royal canin starter maxi + ხაჭო (უცხიმო) + მაწონი (უცხიმო) + beapher top 10(ვიტამინია) 2 თვემდე ამ კვებაზე გყავდეს და 2 თვის შემდეგ როიალ კანინ ჯუნიორ მაქსი და ხაჭო რომ შეურიო ხანდისხან და კდიევ კარგი იქნება ხილს თუ ჩაურევ ხოლმე ჩახეხილს ვაშლს ან ბანანს და ა.შ
zrichila, გადასარევი პასუხია! არ იცის კაცმა და კითხულობს ამიტომ ყოველგვარი ირონიის გარეშე გაეცით პასუხი თუ გინდათ რომ ცოდნა გაუზიაროთ! რას ნიშნავს "იმდენზე უნდა გავიდეს ძაღლი მონადირისგან რამდენზეც სანადირო ობიექტია"??? თუ მინდორში ფრინველი მონადირისგან 100 მეტრით წინ ზის ძაღლი ასი მეტრით წინ უნდა გავიდეს??? მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
giohunt1982, ეგეც ხომ ვიცით რომ შორს გასვლა მინუსში არ ეთვლება. შეჯიბრებში მინუსი არ ეწერება როგორც ვიცი. და 100 მეტრით რომ გავიდეს და ნაბულს გააკეთებს თუ სხვაგან მწყერი არ არის ეგეც ცუდი ძაღლია თუ პატრონია ზარმაცი ან ზედმეტად მსუქანი. უნდა გავიდეს იქამდე სადაც სანადირო ობიექტია და უფრო ლავერაკი რადგან მეტად მოძრავი ძაღლია. ჩემი აზრია ეს და არასოდეს შეუწუხებივარ ძაღლის შორს გასვლას იმიტომ რომ ახლოს არ არის სხვა სანადირო ობიექტი. ჩემი ძაღლი ჩემი პარტნიორია და მასაც უნდა რომ ახლოს იყოს. წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
საერთოდ იტალიაში(ევროპაში) საველე შეჯიბრებზე 500 მეტრსაც გადიან თუ დაჭირდათ. ოღონდ ნაბულზე დადგომის შემდეგ სანამ პატრონი არ ეტყვის არ აკეთებენ მიტანებას.ამიტომ შორს გასვლა არაა ნაკლი . ნადირობა
zrichila, გასაგებია რომ შენი აზრია და შენ არ გაწუხებს, მარგამ ძაღლი უნდა გადიოდეს პარალელებზე მონადირისგან და არა წინ! რადგან ასეთი სვლით ძაღლი უფრო დიდ ფართობს ამოწმებს! მხოლოდ წინ რომ დადიოდეს ძაღლი, მონადირე რაც არ უნდა გამხდარი და მუხლმაგარი იყოს მაინც ძალიან მალე გასძვრება სიქა! ანუ ერთი მინდორის მთლიანად მოსაჩხრეკად წინ და უკან უნდა იაროს! მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
giorgi1998, ძამიკო ამ ევროპელებს ყველაფერში კი არ დაეჯერებათ! ძაღლი რომ მინადირისგან წინ 500 მეტრი გავა და იქ ნაბულზე დადგება, ეს შოუ და გამოცდა კი არა სუფთა იდიოტობაა! თან ეგ ამბავი არ გამოგვადგება ეტალონად საქართველოში მონადირეებს, რადგან რეალურად წარმოუდგენელი მგონია რომ მასეთი გასვლით ნორმალურად განადიროს ძაღლმა! მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
giohunt1982, იმას კიარ ვამბობ რომ ჩვენც მასე გავაკეთოთ. ჯერ არაა საქართველოში მაგის საჭიროება რადგან არგვყავს გუნდი რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე გადიან. და ჩვეულებრივ მონადირეს ეგეთი ძაღლი არაფრაფერში არ ჭირდება(არ გამოადგება)სისულელე არამგონია იყოს რადგან ეგეტი დონის მგეშავები სისულელეს არ გააკეტებდნენ(ჩემი აზრით) მეც არ მომწონს ესტეტიურად რომ ძაღლი 500 მეტრს გადის და ძლივს ხედავს მგეშავი მაგრამ სტანდარტებში შედის.
დამატებულია (18.02.2015, 19:32:24) --------------------------------------------- თან ჩვენთან რომც ძან მოვინდომოთ ძაღლი მაგდენს ვერ გავა იმითომ რომ მწყერზე ვნადირობთ და ეგ ფრინველი ყოველ 5 მეტრშია და ძაღლს არ უწევს მაგდენი გავიდეს ფრინველის საპოვნელად.
giohunt1982, გეთანხმები რომ აქ სხვა პირობები და ნადირობის სტილია. გამძლეობა და მოძრაობის სისწრაფე არ აკლია ლავერაკს.500 კი ნამეტანია. 100 მეტრი მაქსიმუმ ისიც როცა სეზონი მთავრდება და უკვე გრილა კიდეც. ისე საშუალოდ 20-25 მეტრია ჩემი მეგობრისთვის. წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
doreuli2000, სურათით ძნელია ძაღლის შეფასება მითუმეტეს ესეთი სურათებით. დააყენე პროფილში და სხვას გადააღებინე სურათი კარგად გამოჩნდება და შეფასებაც გაუადვილდება შემფასებელს.
ჩემი ინგლისური გადის იქამდე სანამდე მივცემ გასვლის უფლებას, პარაელელებსაც ხელით ვუთითებ მარჯვნივ და მარცხნივ, 5 წლის წინ კიდე იმდენი არ ვიცოდი რაც ეხლა წავიკითხე ბაზიერზე, აწე უკეთეს ძაღლს გავზრდი ისევ ინგლისურს და ისევ ჩემი ძაღლის ლეკვს
ანუ ზუსტად არ იცი სუფთაა თუ არა და პასუხიც ეგ არის! შეიძლება ნარევი აქვს სხვა ჯიში, დაბალ ბეწვიანი დრათჰაარი ვიცი მაგრამ სეტერი არა! მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
დღეს შევიძინე ლავერაკი, მანამდე მყავდა მხოლოდ კურცჰაარები იმედია ეს ინგლისელი მოლოდინს გამიმართლებს. ვისაც გამოცდილება გაქვთ გამიზიარეთ რამდენი თვიდან შეიძლება ამ ჯიშისთვის ბრძანებების სწავლება და როდიდანაა რეკომენდირებული მათი დაგეშვა? nadsan
nadsan, ორი თვიდან ელემენტარული ბრძანებების სწავლება შეგიძლიათ. დაგეშვა კი მოგვიანებით, 8-9 თვიდან. საერთოდ დაგეშვა სახლში იწყება! ანუ სახლში, ორი თვიდან დაწყებული წვრთნა გაგიმარტივებთ საქმეს როცა მინდორში გახვალთ. ანუ ლეკვი რომელიც ბრძანებაზე მყისიერად რეაგირებს და რომელიც უკვე სრულად ემორჩილება მგეშავს, მისი მინდორში მართვა გაცილებით იოლია და სწორად უფრო ადრე დაიგეშება ვიდრე ლეკვი რომლიც წაყრუების პოლიტიკას მიმართავს პატრონის ბრძანებებზე!
დამატებულია (29.03.2015, 16:44:47) --------------------------------------------- პს: ლეკვის წარმომავლობა? ანუ ვისი ლეკვია და ა.შ.
nadsan, 6 თვემდე რასაც ასწავლი ნებისმიერ მეძებარს ყველაფერი ავიწყდება და მერე ფაქტიურად თავიდან მოგიწევს ლეკვისთვის ყველაფრის სწავლება , ამიტომ მზანშეწონილია რომ მეძებრის გეშვა უფრო დიდი ასაკიდან დაიწყოს მონადირემ "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
5-6 თვის ლეკვი (თუ კარგ ჯანზეა) შეიძლება რო გაიყვანო კარგ ამინდში და 2-3 მწყერი ანახიო, მე მაგალითად ისე დამემთხვა უკვე მეორე ძაღლზე 5 თვის ასაკში გავიყვანე და ვანახე მწერი, შემდეგ სეზონზე უკვე წელიწად ნახევრის იყო და დაიგეშა, მანამდე იხვზეც მყავდა და ქათამზეც მაგრამ კარგ ამინდში და თითო ორ ორჯერ, არუნდა გადატვირთო.
ჩემი აზრი კი ის არის რომ 5-6 თვის ძაღლი უნდა ატორო მინდორსჰიმაგრამ იმ მიზნით რომ პეპლებს და ჩიტებს ეთამაშოს და მინდორს მიეჩვიოს მაგრამ ჯერ მოვამრავლოთ მერე ვინადიროთ
XXX, შენს ადგილზე ძუს ეხოსკოპიას გავუკეთებდი, რომ გამოირიცხოს მუცელში ლეკვის ჩარჩენა, საკმაოდ დიდი დროა გასული, დროულად ნახე, ძუ რომელსაც ლეკვები ყავს ასე მარტივად არ მოიწამლებოდა თუ ნორმალურ პირობებში არის
XXX, ზუსტად მასეთი შემთხვევა მქონდა მეც ლავერაკთან დაკავშირებით, შარშან წინ. გადასხმებით გამოიყვანა მდგომარეობიდან ვეტექიმმა,, გამოვა მდგომარეობიდან ნუ გეშინია. მერე კი შეგიDზლია წელიწადში 2 ჯერ (მე გაზაფხულზე და შემოდგომაზე ვაკეთებ) ბე კომპლექსი გაუკეთო,(ნებისმიერ აფთიაქში იყიდება) 2 გრამიან ამპულებშია, თითო ამპულა დღეში, სულ 5 დღე. იქნება ჯანმთელი და ამტანი. აბა გამოჯანმრთელებას გისურვებთ :166:
დამატებულია (08.04.2015, 12:52:56) --------------------------------------------- „უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.“
sulxani, არ გახსნა შენი ფოტოები თუ მე ვერ ვნახულობ?
დამატებულია (14.04.2015, 21:09:05) --------------------------------------------- sulxani, ერთი სურათი გავხსენი მხოლოდ, პირველი, კარგად გამოიყურება შენი ძაღლი! წარმატებებს გისურვებ გეშვაში.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!