tarxana, barbaqadzenikolozi, არ დამიწერია არაფერი... რაღაც ხარვეზია მოდერატორებს ვთხოვ გაასწოროთ ეს ხარვეზი "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
მე უნგრულ ვიჟლას მივეცი ხმა, იმიტომ კი არა, რომ ყველა ჯიშს მირჩევნია, უბრალოდ ჩემი დაკარგული ლეკვი ძალიან მენატრება. როგორც ვიცით, ჩამოთვლილი ჯიშები იყოფა კონტინენტურ, რომლებსაც უნივერსალებს ეძახიან (კურცჰაარი, დრათჰაარი, ლანგჰაარი, ვეიმარი, ვიჟლა, ბრეტონი) და კუნძულოვან (ინგლისური პოინტერი და სეტერები) მეძებრებად, მათი ნადირობის სტილიც კარგად ვიცით, ამიტომ მე გავაკეთებდი უხეშ შედარებას, აი როგორც სახლისთვის ორი მანქანაა საჭირო - ჯიპი ცუდი გზებისთვის და სედანი ასფალტისტვის, ისევე უნდა გყავდეს ორი ძაღლი (თუ საშუალება არი), კონტინენტურიდან რომელიმე, რომელიც უფრო მოგწონს, რომელიც რთულ კლიმატში და გაუვალ ადგილებში თავგამოდებით დაგიდგება გვერდით და კუნძულოვნებიდან რომელიმე, რომლის გაშლილ მინდორში ქარივით ნავარდს, მაღალ ყნოსვას, საოცარ ნაბულს თვალს ვერ მოსწყვეტ.
ეხლა ისეთ რამეს გეტყვით არ დაიჯერებს ბევრი, გასულ წელს თოვლობაზე 2 ცალი ნუტრია დაახრჩო ჩემმა ინგლისურმა ერთ დღეს, ტუჩი კინაგამ მოაჭამა ნუტრიამ და არ მოეშვა, თან ჩემს და ძაღლს შორის კანალი იყო ვერ გადავდიოდი რო მომეშორებინა, თემასთან რამდენა ახლოსაა არ ვიცი მარა ასე იყო ეს ამბავი :) თუ ვინმეს აინეტერესებს ვიდეოც მაქვს.
solomon, სეტერის თემაში დადევი ეგ ვიდეო ძაან მაინტერესებს guguna, კარგი ვიდეოა! ტყის ქათამზე სეტერი ჩემპიონია! "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
ბიჭებო თქვენი დახმარება მჭირდება ,არასდროს მყოლია ძაღლი აუცილებლად უნდა მოვიყვანო შემდეგი სეზონისთვის, ვცხოვრობ კორპუსშიი და რას მირჩევთ რომელი ძაღლი მოვიყვანოო რათქმაუნდა ფრინველზე სანადიოდ, უნგრული ვიჟლა მყავს აკვიატებული და აბა დამეხმარეთ რა კორპუსის პირობაში რომელი ძაღლის ყოლაა უკეთესი
stoeger1, სახლის პირობებში ყვლა ერთნაირია თითქმის ყვლა მეძებარი ერთი და იგივე ზომისიზრდება ბრეტონულ ესპანიოლას თუარჩავთვლით და სპანილბს თუმცა სპანილები ნაბულს არაკეთებენ დანარჩეი უკვე პირადი გემოვნების ამბავია მე მაგალითად ინგლისურ სეტერს ვანიჭებ უპირატესობას გამოირჩვა ძებნით ყნოსით და რაღათქმაუნდა ნაბულით ჯერ მოვამრავლოთ მერე ვინადიროთ
ინგლისური სეტერი ანუ ლავერაკი სახლის პირობებში ცუდია იმით რო მაღალბეწვიანია და ბინაში ბეწვის გამო არაჰიგიენურია, სახლის პირობებში ისევ პოინტერი ჯობია, დაბალბეწვიანია და არც ბანალი ცვივა და სახლს არ მოგისპობს ბეწვით, და მწყერზე ჩემი აზრით ვერცერთი ჯიში ვერ შეედრება.. თუ რათქმაუნდა კორპუსში ბინას და იმენა ბინაში ძაღლის ყოლას გულისხმობ, თორე ეზოში რა პრობლემაა გინდ სეტერი გინდ პოინტერი ან კურცხალი.. ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
სპანიელი და პოინტერი მყავს (გადამრიე სისხლების არცერთი არაა). პოინტერის ნაბული რათქმაუნდა საოცრად ლამაზია, მაგრამ არანაკლებ მსიამოვნებს სპანიელის ნახტომები როცა ფრინველი აფრენის პიკზე ყავს. ნუ სპანიელის აყვანის მიზეზი ძირითადად ქათამი იყო, ნადირობაც ქათამზე დაიწყო და პირველი ნანახი ფრინველიც ქათამი იყო. მწყერზე და განსაკუთრებით ღალღაზე იდეალური გამოდგა, თუმცა მეგონა გაუჭირდებოდა. ყურადღება უპირველეს ყოვლისა
monadire_999, ისე ცნობისთვის, დაბალბეწვიან ძაღლს პროცენტულად უფრო მეტი ბეწვი ცვივა უბრალოდ შემჩნევაა რთული ზოგადად თუ ძაღლი ჯანმრთელია, თუ ვარცხნი, ბეწვს უწმინდავ მაშინ არცეთ ჯიშს არ აქვს პრობლემა ბეწვთან დაკავშირებით. ამ პოსტს სეტერისტის პოზიციიდან გამომდინარე არ ვწერ d.kakulia
ისე ცნობისთვის, დაბალბეწვიან ძაღლს პროცენტულად უფრო მეტი ბეწვი ცვივა უბრალოდ შემჩნევაა რთული ზოგადად თუ ძაღლი ჯანმრთელია
100%. პოინტერი რაც არ უნდა ჯანმრთელი იყოს,ბეწვი მთელი წლის განმავლობაში სცვივა და ყველაზე რთული ამოსაყვანია სამწუხაროდ.სახლის პირობებში კი ნებისმიერი მონადირე ჯიშის ძაღლი ურთულესი მოსავლელია. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
stoeger1, სეტერს და დრათჰაარს უფრო ნაკლებად სცვივა ბეწვი ვიდრე პოინტერს და კურცჰაარს. აქედან, ყველაზე მეტად შესამჩნევი პოინტერის ბეწვია, რადგანაც არის თეთრი ფერის უმეტეს შემთხვევაში, თორე კურცჰაარსაც მასევე ცვივა. ბეწვი ერთია და ეხლა სუნი: დრათჰაარს და სეტერს უფრო აქვს, ვიდრე კურცჰაარს და პოინტერს, მაგ მხრივ პოინტერი ყველაზე სუფთაა. სახლში ნებისმიერი ძაღლი რთული გასაზრდელია. ბეწვს რომ თავი დაანებო, სეირნობა უნდა ინტენსიურად არაა მეძებარი კანეკორსო და ბულდოგი, მარტო მოფსმას რომ დასჯერდეს :D , მინიმუმ 30-40წთ უნდა ირბინოს, ქალაქის პირობებში კიდე ათასი ინტრიგანია, ვისაც არ სიამოვნებს ძაღლის დანახვა, კიდე მაგდენივე მეზობელია ვინც ვერ იტანს ძაღლს... თავიდანაა კიდე ლეკვის გაზრდა კოშმარი, მანამ სახში მოსაქმებას გადაეჩვევა 4 თვემდე. მაგრამ ნაბულზე რომ გაიჭიმება შენი გაზრდილი მეძებარი, მერე სულ დაგავიწყდება ის სიძნელეები, რაც ძაღლის გაზრდასთანაა დაკავშირებული. მე ვზრდი სახლში პოინტერს თუ, რაიმე კითხვები გექნება, მზად ვარ დაგეხმარო. HOLLAND & HOLLAND
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!