სკს და აკმ ის ტყვიებს შორის სხვაობა რა არის. მე მგონია რო ერთი და იგივეა. მიზანში სროლითაც 50 მეტრში ერთნაირი შედეგი მივიღე მე პირადად. 10 ცალი სკს და 10 აკმ დანომრილ მიზანში და რა ვიცი ერთნაირად დჯდა თითქმის.
არც ისე პატარა მანძილია მიზანში სიზუსტის განსაზღვრელად. ისე კი ვიცი რო 200 -300 მეტრი აქვსოპტიკით სროლის სიზუსტე
დამატებულია (19.08.2010, 11:36:34) --------------------------------------------- მაგრამ უფრო სამხედრო იარაღად მიმაჩნია და უპირატესობას კარაბინებში მოსინს ვაძლევ. მაგარია მოსინი. 7-62 54. უხ.. გლეჯავს. ფირმები ხო მაგარი თოფებია, უზუსტესი მაგრამ ეს ძაან მიყვარს ეს დალოცვილი. შეუცვალე კონდახი, დაუყენე მაგარი ოპტიკა და დაუშვი. რომელი შეედრება ქრომირებულ მოსინს არ ვიცი
სკს არის საშვალო ზომის ცხოველებზე სანადიროდ, მგელი შველი არჩვი ღორი , დათვზე და ჯიხვზეც ხმარობენ მაგრამ ხშირ შემთხვევაში დაჭრილი გაურბით და მას ბრაკონიერები ჩადიან
დამატებულია (27.12.2010, 22:51:53) --------------------------------------------- ჯიჯვი და დათვი დიდი ზრდასრული ვიგულისხმე რომლებსაც ახლო მანძილში ქვე აჩერებს ესკაესიც მაგრამ ოდნავ მოშორებით უჭირს
სროლა თუ იცის კაცმა ცოტა მოშორებითაც გააჩერებს და დიდი მოშორებითაც. შენ იარაღს უნდა ფლობდე და ეგაა რა. თან 10 ტყვია გაქ და და არც თუ ისე ცოტაა. დათვს 200 მეტრში არ უნდა აუტეხო სროლა კიდე თორე რა პრობლემაა დათვის და ჯიხვის მოკვლა სკსით.. კარგი მონადირე სკსით საქართველოში ყველაფერზე გამოიყენებს აქვს ამ იარაღს საამისოთ ყველა ის თვისება,ასე რომ აქ უფრო მონადირეზეა ლაპარაკი ვინ როგორ გამოიყენებს იარაღს...
რავიცი ხალხო მე ბევრი წავიკითხე აქ და უცოდინარ ადამიანს ნამდვილად აერევა თავგზა ამ ნაწერებით, მოსინი როგორც იარაღი ზუსტია მაგრამ მალე უვარგისი ხდება, ეგ გამოვცადე, სკს რაც შეეხება მონადირის საუკეთესო იარაღია ჩემი აზრით, პრაკტიკული მოხერხებული საიმედო და 300 მეტრამდე ძალიან ზუსტი, კი ნამდვილად მსუბუქი ვაზნააქ მაგრამ თავის საქმეს იდეალურად აკეთებს, ეგ მონადირეზეა დამოკიდებული რა მსროლელია, ადრე ბევრი ვარკვიე სკსზე სანამ ვიყიდიდი და ბევრმა ცუდი მითხრა, მაინც ვიყიდე და 100% ვადასტურებ რომ არ ვნანობ, რასაც ვესროლე ჯერ არც ამიცდენია და ვერც გაიქცა, მე პირადად როცა გაიცვითება ისევ ამას ვიყიდი,
სკს რაც შეეხება მონადირის საუკეთესო იარაღია ჩემი აზრით,
საუკეთესო ნამდვილად არ არის! სკს-ი საერთოდ არ არის სანადირო კარაბინი, მაგრამ უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებენ. დღეს, როცა ასე გაძვირდა სკს-ი, პატარა ფასნამატით ბევრად უკეთესი კარაბინის შეძენა შეიძლება. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
კი გეთანხმები სკს 1000 ლარზე მეტი არუნდა იყოს, ძალიან გააძვირეს თან სანადირო არაა მაგრამ ბევრ სანადიროს მირჩევნია, რის საშვალებაც გვაქ ისუნდა მოვირგოთ თორე კაარგი კი ვიცი რაცაა :) ამ იარაღს იმიტო ვაქებ რო 1000 ლარამდე თუ შეიძენ გამძლე სანდო და მოხერხებულია, მაგ ფასში ნამდვილად არ შევადარებ სხვა იარაღს.
დამატებულია (17.06.2016, 14:06:26) --------------------------------------------- ბიჭებო ხომარიცით ვინმე ვინც სკს ის ლულას ცჰამოიტანს საზღვარგარეთიდან. ლულა მინდა შევცვალო რადგან დაზიანებულია და შესაცვლელია
minchanin, ლულის ბოლოს დაახლოებით 10 15 სანტიმეტრზე ლულის შიგა დიამეტრია გაფართოებული. არიყო ხრომირებული და ალბათ დაცვთა კოროზიის გამო
ერთ რჩევას მოგცემ. გამოჭერი სქელი ნაბდის პიჟი, ლულის დიამეტრის. შემდეგ ჩატენე ეს პიჟი ლულაში წინიდან დაახლოებით სამი სანტიმეტრის სიღრმეზე. შემდეგ შიგ (ლულაში) ჩაასხი გამდნარი ტყვია. იდენი, რომ გავსებას დააკლდეს დაახლოებით 1 სანტიმეტრი. ნუ გეშინია. ამით ლულას მეტად ვერ გააფუჭებ. ანუ ჩასხმული ტყვიის სიგრძე იქნება 2 სანტიმეტრი. გაცივების შემდეგ, ჯერ საგილზედან ჩაასხი ცოტაოდენი ტრანსფორმატორის, ან სხვა თხელი ზეთი, რათა ლულის სიგა კედლები იყოს დაზეთილი, ხოლო შემდეგ, ნელ- ნელა, შომპოლით მიაწექი ტყვიას საგილზის მიმართულებით, და დააკვირდი აქვს თუა არა "პრასკოკები". ანუ რამდენად ერთნაირი მიწოლის ძალით გადაადგილდება ტყვია ლულაში. შემდეგ, როცა ის საგილზეში გამოვარდება ყურადღებით დაათვალიერე ნარეზები. თუ ნარეზები არ ვარგა (უნდა იყოს მკაფიოდ და ერთნაირად გამახატულები), და ჰქონდა "პრასკოკი", მაშინ ნამდვილად ლულაა შესაცვლელი. სხვათა შორის მაიმარკეტზე იყიდებოდა სკს-ის ლულა არც თუ ისე დიდი ხნის უკან. 350 ლარი ღირდა.
გააჩნია რომელს გულისხმობ. შავი კონდახი რომ არის სვდ-ს სტილში ხის კონდახზე უფრო მძიმეა ყოველ შემთხვევაში წონის გამო არ ღირს შეცვლა გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
არანაირად არ შეამცირებს , თუ არ გაზარდა. ძმაკაცს ქონდა და ვიცი გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
ბიჭებო არ გეწყინოთ მაგრამ ჩემი აზრი ასეთია: სკს სანადირო შაშხანა არაა ამიტომ ნადირობისთვის ყველაზე ცუდი შაშხანაა,სულ ცოტა თანხის დამატება და ბევრად უკეთესის შეძენაა შესაძლებელი და საერთოდ დროა უკვე საბჭოთა კავშირის დროინდელი იარაღი შეიცვალოს ახალი ევროპულით თუ თანხის საშუალება არ გვაქვს მისი ალტერნატივა ჩზ მგონი იდეალურია თავის ფასში
დამატებულია (17.09.2016, 01:53:05) --------------------------------------------- სკს ის მთავარი მინუსები: 1)წონა 4 კილოგრამი რაც ძალიან ბევრიაა, 2) სუსტი კალიბრი სანადიროთ 3) ყველას აქვს მოკლე კონდახი და მფლობელის 90% ან აგრძელებს ან უცვლის კონდახს,.... ეხლა პლიუსები: საიმედოობა და გაბარიტები 1 მეტრია მისი სიგრძე და ტყეში ადვილი სატარებელია
stoeger1, ისე მეც არ მომწონს 8წელია მაქვს და თითქმის არასდროს არ გამომიყენებია სანადიროთ მძიმეა და არაკომფორტული. საიმედო გამძლე კი არის მაგრამ მე ვერაფერში ვიყენებ ამ ყველაფრის გამო არ მსიამოვნებს ამ იარაღით ნადირობა. ბ.თოთაძე
ორიოდე სიტყვას არც მე დამამადლით იმედია. მე პირადად ეგ იარაღი მომწონს. ვინაიდან "მოწონება" ძალიან სუბიექტურია იმედია არ გამკიცხავთ. აქ იყო ნახსენები "სუსტი კალიბრი". ჩემი აზრით არც თუ ისე სუსტია. ექსპანსიური ტყვიებით 250-300 მეტრამდე საკმაოდ ეფექტურად მოინადირებ საქართველოში გავრცელებულ ყველა ნადირს. რა თქმა უნდა არსებობს უფრო ძლიერი კალიბრებიც, მაგრამ ფასი? სიზუსტე - ალბათ ბევრმა ფორუმელმა იცის, რომ მე ვაწარმოებ ოპტიკის დაყენება- გასწორებას (მისროლით). და შეხება მქონია ბევრნაირ კარაბინებთან. ამიტომ მინდა ვთქვა, რომ ნორმალური ტყვიებით, ნორმალური (არა "ნახმარი") სკს-ი საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა 250 მეტრში. სხათა შორის 300 მეტრამდე თითქმის არც ერთ, გასასწორებლად მოტანილ კარაბინს არ "გაუქაჩავს". სიზუსტის კრიტერიუმი მაქვს არჩეული ძალიან მარტივი - როდესაც ტყვიის მოხვედრის გაბნევა გამოდის თაბახის ფურცლის ნახევრის ფართიდან უფრო შორიდან სროლას, ან შორი მანძილიდან გასწორებას აზრი არ აქვს. და ძირითადად კარაბინების უმრავლესობის ვარგისიანობამ (ამასთანავე ერთად გამოყენებული ოპტიკების ვარგისიანობამაც) 250 მეტრს ვერ გადააჭარბა. და, სკს-ი (როგორც ზემოთ ვახსენე "ნორმალური") ამ მანძილს კარგად "ამუშავებს". სხვათა შორის "საიგა" 200 მეტრს ვერ აცდა. და, ბევრმა, საქართველოში გავრცელებულმა ბრენდებმაც "ბენელი", რემინგტონი", "ჩზ" ვერ გადაბოჯა 250 მეტრიან ზღვარს. საიმედოობა- ნამდვილად კარგია. ასევე დადებითად შიძლება ჩავთვალო, რომ არის პოლუავტომატი. ფასი - არც თუ ისე ძვირია ანალოგებთან შედარებით. უარყოფი - კონდახი. თუმცა მინახავს სვდ-ს მსგავსად პისტოლეტის ტიპის ხის კონდახი, საკმაოდ ერგონომიული და ლამაზი. ვფიქრობ მოკლედ დავწერე ის რისი თქმაც მინდოდა. ჩემი აზრით, სკს -ი კარგი კონდახით და ექსპანსიური ტყვიებით კარგი იარაღი იქნებოდა 300 მეტრამდე საშუალო ზომის, და 400 მეტრამდე დიდ ნადირზე სანადიროდ. და, კიდევ ერთი ნაკლი რაც ნამდვილად აქვს და გამომრჩა - სიმძიმე. ამას ვერაფერს უზამ. მე, როგორც უკვე ავღნიშნე ვაპატიებ. ეს არის ჩემი აზრი. არ გამოვრიცხავ, რომ სხვებს სხვა აზრი ქონდეთ. ყველას მიმართ პატივისცემით. ასევე არ ვაკონკრეტებ ბევრ გავრცელებულ ბრენდებს, რომლებმაც "თავი შეირცხვინეს".
minchanin, საიმედო და გამძლე ნამდვილად არის ძალაც ნორმალური აქვს მე ამ იარაღის კონდახი და წონა არ მომწონს. სხვა დანარჩენს რა უშავს. 200დან 250 მეტრემდე არის ჩემი ესკაესი გასწორებული და მშვენივრად ისვრის მიზანში. ბ.თოთაძე
თუ იცით ვინმემ რომელი სკს-ი კობია კალიბრს რომ შემოაქვს 50-იან წლებში გამოშვებული სკს თუ მოლოტის ქარხნი ახალი გამოშვება (მოგეხსენებათ მოლოტი ახლაც აწარმოებს სკს-ს) და რა სხვაობაა მათ შორის?
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!