მეგობრებო ასე 5, 6 თვის ლეკვი ხო არავის დაეკარგა ორთაჭალის ტერიტორიაზე ვნახე კერძოთ ორთაჭალ გესის ხიდთან მოვლილი ლეკვი ჩანდა ვერაფრისდიდებით ვერ დავიჭირე ახლო არ მიმიკარა ვიფიკრე სახლში წამოვიყვანდი და მერე პატრონს მოვძებნიდი მაგრამ სამწუხაროდ ახლოს არ მომეკარა და გაიქცა და ვეგარ ვიპოვე ნიკა რაზმაძე
ეგ ჯიში რო უაღრესად კარგია დავა მართლაც არ შეიძლება მაგრამ დასავლეთში კერძოდ კი ფოთში უჭირთ ადაფტაცია მე მყავდა უმაღლესი სუფთა სისხლის ირალნდიურები მაგრამ ფილტვების ანთება დაემართათ ორივე და აღმოსავლეთში გავუშვი ძან დამწყდა გული მაგრამ რას ვიზამდი :(:(
dudu-duda, იქნებ სხვა რამ იყო მიზეზი ფილტვების ანთებისა? охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
მონადირე, შეიძლება... მაგრამ დაყოვნება აღარ შეიძლებოდა და ამიტომ გავუშვით მთაში :(:( xarata, კი .. ჩემი ლეკვები ორივე თხელბეწვიანი გამოვიდა დედა არ იყო ეგეთი თხელბეწვიანი მამა იყო... მაგრამ ზამთარში რო დამყავდა პერელიოტზე უჭირდა მუშაობა ჯერ ერთი რო ლეკვი იყო და მეორე რო ციოდა.. ლავერაკს ეს პრობლემა არ ქონია რაც სიცივეს შეეხება პროსტა ეს იყო რო ღამის პერელიოტზე რო დადგებოდი ეს თეთრი ძალღლი ცოტა ხელის შემსლელიც იყო მაგრამ ერთმა ეს პრობლემაც გადაჭრა უბრალოდ ლავერაკი გადაღება :D:D:D
ირლანდიური სეტერი რასაც ქვია საქართველოში ძალიან ცოტათუა აქ რაც გვხვდება ამ ჯიშისთვის დამახასიათებელი ნიშნებით აღარ არის.პირველ სურათზე ნამდვილად ირლანდიურია
დამატებულია (09.11.2011, 20:27:29) --------------------------------------------- dudu-duda, ანუ საბოლოოდ წყალში(ზამთარში) რომელი ჯობია ლავერაკი თუ ირლანდიური?
xarata, ორივე კარგია მაგრამ ლავერაკი მაინც მაგარია რა მე რაც ეს ძაღლი მყავს წარმოდგენა სრულიად შემეცვალა... მე ვფიქრობ რომ ის ფაქტი რომ ირლანდიური სეტერი მოშენება ორი კუთხით მიმდინარეობს აკნინებს მის მონადირულ თვისებებს არ შეიძლება გაუმჯობესდეს ძაღლის ექსტერიერი იმ უნიკალური ნიშან-თვისებების დაკნინების ხარჯზე რომელიც უაღრესად ფასობს ამ ძაღლში მე გული მწყდება ნამდვილად იმიტომ რომ მაგრა მასიამოვნა ამ ჯიშმა.. ისე ზამთრში მე თუ მკითხავ იდეალურია გორდონი fshavelo, კი ნამდვილად გადაღება არ დამწვას პერელიოტზეო და :D:D:D:
დამატებულია (09.11.2011, 21:45:33) --------------------------------------------- აი ეს ძაღლი გადაღებეს :D:D:D
თქვენ მიუნ ჰაუზენზე გაქვთ ალბათ წაკითხული,ან მულტიკები ნანახი, ტყვია რომ გამოელევა და მუშტს რომ იხეთქავს თვალში,ისეა ზოგი მონადირის საქმე!!! ამას ის მიხვდება ვინც სიაფანტებს წერს საიტზე.დაწერე ის რაც გადაგხდა და რაც შენ გაგიკეთებია.ეს არის ყველა საქმეში სწორი მოქმედება მ.მელაძე
გრძელი და ხმელია. თავის ქალის კოთხო ყურებს შორის ოვალურია, კეფისკენ ცოტათი ვიწროვდება და მთავრდება ლამაზად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). წარბზედა რკალები რამდენადმე ზეაწეულია (გახელილია), რაც შუბლსა და დრუნჩს შორის შესამჩნევ გადასვლას ქმნის. თავის ქალის ხაზი დრუნჩის წიბოს პარალელურია და მასზე მაღლა დგას. დრუნჩი გრძელია, ხმელი და ზომიერად ღრმაა, ბოლოსკენ ოდნავ ვიწროვდება. ზედა ტუჩის (ლაშის) კიდე ლამაზად არის მომრგვალებული. ტუჩი თხელი და მშრალია, მჭიდროდ ეკვრის ყბას. ცხვირის ზურგი სწორია ან სულ მცირე კეხი დასდევს. ცხვირის წვერი ფართოა, მუქი წითელი ან კაკლის ხის მუქი მერქნისფერი ან შავი შეფერილობისაა. ლაშიც ცხვირის წვერის შესადარად უნდა იყოს შეფერილი. ნაკლი: სუსტად გამოხატული კინჩხი (კეფის კეხი); თხემის ძვლის კეფისაკენ დაფერდება; გადამეტებულად განვითარებული თხემ-შუბლის ძვლები; მკვეთრად გამოხატული ტიხარი (შუბლის კუთხე) _ ძლიერ მკვეთრი გადასვლა შუბლიდან დრუნჩზე; გადამეტებულად მსუბუქი თავი; ზედმეტად წამახვილებული დრუნჩი. ხინჯი: მოკლე, ფართო, ბრტყელი თავი; გადამეტებულად განვითარებული წარბზედა რკალები; მძიმე, აპრეხილი დრუნჩი; მომჩვარული, დაშვებული ლაშები; ვარდისფერი ან მღვრიე მარმარილოს ფერი ცხვირის წვერი.
ინგლისური სეტერის თავი თავი მსუბუქია, ხმელი, წაგრძელებული, აშკარად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). ზევიდან თუ დავხედავთ _ დრუნჩი თავის ქალის კოთხოზე ოდნავ ვიწ.როა; გვერდხედში დრუნჩისა და კოთხოს ზედა კონტურები სწორია და პარალელური. წარბზედა რკალები რელიეფურადაა გამოხატული. ტიხარი (შუბლის კუთხე) მკაფიოდ იკვეთება. თავის ქალის კოთხოს სიგრძე, დაახლოებით მისსავე სიგანეს (ყურებს შორის) უტოლდება. დრუნჩის სიგრძე კი კოთხოს სიგრძეს უნდა უთანაბრდებოდეს. ტუჩები თხელია; ზედა ტუჩი ქვედაზე მცირედით გადმოშვებული და ჩამოცილებულია. ზედა ტუჩის კონტური პროფილში სწორკუთხედს ქმნის, მომრგვალებული ძირა კუთხით. ძუებთან ეს მომრგვალება უფრო შესხეპილია. განიერი, ფართონესტოებიანი, ნოტიო ცხვირი ფერით სხეულის საერთო შეფერილობას ეხამება - ან შავია, ან ყავისფერი. ნაკლი: მოკლე, წამახვილებული, ჩამოფლაშული დრუნჩი. შესამჩნევად აპრეხილი ცხვირი; თვალშისაცემი ცხვირკეხიანობა; გაბრტყელებული კოთხო; ზედმეტად გამობურცული შუბლი; ყურებს შორის გუმბათივით ამომრგვალებული თავის ქალა. ხინჯი: ტიხრის არქონა; სოლისებური თავი; მკვეთრად გამოყრილი ყვრიმალები.
შოტლანდიური სეტერის თავი შოტლანდიური სეტერის ძაღლი მასიური, მაგრამ მშრალია. თავის ქალის ყუთი მოცულობითია, მაგრამ ოდნავ მომრგვალებული თხემით. გადასვლა შუბლიდან დრუნჩზე გამოხატულია. დრუნჩი მშრალი, ფართო, გრძელი, მართკუთხაა პროფილში შეხედვისას. ამ ჯიშის ყბები ძლიერია, ტუჩები ჩამოშვებული არაა, ცხვირის ბიბილო შავი ფერისაა. თვალები დიდია, მომრგვალებული ფორმის, სწორად განლაგებული, მუქი თაფლისფერი ფერის. ყურები დასმულია თვალების დონეზე ოდნავ მაღლა, ისინი ფართო, დაკიდებული, გრძელი და თხელია, დაფარულია გრძელი, სწორი ან ოდნავ ტალღოვანი ბეწვით.
ძალიან სერიოზული და დამჯერე ძაღლია..მე რაც მახსოვს ჩემი ბავშვობიდან ბიძაჩემი სულ წიტელ სეტერს ზრდის მაგის გარდა ძაღლი არ ყოლია...დამჯერე და ძალიან მომყოლი ძაღლია რასაც ეტყოდა ყვლაფერს აკეთებდა და აკეთებს :)) ალბათ ეგრე ადამიანი არ დაგიჯერებს... მე პირადად კმაყოპილი ვარ ამ ძაღლით.. ნუგახდები ბრაკონიერი !
არისტოკრატები არიან ირლანდიელები მაგარი ძაღლებია. შვიდი თვის მყავს ეხლა , სხვა რო არაფერი რო შემოგხედავს მარტო მაგით შეგაყვარებს თავს . სამი თვის იყო მოკლული მოლაღური ნახა და მომიტანა GAUFRTXILDET BUNEBAS DA VINADIROT KULTURULAD. B. GOGUADZE
არისტოკრატები არიან ირლანდიელები მაგარი ძაღლებია. შვიდი თვის მყავს ეხლა , სხვა რო არაფერი რო შემოგხედავს მარტო მაგით შეგაყვარებს თავს . სამი თვის იყო მოკლული მოლაღური ნახა და მომიტანა
SNAIPER, თუ შეიძლება, ქნებ მითხრათ 3.5 თვის ირლანდიური სეტერის ლეკავს აქვს ჩალისფერი ფაფუკი ბეწვი, შეიცვლის თუ არა ბეწვის ფერს, არის დედალი და მომცრო ტანის, ისე აქტიური. ამას წინათ მოკლული წყლის ქათამი მიუტა, მკვეათრი რიაქცი არ ქონდა. ბურთის მოტანზე კარგ მუშაობს. გამოვა რამე თუ შემომაპარეს.
დამატებულია (25.12.2011, 20:30:04) --------------------------------------------- aleko, უ შეიძლება, ქნებ მითხრათ 3.5 თვის ირლანდიური სეტერის ლეკავს აქვს ჩალისფერი ფაფუკი ბეწვი, შეიცვლის თუ არა ბეწვის ფერს, არის დედალი და მომცრო ტანის, ისე აქტიური. ამას წინათ მოკლული წყლის ქათამი მიუტა, მკვეათრი რიაქცია არ ქონდა. ბურთის მოტანზე კარგ მუშაობს. გამოვა რამე თუ შემომაპარეს.
დამატებულია (25.12.2011, 20:40:07) --------------------------------------------- dudu-duda, უ შეიძლება, ქნებ მითხრათ 3.5 თვის ირლანდიური სეტერის ლეკავს აქვს ჩალისფერი ფაფუკი ბეწვი, შეიცვლის თუ არა ბეწვის ფერს, არის დედალი და მომცრო ტანის, ისე აქტიური. ამას წინათ მოკლული წყლის ქათამი მიუტა, მკვეათრი რიაქცი არ ქონდა. ბურთის მოტანზე კარგ მუშაობს. გამოვა რამე თუ შემომაპარეს.
barami, კი შეიცვლის ჩემები თანდათან გაწითლდენენ წინა პოსტები დაათვალიერე და ლეკვებთან ერთად რომ დევს ძაღლის სურათი დააკვირდი და ნახავ რომ შეიცვლის.. თავიდან ჩალისფერი ქონდა ჩემებსაც მაგრამ ეტაპობრივად შეიცვალა და გაწითლდა
barami, წესით უნდა შეეცვალოს ფერი. ძაღლი თუ სუფთა სისხლისაა, გამოსვლა უკვე მონადირე-პატრონზეა დამოკიდებული..! წინა გვერდებიც დაათვალიერე. "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
--------------------------------------------- dudu-duda და PATARA-SAMO !! მიხარია,რომ ასეთი კარგი ბიჭები ხართ. სამეგობრო ძაღლები მართლაც კარგები შეგირჩევიათ. არ იფიქროთ ბრძენი ვინმე ვიყო და გარიგებდეთ, არა ბიჭებო, გამოცდილი კი მართლავარ. ხოდა არ არსებობს ისეთი ძაღლი მსოფლიოში, თქვენი ძაღლები რომ არიან. თუ ამას არ დაიჯერებ და ისე გაზრდი - მაშინ ბევრი აჯობებს მათ. პოინტერი, კურცხაარი, სპანიელი, სეტერი გამიწვრთნია და გეტყვით - მათ შორის ყველაზე კარგი ის იყო რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა და ყველაზე მეტ დროს მასთან ვატარებდი/ვგეშავდი/. მაგარი ძაღლები შეგირჩევიათ და აბა თქვენ იცით. ზოგი,რამ grenader21 -საც დაუჯერეთ. სხვათაშორის ი რ ლ ა ნ დ ი ე ლ ი ხალხიც საჯიშო და სანდოა.
აააუუუ! ეს რა მომსვლია - 2009 - 2010წლის მიმოწერაზე არ მიმიქცევია ყურადღება. ახლა ვიზედაც გწერდით დიდები იქნებიან. თუმცა საბოდიშო რა მაქვს - ირლანდიული სეტერი ჩვენი დასაწუნი ნაღდად არ არი.
ქრისტიანი.აღმსარებელი მართლმადიდებელი. არქიტექტორი;ეკონომისტი. მონადირე.ცოლშვილიანი. სახელმწიფო მოხელე. პ.პ.პ. - პატიოსანი;პატრიოტი;პროფესიონალი
9 ტვის არის ახლა ჩემი ირლანდიელი და დაიწყო უკვე ძებნა მაგარი მოძრავია, მკაცრი ხელი დაჭირდება ვატყობ ძაან ჯიუტია, სიცივეს რაც შეეხება მშვენივრად მეჯდა გვერძე იხვის პერელიოტზე არც წყალს ერიდება შავქატმებს ხო გამოღ წირვა ტუკი იყო სადმე არ დატოვა არცეთი. ვნახოთ მწყერზე რას იზამს კლასიკური მხარე როგორი ექნება GAUFRTXILDET BUNEBAS DA VINADIROT KULTURULAD. B. GOGUADZE
მე მყავს ირლანდიური სეტერი,ძუ,წელზე მეტის არის 2-ის გახდება სექტემბერში. პირველი ატეხვა უკვე იყო ატეხილი შემოდგომაზე და ამ გაზაფხულზე მინდა რომ შევაჯვარო.
თუ გყავთ მამალი სეტერი ახლოში შემეხმიანეთ,რუსთავში ვცხოვრობ და თბილისშიც არ არის პრობლემა აქ თუ არ მოიძებნა მამალი სეტერი. არ ვიცი მაილზე მომივა თუ არა შეტყობინება, ამიტომ აქ დავწერ მაილსაც და ტელეფონსაც:
ზურა, საგვარეულო გაქვთ? охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
არ გვაქვს და სავარაუდოდ არც ვაპირებ, იმიტომ რომ ნაკლებად შესაძლებელია რომ მშობლებს ქონოდათ საბუთები :) ისე ნამდვილად სუბთა სისხლისაა, არცერთი ნაკლი არ მოეძებნება გარეგნულად რაც ირლანდიურს შეიძლება ნაკლად ჩაეთვალოს. კოკერი რომ იყოს სასიძოების რიგი მექნებოდა თან ლეკვსაც არ მომთხოვდნენ, მაგრამ ირლანდიური გაცილებით იშვიათი ძაღლია, თან გამოფენისთვისაც არ ვფიქრობ მომზადებას.
სანამ ატყდება მინდა რომ სასიძოს ვანახო თავის ტერიტორიაზე, როგორც ამბობენ ხვადი თავის ტერიტორიაზე უფრო თავდაჯერებულიაო. რომ ატყდება თავის დროზე შევახვედრებ 2 ჯერ, ოღონდ ერთია რომ გამოცდილი ხვადი მინდა იყოს, აქამდე ამერიკული კოკერი მყავდა და ვერაფერს ვერ უშვებოდნენ ახალგაზრდა კოკერები, ხოდა რომ ამიცრუვდა გული არცერთხელ აღარ მიმიყვანია ხვადთან ისე დაბერდა და გარდაიცვალა.
თუ არის კანდიდატურა იქნებ დაგვიკავშირდეს მე და ლესის :)
Potelski თუასწავლი ივარგებს. თქვენსკენ მყავს ნანახი ბევრს ყავს, არიან შენახვედრი ნადირობისას და საკმაოდ კარგად მუშაობენ,. შეუძლიად,.ასე შემიძლია რო დავახასიათო მოკლედ,. ჩემ წყაროს თუ დაენდობით,აიყვანეთ. კარგი ჯიშია @@@@@
ლაბრადორის და დრათჰაარის მერე გორდონი და ირლანდიური იყოფენ ადგილებს გამძლეობაში,(ჭაობში და სიცივეში)მე მყავს 10 თვის და ჯერჯერობით მშბვენივრად უძლებს სიცივეს და წყალს. GAUFRTXILDET BUNEBAS DA VINADIROT KULTURULAD. B. GOGUADZE
მეც მყავდა ადრე კარგი კიარა მართლა მაგარი იყო,ყველას ჯვარი გიწერიათ ჩუმა დაემართა,7 თვის იყო ნაბულზე ამიფრინა მწყერი და მომიტანა კედეც,გასაოცარი ჯიშია მე პირადად შეუწყობდი ხელს მათ გამრავლებას გიყვარდეს სულიერად ყოველივე,ცნობდე და გახსოვდეს ნაკვალევი რათა მომავალმა უკეთესი მოიმკას მისგან. ს.შენგელია
რამდენიც გინდა ძამი მაგრამ არ იქნება იაფი სიამოვნება. კლუბი უნდა ნახო რამე და გამოაგზავნინო , გარკვეულ ტანხაში პირდაპირ აეროპორტში დაგისვავენ.არადა ნამდვილად ჭირდება საქართველოს ირლანდიურები.ძაან ბევრი მოყვარული ყავს ამ ჯიშს და უჯიშობის გამო სხვა ჯიშებზე გადადიან. GAUFRTXILDET BUNEBAS DA VINADIROT KULTURULAD. B. GOGUADZE
pirali, ხომარიცი რომელი საიტებია და როგორ დავუკავშირდე და რა დამიჯდება ეს სიამივნება ან მე პირადად რო ჩავიდე თურქწთში და ჩამოვიყვანო თუ შეიძლება z.dzneladze
არ ვიცი რატო არ მოწონტ ამ დზაგლის ნადირობა, მე ბევრჯერ მინახავს ეგ დზაგლი მაგრად რო ნადირობდეს, ტან ცჰემს რამოდენიმე ნაცნობსაც ყავს და დზაან მაგრები არიან.
monadire11 ეს უკვე კარგია, რეგიონებში ყავთ კიდო ბევრს, ზოგს სუფთა ზოგს არაუშავს, მაგრამ არ ჩანს კიდო ძაღლები ამას ვიძახი, მე.თანდათან მოიკიდოს იქნებ ამ მშვენიერმა ჯიშმა უფრო ფეხი ჩვენთან. @@@@@
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!