ კი შავი პური უხდება ძაღლებს 1 წლის ასაკიდან. ოღონდ კივირაში ერთხელ უნდა მივცეთ. პურეულით ძაღლის მუდმივი კვება არ შეიძლება(კუჭნაწლავს გადაუგვარევს) და არც ის საჭმელები არ უნდა მისცეთ რასაც ადამიანები მიივირთმევთ სახლში. მშრალი კორმები, უცხიმო საქონლის ხორცი( საქონლის ძვლის ნახარშებიც შეიძლება) და ძაღლის სპეციალური კონსერვები _ აი რა საკვები ერგება და არ ვნებს ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს. შინაური და ნანადირები ფრინველის ძვლები არასოდეს დაუყაროთ ძაღლს... ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
არამარტო ნანადირების ძვლები თევზის ძვალი საერთოდ გამორიცხეთ. საქონლის ზვალი დაუხარეთ რამდენიც გინდათ ითამაშებს და კბილებსაც გაუმაგრებს axotnika, მარგი გარეგნობის ბიჭი გყავს ყოჩაღ
მოგესალმებით მეგობრებო. zurazura9507 ზუსტად ასეთი პრობლემა აქვს ჩემს ძაღლსაც,,,5,, ,,6,, თვის რომ იყო საერთოდ არ ეშინოდა ახლა კი თოფის გასროლის შემდეგ ცდილობს რომ გაიქცეს. თქვენ გენაცვალეთ კარგო ხალხო.
nugomonadire, ეს ლეკვი როქსის ძმაა მამაო ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
baqsi-pointer, ლეკვობაში უნდოდა შეჩვევა ხმას. ახლაც სცადე გახეთქე რამოდენიმე ეზალა და დააკვირდი რეაქციას. ეზალა იმიტომ რო პატარა ხმას გამოსცემს და არ შეაშინებს ძაღლს ეგრევე რო თოფის გასროლით დაიწყე შეეშინდა. მაგრამ მერწმუნე მალე შეეჩვევა და რეაგირება არ ექნება. მწყერი უნდა ნახოს კარგად და ნაბულზეც დადგეს რო მუღამზე მოვიდეს აღარ მიაქციოს ყურადღება. ეზალებით დაიწყე ყოველდღე ეცადე ცდა არ დააკლო და შედეგიც დადგება. ისე ექტერიერი სუპერი აქვს მერე ჰაერში გაისროლე თან თვალი არ მოაცილო უყურე რო გაიგო ეშინია თუ გონია უჯავრდები. შიშის გამოხატვა სხვაა და რო უჯავრდები თავს ღუნავს თითქოს დამნაშავეა. მოკლედ რო გაისვრი თან მინდორში დაჭრილი მწყერი დადე და მოაძებნინე უნდა გაიგოს რო მწყერს ესვრი. მოკლედ საქმე წინ გაქვს
გასროლისას თუ კიდე ეგრე ქნა შეაგულიანე მოეფერე თავზე ხელი გადაუსვი რო გაიგოს რას ითხოვ მისგან ჟერ ლეკვია მაინც. ბრძანება მიეცი მოაძებნინე და შეაქე ძაღლებს ესმით ჩვენი ენა მოკლედ წარმატებები და გაგვაგებინე შედეგს თუ გამოიღებს. მე დარწმუნებული ვარ რო დადებითი იქნება
დამატებულია (17.09.2012, 18:37:42) --------------------------------------------- ეს 17 აგვისტოაა კოპიტნარის მინდვრებშია გადაღებული. 11 თვის ჩელსი
„უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.“
კუდი მოტეხილივით რატომ აქვს? ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
bichi2009, კი ჩემია 1 წლის გახდა ეხლა. პირველი პოინტერია ჩემ სამონადირეო კარიერაში, რა ვთქვა... ეს ჯიში ამდენ ხანს რო არ მყავდა იმაზე ვნანობ. მეორეც მყავს ლავერაკი ის 3 წლისაა თავისი საქმის კარგი მცოდნეა(თუმცა წყალში არ იკლავს თავს, რაც ჩემი ბრალია.მის სურათსაც დავდებ) ამათ ერთად როცა ვანადირებ უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. სეზონიც კარგი გვაქვს, ხელს გვიწყობს აღზრდა-განათლების საკითხში. გაიხარეთ ბიჭებო. „უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.“
გამოცდილო მონადირეებო რჩევა მინდა თქვენგან. მყავს 1 წლის პოინტერი, ნადირობს უკვე შეიძლება ითქვას, კარგი ნაბული, კარგი ძებნა, ოღონდ როცა დაჭრილ მწყერს მოტანის დროს კბილს უჭერს. მოაქვს ჩვეულებრივად მოცემა არ უჭირს, როგორ შემიძლია გადაჩვევა.არსებობს რაიმე მეთოდი ნეტა? წინასწარ მადლობა „უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.“
monadire777(temo), რბილი ქსოვილით უნდა გესწავლებინა მოტანა... ძნელად გადაეჩვევა მაგ საქმეს. შეეცადე რბილი ნივთები მოატანინო... თუარადა ყველას ხომარდაჭრი შეკაცო ცოცხალი როა მიტო უჭერს კბილებს... "თოფს უკან,კაცი უნდა!"
საბუთებით და სახელებით მაინც ვერ გავარკვევ რა დონის მონადირე ძაღლებია მშობლები და ძირითადად აქაურ რჩევებზეა დამოკიდებული ლეკვის შეძენა, პირველი ლეკვია და იმენა პოინტერი მინდა, წელს მქონდა პირველი შედეგიანი ნადირობა და სერიოზულად ჩამითრია.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!