სპანიელზე აჯობებს დართვა, ან ნაგაზზე. უფრო მაგარი იქნება... axotnika, რატო უნდა დართო ვაიმარანერი კურცჰაარზე (და არა კურცხაარზე) და რა ნიშნით იქნება "მაგარი ლეკვები"???!!!
ringo, თუ ექნება სურვილი ერთი ლეკვი დამითრიოს ვეიმარანერის და ამორჩევით მივცემ კურცხაარის ლეკვს ძუს და ხვადს ოგონ უსაბუთოა თოფი მეთოფეს, მეთოფე სოფელს . . .
lengo88 ესეც უსაბუთო არის მგონი ზუსტად არვიცი.ხვადი არის და თუ რამე შანსი იქნება გაგაებინებ მეგობარო, ვიცი რა-არის სასურველ ჯიშისადმი სურვილი და დაბრკოლებები .......................................................................................................................................... მაგრამ ნუდამეყრდნობი ძან, იმიტომ რო მე არმყავს და სატრფოს როდის მოუყვანენ და რა იქნება არვიცი, თუ რამე შანსი იქნება არდაქტოვებ უყურადღებოდ, რატო გიტხარი უკვე. კურცხალი ყავს კიდო ისე თვითონ. @@@@@
ფოთში ყავთ ეგ ჯიში მამალი კარგი აღნაგობის საბუთებით სიმართლე რო გითხრათ გამიკვირდა რომ ვნახე მემგონი ფოთში ერთადერთი ძაღლია ამ ჯიშის წარმომადგენლებიდან :D:D:D
მაინტერესებს ვინმეს ხო არ ყავს ვეიმარანერი ? მე მყავს 4 თვის ქალბატონი, ძალიან ლამაზია და ამბობენ ძალიან ჭკვიანიც არისო (მე პირადად ჯერჯერობით სიჯიუტის მეტს ვერაფერს ვატყობ newsmile090.gifnewsmile05.gif ) ბევრი რამ წავიკითხე მათ შესახებ, მაგრამ მაინტერესებს პრაქტიკული გამოცდილება ხო არ ააქვს ვინმეს (აღზრდა მაქვს მხედველობაში)
რაო ეს რათქვი ახოტნიკ კი გამაცინე. ორივე გადააგვარო გინდა? ეგეთი სისხლის აღრევები მიუღებელია პროპესიონალი მონადირისთვის. ღვინოს არევა არაა მიზანშეწონილი არათუ სისხლის. კარგი გარეგნობის ძაღლია მაგრამ საქართველოში რაღაც სიმცირეა ნეტა რატო?
გამარჯობაათ მე მყავს ვაიმარანერი და დრათჰარის ნაჯვარი! შემთხვევით შეჯვარდნენ, კერი დავარქვი და დზალიან ლამაზი და კარგი გამოდგა იმდენად კარგი რო ბევრი გაოცებულია ეგ რა ჯიშიაოოო ... დრათჰარის მხოლოდ ყავისფერი გამოჰყვა მთლიანად ყავისფერია, სხვა ყველაფერი ვაიმარანერისაა აქვს :) კუდიც ისე მოვაჭერი როგორც ვაიმარს. :) არც წვერები აქვს დრათჰარივით. მოკლედ 2წლის გახდება მაისში :) MP-153 ვინადიროთ პატიოსნად
ვახ ვახ ვახ!!!?? ჯერ არ შემოსულა საქართველოში ვაიმარანერი და უკვე გადავაჯიშეთ. ვისაც გყავთ ვაიმარანერი მოუფრთხილდით მათ სელექციას და ნუ გადააგვარებთ საქართველოს გაუმარჯოს!!!
marsi პასუხისგებლობა ჩემო მეგობარო,რითაც რომ უნდა მოეკიდოს ნებისმიერი ჩვენთაგანი ნადირობის ამ მეტად მნიშვნელოვან ეპიზოდს(ძაღლის დართვას ვგულისხმობ).პასუხისგებლობა კიდევ იმაში რომ,ბევრ ჩვენს ნაცნობს ყავს ამა თუ იმ ჯიშის სუფთა სისხლის ძაღლი მაგრამ უსაბუთო.ეგ იმის ბრალია რომ ზოგმა იცის მანადიროს და მაგისი საბუთები რად მინდაო,ამ დროს იკარგება შესანიშნავი ეგზემპლიარები(როგორც სისხლი და აღრიცხვაზე ასაყვანი გენოფონდი),მათ საბუთში იწერება მეტისი რომელსაც ამა თუ იმ ჯიშის დამახასიათებელი ნიშნები აქვს. ზოგმა კიდევ პრაოფესორობა იცის და გამოყავს ახალი ჯიშები(მდევარი-პოინტერი,ლაბრადორი-სეტერი და სხვა) გავანებოთ ამ გამოგონებასა და ახალი ჯიშებიშ გამოყვანას თავი,და თუ მაინც არ ვიშლით დაასაბუთონ რით არ მოსწონთ აღნიშნული ჯიში რომ ცვლიან და ხვეწავენ. ხო ის კიდევ ბმვ-ზე 09 რეზინკები მიდისო და პირველივე მოსახვევში თავიდან შუშებს მაცლიდნენ. ბოდიშს ვიხდი თემიდან გადახვევაზე. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
არ მინდა ვინმემ მიწყინოს მარა ჩემი აზრით მხოლოდ დეკორაციაა ეს ძაღლი. არც ჩემს მამიდაშვილს გამოადგა და არც ძმაკაცის ბიძას. მიუხედავად იმისა რომ ორივე არ აკლებდა აღზრდას. ამ ძღლის კურცჰაართან ან რომელიმე გონჩთან შედარება ამ ორი უკანასკნელის უპატივცემულობა იქნება.
VAXO-HUNTER, შენც მეთანხმები ანუ. სიზარმაცე ახასიათებდათ და არ იყვნენ მუშა ძაღლები. თვალს იზიდავს იშვიათი ჯიშია და ტანითაც კარგი ვიდუხაა. მარა მე რაც ვნახე მამლები იყო ორივე და რა ვიცი იქნებ ძუ უფრო მუშა იყოს.
არც ძუ უქნია ღმერთს ჩემ ძმაკაცს აჩუქეს ლეკვი,იდეალური პირობები შეუქმნა და ერთი უქნარა ძაღლი დადგა, ნადირობდა,მაგრამ ვაი მაგ ნადირობას გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
levanichi, VAXO-HUNTER, ძაღლს გააჩნია ბიჩებო თუ ბრაკია ძაღლი ან ვერ გაზრდი და მოთხოვ იმას რაც არ გისწავლია ძნელია განსაჯო ძაღლი ან მითუმეტეს ჯიში რადგანაც რაც მე ვნახე კაი მყარი ნაბული და ყნოსვა აქვს. Born to hunt
მეც იმავე აზრზე ვარ,ძალიან ძლიერი ძაღლია თუ სწორად აღზრდი სუფთა მუშა სისხლისას,კურცჰაარი მიმიქარავს გამოიბამს და ათრევს კურცჰაარს. ეს ვიდეო ნახეთ. https://www.youtube.com/watch?v=mtCV_vsm-90
ვაიმარანერი კურცჰაარის, პოინტერის და სეტერის ერთად აღებულის გაუმჯობესებული უნივერსალური ვარიანტია რომელიც ყველა სამუშაოს შეასრულებს რაც ზემოთ ხსენებული სამი ძაღლი გააკეთებდა, თუმცა კონკრეთული დავალებები რომლებიც მხოლოდ მოინტერისთვის არის ან მხოლოდ სეტერისთვის და კურცჰაალისთვის ვეიმარანერი ვერ აჯობებს. ვაიმარს ყველაფერი გამოდის კარგ დონეზე. სამსონისამსონი
კურცჰაარის, პოინტერის და სეტერის ერთად აღებულის გაუმჯობესებული უნივერსალური ვარიანტია - ვერანაირად ვერ დაგეთანხმები. სამივეს ერთად კი არა ვერცერთს ვერ შეედრება ცალცალკე, მითმუმეტეს ნუ შეადარებ სეტერებს და პოინტერს გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
შენ ვერ მიმიხვდი თორემ სადღაც ორივემ ერთი აზრი ვთქვით,მე ასე მგონია.ზუსტადაც ცალცალკე ვერცერთს ვერ შეედრება და მიტუმეტეს მე არც ის მიგულისხმია რომ სამივეს ერთად ჯობს, ანუ დაახლოებით ამის თქმა მინდოდა ავიღოთ პოინტერი და კურცჰაალი და პირობითად ვთქვათ პოინტერი ფრინველზე სჯობს ხოლო კურცჰაალი კურდღელზე უკეთესია, აქედან გამომდინარე ვაიმარანერით ინადირებ კურდღელზეც და ფრინველზეც კარგათ მაგრამ პოინტერს ფრინველზე ვერ აჯობებს სამაგიეროდ კურდღელზე აჯობებს იმიტომ რომ ის საერთოდ არ ნადირობ კურდღელზე :D იმიტომ ვთქვი უნივერსალურიათქო სამივეს სამუშაოს შეასრულებს კარგათ მაგრამ კონკრეტული სამუშაო, რომელიც განკუთვნილია იმენა ან პოინტერისთვის ან/და მეორე ან მესამე ძაღლისთვის თავისთავად ვერ აჯობებს. მთლად კარგათ ვერ ჩამოვაყალიბე მაგრამ ალბათ შინაარს მიმიხვდები. სამსონისამსონი
სწორად აღზრდამდე ჯიშისთვის დამახასითებელი ზნე-ჩვეულებებია გასარკვევი, რითაც ვერცერთი ვაეიმარანერი ვერ დაიკვეხნის რაც მე შემხვედრია ჩემს გარშემო
დამატებულია (17.08.2016, 11:25:47) --------------------------------------------- თვითინ გერმანელებიც აღიარებენ და იმასაც აღიარებენ, რომ უნივერსალის გამოყვანის წარუმატებელი მცდელობა იყო, ამის შემდეგ გამოიყვანეს კურცჰაარი და მალევე მოყვა დრათჰაარიც
გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
მაგ ლოგიკით კურცჰაარიც არ გამოდგა მალევე რომ დრათჰაარი მიაყოლეს? ორივე მაგარი ძაღლია მაგრამ იმ აზრს რომ ვაიმარანერი მაგათთან ახლოშიც ვერ მივა მე არ ვეთანხმები, დიდი გამოცდილება არ მაქვს მაგრამ თვალებიც არ მატყუებს, მერომ მყავს მაგიტომ არ ვაქებ, პრინციპში რა მყავს ახლა დავგეშე და კმაყოფილი ვარ, სეზონზე უფრო დაიხვეწება. აკეთებს ყველაფერს კარგათ. სამსონისამსონი
კი, ძველი ტიპის კურცჰაარები მძიმე იყო, შედარებით მოკლე ძებნით და აგრესიაც აკლდათ (ჩლიქოსნებზეც უნდა ენადირა ამ ძაღლებს) , თან ჩათვალეს რომ უხეშბეწვიანი ძაღლი უფრო უნივერსალური იქნებოდა და გამოიყვანეს დრათჰაარი
დამატებულია (17.08.2016, 15:28:22) --------------------------------------------- შენ თუ გაკმაყოფილებს მთავარი ეგაა გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
ჩემო კარგო, ვეიმარანერი რომ უნივერსალი იყოს, მერწმუნე გერმანელებს ვერავინ დაასწრებდა ამ ჯიშისთვის ცალკე შეჯიბრის მოფიქრებას. არ ვიცი რამდნად გამოცდილი ხარ და რამდენი მეძებარი გაგიზრდია, ყველა ჯიშში არსებობს ძაღლი რომელიც თავის წარმომადგენლებში საუკეთესოა და არ გამოვრიცხავ შენ ასეთი გყავდეს, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია რომ სულ ტყუილად ედავები ამ პატიოსან ათას ძაღლგამოვლილ ხალხს. მე მინახავს ვეიმარანერი რომელიც სანადირო ძებნაში გამოდის და ისეთიც რომელსაც ეფციაის წესებით ტყის ქათმის შეჯიბრზე საპრიზო ადგილი დაუკავებია, საქართველოშიც ვიცი მინიმუმ 2 ვეიმარანერი რომელიც კარგი სანადირო ძაღლია(თუ საერთო ჯამში არ შევაფასებთ), მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვას აჯობებს.
ჩემო კარგო ადამიანო ამიტომ გვაქ საველე შეჯიბრები, რომლებსაც ხან კონტინენტალები იგებენ და ხან ბრიტანელები... აბანოს ამბავია ეგეც.. შავი და თეთრი ყოველთვის ნათლად ჩანს მერწმუნე. რამდენი ადამიანიც არის იმდენი აზრი არსებობს. მე პირადად ძალიან ახლო მეგობარს ვეიმარანერი ვაჩუქე იმიტომ რომ ვიცოდი მის ნადირობის სტილს ეს ჯიში შეესაბამებოდა. საერთო ჯამში კი ყველას ის ჯიში უყვარს რომელიც ყავს!
დამატებულია (17.08.2016, 17:08:43) --------------------------------------------- პ.ს. აი კურდღელზე კი ყველას მდევარი სჯობს-უბრალოდ სადავოა რომელი ჯიშის
აი კურდღელზე კი ყველას მდევარი სჯობს-უბრალოდ სადავოა რომელი ჯიშის
Quoteსამსონი ()
ვაიმარანერით ინადირებ კურდღელზეც და ფრინველზეც კარგათ
კურდღელზე ნადირობაში თუ დევნას გულისხმობ მაშინ დაივიწყე ეგ ამბავი და შემთხვევით კი ყველა დაგეშილი მეძებარი რომელსაც ყნოსვა აქვს ააგდებს კურდღელს. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
ქ.ქუთაისში გვყავს ეფსიაის საერთაშორისო ფედერაციაში დარეგისტრირებული 2 წლის ხვადი,შეჯვარების მსურველი შეგვეხმიანოს 577 19 28 09,კახა ციცვიძე.ძუ უნდა იყოს ასევე შესაჯვარებლად ვარგგისი და ხარისხიანი ძაღლი. ნემსაძე
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!