[img][/img][img][/img] კიდევ ერთხელ მინდა ჩემო ბაზიერელო ძმებო ჩემი ლავერაკი ტობი გაგახსენოთ. ის ძალიან ჭკვიანი, ერთგული, ძლიერი და კარგი მონადირე იყო... ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
გადახედეთ ამ ფორუმს, ლეკვია დაკარგული... სურათებით ძალიან კარგი ლეკვია... ტელეფონის ნომერიც წერია და თუ ვინმეს გინდათ დარეკეთ... დიდხანს ვერ იცოცხლებს თუ ვინმემ არ წაიყვანა... ნიკა რაზმაძე
გამარჯობათ მონადირეებო.. გუშინ მომიკვდა სეტერი ძალიან ვინერვიულე შვილივით მყავდა გაზრდილი.. ეხლა მინდა ლეკვის აყვანა და სად შეიძლება ხომ ვერ მეტყვით? მადლობა წინასწარ.. g.labadze
გამარჯობათ მონადირეებო.. ახალბედა ვარ, 2წლის სეტერი მომიკვდა 2დღის უკან, შვილივით მყავდა გაზრდილი, ძალიან ვინერვიულე, ეხლა მინდა შევიძინო სეტერის ლეკვი და სად შეიძლება ხომ ვერ მიმასწავლით? მადლობა წინასწარ
დამატებულია (02.04.2012, 20:29:16) --------------------------------------------- რა ფასები აქვთ სავარაუდოთ იქნებ მითხრათ ან სადაა ეგ კლუბი? g.labadze
გადავირიე მოკლედ!!!! ისეთი მაგარი ყოფილა ინგლისური სეტერი ringo, არაფერი არაა მაგ სურათით ნათქვამი ეს ჯიში თუ არ შეისწავლე ისე ვერაფერს ვერ გაიგებ!!! ვილიამ ედუარდ ლავერაკის წიგნი თუ გაქ წაკითხული მანდ ნახავ რომ ამ ჯიშში დაინახავ 10 მონადირე ჯიშის ძაღლის თვისებებს და ქცევებს... ესდ არის ამოუცნობი ძაღლი რომელიც აღსავლეა მრავალფეროვნებით და ვერ გაიგებ როდის რას გააკეთებს და რა ინოვაციას შემოგთავაზებს.... აქედან გამომდინარე ესე კონკრეტულად უაზრობაა ამ ჯიშზე საუბარი
აქედან გამომდინარე ესე კონკრეტულად უაზრობაა ამ ჯიშზე საუბარი
ამ ჯიშზე საუბარი არასოდეს არ არის უაზრობა, რა კონკრეტული სურათი თუ სიტუაციაც არ უნდა იყოს! მაშინ ეგრე ყველა ჯიში უნდა შეისწავლო და ისე ისაუბრო მის შესახებ, რაც ირეალურია!
Quote (SAMO)
ვილიამ ედუარდ ლავერაკის წიგნი
რა ენაზეა ეს წიგნი?? "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
არაფერი არააა არარეალური!!! რაც ვიცით მარტო იმაზე თუ ვილაპარაკებთ მყარი აზრიანი და გამართული აზრით გვეშველება და წინ წავიწევით თორე ისევ ისე ვიქნებით როგორც აქამდე. რაც იცი იმაზე ღირს საუბარი მარტო და შეფასებების მიცემა სხვა დანარჩენს აზრი არ აქვს ეხლა ეგ პოსტი რამის მომტანია ან ავტორისთვის ან მკითხველისთვის??? ხო ეხლა რაც შეეხება "ამ ჯიშზე არასდროს არ არის საუბარი უაზრობა"_ გეთანხმები ამ ჯიშზე საუბარს არაფერი ჯობია ეს არის ის ჟიში ძაღლისა რომელიც საშვალებას არ გაძლევს ბოლომდე შეისწავლო მაგრამ საუბარს აზრი მაშინ გააჩნია როცა მყარი და რაიმე იოტის ოდენა ინფორმაციას მაინც თუ იძლევა... რა აზრი აქვს==== მაგარია !!! პოინტერი მეფეაა!! "ინგლისური სეტერი" (ლავერაკი) დედოფალია კურცჰაარი ჯადოქარია დრათჰაარი ყოვლის შემძლეას ძახილს??????? ანლოგიური იყო ეგ პოსტიც რაზეც მე გავაკეთე რეაგირება!!!!
ინგლისურად "THE SETTER" შეგიძლიათ წაიკითხოთ ძალიან ბევრს გაიგებთ და ისწავლით! მაგ წიგნში ეგრედ წოდებული შოუს ძაღლებზე, ძალიან სწარფ "ეხლა უკვე (დიდი ძებნის)", და მონადირე სტანდარტებზე ბევრი რამ წერია.
შეტყობინება დაამუშავა SAMO - ოთხშაბათი, 18.04.2012, 16:24:27
ამ სურათით ნათქვამია ამ ჯიშზე ყველაფერი! ულამაზესია!
შეიძლება რამე არასწორად ითქვა ამ პოსტში მარა არც ისეთი რამ ყოფილა რომ ამხელა აჟიოტაჟი გამოიწვიოს... თავიდან არავინ არაფერი არ იცის... ყველა თანდათან ვსწავლობთ და ვიაზრებთ... რაღაცას შეცდომით ვამბობთ, მცოდნე გვითითებს და ასე შემდეგ... იციით? ნება იბოძეთ და აგვიხსენით შესაბამისად და ჩვენც მივიღებთ ამ სწავლებას! ყოველგვარი ირონიისა და ცინიზმის გარეშე!!! ნიკა რაზმაძე
ინგლისური პოინტერის თემაში N 1079 პოსტი ნახე.... ჯერ ეს უნდა დაივიწყოს ყველამ და უნდა ამოიგდოთ თავიდან უჯიშო ძაღლები"გენიოსები"... უამისოდ არაფერს აზრი არ აქვს!!! ამ თემაშიც ბევრი ეწერა ასეთი რაღაცეები მაგრამ ბექას დახმარებით წაშლილია"რისთვისაც დიდი მადლობა" ...
SAMO, მე ვიცი რასაც გულისხმობ, მარა რამდენი თავიც არის იმდენი განსხვავებული აზრი და დაწერილის იმდენადვე განსხვავებული გააზრებაა, მაგრამ ყველამ პროფესიონალურ დონეზე ხომ არიცის ჯიში,ამიტო აღარაფერი თქვას?! მე ამას ვიძახი, თორემ მაგას რად უნდა რაიმეს დამატება რომ უძლიერესი ჯიშია.ნარევებზე საერთოდ საუბარი არ მაქვს. აღარაფერ კორექტივს არარ შევიტან, შენს მიერ ჩემი პოსტის გარჩევაში, არ ღირს...! "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
aleko, ნარევებზე და არაძაღლებზე საერთოდ არც უნდა ილაპარაკო...... ესა თუ ის ჯიში თუ არ იცი არ უნდა მისცე შეფასება მე მაგას ვამბობ!!! საერთოდ ლაპარეკი არ შეიძლებათქო მე ხო არ მითქვამს იმიტომ რო ყველა ესე სწავლობ საუბრიდან მოსმენით და კითხვით... ვისაც აინტერესებს და მართლა სწავლა უნდა ის წყნარად მშვიდად ზედმეტი რეპლიკების და არაფრის მომტანი პოსტებისგან თავს იკავებ ყველაფერს უსმენს კითხულობს აჯამებს აანალიზებს და როცა რაღაც ძირეულზე წარმოდგენა ექნება მერე დაიწყებს შეფასებების და შეხედულებების ლაპარაკს..... რამდენჯერ გაჟღერებულა ამ თემაში ასეთი რამ : მაგარი ძაLია ყველას ჯობია ოღონდ გრძელი ბეწვის გამო ვერ არ მომწონს და ვერ ვიყოლიებ!!! ამის პასუხი მოკლეა და კონკრეტული, სეტერს რო გრძელი და ხშირი ბანალი არ ქონდეს იქნებოდა პოინტერი და არა სეტერი, ვეგარ ინადირებდა ყველა სეზონზე და ყველა გარემო პირობაში...... ესე ემოციურად იმიტომ დავწერე ჩემი პირველი პოსტი რო უკვე დროა რო უფრო მეტად ვისწავლოთ ნადირობა და მისი ყველა შემადგენელი ნაწალი
უკვე დროა რო უფრო მეტად ვისწავლოთ ნადირობა და მისი ყველა შემადგენელი ნაწალი
SAMO, მეგობარო უკვე სხვანაირად გამოდის შენი პოსტის შინაარსი, ისე რომ ძალიან ბევრს ითხოვ ქართველი მონადირისგან. ნებისმიერი სფერო დამისახელე სადაც უფრო განვითარებული და მაღალ დონეზე არ მიდიოდეს პროცესები და არ ევლებოდნენ თავს, სახელმწიფოს მხრიდან__ნადირობა-თევზაობის გარდა! და სწავლაზე, დრო კი არა დაგვიანებულია, მაგრამ "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს". არ არსებობს ასეთუისე ქართული სამონადირეო ლიტერატურა სადაც შეიძლება მონადირემ განათლება მიიღოს, ერთი ორი "რაღაცაა" და ისიც უკვე ერთიდაიმავე ადგილს ტკეპნის და ეხლა შენ ითხოვ ყველა ვინც მონადირედ თვლის თავს ისწავლოს ნადირობის ყველა შემადგენელი ნაწილი___შეუძლებელია, ამ პერიოდში! შეგიძლია ერთი ორი ჩამოთვალო "ნაწილებში" მაგალითისთვის?! მერე ეგ ნაწილები მარტი მონადირე ჯიშებზე თავადაც ხომ იცი რამდენია?! აი , საიდან სად წავიდა პოლემიკა! ადამიანმა დაწერა რომ მართლაც ლამაზი სურათიდან ყველაფერია ნათქვამი ლავერაკზეო და შენ ეუბნები ჯერ შეისწავლე სიღრმისეულად, მარტო მაგის დაწერა არაფრისმომცემიაო. არამგონია ვერ მიმხვდარიყავი რა იგულისხმა "ამ სურათით ნათქვამია ამ ჯიშზე ყველაფერი! ულამაზესია! " ამ სიტყვებში... იქნებ
Quote (SAMO)
ვილიამ ედუარდ ლავერაკის წიგნი თუ გაქ წაკითხული მანდ ნახავ რომ ამ ჯიშში დაინახავ 10 მონადირე ჯიშის ძაღლის თვისებებს და ქცევებს...
იქნებ ჩამოთვალო ის 10 ჯიში, რაც ამ ძაღლშია გაერთიანებული? მართლა მაინტერესებს... "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
ისე,ერთი-ორი წიგნის წაკითხვა არაფერს ნიშნავს, თავს ნუ გამოიდებს ნურავნ მაინც და მაინც მცოდნეობზე!!!
ხოლო,ვინმეს თუ რამის ცოდნაზე პრეტენზია აქვს და თან გული შესტკივა ქართველი მონადირეების "უცოდინარობაზე", შეუძლია უფასო სალექციო კურსი ჩაატაროს და ამით "დაეხმაროს" ჩვენს უვიც და "სიბნელეში" (უსწავლეობა ხო სიბნელეა) მცხოვებ კოლეგებს !!!
ხოდა რინგოს ფოტოს და კომენტარს რაც შეეხება ჯერ კარგად წაიკითხე SAMO, და მერე დააკომენტარე!!!
Quote (ringo)
ამ სურათით ნათქვამია ამ ჯიშზე ყველაფერი! ულამაზესია!
ადამიანი წერს, რომ ნათქვამია ამ სურათით ყველაფერი, ულამაზესიაო!!! ხოდა დიდი ედუარდის წიგნი თუ არ აქვს წაკითხული,რატომგაც ვერ შეეძლებს რომ შეაფასოს ამა თუ იმ სეტერის სილამაზე? გასაკვირია პირდაპირ შენგან საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
არცერთი ვარგა ცალკე და არც მეორე, ორივე ერთნაირად საჭიროა.
ეგ თავისთვად ბექა :166: მაგრამ 1-2 წიგნის წაკითხვამ სხვბის დამცირბის და სხვებზე ირონიულად საუბრის უფლება არ უნდა მისცეს არავის,,ახალაზრდა პროფესორები თვალში არავის მოსდის ხოლმე, ეს ისე ზოგადად საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
მაგრამ 1-2 წიგნის წაკითხვამ სხვბის დამცირბის და სხვებზე ირონიულად საუბრის უფლება არ უნდა მისცეს არავის,,ახალაზრდა პროფესორები თვალში არავის მოსდის ხოლმე, ეს ისე ზოგადად
თან ინგლისურად, ესეც ისე ზოგადად... "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
1-2 წიგნის წაკითხვამ სხვბის დამცირბის და სხვებზე ირონიულად საუბრის უფლება არ უნდა მისცეს არავის
1-2 არა და ეგ რასაც შენ იძახი დაახლოებით 5-6-ს მერე მოდის. სიმშვიდე და სიდინჯე 10-20 წიგნის, ამდენივე ნამდვილი პროფესორის, ამდენივე ძაღლის და ამდენივე წლის მერე იწყება
აქ რო ვწერო ის რაც არის და როგორც არის პროვოკატორად და ბუნტის თავად გამოვჩნდები
SAMO, რატომ სამო??? რაც არი და როგორც არის წერე, კაცო,მაგას ვინ გიშლის? უბრალოდ ირონიას და ცინიზმს შეეშვი და უფრო მეგობრული ტონი შესძინე შენს პოსტებს,თუნდაც ზრდილობის გულისთვის მაინც, ან თუნდაც ხელოვნურად! . . .
aleko, ისე სანამ ინგლისური სეტერის შესაებ სალექციო კურსი იქნება, ინგლისური ენის კურსი ხომ არ ჩაგვეტარებინა "ბნელი" ქართველი მონადირეებისთვის, უფრო მომზადებულები რომ შეხვვდნენ ლექციას? საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
aleko, ისე სანამ ინგლისური სეტერის შესაებ სალექციო კურსი იქნება, ინგლისური ენის კურსი ხომ არ ჩაგვეტარებინა "ბნელი" ქართველი მონადირეებისთვის, უფრო მომზადებულები რომ შეხვვდნენ ლექციას?
fshavelo, რათქმაუნდა კარგი იქნება, რუსული და ქართული სამონადირეო წიგნები ხო დაბრდღვნილი გვაქვს და ეხლა ინგლისურებსაც მივაწვეთ.
"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
აი ამ სურათით და ამ გამოხედვით კი მართლა ყველაფერია ნათქვამი ამ ჯიშზე, რაც კი შეიძლება სურათიდან თქვა !!! საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
ეხლა მოვიყვანე პატარა ლავერაკი{პერი}ხვადი...........ჩემი ჯესის შვილი, შეჯვარებული მყავდა და ერთი ლეკვი როგორც ხვადის პატრონს ჩემი იყო.............25გახდება 1თვის, სურათებსაც დავდებ მალე........... ინადირე კულტურულად და დაიცავი მონადირის წესი, ნუ ინადირებ იმისათვის რო გაძღე და ჟლიტო...!
გამარჯობათ, ყველას. ვის რა მოსწონს გემოვნების ამბავია, კაცს დაევასა სურათი და თავისი აზრი გამოთქვა. ეხლა ვინც გააკრიტიკა მაინტერესებს, თუ ყავს ძაღლი რა ჯიშია, რა მიღწევები აქვს ან საერთოდ თუ გაუზრდია? მე პირადათ მყავს ინგლისური სეტერი ძუ, წლისა და სამი თვის, მყავს შოტლანდიელიც შვიდნახევარი წლის. ინგ-სეტერი ვინ ვერ ამოიცნო ისიც დაწერეთ, საინტერესოა.
აუ თვი გამისკდა :დ ყველა პოსტი წავიკითხე ჩემი აქ არ ყოფნის განმავლობაში ბევრი საინტერესო რამ დაწერილა .. კარგია ჯანსაღი კრიტიკა ეს ყოველთვის ამართლებს ^^
SAMO ეს სურათი მომეწონა ძან მე და თან ავღნიშნე რო ლამაზი ჯიშია-მეთქი.კიდო ისიც ვთქვი რო ნათქვამი არის ამ სურათით ყველაფერი-თქო.ჩემი სიმპატია დავაფიქსირე ამ სურათით ამ კონკრეტულ ჯიშზე, მგონი მაქ ხო ჩემი აზრის გამოხატვის უფლება?! შენ მეგობარო ამბობ რო მაგით არაფელი არა ნათქვამიო და ცინიმზს ურევ,როცა შენთვის არაფელი არმიკითხავს, მე კი გეტყვი რო შენ ბრატ! რა გაქ წაკიტხული და რა იცი საერთოდ არ მაინტერესებს! რა ინფორმაცია გაქვს და რა არა, ამ ჯიშთან დაკავშირებით რა ცოდნას ფლობ?! აქედან გამომდინარე თავშეკავება გამოიჩინე შენი ასეთი კომენტარებით როცა მე დავპოსტავ ბრატ! გასაგებია?! შენ რა იცი საერთოდ მე რამდენად ვიცნობ და რა ვიცი მაგ ჯიშის შესახებ? მე არმიკიტხავს შენთვის აზრის გამოხატვა და შენ მპასუხობ, რატო?! მეტი იცი გგონია? ნამეტანი თავდაჯერებული ხარ რაღაც მაშინ და ცდები, იმიტომ რო შენ არ იცი მე რა ვიცი და მპასუხობ . მგონი უცხო ვართ ერთმანეთისთვის, შენ რა-იცი მე რავიცი?! რომელ წელს გამოიყვანენ ეს ჯიში საერთოდ იცი?, მოდი ვთქვათ და იქნებ მართლა იცი ამ ჯიშზე ჩემზე მეტი რაღაც, მაგრამ ასეთი გამოხმაურება არშეიძლება მეგობარო!, აქ ჩვენ ყველა ერთი ვართ ასე როვთქვათ. მართალია პირადად ერთმანეთს ყველა არვიცნობთ მაგრამ ამ საიტის და ლინკების საშვალებით ყველა ერთმანეთს ამით ვიცნობთ. მე კიდო ერთხელ გირჩევ რო ასეთი უკითხავი პასუხებიდან და ასეთი პასუხებიდან საერთოდ თავი შეიკავო მეგობარო, პირადად ჩემთან,ეს თხოვნა იქნება ჩემი შენს მიმართ!. მგონი გასაგები უნდა იყოს შენთვის ყველაფერი ამით მეგობარო, ნამეტნავათ ნაკითხი და განათლებული კაცი ჩანხარ რაღაც შენ,შენი დაპოსტვებით და არ უნდა იყოს რამე მგონი გაუგებარი რასაც გწერ. @@@@@
ეხლა ვინც გააკრიტიკა მაინტერესებს, თუ ყავს ძაღლი რა ჯიშია, რა მიღწევები აქვს ან საერთოდ თუ გაუზრდია?
აი ეს მეც ძალიან მაინტერესებს!!! SAMO, ბატონო სამო, რა მიღწევები გაქვთ თვენ და თქვენ ძაღლებს საველეებზე თუ შეიძლება რომ გვითხრათ საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
გამარჯობათ ბაზიერელებო, ერთი შეკითხვა მაქვს, ლავერაკის ლეკვი მყავს, არის 1 თვის და 12 დღის, დაძახებაზე არ რეაგირებს, პატარაა ჯერ და ვერ ხვდება თუ სერიოზული პრობლემაა ნეტავ? თქვენ როგორ ფიქრობთ ვისაც ლაერაკი გყავთ? ადრეც მყავდა 3 თვის იყო, მომიკვდა სამწუხაროდ, იმასაც იგივე ხარვეზს ვამჩნევდი. დაწერეთ რამე თუ არ დაიზარებთ, თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა. წინასწარ მადლობა პატივისცემით ,,ჩინჩო,,
chincho სალამი,ლავერაკები მყავდა გამიზრდია ლეკვობიდანვე მაგრამ ასეთი რამ არცერთს არ ქონდა. პატარა არის ჯერ მგონი და თუ სახელის დაძახებაზე არ რეაგირებს საგანგაშო არაფელია მანდ. შეუმოწმე სმენა რამეთინ ხოაქ და გაიგებ. @@@@@
chincho არგაიტეხო გული მეგობარო ჯერ მაგით არაფელი არის, აცადე წამოიზარდოს ცოტა. პატარა არის.რამე ისეთი საგანი ნახე რო ხმაურიანი იყოს და დაკვირდი კარგათ რა რეაგირება ექნება. @@@@@
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!