ხო მერცხლები მეც ვნახე 1 კვირის წინ მარა მწყერი არამგონია ამსიცივეში გაგვეკაროს ჯერ ჩემის ვარესია დედა უტირა ყავის სამეულს ორეული დატოვა :))) თ.მაჭარაძე
ჩემი ლეკვი სეზონისთვის იქნება საგეში 6 თვე ნახევრის იქნება აგვისტოს მესამე შაბათს, ივნისი-ივლისიდან დავუწყებ რაღაც რაღაცეების სწავლებას იმედია კარგი მოსწავლე იქნება ხონსკი
goga_123 უმაღლესი ხარისხის წინაპრები გარანტია არ არის 100% შედეგისა,ის შანსებს მაქსიმალურად ზრდის, ყოველდღიური სწავლებით და ვარჯიშით იზრდება იმისი ალბატობა რომ შენი ძაღი კარგი საველე თვისებების გაიზრდება.ძაღლის საგვარტომო ნუსხა არის გარანტია იმისა რომ ის მატარებელია იმ გენებისა რომლების ცალკე და ერთად დაჯგუფებაზე კინოლოგები მრავალი წლები მუშაობდნენ.და არა ის რომ აიყვანოს ვინმემ ლეკვი და სეზონის გახსნამდე კარგი კვების შემდეგ პირველივე დღეს ის დახაზავს. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
goga_123 არ ვიცი შენ რამდენად ხარ მზად პოინტერის აყვანისთვის,ვინაიდან სხვა ჯიშებისგან ძალიან განსხვავდება:ხასიათებით,მანერებით და საერთოდ მე თუ მკითხავს ადამიანი ცოტა არ იყოს და რთული გასაზრდელია.შენ გაგიჭირდება ჩემი აზრით,გონჩების პატრონს აგერევა თავგზა,იმათ თუ მკაცრი ხასიათი სჭირდებათ,ამას ცოტათი ხმამაღლაც რომ მოგივიდეს იბუტება და კაი ხანს მობუზული დადის.პოინტერების 90% მასეა.
დამატებულია (04.04.2014, 23:08:59) --------------------------------------------- tatoxoni საოცრად კარგი ასაკი აქვს,თუ დრო და საშუალება გექნება,სექტემბრის ბოლომდე არის მწყერი შემორჩენილი.ამ სეზონზე ნადირობას თუ მოინდომებ ისეთი დარჩება როგორიც სეზონის ბოლოს იქნება,ხოლო თუ მომავალ სწზონამდე წსავლა გეშვას მოანდომებ,სასწაულად განვითარდება,მიხვდება თუ რას ითხოვ მისგან და ყოველთვის ნასიამოვნები დაბრუნდები სახლში,ნადავლით თუ უიმისოდ.
kucuna1, მეორე პოინტერი მყავს რომელიც ახლა წლის და რვა თვისაა რომელიც ძაან მაგრად ნადირობს, რამდენიმე დამოუკიდებელი დასვლის შემდეგ იმასთან ერთად ვატარებ, იმედია დაიმგვანებს როქსი ახალბედა ჯესის ნადირობაში. ხონსკი
goga_123, ყველამ იცის რომ საბუთიანი ძაღლი კარგია! მეც მქონდა საბუთიანი ლეკვის აყვანის სურვილი მაგრამ მარტო სურვილი არ არის საკმარისი anri-opshkviti, კარგი ლეკვებია სეზონისთვის დაიგეშება ხონსკი
kucuna1, ფინანსების რა გითხრა აბა მარა სურვილი კი მაქ დიდი და ფსიქიკურადაც მზად ვარ ეზოც მაქ ვეტერინარსაც ავიყვან და რავი აბა რამე საგნის წრეებზე თუ უნდა ტარება მომწერეთ
დამატებულია (05.04.2014, 23:41:30) --------------------------------------------- ჩემი ნახატი
lasha1334, კი კარგები არიან მუქი ჩალისფერი ალბათ ხელში რო აქ თავი მაგაზე ამბობ ? დაელოდე და მერე უფრო გამუქდებიან თან ფერიც არაა მთავარი თვენახევრამდე აცალე და ეხლა რაც გაქ თავში რო ეგ მოგწონს დაივიწყე და მერე სუფთა გონებით შეხედე . საბუთები აქვთ?
goga_123 ვერა და ვერ მოვიცალე კლუბში ჩამოსასვლელად,ლეკვს რომ საბუთები ავუღო.ამ დღეებში ჩამოვალ თბილისში და შენც დაგირეკავ რომ განახო და აზრი შEგიცვალო.პირადში ნომერი მომწერე. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
goga_123, ჩემი აზრით kucuna1, ძალიან სწორ რჩევას გაძლევს პოინტერი ის ძაღლია რომელიც შეცდომას არ გპატიობს და თუკი მეძებარ ძაღლთან არ გიმუშავნია დიდი ალბათობაა დაუშვა და გული დაგწყვიტოს. მე წარმატებებს გისურვებ მთელი გულით მაგრამ გამოცდილი ხალხის დარიგებით ჯობია იხელმძღვანელო ვიდრე სურვილებით მეტად ნასიამოვნები დარჩები თ. სინატაშვილი
goga_123, გასაგებია მეგობარო მეგონა პირველი მედზებარი იყო და მართლა ცუდია მეც დზაან მაგარი დრათჰაარი მყავს მაგრამ ვფიქრობ პოინტერისთვის მზად არ ვარ) მაგარი გაწონასწორებული უნდა იყო და პლიუს პირობა უნდა გქონდეს. აბა შენ იცი წარმატებებიი
დამატებულია (14.04.2014, 20:32:53) --------------------------------------------- giorgi1998, პოინტერისთვის ალბათ ნაბული ყველაზე მარტივი სასწავლებელია, მაგაში სირთულეს ნაგდათ ვერ ვხედავ)
toko001, ნაბულზე გეთანხმები ეგ იგივეა რაც მელიისთვის უპატრონო მოხეტიალე ქათმის მოპარვა ანუ იმის თქმა მინდა რომ გენში აქვს ეგ მამაჩემიც მონადირეა გამოცდილი და მომცემს მითითებებს რა და როგორ , მადლობთ ყურადღბისთვის
toko001, goga_123, ბევრი მინახავს უნაბულოდ რო აფრენდნენ მწყერს ეგ ჯიშზე არაა ეგ ძაღლის ფსიქიკაზეა დამოკიდებული თუ ჯიუტია პატრონის ბრძანების გარეშე უნაბულოდ დაახტება თავზე ნადირობა
giorgi1998, პოინტერს მოტანა არ ევალება მისი მთავარი ფუნქციაა ფრიველის პოვნა და ნაბულზე დაფიქსირება, რასაც ძალიან კარგად აკეთებს. რაც პოინტერები მყოლია ნაბულის სწავლება არ დამჭირვებია ან როგორ უნდა ასწავლო რაც გენში აქვს ხონსკი
tatoxoni, ხოდა მეც მაგას ვამბობ არასწორად გაიგე ჩემი ნაწერი მე დავწერე რომ პოინტერის საქმეა ნაბული და თუ მაგიც ვერ გააკრთა აპორტირებაში ვერ დაგეხმარებათქო. და შენი აზრით მარტო პოინტერს აქვს გენში ნაბული? ნადირობა
giorgi1998, არა სწორათ გაგიგეთ მაგრამ პოინტერივით მყარი ნაბული არცერთს არ აქვს ნუ ლავერაკიც და სვა ბევრი ჯიშიც მაგარია მაგ საქმეში მაგრამ ეგ თავზე დახტომა სხვა რამეა მაგას მწყერიჭამია ძაღლები აკეთებენ პირდაპირ დასაჭერად მიდის და შეიძლება ჭამას გადააჩვიო მაგრამ მაგას ვერა თ. სინატაშვილი
giorgi1998, თორნიკეს ვეთანხმები პოინტრეში ნაბული მკვეთრადაა გამოხატული. ადრე ერთი პოინტერი მყავდა ნაბულის გარდა არაფერი იცოდა ეს იმის ბრალი იყო კარგი ვერ დავგეშე, მაგრამ ნაბულს მაინც კარგს აკეტებდა ხონსკი
toko001, tatoxoni, დასკვნა პოინტერის საქმეა ნაბული მაგრამ ვინც აპირებს ამ ჯიშის აყვანას ბევრიშრომა დაჭირდებათ და ის არარის საკმარისი რომ სისხლსჰიაქვს ნაბული ნადირობა
საკუთარი დაგეშილი და მწყრის ოსტატი არც მისდევდა და კარგადაც მოქონდა დაუზიანებლად მე იმას ვამბობ რო პოინტერთან არ მქონია შეხებათქო თორე რაც მეძებრები და მდევრები მყოლია იცოცხე..
anri-opshkviti, მამის ხაზი მაგარია ზმაო, მე ვიცი ეგრა სისხლიც უზის. მაგ ლეკვის მამის და მყავდა და საორება იყო(დაიღუპა სამწუხაროდ). ამ ლეკვს კი წარმატებას ვუსურვებ ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
anri-opshkviti, კიდევ ერთხელ გილოცავ მემგონი რახიტის ნიშნები აქვს პირველ სურათში არვიცი შეილება მანდ ჩანს მასე მარა მართლა მაგარი ლეკვია და ეხლა რო არ გაგიფუჭდეს და არ დაებრიცოს ფეხები თევზის ქონი იყიდე აფთიაქებში იყიდება და ეგ გაურიე ხოლმე საჭმელში და ვაფშე მოშნი იქნება კიდე ბევრი არ აჭამო ხოლმე თორე ფეხებიც დაებრიცება და ხერხემალიც და რო გაიზდება ჩავარდნილი ექნება წელი . ეხლა კიდე პედიგრი აჭამე დაფხვნილი რძესთან და ხაჭოსთან ერთად მაგაზე კაი ამ ასაკისთვის ალბათ არც არსებობს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!