პირველად არის ერთი პოინტერი რომელიც ძალიან მაგარი ძაღლის შვილია და დედამისთან ერთად სწავლობს ჯერჯერობით..ძალიან დიდი სიამოვნებაა ამათთან მინდორში ყოფნა, უთოფოდ ასეთ სიტუაციაში საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობდი თავს, მართლა სროლა რო არ მომინდა, მწყერს არც უყურებდი. მსგავსი პოინტერების ან სხვა ჯიშის ძაღლების ქართული ვიდეო თუ დაიდება გამიხარდება ამ ვიდეოში ყველაზე საინტერესოა ეკლიან ბუჩქში რო შედის და მაინც ამოაგდო ღალღა! პირველი მწყერი ეკლიან ბუჩქებშია დაბალი ბალახის გამო და ამ ულამაზეს ქმნილებებს მოუწია საკმაოდ რთული "რაზმინკა" ★ஜ۩۞۩ஜ★
კარგი ძაღლებია მართლა .კრასნაპეგი ძუ მომეწონა მარა ერთი რაღაც მაინტერესებს ძაღლები რომ "იქექებიან" რატომ არ უშლით???დაუშვებელია პოინტერმა კვალზე იმუშაოს ,შEიძლება ქარის მიმართულებას არ აქცევთ ყურადღებას და მაგის ბრალია.
monadire11, ერთი წელია თითქმის ორი გამოცდილი ძაღლი მინდორში არ გაყვანილა! ლეკვი პოინტერი პირველად იყო საერთოდ! ასევე გორდონიც! ამ ძაღლების პატრონებმა იციან კარგად თავის საქმე და აუცილებლად დაიხვეწება, ჩვენი საიტიც იხილავს აგვისტოში ვიდეოებს ამ ძაღლებით როგორ ვინადირებ და დავდებ აუცილებლად ★ஜ۩۞۩ஜ★
კობას გორდონს ლეკვები ჰყავს და სახლში დავტოვეთ. ეს გორდონი 1 წლის ძაღლია პირველად იყო მინდორში..კობას გორდონი პროფესიონალი მონადირეა ისევე როგორც ბილი (შავფოთლიანი პოინტერი)..თუ რამე იყო ამხელა მინდორში არ დატოვა ძალიან კარგი ყნოსვა აქვს, ერთი 5-6 მეტრაში აფრინდა უბრალოდ არ აცდიდნენ ახალბედა ძაღლები! არის კიდევ ქუთაისში რამოდენიმე კარგი ექსტერიერის პოინტერი, საბუთებიც აქვთ, მაგრამ არ ან ვერ ანადირებენ.. შესაბამისად კარგი მონადირე პოინტერები ამათზე კარგი ჩვენს მხარეში იშვიათია. ამათ გუშინ დაეწყოთ და შემოდგომამდე სულ მინდორში იქნებიან ★ஜ۩۞۩ஜ★
ENUQICHI, მაგარი ძაღლებია. განსაკუთრებით ციბრუტა ბრწყინავს ამ ვიდეოში. იმედია ვიშოვი ამ დღეებში ვიდეო კამერას და მეც გადავუღებ ჩემს ჯოლის ვიდეოს. დედას არ არცხვენს მე მგონი ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
ENUQICHI, ბილის არ გაუჭირდებოდა მაგ საქმე,მართლა ძლიერი ძაღლია კაი საგვარეულოთი. 1000$ გადაიხადეს მაგ ძაღლში წლის არ იყო რო ჩამოიყვანეს პაპავასგან. მაგი მინდორში ხვედელიძესავითაა
მართლა კარგი ძაღლები არიან.და მომავალში,დიდ მიზნებზე მიეხწიოთ....ENUQICHI..მარტალი ხარ. ძალიან სასიამოვნო ფაქტი იქნება რო არამედ სხვა უცხოელი მონადირეთა ძაგლების, და ნადირობის ვიდეოები დაიდოს,,,არამედ ქართველი მონადირეების ვიდეოები დაიდოს ჩვენი ძაღლების,ჩვენი ნადირობის და ასეშემდეგ ეპიზოდები...არცეთი უცხოელი მონადირის ძაღლებზე ნაკლები ძაღლები არ გვყავს ბაზიერლებს და თუნდაც სხვა ქართველ მონადირეებს,.................
მე რაც მაინტერესებდა ბიჭებო თუ გახსოვთ ადრე იყო დისკუსია, პოინტერი თუ ლავერაკის თემაში, სადაც პლიუს-მინუსებზე ისაუბრეს და ერთ-ერთი იყო ეკლიანში შესვლა, რაზეც ვამბობდი რომ ჩვენთან ქათამი არის ბურდუში. ამიტომაც ლავერაკის აყვანა მიჯობსთქო..ერთი იხვის და წყლის ძაღლი-ლაბრადორი მინდათქო და მეორე ლავერაკი რადგანაც ქათამზეც ვინადირებთქო. მართლა გამოსვლაზეა თუარა ქალბატონ ციბრუტამ ჩემ თვალს წინ სასწაულები აკეთა უკლიან ბუჩქებში!!! ასეთი ძაღლით ალბათ უთოფოდ უნდა იარო და უნდა ტკბებოდე რა))) თან სხვები რო დაატკბო ვიდეოს უნდა იღებდე ამათი შთამომავლებიდან ერთი მაინც ხო ივარგებს და მისურვეთ ჩემი გამოვიდეს რა როცა ავიყვან ★ஜ۩۞۩ஜ★
ENUQICHI, ნუქიჩ ზმა შენ ირაკლა ნარსიას პოინტერთან უნდა ინადირო და მერე მართლა არ დაგჭირდება ზმაო თოფი ინადირე კულტურულად და დაიცავი მონადირის წესი, ნუ ინადირებ იმისათვის რო გაძღე და ჟლიტო...!
axotnika, მერე მოაწყვე ჩვენი შეხვედრა და ვისიამოვნოთ. გადაუღოთ ოთხიათასს კაცსაც ვანახებთ ამს აიტის მეშვეობით და დამწყებ ახალბედა მონადირეებსაც გაუჩენთ კარგი ჯიშიანი ძაღლების მიმართ ინტერესს, როგორც მე გამიჩნდა ბაზიერი ჯის დამსახურებით! ★ஜ۩۞۩ஜ★
მე დავდებ და უყურეთ, ოღონდ გადაღებული არ ვარგა, ასეთ დროს პროფილში უნდა გადაეღო და უნდა ეცლია მუშაობა, ნუ სროლის ხმა გავიგონე და ეტყობა მწყერის მონადირება უფრო ეჩქარებოდა
---------------------------------------------
აი მეორე ქართული ვიდეო ლავერაკი და პოინტერი ნაბულზე, თუმცა მწყერი სად აფრინდა და ესენი სად მიდიან ★ஜ۩۞۩ஜ★
ENUQICHI არ გამაგიჟო სად გაიგე თოფის ხმა ??ეგ არის გაზაფხულზე გადაღებული და თუ რამის ხმა ისმის ეგ სტარტოვკის ხმა იქნება .ისე ეგ ძაღლი საქართველოში ყველაზე სტილიან ძაღლად ითვლება (ყოველ შემთხვევაში საველეზე ჯერ სხვას უფრო მაღალი სისწრაფე და სტილი არ უჩვენებია )
monadire11, მართალი ხარ ზმა ჯერჯერობით ეგ ითვლება.............ერთხელ ვარ და ნანადირევი და პროსტა დაჯექი და ისიამოვნებ რა ბიძაჩემის ბიძაშვილი არი ირაკლა, მეორე შოფელში ცხოვრო, და აქეთ რო ჩამოდის სულ ჩამოყავს {მაქსი} იაგი ყავს კიდე კერკეტოვიჩი მართლა მაგარი პოინტერია ინადირე კულტურულად და დაიცავი მონადირის წესი, ნუ ინადირებ იმისათვის რო გაძღე და ჟლიტო...!
იმდენი ვცერე და რომ ავიხედე არაფერი ეწერა და გული გამისკდა. შევეცდები გავიმეორო ისევ. არაფერი ეტყობა იმ შავხალიანს იმისი რომ პირველათაა მინდორში. ტაშის დასაკრავსაც ვერაფერს ვხედავ აჩიკო ჯიგარო იმედია არ მიწყენ.შავხალიანი აკეთებს ნაბულს ესეც მხარს უჭერს "პადერშკას" აძლევს რა რა მიდიან და ან არაფერია ან გაპარულია, მეორე, ნაბუზე დგება ძაღლი ბუჩქთან მერეიხსნება კუდს უქიცინებს პატრონს მერე მიდის ძვრება ბუჩქში და გამოდის და ისევ ძვრება ეს არაა მეგობრებო რა პოინტერის ნადირობა.. ეს საქმე სპანიელებსაც გამოდის და ზოგზოგიერთები გლეხებს რომ ეძახიან იმ ჯიშებსაც არ ეპატიებატ რაა........ ეგრე რომ ჩემმა ბანჯგვლიანმა გააკეტის გავპარსავ ულვასებს..... ბევრი ვიფიქრე გამეკეთებინა თუ არა კომენტარი და მაინც გავაკეთე. იმედია არავის გულსატკენი არ იქნება და მხოლოდ დისკუსიას გამოიწვევს რაააა . ტუარადა გავაგრძელოთ პოინტერის თემაშიიიი... გაიხარე ვიდეოსთვისსსს. აგია ჩემი კომენტარიიი
შავ ხალიანი ჩემი ძაღლის მამაა? ესეთი რამ სიმართლე გითხრათ არ მიკვირს ჩვეულებრივი ნადირობაა პოინტერის ..მე მყავდა პოინტერი უფრო სწორად ჩემ ძმას და 5 წელიწადი ზამთარ ზაფხულ ანადირებდა ბოლოს მეც დამყავდა და იგივეს აკეთებდა რაც ეს ძარლები .. სამწუხაროდ მომიკვდა .. ეხლა მოვიყვანე მაგ შავ ხალიანი პოინტერის შვილი მგონი ესაა კობას ძაღლი თუა ,, და ვნახოთ რა გამოვა,, ....
simoni, გულსატკენი არაა ნაღდად, პირიქით აწი უკეთეს ვიდეოს რო დავდებ მერე მივაწერ ეძღვნება სიმონასთქო პირველად შავ ფოთლიანზე არ მითქვამს არის მინდორშითქო, პირველად მხოლოდ წელს გავიდა თუარა ისე მონადირეა აწი უკეთესები იქნება და გადაუღებ ნადირობაში, აი მერე შევაფასოთ, ეხლა არ გვინდა შეფასება ეს პირველი დღე იყო, გაიხსენეს ნადირობა და ა.შ. ★ஜ۩۞۩ஜ★
დამატებულია (22.04.2012, 20:07:04) --------------------------------------------- დღეს გავიყვანე ჩემი 7 თვის პოინტერი მინდორში . 4 მწყერი ვნახეთ. არა ვაგიარებ რო ძაან მაგარია პოინტერი!! ლავერაკიც მყავს 3 წლის, ისიც ძაან კაი ძაღლია მაგრამ მისი დაგეშვა რო მახსენდება.... პოინტერი მართლაც სხვა რამეაა. რასაც ის 1 კვირა სწავლობდა პოინტერმა 1 გაყვანაზე დამანახა
„უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.“
ENUQICHI, სათაური ისეთი დააწერე რომ პოინტერისტმა ყველა ქვეყნისამ ნახოსს, ტეგებიც გაუკეთე და უფრო ბევრისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მე მაგ ძაღლის კარგობაში ეჭვი არ შემიტანია უბრალობ აქ არაფერიჩანდა გასაგიჟებელი. შემგეგში კაცურათ ხარისხიანი ვიდეო გადაუღე და ფონი მუსიკა არუნდა. ჯობია შენი და სხვის თუნდაც პატრონის ბრძანებები მოვისმინოთ. გაიხარეთ
monadire11, 2011 წლის საველე გამოცდა ზე იყავი ? თუ იყავი ალბატ ნახავდი რა ქნა ირაკლი ნარსიას ძაღლმა.... თუ არ ყოფილხარ მაშინ გეტყვი, რომ ელდარ თაბაგარის ძაღლმა ბევრად უკეთესი შედეგი აჩვენა და მეორე ადგილიც დაიკავა ინგლისური სეტერის შემდეგ. თუმცა მე ირაკლის ძაღლის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს უბლალოთ ამ საველეში აჯობა ელდარის პოინტერმა, მე მგონი ძაან ხმამაღალი განცხადებაა, რომ ''საველეზე ჯერ სხვას უფრო მაღალი სისწრაფე და სტილი არ უჩვენებია'' ###
შემდეგში კაი ხარისხის ვიდეოს გადაუღებ ოღონდ შეიძლება მუსიკა დავადო რადგანაც ცოტა ბილწსიტყვაობას ვყავართ შეპყრობილი და.. აუცილებლად იქნება ძმებო სხვადასხვა ჯიშის წარმომადგენლების მუშაობა ერთად და ცალ-ცალკე გადაღებული, ღვთის წყალობით არის ქუთაიში კარგი მონადირე ძაღლები და კერძოდ პოინტერი ★ஜ۩۞۩ஜ★
sergo simoni მეორე ადგილი კი არა ინგლისურები მოიგო მეორე ხარისხის დიპლომით ,სხვათაშორის მე დავYვებოდი ბატონ შადიმანს მაგ ძაღლის მუშაობას ვუყურე თავიდან ბოლომდე.მე ძაან მომწონს თაბაგარის ძაღლი .ჯერ ერთი ირაკლის ძაღლმა მაშინ მესამე აიგო თორე ქულებით არანაკლები ქონდა თუ მეტი არა.მეორე მაქსის ორი ნეკნი ქონდა მოტეხილი.მე ვიძახი რომ დღესდღეობით ყველაზე "სტილიან ძაღლად ითვლება"ეს მარტო ჩემი აზრი არ არის ,ისე თაბაგარის ჯინოც მაგარი ძაღლია
დამატებულია (23.04.2012, 00:17:51) --------------------------------------------- ესეც დღევანდელი ლეკვების გამოფენის ფოტომასალა
მაინტერესებს მცოდნეებისგან ამაზე კარგს რას უნდა აკეთებდეს და იქნებ ვიდეო დავდოთ, აქ რა შეცდომებია დაწერეთ.მე არ ვიცი ყველაფერი კარგია მგონია..ამაზე კარგი ექსტერიერის და ძალიან ლამაზი სანახაობაც მინახავს ოღონდ მაშინ არ დამიდევს და ეხლა ვნანობ, ვეღარ მოვძებნე ის ესპანური ვიდეო! ესპანეთში არის სითბო და ძირითადად პოინტერებს აშენებდნენ, ამიტომაც პოპულარულია ფრინველის ძაღლებში, შემდეგ მოდის ლავერაკი სადაც ცოტა ცივა. ვინც დადებს კარგ ვიდეოს სადაც პოინტერი აკეთებს ყველაფერს და არის პროფესიონალურად შეფასებული მას ერთ ჯილდოს დაუწერ ★ஜ۩۞۩ஜ★
ENUQICHI ამ ჩორნაპეგს კუდი უჩირავს ცოტა მაღლა(იდეალურია როცა ზურგის ხაზის პარალელურად უჭირავს) თორე,სისწრაფე,სტილი კარგი აქვს ,მთლიანობაში კარგი საყურებელია
ringo, კუდი თუ არ უვარგა და ფრინველს მისდევს, კარგი როგორღაა?! охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
bendeksi მერე შევამჩნიე .დილას მინდორში ვიყავი ძაღლი მყავდა დაღლილი შემოვედი მეძინებოდა და პირველ ნახვაზე ვერ შევამჩნიე დაუკვირდი და ნახავ რომ მართალი ვარ
monadire11, მივხვდი გიგა მივხვდი... თავიდან მართლა კარგად იწყებს და პირველი ნახევრის მერე ურევს საერთოდ... თავიდან მეც ნახევრამდე ვუყურე... ნიკა რაზმაძე
გასაგებია მადლობთ ბიჭებო, კიდევ ვნახავ ისეთ ვიდეოს სადაც ყველაფერი იქნება, მეც გავიგე ბევრი უკვე და მალე ჩვენებულ-ქართულ ვიდეოს დავდებ..თქვენს მანამდე იქნებ კი ნახოთ სადაც პოინტერი აკეთებს ყველაფერს ★ஜ۩۞۩ஜ★
[img][/img] პოინტერის პოპულაციას და გამრავლებას საქართველოში ასეთი მცირე-მცირე, კერძო მომშენებელთა ბაზების შექმნა თუ შეუწყობს ხელს კარგი იქნება... ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!