21:46:01
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
პოინტერი
giorgi1998დრო: ოთხშაბათი, 15.04.2015, 18:53:36 | შეტყობინება # 3551
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 785
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
barbaqadzenikolozi, კი კურაჟი კარგია მაგრამ მთელ საქართველოში რაც ძუ იყო თითქმის ყველამ მაგაზე რომ დართეს ეგ მთლად კარგიც არაა ხო? მართალია კარგი ხაზი დატოვა მაგრამ მართო კურაჟი არ ყოფნის საქმეს სხვა ხვადებზეც უნდა მოხდეს დართვები. ამ შეჯიბრს რაც შეეხება მართლაც პირველი ნაბიჯები გადავდგით აწი უკეთესობას უნდა ველოდოთ ჩემი აზრით.

ნადირობა
 
kucuna1დრო: ოთხშაბათი, 15.04.2015, 19:44:10 | შეტყობინება # 3552
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
barbaqadzenikolozi, ეხლა შემოვედი სახლში,20 კილომეტრზე ვიყავი წასული ძაღლის კარგ მინდორში გასაყვანად,ასე რომ,მარტო კრიტიკით არ ვარ დაკავებული!
barbaqadzenikolozi ()
ვერც იმაზე დაგეთანხმები რასაც შემოყვანილ ძაღლებზე წერ

თუ ვერ დამეთანხმები,რატომ არის თითქმის ყველა ძუ რომ კურაჟზე დართეს,მანამდე შნეპი იყო,იცის მაგ ადამიანმა და შემოყავს კარგი მუშა სისხლი,მეც კურაჟის ლეკვი მყავს.
barbaqadzenikolozi ()
აქაურ ძუებთან შეჯვარების შედეგად საკმაოდ სტილიანი ლეკვები მოგვცა. ასე რომ საქმე წინ მიდის ნელ-ნელა და ამას დანახვა ჭირდება და არა ყველაფერზე პესიმისტურად ყურება.

სტილიანი ლეკვები კი მოგვცა მაგრამ სჭირდება ვინმეს ეს სტილიანი ლეკვები,ძაღლის დაგეშვის თემაში შეიხედე ერთი და მიხვდები საქართველო რა დონეზეც დგას,მე ჩემო ძმაო გაბოროტებული კი არა გულდაწყვეტილი ვარ დღე და ღამ იმის მტკიცებაში ვარ რომ ძაღლმა თავისი ჯიშის შესაფერისი სტილით უნდა ეძებოს და არა 15 მეტრში,თუ ლაღი არ არის ლამაზიც ვერ იქნება.ღმერთმა დალოცოს ეგ ხალხი ვისაც კი მცირედი წვლილი მაინც აქვს შეტანილი,მაგრამ გულდაწყვეტილი იმაზე ვარ რომ არ დაუფასდებათ,მე დავუფასებ,შენ დაუფასებ მაგრამ ხვალ და ზეგ იმ დანარჩენებისგან ნერვების მოშლა არ ასცდებათ,აქ რასაც ვუყურებ ხალხი ებრაელის დაწყევლილივით არის,"შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო".ჩემს სიტყვებში კი თუ მოინდომებ და დააკვირდები მაგ კაი ხალხის კრიტიკას კი არა სიმინდში მაჩვივით მობაჯბაჯე მეძებრების მოყვარულთა კრიტიკა არის.
რომ ვწერ კლუბი უნდა ჩაერთოს კარგი სისხლების ინპორტში ვინაიდან უკვე არსებული ის სტილიანი ლეკვებიც არ გავაფუჭოთ იმ ერთი შემთხვევით შემოყვანილი ბედოვლათი ხვადითთქო,რა არის მაგაში გაუგებარი,აბა კურაჟს თავისივე შვილებთან ხომ არ დავრთავთ.
სიმართლე რომ გითხრა სერიოზულად ვემზადები მეთვითონ საველესთვის,მინდა რომ ნამდვილი დიდი ძებნა ვაჩვენოთ მე და რიჩიმ.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
barbaqadzenikoloziდრო: ოთხშაბათი, 15.04.2015, 20:03:05 | შეტყობინება # 3553
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 151
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, ვიცი შენი ძაღლი კურაჟის ლეკვი როა. რომ ვუყურებ შენს ძაღლს ვიდეოებითაც კი ვტკბები და წარმომიდგენია შენ რა გრძნობა გექნება. აი ეს უკვე წარმატებაა რათქმაუნდა ყველა მონადირე ერთ და ჭეშმარიტ აზრზე ვერ იქნება, მაგრამ კიდევ კარგი საღად მოაზროვნე ხალხიც მოიძებნება და ჯობია მათზე ვისაუბროთ და თუნდაც სიტყვიერად დავუდგეთ გვერდით. იმაში კი გეთანხმები რო დართვების მხრივ ჩიხში ვართ ერთი სისხლის ძაღლებს ხოაღარ შევაჯვარებთ. იმაშიც გეთანხმები რო კლუბმა უნდა იაქტიუროს შემოყვანებზე. მარტო საგვარეულოების გამოწერაში რო იღებენ ფულს და მეტს თითქმის არაფერს აკეთებს არაა სწორი. საგვარეულოებსაც რო ხელით, კალმით წერენ ეგეც სამარცხვინოა
 
kucuna1დრო: ოთხშაბათი, 15.04.2015, 20:40:46 | შეტყობინება # 3554
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
barbaqadzenikolozi, რაც დაკარგული იყო,ცოტა დამოუკიდებლობას შეეჩვია და მაგის გამოსწორებაზე ვმუშავობ,წელს უკვე 7 გასვლაზე ნახა მწყერი,მაგარი როჟაა,მთელი ნადირობის ან მინდვრად ყოფნის პერიოდში ერთხელ რომ ნახოს ფრინველი,მაინც არ მობეზრდება და ტემპს არ დააგდებს,სისწრაფე საათნახევრის შემდეგ კი ისეთივე აღარ აქვს ვიდრე პირველ 40 წუში,მაგრამ მთელი ძებნის განმავლობაში დაუზოგავად შრომობს.აზარტში შესულს იმდენ ხანს ვატარე(თან გამოვცადე) რამოდენიმეჯერ რომ სახლში მოსულს საჭმელიც ვერ უჭამია ხოლმე.

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
barbaqadzenikoloziდრო: ოთხშაბათი, 15.04.2015, 20:59:50 | შეტყობინება # 3555
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 151
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, კარგია მერე. საქართველოში პოინტერები უნდათ სიმინდის ყანებში ჩორთით და ქექვით ძებნისათვის და ვერ შეკადრებ სხვაჯიში აიყვანეო როგორ ეკადრებათ ეხლა კურცჰაარით ნადირობა? არადა მათთვის კურცჰაარიც ზედმეტია სისწრაფის მხრივ (კურცჰაარს არანაირ შეურაწყოფას არ ვაყენებ პირიქით მშვენიერი ძაღლია) ესაა ჩვენი რეალობა ამიტომ სასიამოვნოა რომ ვხედავ პოინტერის სტილით დაინტერესებულ ადამიანს და არა მხოლოდ მისი სახელით. ზოგისთვის სიტყვა პოინტერი უკვე ყველაფერს ამბობს და იმას კი არ უყურებენ რისი მაქნისია და სად უნდათ რო ანადირონ. ტრიალ მინდორში და ნამკალში პოინტერის ყურებას რაჯობია. ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს და არუნდა ავურიოთ ერთმანეთში.
 
giorgi1998დრო: ოთხშაბათი, 15.04.2015, 21:10:38 | შეტყობინება # 3556
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 785
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
barbaqadzenikolozi, მაგიტომ ვიგლჯავთ ნერვებს რომ მასეთ მოაზროვნე ხალხს აზრი შევაცვლევინოთ და უკეტესი ვანახოთ მაგრამ ვინ გისმენს ან მეტისი უნდათ ან კიდე სუფთა სისხლი მაგრამ 10-15 მეტრის ქით არუნდა გავიდეს თურმე.მასეთ ხალხს ჩემი აზრით მაგარი დონის ლეკვი არ უნდა მიყიდოს გამყიდველმა ესე თუ დავარეგულირებთ სიტუაციას ტორემ ბევრი კარგი სისხლი ესე მაზროვნეთა ხელშია ჩავარდნილი.
kucuna1 ()
არადა მათთვის კურცჰაარიც ზედმეტია სისწრაფის მხრივ

ამაშ ვერ დაგეთანხმებ საქართველოში უმეტესობა პოინტერებს კურცჰაარები ჯობნიან საველეებზე. იმედიმაქვს მეთანხმები


ნადირობა
 
barbaqadzenikoloziდრო: ოთხშაბათი, 15.04.2015, 21:16:27 | შეტყობინება # 3557
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 151
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgi1998, მე ვაბოდებ პოინტერზე მაგრამ არ ამყავს იმიტომ რომ ისეთ ადგილებში ვნადირობ სადაც პოინტერის სტილი დაიკარგება. ამიტომ მყავს იაგდტერიერი წყლის ფრინველებზე და მწყერისთვის და ტყისთვის ეპანიოლის აყვანა მინდა. ასე უნდა მოიქცეს ყველა. იყოლიოს ის რაც შეესაბამება პირობებს
 
giorgi1998დრო: ოთხშაბათი, 15.04.2015, 21:18:28 | შეტყობინება # 3558
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 785
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
barbaqadzenikolozi, ამაში გეთანხმები..

ნადირობა
 
barbaqadzenikoloziდრო: ოთხშაბათი, 15.04.2015, 21:20:41 | შეტყობინება # 3559
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 151
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კურცჰაარი რომ მაგარი ძაღლია ორი აზრი არარსებობს მე სისწრაფე და ტემპი ვიგულისხმე. იმიტომ სჯობნის საველეებზე რომ ჩვენ რა წესებითაც ვატარებთ გამოცდებს ზედგამოჭრილია კონტინენტალებზე. ეგ მოთხოვნები
 
solomonდრო: ოთხშაბათი, 15.04.2015, 21:31:10 | შეტყობინება # 3560
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgi1998, ამ თემაშიც იგივეს ლაპარაკობ შენ და 15 მეტრთან დაკავშირებით გაგარკვიე უკვე და 500 ზე ანადირე შენი პოინტერი და აზდევნინე მაგ ბულგარელს უპორით ხელში

დამატებულია (15.04.2015, 20:31:10)
---------------------------------------------
თურმე 15 მეტრზე ვანადირებ ძაღლს რო ვუთხრა აღარ ჩამოვა..

 
giorgi1998დრო: ოთხშაბათი, 15.04.2015, 22:00:45 | შეტყობინება # 3561
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 785
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon, მე ვის გავაკიდებ ჩემს ძაღლს მაგაზე ნუ ინერვიულებ. კაი? არაფერს დავწერ უბრალოდ გეტყვი რომ სწორად გაიგო პოსტების სჰინაარსი

ნადირობა
 
barbaqadzenikoloziდრო: ოთხშაბათი, 15.04.2015, 22:02:49 | შეტყობინება # 3562
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 151
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon, მაგ ვიდეოში რაცაა ანუ რა შეჯიბრიც ჩატარდა ეგაა წმინდა სპორტული და ნადირობასთან არანაირი კავშირი არააქვს. და სანადირო ძაღლი კიდევ სხვაა.
 
solomonდრო: ოთხშაბათი, 15.04.2015, 22:13:39 | შეტყობინება # 3563
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgi1998 ()
საქართველოში ამ მხრივ უმეტესობას ურჩევნია სეტერით და პოინტერი ნადირობა მაგრამ 10-15 მეტრის იქით არ უნდა გაუშვა თურმე. ეს იმ ბულგარეთიდან ჩამოსულმა ექსპერტმა რომ გაიგოს აწი არც ჩამოვა..

დამატებულია (15.04.2015, 21:13:39)
---------------------------------------------
მე დავწერე 15 მეტრში ვანადირებ ძაღლს (სეტერს) მეთქი და ჩემი და ბაქარის მისამერთით იყო ზუსტად დაწერილი რაც დაწერე, აგიხსენი რო რელიეფის გამო ვანადირებთ დასავლეთში (აჭარა გურიაში) ძაღლებს ახლოს, სხვანაირად არ ხერხდება მეთქი, არც მაგ დონის მცოდნე არ ვარ საველეზე ძაღლი გამოვიყვანო და არც დრო მაქვს მაგის, სტანდარტულად ძაღლი რო ვგეშო მინიმუმ სამტრედიში უნდა ჩავიდე ქობულეთიდან. და გითხარი წინა პოსტებში მარტო შენ არ უყურებ ვიდეობს და აკვირდები ექპერტების აზრებს.
დაგიდებ ეხლა ჩემი გადაღებული უხარისხო ვიდეოს ლინკს და შეხედე სად ვნადირობ, ხეც არის ყანაც და კანალიც.. სად გამოვიყენო სტანდარტულად დაგეშილი ძაღლი??!!
https://www.youtube.com/watch?v=EldYX-gM6LM

და რელიეფიდან გამომდინარე ბევრი მუშაობა სჭირდება ჩვენსკენ ძაღლებს (სეტერს, პოინტერს)მინიმუმადე რო დავუყვანოთ წინ გასვლის სურვილი და ამას ცოტა ძალისხმევა არ ჭირდება! ცოტას არ ვმუშაობთ ამაზე იმიტო რო გენში აქვს შორს ინადიროს, აქედან გამომდინარე პოპულიარობასაც კარგავს პოინტერი და სეტერი აქეთ და უმეტესობა მაინც კურცჰაარს და დრათჰაარს ირჩევს.

პს: საყვედურიც რო მივიღო უნდა გამეცა პასუხი ამ თემაში..

 
kucuna1დრო: ოთხშაბათი, 15.04.2015, 22:15:57 | შეტყობინება # 3564
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძმურად გთხოვთ ბიჭებო,თავაზიანად და პატივისცემით მივმართოთ ერთმანეთს.კარგი ურთიერთობის მეტი არაფერი შეგვრჩება და მინდორში შეხვედრილებს სიხარულს მოგვანიჭებს.ერთმანეთისგან ის ნუ გვეწყინება რომ სხვადასხვა აზრი გვაქვს და სხვადასხვა შეხედულებები ნადირობასთან ან ძაღლთან დაკავშირებით,ან კიდევ მაგდაგვარში.
მრავალ აღდგომას დაგასწროთ ღმერთმა!გფარავდეთ აღდგომის მადლი!ქრისტე აღსდგა!!!


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
solomonდრო: ოთხშაბათი, 15.04.2015, 22:33:19 | შეტყობინება # 3565
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჭეშმარიტად აღსდგა!
აზრთა სხვადასხვაობა მითუმეტეს ასეთ თემაში ყოველთვის Aრსებობს ამაში საწყენი არაფერია.
 
kucuna1დრო: პარასკევი, 17.04.2015, 10:43:19 | შეტყობინება # 3566
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
[img]http://[/img]
გავისეირნეთ დღესაც მე და რიჩიმ,სამი მწყრის თანხლებით.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
tarxanaდრო: პარასკევი, 17.04.2015, 12:53:22 | შეტყობინება # 3567
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, რა კარგია რომ სახლთან არის ეგეთი ადგილი

დამატებულია (17.04.2015, 11:53:22)
---------------------------------------------
ზღვაზე ჯერ არაა მგონი ბალახი


Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
 
gagrinskiდრო: პარასკევი, 17.04.2015, 14:32:45 | შეტყობინება # 3568
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით მეგობრებო და პოინტერების მოყვარულებო,მე დათო მქვია, ეს ვიდეომასალა პირველი ჩემი გადაღებულია. არ მინდა თმას გადავუხვიო და ამიტომ ჯერ იმით დავიწყებ, რომ ტყუილად ხართ გულდაწყვეტილები-საქართველოში არის რამდენიმე საკმაოდ კარგი პოინტერი რომლსაც შუძლია შედეგის ჩვენება ეფციაის შეჯიბრებებზე, ამის მაგალითია თუნდაც გიგა მეგუთნიშვილის ძუ პოინტერი გრეისი, რომელმაც ,,მულტი ბონი,, -(ჩვენი სტანდარტებით ძლიერ კარგი) აიღო სექტემბრის შეჯიბრზე. ასევე რამდენიმე კარგი პოინტერი იზრდება. კარგი მომზადების შემთხვევაში თავის სიტყვას იტყვის შავგულიძის ხვადიც.
კი გეთანხმები სერგო შაგინოვის მოპატიჟებით იყო ჩამოსული სერბი მსაჯი გორან ჯორჯევიჩი (ბულგარელი უნდა ყოფილიყო მაგრამ ვერ ჩამოვიდა) მან თქვა რომ პოტენციალი არის და რომ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა.

ისევ და ისევ არ მინდა თემას გადავუხვიო და მხოლოდ ორ სიტყვას ვიტყვი ინგლისურ სეტერებზე, ამავე შეჯიბრზე ალიკა ჭიჭინაძის ძუ სეტერმა ლიმამ აიღო შეფასება ,,სიქიუენი,, ჩვენი სტანდარტით ფრიადი. ასე რომ უიმედო მდგომარეობა ნამდვილად არაა. მთავარია ვისწავლოტ განსხვავება რა არის კარგი და რა ცუდი, იმედი მაქვს ყველას ის აზრი გვაერთიანებს რომ საქართველოში საუკეთესო მეძებრები გვყავდეს.

პატივისცემით დათო კაკულია


d.kakulia
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 17.04.2015, 14:50:00 | შეტყობინება # 3569
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski, ძალიან, ძალიან კარგია ასეთი დონის შეჯიბრებები და ის შედეგებიც, რომელიც ახსენე! ასევე ძალიან კარგი იქნება თუ სისტემატიურ ხასიათს მიიღებს ეგ შეჯიბრება! მოკლედ ორივე ხელით მივესალმები მაგ ამბავს!

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
kucuna1დრო: პარასკევი, 17.04.2015, 14:59:59 | შეტყობინება # 3570
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tarxana, ისეთი საზიზღარი,ეკლიანი ბალახია(კახეთში ბარდს ვეძაით)თათები სულ დაღადრული აქვს,ეხლა კიდე ჭკუა ისწავლა და აღარ დაშლიგინებს.სავარჯიშოდ არ გამყავს,სასეირნოდ გამყავს და პროცესში ნახულობს ხოლმე.
ალგეთზე ვიყავი ორი დღის წინ,ბალახი საერთოდ არ არის.გორებზე უფრო მაღალი ბალახია ვიდრე სათიბებში,არადა შარშან გორები არც კი გამწვანებულა.ეხლა იქ მწყრის გულისთვის გიურზას არ მოვაკვლევინებ ძაღლს.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 17.04.2015, 15:02:09 | შეტყობინება # 3571
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
barbaqadzenikolozi ()
, მაგ ვიდეოში რაცაა ანუ რა შეჯიბრიც ჩატარდა ეგაა წმინდა სპორტული და ნადირობასთან არანაირი კავშირი არააქვს. და სანადირო ძაღლი კიდევ სხვაა.

რაცხა ვერ გევიგე მე მაი ამბავი! რა გამოდის ძამა, რომ მაგენი სპორტსმენი ძაღლებია და სანადიროდ აფერად არ ივარგებენ??? gimili
არადა პირიქით მგონია მე!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
kucuna1დრო: პარასკევი, 17.04.2015, 15:03:04 | შეტყობინება # 3572
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski, სიამოვნებით დავესწრები მაგდაგვარ შეჯიბრებებს,რაღაცას ისწავლის კაცი,ნახავს და მოისმენს.ვიდეს ყურებით უკმარისობის შეგრძნების მეტს ვერაფერს ვიღებ,ინფორმაციას მომხდარის შესახებ თუ არ ჩავთვლი.

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
barbaqadzenikoloziდრო: პარასკევი, 17.04.2015, 15:39:53 | შეტყობინება # 3573
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 151
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, კიი ეგრეა. ეგენი არიან სპორტული შორი ძებნის ძაღლები და მაგათ სანადიროდ არავინ გააფუჭებს. თუმცა არის ძალიან იშვიათი შემთხვევები რომ ანადირებენ ეგეთ ძაღლებსაც.
 
giorgi1998დრო: პარასკევი, 17.04.2015, 15:57:06 | შეტყობინება # 3574
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 785
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski, წინსვლა გვაქვს გეთანხმები.რაცარუნდა იყოს ეს შეჯიბრი ჩატარდა თან "სქართველოში" წინსვლაა აბა რაა?!ძაღლებიც ყოველ წლიურად ვითარდებიან მოდის ახალი სისხლები. აწი შრომა და კიდევ შრომა. 39 39

დამატებულია (17.04.2015, 14:57:06)
---------------------------------------------
რაც შეეხება სერგეი შაგინოვს ეს ადამიანი საქართველოსთვის ძალიან ბევრს აკეთებს რათა განვითარდეს მეძაღლეობა. დიდი მადლობა მას. 23_30_126


ნადირობა
 
gagrinskiდრო: პარასკევი, 17.04.2015, 16:55:52 | შეტყობინება # 3575
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არ რომ არ გავაოფოთ იქნებ ცალკე თემა გაიხსნას მოდერატორების მიერ ეფციაის შეჯიბრებებზე და იქ მონაწილე ძაღლებზე.
რაც შეეხება შეჯიბრებებს საქართველოში ის მიიღებს სისტემატიურ ხასიათს და ამაზე საკმაოდ ბევრს მუშაობს საქართველოს პოინტერ კლუბი. ამა წლის სექტემბერში სერგო შაგინოვის მოთხოვნის საფუძველზე ეფციაიმ ნება დაგვრთო ჩავატაროთ მაღალი რანგის შეჯიბრი სექტემბრის თვეში. თარიღი და ადგილი დაზუსტდება და აუცილებლად შეგატყობინებთ.

რაც შეეხება ნადირობს თუ არა სპორტსმენი ძაღლი იმ გამოცდილებიდან რაც მაქ და რასაც ვირებ იგივე შაგინოვისგან და სხვებისგან გეტყვით რომ ნადირობენ. ახლა მოდი გავყოთ ეს ძაღლები.

დიდ ძებნაში ძაღლების გამოცდა ხდება გნოლზე, ეს ძაღლები ეძებენ 400-დან 800 მეტრზე, მოძრაობენ არანორმალური სისწრაფით და გნოლია მხოლოდ ის ფრინველი რომელის ყნოსვასაც ის ასწრებს და ნაბულზე დგება.
გამოცდილი მგეშავებისგან (ევროპაში მათ კონდუქტორებს ეძახიან)მომისმენია რომ მწყერი არის ძაღლისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთულად დასამუშევებელი ფრინველი და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. (პატარა ზომისაა, მცირე რაოდენობიტ სუნს გამოსცემს, დარბის, ხშირად გადაადგილდება ძაღლის ნაბულის დროს)აქედან გამომდინარე მწყერზე ძირიტადად მაინც სანადირო ძებნის ძაღლები მუშაობენ, მათი ძებნა იწყება 100 მეტრიდან და გრძელდება 400 მეტრამდე. ბუნებრივია დიდ და სანადირო ძებნაშიც ძალიან დიდი ყურადრება ექცევა, სისწრაფეს, სტილს, ძაღლის მომზადების დონეს, ე.წ. ჩელნოკის სიღრმეს, რომელი მხრიდან ტრიალდება ძაღლი ნიავზე დ.ა.შ

ასე რომ სანადირო ძებნის ძაღლები მშვენივრად ნადირობენ, როგორც მწყერსა და გნოლზე ასევე ტყის ქათამზეც.

აქ რაც ჩამოვწერე ძირითადად გათვლილია პოინტერებსა და სეტერების 4-ივე სახეობაზე. კონტინენტალებს კიდევ სხვა მოთხოვნები აქვს.

პატივისცემით


d.kakulia
 
giorgi1998დრო: პარასკევი, 17.04.2015, 17:52:09 | შეტყობინება # 3576
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 785
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski, გავხსენი თემა შეგვიძლია იქ გავაგრძელოთ ამ თემებზე საუბარი. http://www.bazieri.ge/forum/78-1087-1

ნადირობა

შეტყობინება დაამუშავა giorgi1998 - პარასკევი, 17.04.2015, 17:52:24
 
mamalixarazuliდრო: პარასკევი, 17.04.2015, 19:53:54 | შეტყობინება # 3577
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 641
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

დამატებულია (17.04.2015, 18:53:54)
---------------------------------------------
7 თვის ნაბი. ველოდებით მაისს. ჯერ "პოლიგონი"არ უნახავს. ვნახოთ რას იზავს. ნამეტანი მოუსვენარია...


"თოფს უკან,კაცი უნდა!"
 
kucuna1დრო: შაბათი, 18.04.2015, 11:19:16 | შეტყობინება # 3578
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
[img]http://[/img]

დამატებულია (18.04.2015, 10:19:16)
---------------------------------------------
გუშინ საღამოს ვიხალისეთ კიდევ,საწყალს მკერდი ისეთ დღეში აქვს ამ დილას სახვევი გავუკეთე.
ამ დილასაც საკმაოდ ვნახეთ მაგრამ ყელში ამოგიყვანეთ ევ ვიდეოები მგონი.ერთი მაგარი ნაბული მაქვს მაგრამ ვიდეო თავდაყირა არის სამწუხაროდ,მე კიდევ კომპიუტერში ვერ ვარ ჯობსივით.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
derezaდრო: შაბათი, 18.04.2015, 14:07:45 | შეტყობინება # 3579
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 318
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, ძააან კარგიაა და ყელში არამგონია ვინმეს ამოსვლოდა პირიქით მე სულ სიამოვნებით ვუყურებ ამ ვიდეოებს!! 39 39

i.maxatadze
 
mtiuliდრო: შაბათი, 18.04.2015, 21:55:34 | შეტყობინება # 3580
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 55
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1,
თემო გამომიგზავნე მაილზე ან სკაიპში ეგ ვიდეო ამოვატრიალებ და ავტვირთავ
 
doc-lashaდრო: კვირა, 19.04.2015, 13:19:47 | შეტყობინება # 3581
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 55
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით ყველას... მაინტერესებს კლუბში რა ასაკიდან ხდება ძაღლის გაწევრიანება... მყავს 2 თვის პოინტერი...
 
giorgigagoshviliდრო: კვირა, 19.04.2015, 17:45:36 | შეტყობინება # 3582
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
doc-lasha, თუ საგვარეულო წესრიგში აქვს, 6თვის რომ გახდება მიიყვან დიდუბეში-სამთო ქიმიის შენობის, მგონი პირველ სართულზე, არის კლუბი, დაათვალიერებენ ლეკვს და აიღებ მონადირე ძაღლის მოწმობას... გადაგახდევინებენ 25 ლარს...

დამატებულია (19.04.2015, 16:45:36)
---------------------------------------------
ძალიან გაკვირვებული ვარ ჩემი ძაღლით, რავიცი რა გადაუტრიალდა თავში, ამ ბოლო დროს დღითიდღე ისე ჭკვიანდება მეტი რომ არ შეიძლება, ამას თუ რამეს გავაგებინებდი არ მეგონა, ერთი პერიოდი ხელიც ჩავიქნიე მაგაზე, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს რადიკალურად იცვლება, ის პრობლემები რაც აქამდე მაწუხებდა-არმოსვლა, სიჯიუტე გარეთ, გაუგონრობა, ყველა ამ უზნეობას გადაეჩვია და ყველაფერს პირნათლად ასრულებს თავისი აპორტირებით და ბრძანებებით... რავიცი დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ ყველას საჭირო რჩევებისთვის...


HOLLAND & HOLLAND
 
daniდრო: კვირა, 19.04.2015, 19:42:17 | შეტყობინება # 3583
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 41
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, ძალიან მაგარი ვიდეოა მეგობარო და არაჩვეულებრივი ძაღლია ეტყობა კარგი პატრონის ხელი 39 39
 
kucuna1დრო: კვირა, 19.04.2015, 20:43:19 | შეტყობინება # 3584
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dani, გაიხარე მეგობარო,მაგრამ მთლად მასეც არ არის.ძაღლებს ვერ იტანს მინდორში,ახლომახლოს არ გაჩერდება,გავა წინ,ძალიან შორს სადაც ვერ გავაგონებ,თავს თავისუფლად იგრძნობს და დასდევს ტოროლებს.თუ მარტო ვართ ვაკონტროლებ ასე თუ ისე(ჯიუტი კი არის მაინც) და ლამაზი მომენტებით მანებივრებს.ეს ორი დღეა კაი ხალხს შევხვდი მინდორში მაგარმ ძაღლი რომ არ წამეყვანა მერჩია.
ჩამომივა ელექტრო საყელური და დავაყენებ ჩოქბჯენში.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
doc-lashaდრო: ორშაბათი, 20.04.2015, 00:09:13 | შეტყობინება # 3585
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 55
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgigagoshvili, დიდი მადლობა სრული და ამომწურავი ინფორმაციისათვის...საგვარეულო წესრიგშია....)))
 
mtiuliდრო: ორშაბათი, 20.04.2015, 00:23:53 | შეტყობინება # 3586
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 55
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgigagoshvili,

არ გაშინებ მეგობარო მაგრამ გუშინ რაც გადამხდა მოგიყვებით ეხლა. მოკლედ მეც პრობლემა მქონდა. ძაღლი 7-8 თვის რომ იყო ისეთი გაუგონარი რამე არ ვიცი თუ სადმე იქნებოდა რამე, არაფერი არ ესმოდა გარეთ ანუ სეირნობისას. რამოდენიმეჯერ ნერვებმაც მიმტყუნა და კარგადაც მოხვდა. გახდა თუ არა 9 თვის გეგონება გამოცვალესო ძაღლი აბსოლიტურად ყველაფერს მიჯერებდა და ყველა ბრძანებას პირნათლად ასრულებდ ხოდა (სამი დღეა რაც ერთი წლის გახდა) გუშინ წავიყვანე ზღვაზე სასეირნოთ ირბინა ძალზედ ბევრი სდია ტოროლებს ზღვაშიც იბანავა გაცურა გამოცურა და წამოვედით ვიფიქრე საბმელით არ წამოვიყვან ვიდრე გზას არ მივუახლოვდები-თქო და აი მოხდა საოცრება ჯიბიდან ამოვიღე საბმელი დაბუძახე და რომ დამინახა ხელში ისეთი ნივთი რაც გადაადგილებას შეუძღუდავდა და თან სახლისკენ გვეჭირა გეზი შეტრიალდა და თავქუდმოგლეჯილი გავარდა კორპუსებისკენ მეც მივყევი მაგრამ რამოდენიმე კორპუსის გავლის შემდეგ თვალთახედვიდან დავკარგე და ვეღარ გავიგე სად წავიდა ორი საათი ძებნის შემდეგ ვიპოვე იმ გზაზე საიდანაც ზღვაზე ავიყვანე შეშინებული დარბოდა და ჩემ დანახვაზე რამის წელში გადატყდა ისე დაიწყო კუდის ქნება და ლაქუცი. მოკლედ ჩემი შემთხვევა ჰეფიენდით დამთავრდა მაგრამ შეიძლებოდა რომ სხვა დასასრულიც ყოფილიყო უფრო ფატალური ასე რომ მაინც მაქსიმალურად გააკონტროლე რომ ჩემნაირი შემთხვევა არ მოგივიდეს.

ჩემი აზრით ყველაზე კარგი ვარიანტი ამ პრობლემისგან თავის დასაღწევად ელექტრო საყელურია
 
doc-lashaდრო: ორშაბათი, 20.04.2015, 00:41:46 | შეტყობინება # 3587
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 55
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
mtiuli, როგორც ვხვდები ის დროა ელექტრო საყელურს ვიწერდე ... ჩემი ჯერ პატარაა მაგისთვის სულ 2 თვისაა, მაგრამ თქვენი განხილვებიდან გამომდინარე პოინტერის "მორჯულებაში" საჭირო ნივთი იქნბა (თუ არა აუცილებელი). არადა კურცჰაარიც მყავს და ისე დავგეშე და გავზარდე პრობლემა არ მქონია... 1 ბრძანებაში ასრულებს ყველაფერს.
 
daniდრო: ორშაბათი, 20.04.2015, 09:24:33 | შეტყობინება # 3588
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 41
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, ყოველ შემთხვევაში ვიდეოში საკმაოდ კარგი დონის ძებნა გვაჩვენა და გაკიდებაც მინიმალურ დონეზე იკო დაყვანილი წინა ვიდეოებიდან შედარებით....წარმატებები იმედია მოარჯულებს ელექტრო საყელური... 39 39
 
giorgigagoshviliდრო: ორშაბათი, 20.04.2015, 10:23:38 | შეტყობინება # 3589
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
mtiuli, ეგრე იყო ჩემიც საბელს რომ დაინახავდა შანსი არ იყო ახლოს მოსულიყო(ისე ახლოს რომ ხელი დაგედო), იდგა რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით და როდესაც წინ წავიწეოდი ეგეც მშორდებოდა ხოლმე, მოვიქეცი შემდეგნაირად-მოვაბი გრძელი თოკი (წვრილი რომლის სიმძიმესაც ვერ გრძნობდა) და როცა მასე იზავდა ვწევდი ჩემკენ, ორ დღეში გაუჯდა რომ როცა თოკი ქონდა მობმული ვესად გაიქცეოდა და პრობლემაც მოხსნილი იყო, შემდეგ ყოველდღე ამ თოკს ვაჭრიდი ცოტცოტას და საბოლოოდ დაახლოებით ერთი თვის შემდეგ სულ შემცირდა და მოვხსენი, ეგ იყო და ეგ იმის მერე აღარ გარბის, თან ამ დროს ყოველ მოსვლაზე ვეფერებოდი და სასუსნავს ვაძლევდი, რასაც ქვია ინამდვილი გაქცევა ანუ ისე რომ დამშორდეს რომ არ მაკონტროლებდეს ეგეთი შემთხვევა არ მქონია, სულ ყურადღებას მაქცევს რამსიშორეზედაც არ უნდა იყოს და სასტვენზე მორბის ჩემკენ ადრეც და ეხალაც, ოღონდ ადრე, როგორც ავღნიშნე ხელს არ მადებინებდა. საბელის რომ არ შეშინებოდა მაგით ვისროდი ხოლმე ბურთს, როგორც შურდულის პრინციპია მასე და მაგის დანახვაზე უკვე უხარია შიშის ნაცვლად. მაგრამ ყველაფერ ამის მიუხედავად ბოლომდე მაინც არ ვენდობი და მარტო ტყეში და მინდორში ვუშვებ საბელიდან, ხოლო ქუჩაში და ისეთ ადგილებში სადაც მანქანები მოძრაობს ახლომახლო იქ თავს ვარიდებ გაშვებას და თოკზე მყავს... დავაკვირდები და თუ ისევ ცუღლუტობა დაიწყო მერე კი მომიწევს მეც ელ საყელურის ყიდვა...

დამატებულია (20.04.2015, 09:23:38)
---------------------------------------------
doc-lasha, მთლად მასეც არაა ყველა ძაღლი ინდივიდუალურია, მაგალითად ერთად ვასეირნებთ ხოლმე იმასაც პოინტერი ყავს და შანსი არაა რომ გაექცეს ან რამე მასეთი გააკეთოს, ისიც ჩემი ძაღლის ასაკისაა თან 9 თვის და ორი რადიკალურად განსხვავებული ხასიათები აქვთ, ანუ მუდო ძარლია რა, ურჩევნია პატრონთან იყოს ვიდრე დარბოდეს... ხასიათს თანდათან მიხვდები როცა წამოიზრდება შენი ძაღლი, ჩემი რჩევა იქნება, რომ არ შეუზღუდო თავისუფლება და ამასთან ერთად ასწავლე შენდამი მორჩილება, ცემა და მასეთი რაღაცეები კიდევ არ ჭრის პოინტერზე, თუ არ უნდა არ გააკეთებს და შენ იძულებული უნდა გახადო რომ გააკეთოს ის რაც შენ გინდა, სულ სხვანაირი მიდგომა უნდა პოინტერს, სხვა ძაღლებისგან განსხვავებით...


HOLLAND & HOLLAND
 
kucuna1დრო: ორშაბათი, 20.04.2015, 21:06:11 | შეტყობინება # 3590
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
doc-lasha ()
მაგრამ თქვენი განხილვებიდან გამომდინარე პოინტერის "მორჯულებაში" საჭირო ნივთი იქნბა

ჩვენი განხილვებიდან კი არა ჩვენი გამოუცდელობიდან და დაბალი ცოდნის დონიდან გამომდინარე გვემართება მასეთი რაღაც,შემდეგ კი ელექტრო ყელსაბამი საჭირო ხდება მავნე ჩვევების გადასაჩვევად და "რქების" დასამტვრევად. მაგდაგვარი პრობლემები ნორმალურ მგეშავს არ აქვს(თუ ლეკვი მისი გაზრდილია).მე მქონია შემთხვევა როდესაც ჩემს ძაღლს სხვისთვი უფრო დაუჯერებია,თუნდაც ელემენტარული რომ ავიღოთ,ხმის ტემბრიდან გამომდინარე რომლითაც მცოდნეები ძაღლს მიმართავენ.ძალიან ბევრი ნიუანსებია რომლებიც უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა და სწორედ მაგიტომ იყო რომ რომელიღაც თემაში ნორმალური კლუბის სასარგებლო მხარეებზე ვწერდი.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
mtiuliდრო: სამშაბათი, 21.04.2015, 01:37:45 | შეტყობინება # 3591
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 55
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
doc-lasha,

არ ცოდნის ბრალია ეს ყველაფერი. თავიდან არის შეცდომები დაშვებული. ეხლა რომ ვაკვირდები ბევრი რამეს შევცვლიდი ძაღლთან მიდგომაში მაგრამ მგონია გვიანია უკვე და იმიტომ არის საჭირო ელექრტო საყელური და თუ თავიდან სწორედ წარმართავ ძაღლთან ურთიერთობას ყველაფერი კარგად იქნება.
 
doc-lashaდრო: სამშაბათი, 21.04.2015, 20:49:40 | შეტყობინება # 3592
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 55
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
mtiuli, აბსოლიტურად გეთანხმები, ძაღლთან მუშაობას მოაქ შედეგი, და ყველა ის სიკეთე რაც ჩვენ გვინდა რომ მივიღოთ მისგან. უბრალოდ მე ცოტა დამაფიქრა იმ მიდგომამ რომელსაც ამ ბოლო დროს ვაწყდები... არ ვიცი ეს, უცოდინარობის, საქმის გაიოლების თუ მოდის ბრალია ... ვისაც პოინტერი ყავს ყველას ელექტრო საყელური აკერია პირზე... მე ცოტა ალმაცერად უყურებ ამ ამბავს...!!! ადრე სად იყო ელექტრო საყელური, ვინ იცოდა, ვინ ხმარობდა, რა ძაღლები არ იზრდებოდნენ?!
მე მაქ 1 შემთხვევა თვალწინ თუ როგორ მოსპო ელექტრო საყელურმა ძალიან მაგარი პოინტერი, ეს რათქმაუნდა პატრონის ბრალიც არის, იმასაც ცოდნა უნდა როგორ და რა დროს იხმარო... ის პოინტერი პრაქტიკულად ჩემს თვალწინ გაიზარდა და მინდორში ვერ გაიყვან ისეთ დღეშია...(3 წლის არის ამ ჟამად და თბილისში ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო დართვის ლეკვად). რამდენი ეს ძაღლი მინდორში გავიდა იმდენი ყოველ 2 წუთში ელ.დენი მოხვდა, ხან რა მიზეზით ხან რა... ძაღლი ისე დაისტრესა მინდორს რო ხედავს მანქანიდან უნდა ჩამოათრიო, პრაქტიკულად უვარგისი გახდა. მერე ხომ იცით ადამიანს ერთხელ ეტყვი, ორჯერ ეტყვი და მესამედ ვეღარ ეტყვი, ბოლო ბოლო დღეს კი მაგრად ნანობს და ხვდება თავის შეცდომას, მაგრამ აზრი?
მე მომივიდა ესეთი შემთხვევა, ჩემ ძაღლს ქონდა თვისება ეზოს კარს ღიას რომ დაინახავდა გიჟივით გარეთ გარბოდა, ვთხოვე ამ ჩემ მეგობარს ეს ელექტრო საყელური, ვიფიქრე დავტოვებ კარს ღიას და რო გავა 1-2 ჯერ წავცხებ და გადავაჩვ თქო.
ეს რომ გავაკეთე ძაღლი პირველ ცდაზე ვერ მიხვდა რა მოუვიდა და ეგრევე უკან შემოვარდა, 10 წუთში დაავიწყდა და მეორეჯერ კიდე გაიწია კარისკენ, მეც მიოვეცი მეორეჯერ ტოკი... მიხვდა რო მე ვაკეთებდი ამას და ძარლმა რაც გააკეთა აბსოლიტურად შოკირებული ვიყავი, მობრუნდა წყნარად ზედ არ შემოუხედია ჩემთვის შევიდა თავის ბუნაგში დაწვა და 2 დრე ზედ არ მიყურებდა... არ აინტერესებდა საერტოდ ვარსებობდი თუ არა. 2 დღე დამჭირდა რომ შემომერიგებინა...))))

დამატებულია (21.04.2015, 19:49:40)
---------------------------------------------
რათქმაუნდა ჭკუას არავის ვასწავლი, უბრალოდ მინდოდა გამეზიარებინა თქვენტვის ის შემტხვევა რაც ჩემს თვალწინ განვითარდა. ისე ჩემი აზრით ალბათ ჯობია მოვერიდოთ ამ ელექტრო საყელურს და უფრო მეტი კონტაქტით, მოფერებით, და სხვა მეთოდებიტ გავზარდოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები.

 
bashiachukiდრო: სამშაბათი, 21.04.2015, 21:17:33 | შეტყობინება # 3593
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 338
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეგობრებო, კოლეგებო! მოდი ცოტა რეალურად მივუდგეთ საქმეს.მაპატიეთ, თუ ვინმეს ჭკუას ვარიგებ, ან რაიმეს ვასწავლი, მაგრამ დიდიხანია ვკითხულობ სხვადასხვა პოსტებს და ვერ ვითმენ რომ არ ჩავერიო. doc-lasha, გეთანხმები 100%-ით. რა ადრე თუ არ იყო ელექტრო საყელურები ძაღლებს არ გეშავდნენ? მითუმეტეს ჩვენი პოინტერები საბჭოთა კავშირში კი არა, ევროპაშიც განთქმულები იყვნენ. დღეს რახდება, თანამედროვე ტექნიკის პირობებში ყველას გვსურს საქმე გავიადვილოთ, გვავიწყდება რომ სქმე გვაქვს ცოცხალ ინდივიდთან, რომელსაც საკმაოდ დიდი ინტელექტი აქვს და მის ფსიქიკაზე საკმაოდ მტკივნეულად შოკისმომგვრელად ვმოქმედებთ, მითუმეტეს ის ადამიანი ვისი გულისითვისაც ეს ძაღლი თავსა გაწირავს.მითუმეტეს კუნძულოვანი მეძებრები, რომლებიც მეტად მგრძნობიარენი არიან ყოველგვარი მკაცრი დასჯის მიმართ.ეხლა მეორე მომენტი, რაღაც საინტერესო ტენდენცია შემოვიდა ჩვენთან თუ აკვირდებით, პოინტერი "ძნელი დასგეში",, სეტერი კიდევ უფრო "ძნელი და ჯიუტი", დრათჰაარი-"ვირი და მარტო იხვზე ნადირობს" და ა.შ. ხალხო, პოინტერი ერთ-ერთი "რბილი" ძაღლია(სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით), ყველაზე ადრე იწვრთნება და იგეშება. მე ნამდვილად მინახავს ჩემს ბავშვობაში 8-9 თვის პოინტერები კარგი გამოცდილი ძაღლებივით რომ მუშაობდნენ. დღეს რა ხდება? პოინტერს ვაიძულებთ ჩვენგან 10-15 მეტრს იქით არ გავიდეს, თანაც "ჩელნოკით" კი არა, "წინ-უკან"("ასე უფრო იპოვის!").რად გინდათ ესეთი პოინტერი, ან სეტერი?( მე, ესეთს არც კონტინენტალურს გირჩევთ),დრათჰაარი, რომ პოინტერს, ან სეტერს სისწრაფეში აჯობებს, მე ისეთ პოინტერს არ გავიჩერებ(არც ისეთს 500მეტრზე რომ აკეთებს ნაბულს. "ფილდტრაილს" არ ეწყინოს).

cercva
 
giorgi1998დრო: სამშაბათი, 21.04.2015, 21:29:11 | შეტყობინება # 3594
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 785
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bashiachuki, გეთანხმები 100%-ით. მეც მაგას ვამბობ რათ უნდათ პოინტერი ან სეტერი თუ ფეხთან არბენინებ( მაგრამ სახელი ხომააქვს კარგი და ჩემი აზრით ამიტომაც აყავთ. მე იმას არ ვამბობ საქართველოს პირობებში გინდათუარა 500 მეტრი გაუშვიტქო მაგრამ 10-15 მეტრი საერთოდ ყველა ჯიშსთვის ცოტა რომაა ალბათ ბევრი დამეთანხმება...

ნადირობა
 
nika0603დრო: ოთხშაბათი, 22.04.2015, 10:17:41 | შეტყობინება # 3595
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 198
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bashiachuki, გეთანხმები, ჩემი ძაღლი გალიაში შეყბვანის წინ დახრიდა თავს და გარბოდა. გადავწყვიტე ეს პრობლემა ელ საყელურის საშუალებით მომეგვარებინა. მაგრამ აღარ დამჭირდა იმისდამიუხედავად რომ უკვე ჩამომივიდა. ეს პრობლემა კი ძალიან მარტივად მოვაგვარე. აღდგომის დღეებში 5-6 დღე სოფელში ვიყავი და ეს პერიოდი თითქმის ძაღლთან ერთად გავატარე, ანუ იმის თქმა მინდა რომ ხშირი კონტაქტი მქონდა, ხშირად დამყავდა მინდორში და ქუჩაში. როდესაც ჩამოვიყვანე რუსთავში მეთვითონაც არ მჯეროდა ისე შეიცვალა. ერთი დაბალი ნათქვამი უკვე საკმარისია. აღარც ქუჩის ძაღლებს აღარ გამოეკიდება ხოლმე. mtiuli, მე არ ვიცი შენ როგორ ზრდი და რა დროს უთმობ ძაღლთან ურთიერთობას, მაგრამ მე ერთ რამეში დავრწმუნდი რომ ხშირი კონტაკთით და არა მაღალი ხმით საუბრით ძაღლის 100% შეცვლა შეიძლება. რათქმაუნდა ცოტა სასმუსნავიც უნდა მოიშველიო.
რაც შეეხება ელ საყელურს მე ვფიქრობ რომ სხვა მიზნებისთვის უფრო გამოყენებადია ვიდრე გაქცევისთვის. მაგ: ამოფრენილ მწყერს რომ არ გაეკიდოს რაც ძალიან ხშირია, ან ტყის ქათამზე ნადირობისას მანძილის განსაზღვრისთვის და ასშ...


nika0603
 
mtiuliდრო: პარასკევი, 24.04.2015, 01:28:33 | შეტყობინება # 3596
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 55
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
nika0603,
ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ სულ ერთად ვართ 24 საათი მაგრამ დილა იწყება ძაღლით და დღე მთავრდება ძაღლით როცა დრო მაქვს შუადღეც მას ეკუთვნის მაგრამ აი შენ როგორც თქვი რამოდენიმე დღე ერთად გავატარეთო ეგრე ნამდვილად არ ვარ სულ გადარბენაზე ვარ სამსახური შვილები (ღვთის წყალობით ოთხი მყავს) და დრო აღარ მრჩება საურთიერთოდ. (თან საშრობში ცხოვრობს დამოუკიდებლად ლეკვობიდან) ელექტრო საყელური იმისთვის მინდა რომ ისეთი მოქმედებები შევუზღუდო როგორიცაა მაგალითად გაქცევა იმის გამო რომ "გაუსწორდა" საბელის გარეშე ნავარდი და ეხლა სულ ესე უნდა ინავარდოს. სხვა არაფერი და არავინ არ აინტერესებს. როგორც წესი ესე არ იქცევა ხოლმე მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ საჭიროა უკვე ელ საყელური.


შეტყობინება დაამუშავა mtiuli - პარასკევი, 24.04.2015, 11:28:34
 
nika0603დრო: პარასკევი, 24.04.2015, 09:33:02 | შეტყობინება # 3597
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 198
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
mtiuli, ღმერთმა გაგიზარდოს გაგიმრავლოს შვილები. რაც შეეხება ელ საყელურს, რათქმაუნდა გაგიადვილებს მავნე ჩვევების მოშლას. მე ვფიქრობ რომ იდიალური ძაღლები საქართველოში არ ყავთ ან სულ რამოდენიმეა. ამიტომ ყველას შეუძლია რომ ელ საყელურის სწორი გამოყენებით მიაღწიოს დადებით შედეგს.

დამატებულია (24.04.2015, 08:33:02)
---------------------------------------------
და კიდევ ერთს დავამატებ, ხშირშემთხვევაში საქართველოში ძაღლებს ვგეშავთ 5-6 თვიდან და ძალიან ბევრი მავნე ჩვევაც ამის გამო აქვთ ძაღლებს შეძენილი.


nika0603
 
lebardeდრო: კვირა, 26.04.2015, 17:13:19 | შეტყობინება # 3598
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 524
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

დამატებულია (26.04.2015, 16:13:19)
---------------------------------------------
ყველაზე უცნაური სახელის ძუ- ჯამბულა 069


saburtalo77
 
kucuna1დრო: კვირა, 26.04.2015, 18:09:20 | შეტყობინება # 3599
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lebarde, საკმაოდ კარგი ძუა,კარგი თავი აქვს,მშრალი აგებულება,შეკრული ძაღლია.მაგრად მომეწონა,თუ შეგიძლია სხვა სურათებიც ატვირთე,საგვარეულოც.რა ასაკის არის?

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
lebardeდრო: კვირა, 26.04.2015, 18:11:28 | შეტყობინება # 3600
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 524
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

დამატებულია (26.04.2015, 17:11:28)
---------------------------------------------
წლინახევრის ფრანგია


saburtalo77
 
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика