23:43:15
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
SWD
Telaveliდრო: კვირა, 19.10.2014, 15:19:17 | შეტყობინება # 1
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 51
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აბჭოთა წარმოების სნაიპერული შაშხანა СВД ( Снайперская Винтовка Драгунова – დრაგუნოვის სნაიპერული შაშხანა) კონსტრუქტორმა ევგენი დრაგუნოვმა მეოცე საუკუნის სამოციანი წლების დასაწყისში შეიმუშავა. აღნიშნული სნაიპერული შაშხანის დიზაინი უკვე აპრობირებული იყო – ი. დრაგუნოვს ის უკვე გამოყენებული ჰქონდა თავისსავე შექმნილ სპორტულ შაშხანებში.

ახალი სნაიპერული შაშხანა საბჭოთა არმიის შეიარაღებაში 1963 წელს მიიღეს როგორც ქვეითთა ძირითადი სნაიპერული შაშხანა. ახალი შაშხანით მოძველებული სიმონოვის СКС-ის ტიპის თვითდამტენი კარაბინის ჩანაცვლება მოხდა წითელ არმიაში. ცოტა ხნის შემდეგ შაშხანა ასევე შევიდა ვარშავის პაქტის წევრი ქვეყნებისა და საბჭოთა კავშირისადმი ლოიალურად განწყობილი ქვეყნების არმიათა შეიარაღებაშიც. 1963 წლის შემდეგ შაშხანამ მონაწილეობა თითქმის ყველა ომსა თუ კონფლიქტში მიიღო, სადაც СВД-მ თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა. ამჟამად სნაიპერული შაშხანა 50-ზე მეტი ქვეყნის არმიისა და პოლიციის შეიარაღებაში იმყოფება.

დრაგუნოვის სნაიპერული შაშხანა, საბჭოთა კავშირის/რუსეთის გარდა ლიცენზიურად იწარმოებოდა ჩინეთის და ირანის მიერ. ჩინური წარმოების შაშხანები Type 79-სა და Type 85-ის სახელით არის ცნობილი, ხოლო ირანული СВД, თავის მხრივ, ჩინური Type 79-ის ზუსტი ასლია.ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები

კალიბრი

7.62 მმ

ვაზნა

7.62 x 54R

ზომები და წონა:

სრული წონა (ცარიელი მჭიდით)

3 700 გრამი

სრული მასა (ოპტიკური სამიზნითა და ცარიელი მჭიდით)

4 300 გრამი

სრული სიგრძე

1 225 მმ

ლულის სიგრძე

620 მმ

საცეცხლე მახასიათებლები:

ტყვიის საწყისი სიჩქარე

830 მ/წმ

სროლის ტემპი

35 – 40 გასრ./წთ

პრაქტიკული სწრაფსროლა

3 – 30 გასრ./წთ

მჭიდის ტევადობა

10 ვაზნა

სამიზნე მანძილი

1 200 მ

ეფექტური ცეცხლის სიშორე

800 მ

ეფექტური ცეცხლის სიშორე ოპტიკით

1 300 მ სროლის ეფექტური მანძილისა და ტყვიების გაფატვის ცხრილი

ეფექტური სროლის სიშორე

სამიზნის ტიპი

მანძილი

ადამიანის თავის ზომის სამიზნე (R=15 სმ)

350 მ

ტორსის ზომის სამიზნე (R=25 სმ)

430 მ

სრული ზომის სამიზნე (R=75 სმ)

640 მ

ტყვიების გაფანტვა

მანძილი

გაფანტვა

100 მ

36 მმ

300 მ

108 მმ

600 მ

240 მმ

800 მ

320 -360 მმ

1 000 მ

480 – 560 მმ

დამატებულია (19.10.2014, 12:53:26)
---------------------------------------------
თუ გქონიათ ამ იარაღთან შეხება ვინმეს ... და რამდენად პოპულარობით სარგებლობს იგი საქართველოში/ ? მე პიარადად ამ იარაგის დიდი ფანი გახლავართ

დამატებულია (19.10.2014, 14:19:17)
---------------------------------------------
ასევე საინტერსოა სამარტლებრივი ნორმები გაფორმება ტარებას თუ ექვემდებარება ?


kaxelosso
 
antibrakonierდრო: პარასკევი, 27.03.2015, 14:21:32 | შეტყობინება # 2
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 8
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამ იარაგზე მაგრატ ვაფანატებ:-)
მინდა რომ შევიძინო და კანონიერად
შესაძლებელია ნეტავ ნადირობაა ამ იარაღით


zaza lacabidze
 
tyupi007დრო: პარასკევი, 27.03.2015, 16:41:46 | შეტყობინება # 3
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 363
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ალბათ minchanin ი გაგვცემს პასუხს.ეს კაცი ასწორებს ამ იარაღებზე პრიცელს და ალბათ ეცოდინება ბევრი რამ მის შესახებ gimili

bazieri.ge
 
giiiiviდრო: პარასკევი, 27.03.2015, 17:18:54 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 572
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
antibrakonier, ამ იარაღით რაზეც უნდა ინადირო იმაზე არ შეიძლება ნადირობა და მწყერზე და იხვზე რო არ წახვალ სანადიროთ ეგ ხო ისედაც იასნია, გაფორმებით ფომრდება მე როგორც ვიცი დღეს-დღეობით ისეთი კანონია რო ყველაფერს გაიფორმეებ.
 
minchaninდრო: შაბათი, 28.03.2015, 20:29:03 | შეტყობინება # 5
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote tyupi007 ()
ალბათ minchanin ი გაგვცემს პასუხს.ეს კაცი ასწორებს ამ იარაღებზე პრიცელს და ალბათ ეცოდინება ბევრი რამ მის შესახებ

კერძოდ ორ ერთეულთან მქომდა შეხება.
სიზუსტემ 100 მეტრზე, ზემოთ ხსენებულ 36 მმ-იან ჯგუფს ვერ მიაღწია. შეიძლება ვაზნების ბრალი იყოს. რადგან ორივე შემთხვევაში გამოყენებული იყო არა სვდ-ს სნაიპერული ვაზნები. ისე კი თითქმის სიგარეტის კოლოფში ჩაეტია. 250 მეტრზე თაბახის ფურცლის 2/3 -ში ჩაეტია. რაც პრინციპში არც თუ ისე ცუდია.
საკმაოდ საიმედო იარაღი მგონია. ცოტა მოუხერხებელია სწრაფად დასამიზნებლად. ნუ... რა ვიცი. მე პირადად დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი მაგ თოფს.
მართალია სიზუსტეში ბემელს (9,3-62) ვერ აჯობა, რომელიც 100 მეტრში 40 მმ-იან ჰგუფში თავისუფლად ჩაეტია. მაგრამ ვაზნების ფასი თითქმის 4-ჯერ მეტია.
ასეთია ჩემი მოკრძალებული აზრი.
 
akson777დრო: შაბათი, 28.03.2015, 22:00:30 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
minchanin, სვდ რა ღირს დაახლოებით (ახალი)?? შენ გეცოდინება მეგობარო.

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
Shooterდრო: შაბათი, 28.03.2015, 23:09:36 | შეტყობინება # 7
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 76
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
____dd მოგესალმები მეგობარო, გეტყვით რომ ეგრეთ წოდებული სვდ ანუ რო გავშიფროთ (სნაიპერსკი ვინტოვკა დრაკუნავოი)ანუ ქართულად სნაიპერული შაშხანა დრაგუნოვის. ევგენი დრაგუნოვმა 1958 წელს წარმოადგინდა მისი კონსტრუქცია 1963 წელს დაიწყო გამოშვება ( კალიბრი 7.62x54 .ლულის ნაჭდევების რაოდენობა 4 ნაჩდევი.იარაღის სრული მასა 4.5. მაქსიმალური სამიზნე მანძილი 1220 მეტრი. ახლო დამიზნების მანძილი 610 მეტრი. ტყვის საწყისი სიჩქარე 830 მეტრი/წამში. ტყვიის მაქსიმალური სიმძლავრე 1300 მეტრი/წამში,მჭიდის ტევადობა 10 ვაზნა+1. ბევრს აგარ გავაგძელებ ოპტიკაზე შორს წავალ ზაან და მინდა გითხრრა რო მაგარი ხაფანგი იარაღია ვიზუალმა არავინ შეგაცდინოთ სვდ-აქვს 4 სახეობის ვაზნა ფუჭი, საბრძოლო, მგეზავი ,საიმიტაციო,რაც შეეხება საბრძოლო ვაზნას პკის და სვდ-ს ვაზნა იგივეა და მეტ წილად პკის ვაზნებს ვიყენებთ რასაც სიზუსტე აქ მეტი და რატო? უფრო მძიმეა და მეტი ფოლადიაქ და რაც უწერია გაფანტვა მეტრებში არასწორია ძაან ფანტავს ვაზნებს და რატო მისი კონდაი და საერთოდ კონსტრუქცია მსუბუქია და მსროლელმა რაც არ უნდა გაამაგროს იარაღი მაინც თამაშობს იარაღი ფოტოს ვერ დავდებ იმიტო რო მეკრძალება ნასროლის გადაღება და უბრალოდ ყველამ მინდა იცოდეს სვდ არის მითი როგორც იჟი სვდ-ს გალილიც,მაკმილანი.ბარეტი,და ახალი რუსული ვკს-იც ჯობია. და ეგრეთ წოდებული რპკს-იც ჯობნის ოპტიკა რო დაუყენო ის კი არა და მ4 ა3 ბუშმასტერი და თავის 600 მეტრიანი ოპტიკური სამმეიზნით ჯობნის სიზუსტეში 600 მეტრში 23_30_126 მინდა გითხრა კიდევ ტტმ ანუ ტექნიკურ ტაქტიკური მონაცემები რაც გაქ დაწერილი ზოგი რამ არასწორია და რაც შეეხება გაფორმება ტარებას კი შეიძლება გაფორმება და ტარება შალითით ნევსა ამოგებული

hunter

შეტყობინება დაამუშავა Shooter - კვირა, 29.03.2015, 21:17:58
 
cefalittoდრო: პარასკევი, 19.02.2016, 06:47:35 | შეტყობინება # 8
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სვდს ვაზნას პეკას ვაზნა ჯობია სიზუსტეშიო ვინ გასწავლა ძამიკო?და ისისც რომ სატყისი სიჩქარე 830 მეტრი აქვსო და მაქსიმალური 1300 მეტრიო?მაქსიმალური ნსიჩქარე ლულის გადანაცრელთან აქვს ტყვიას მერე და მერე კლებულობს კი არ ემატება:)

დამატებულია (19.02.2016, 06:33:15)
---------------------------------------------
დერივაცია ხომ იცი რაც არის? და პეკას მძიმე ტყვას თუ გავისვრით სვდედან შესაბამისად დერივაციაც ნეტი ექნება და მეტი სიზუსტე როგორ აქვს გამაგებინე...

დამატებულია (19.02.2016, 06:37:50)
---------------------------------------------
სვდეს ტყვიას და პკ ს ტყვიას ვიზუალურადაც ეტყობა განსხვავება,დააკვირდი და ნახავ,სვდს ტყვიას ჰილზიდან ზემოთ დაახლოებიტ 3მმ მსვილია რაც იმისთვისაა რომ ლულის არხში ტყვიას მიენიჭოს ბრუნვითი ენერგია,პკ ს ტყვიას ესეტი რამ არ აქვს და შესაბამისად ცუდად ბრუნავს ლულის არხში....რამდენ ბრუნს აკეთებს სვდ ს ტყვია ლულის არხში თუ მეტყვი?

დამატებულია (19.02.2016, 06:40:17)
---------------------------------------------
და ბარეტი და მაკმილანი რა პონტში შეადარე მითხარი ძმურად...გეთანხმები რომ ჯობია ზოგადად მაგრამ ყოველთვის და ყველაფერში არა:)

დამატებულია (19.02.2016, 06:41:57)
---------------------------------------------

რაც შეეხება სვდ ს თავის დროზე კარგი იარაღი იყო მაგრამ ახლა უკვე თოხია სხვებთან შედარებით:)

დამატებულია (19.02.2016, 06:47:35)
---------------------------------------------
სანადიღოდ არ გირჩევ ნახევრად ავტომატურს....გადატენვაში იხარჯება ენერგია რაც არაა კარგი...შენთვის სწრაფსროლა არ არის მთავარი,მთავარი სიზუსტეა და იყიდე ნექანიკური ანუ ზატვორიანი ზოგიერთი როგორც ეძახის
 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 19.02.2016, 12:43:25 | შეტყობინება # 9
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
cefalitto svd მოძველდა, მაგრამ არც თავის დროზე კრეფდა ვარსკვლავებს, "კუჩნოსტი" 100 მ-ზე 6-8 სმ იყო ნორმა, ანუ 2,5-3 moa , როცა სხვა დანარჩენ 300-ებს 2,5 moa-ზე ბრაკავდნენ 23 , თუმცა თავისი ხიბლი და შარმი მაინც აქვს ამ იარაღს, თუნდაც იმიტომ რომ საბრძოლოა

დამატებულია (19.02.2016, 12:38:24)
---------------------------------------------
svd და პკ ტყვიაში რა ს გულისხმობ სნაიპერულს და ლპს-ს? ნომინალური წონით სნაიპერული 9,8 გრამია, ლპს 9,6.

დამატებულია (19.02.2016, 12:39:46)
---------------------------------------------
დერივაციას წონის გამო კიარა "შაგის" ანუ "ტვისტის" გამო აქვს ადგილი

დამატებულია (19.02.2016, 12:40:49)
---------------------------------------------
ბრუნვითი ენერგია - ასეთი რამ არ არსებობს, ამას ბრუნვითი მომენტი ქვია

დამატებულია (19.02.2016, 12:42:16)
---------------------------------------------
რამდენ ბრუნს აკეთებს სვდ ს ტყვია ლულის არხში თუ მეტყვი? - svd-ს გააჩნია 167 არის 320 მმ და 240 მმ-იანი ბიჯით (შაგით) და შესაბამისად სხვადასხვა რაოდენობის ბრუნს აკეთებს :167:

დამატებულია (19.02.2016, 12:43:25)
---------------------------------------------
ჩემს იარაღს 240-ანი ბიჯი აქვს და სნაიპერულზე გაცილებით უკეთეს დაჯგუფებას ლპს-თ და უფრო უკეთესს სტმ-2 ით აკეთებს


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.

შეტყობინება დაამუშავა VAXO-HUNTER - პარასკევი, 19.02.2016, 13:52:14
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика