vanoarchi, კინეტიკური ენერგია არის ის ენერგია რომელიც საგანი აჩქარებოს შედეგად იძენს, თოფთან მიმართებაში რომ გადმოვიტანოთ იგივე ინერციული გადატენვა გამოვა ზატვორის "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
solomon, მასეთი რაღაც ხდება მაშინ, როცა ვაზნა არაა ლულაში შეტანილი და მანამდე ხდება გავარდნა, შეილება სისტემის ბრალი იყოს, შეიძლება ახალი დაბალი ხარისხის თოფის ბრალი, რომელსაც არ აქვს გაკეთებული ეწ აბკატკა...
დაახლოებით იგივე რაღაც მოუვიდა , ოღონდ 28 გრ ზავნაზე, უფრო დიდმუხტიანი პატრონა რომ ყოფილიყო უარეს შედეგს მიიღებდა როგორც ზემოთავიდეოშია ... HOLLAND & HOLLAND
giorgigagoshvili, წესით არუნდა ისხლიტებოდეს სანამ გილზა ბოლომდე ლულაში არ შევა, ეს არი ქარხნული ბრაკი. ერთიც და მეორეც. სუ ოდნავ დეფორმირებული გილზის გამო ზედიზედ 2 იხვი გავიშვი არ გამოისხლიტა, მერე მივხვდი რაშიც იყო საქმე, საერთოდ ვერ შეატყობდი რო გილზა ბოლომნდე არ იჯდა მარა რაღაც მილიმეტრი აკლდა ალბათ შესვლას და არ დაეშვა ჩAქუჩი, მრ-ზე.
solomon, დაუმუხტავ თოფზე სცადე აბა. ზატვორს რომ გადატენი ხელით არ მიუშვა ბოლომდე და ნახე როდის , რა დონეზე ხდება დასხლეტვა. ადრე ატა ნეოს მფლობელმა დაწერა რომ არასრული ჩაკეტვის შემთხვევაში სხლტება სასხლეტიო. დავინტერესდი და ჩემს სტოგერ 2000 ზე ვცადე. ჩემთანაც ხდება დასხლეტვა "ზატვორის" არასრული ჩაკეტვისას. ანუ ეს დაცვა არ აქვს. დაწერე ბაიკალის შემთხვევაში როგორაა.
სხვათა შორის რუსები აქცევენ მასეტ რაღაცეებს ყურადღებას მაგ ორლულიანი თუ ბოლომდე არ დაიკეტა არ ისვრის რასაც ვერ ვიტყვი ჰუგლუს ორლულიანზე ასევე ინსპექტირებადი სასხლეტები რაც ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ სხვას არ ექცევა ყურადღება
თუ ვინმეს გაქვთ 2007 2008 წლებში გამოშვებული ИЖ27-ЕМ 12\76 ფიქსირებული ჩოკი ნახევარჩოკი, რა ნომერი საფანტი უყვარს და როგორი მიტანაჭრა აქვს? GEBRUDER MERKEL
kobaxidze, ხუთიწლის წინ მქონდა ოღონდ 2003წელს იყო გამოშვებული ერთიდა იგივეა ხარისხია ორიათას შვიდიანის და სამიანისაც მოკლედ არაფრის მოხელე არ იყო ჟანგის ბუდე იყო და მიტანით ჩვეულებრივად მიქონდა ლულებს გარედან ქონდა ჟანდი შიგნიდან სუფთა იყო სარკესავით მალ მალე იჟანგებოდა გარედან და შემაძულა თავი მივაყიდე ამ ყველაფრის გამო. ეხლა მრ27 მაქვს ასითავით ჯობია ყველანაირად არც იჟანგება და უკეთესადაც ისვრის.
დამატებულია (13.08.2017, 20:13:48) --------------------------------------------- მოკლედ აქვე დავწერ ამ სეზონის გახსნის წინ ცუდი ამბავი შემემთხვა ძაღლი მყავს ავად სუსტადაა უძალოდ აცრები გაკეთებულიაქვს ჭიაზეც დამუშავებული მყავს ვიტამინებიც არ აკლია რა დაემართა ვერ გავიგეთ. ვეტერინართან მყავდა რო დააკვირდა თითქოს მოწამლულია მაგრამ ზუსტი პასუხი ვერ მითხრა ვმკურნალობთ მესამე დღეა მაგრამ შედეგი არ არის იგივე ნაირად არის არც გაუმჯობესდა და არც გაუარესდა საჭმელს არ ჭამს მარტო წყალს სვავს ცხვირი მშრალიაქვს ცრემლი ხან მოდის ხან არა თუ ვინმეს გქონიათ ასეთი შემთხვევა იქნებ დაწეროთ რა დაავადება უნდა იყოს ან რით უშველო.
chale88, რა დანიშნულება მისცა მოწამლულობაზე? ნუ მე ჩემი პაქტიკიდან ვამბობ, რომ მსგავს სიმპტომებს შევატყობ თუ არა ეგრევე დექსამეტაზონს ვუკეთებ ერთ ამპულას. თუ არ მოუხდება არც აწყენს რა. დალშე ბავშვის საჭმელი და გამოდის, 3ჯერ გადავატანინე მსგავსი უკვე. ისე კი არ ვანებივრებ ძაღლებს დიდად აცრებით და კი არიან ჯორებივით, ერთი 5წლისაა მეორე 2ის. ყურადღება უპირველეს ყოვლისა
ოთხი ნემსი გაუკეთა ადგილზე მერე ბისეფტოლი დაუნიშნა დღეში ორჯერ დილა საღამოს დასალევად. სამი დღე4 გავიდა და არაფერი შედეგი არ მისცა გუშინ კოფეინი გაუკეთე ნემზი ნოლი მთელი სამი. პატარა ჭიქით პირში ვასხავ მაწონს ძალით თვითონ სურვილი არ აქვს ჭამის სიცხე გაუზომე და 38და 6 ხაზი აქვს 39 ნახდევრამდეც დასაშვებიაო ვეტერინარმა. მოწამლა რო ყოფილიყო არ გადაუვიდა აქამდე? მე სხვა რამე მგონია მაგრამ რა დაავადება აქვს ვერ გავიგე. ბ.თოთაძე
საჭმელს არ ჭამს მარტო წყალს სვავს ცხვირი მშრალიაქვს ცრემლი ხან მოდის ხან არა
chale88, მაგას გასტრიტის ნიშნები აღენიშნება რაც გაფუჭებული საჭმელი იწვევს. ნორმალურ ვეტექიმს მიუყვანე და გეტყვის რომ გასტრიტი აქვს გადასხმებს გაუკეთებს სამი დღის განმავლობაში კიდე სხვადასხვა ნემსებს ფიზიოლოგიურ ხსნარს გაუკეთებს კიდე ვიტამინები ბ1 ბ6 ბ12 მოკლედ აღარ დააყოვნო მიყვანა თუ ერთხელ მაინც მოიწამლე ,,ამ ვირუსით ნადირობით" გამოჯანმრთელება არ გიწერია. ,, ეს ვირუსი" მკურნალობას არ ექვემდებარება და,რაც მთავარია სასტიკაად გადამდებია... ნუ იქნები ბრაკონიერი!!!...
მოგესალმებით ყველას ცოტა გვიან მომიწია დაწერა მაგრამ მეპატიება,ანუ 8 სამუშაო დღის განმავლობაში მომსახურების სააგენტო ნებართვას იძლევა და მისი ფასია 20 ლარი,რადგან მე და ჩემს მეგობარს გვეჩქარებოდა იმდღეს ავიღეთ ნებართვა,გადავიხადეთ72 ლარი+8 ლარი დავამატეთ ვაზნების ყიდვისთვის ანუ ჯამში 78 ლარი გადავიხადეთ. ჩავედით ქალაქ რიზეში დაგვხვდა ჩვენი მეგობარი და შევიძინეთ ორივემ ,,სარსილმაზი მაგგიჩი,, 1800 ლირა ღირდა ,ნაცნობობით 200 ლირა დაგვიკლეს,შემდეგ ჩექი 900 ამოვარტყმევინეთ და საბაჯოზე გავამბაჯეთ 110 ლარად,წავიღეთ მომსახურების სააგენტოში და გავიფორმეთ 15 წუთში სულ ეს პროცედურაა მეგობრებო,ასერომ შეგიძლიათ გადახვიდეთ და შეიძინოთ თან ფართო არჩევანია
panati, მადლობა გამოხმაურებისათვის. მაღაზიიდან იარაღს ხელზე გატანენ? იარაღის ტრანსპორტირება როგორ ხდება თურქეთში და საქართველოს ტერიტორიაზე, ვიდრე სააგენტოში მიხვალ?
დამატებულია (14.08.2017, 11:41:12) --------------------------------------------- და კიდევ სააგენტოს ნებართვა რა ენაზეა?
ატა ეს პეს ფასები მაინტერესებს როგორ არის ? და თუ გახსოვს კიდევ რაიმე ევროპულის ფასები მაგალითად ბერეტა,ბრაუნინგი,ანტონიო ზოლი ? განბაჟება ყველასი ერთიდაიგივე ფასია თუ იარაღის ფასიდან გამომდინარეა ? "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
არ ვიცი იქ რა ხარისხის SARSILMAZ MAGIC იყიდე, ალბათ კონდახი სხვა ხარისხის არის და მოჩუქურთმებული. კარგი იქნებოდა ერთი ორი ფოტო დაგედო შედარებისთვის, ღირს ერთი თოფის იქ ყიდვა და გადმოტანა? აქ პარტიას მაღაზია უფრო დაბალ ფასში იღებს და მერე არამგონია საერთო ჯამში დიდი სხვაობა იყოს, ან საერთოდ მეტი თუ არ დაგიჯდა კიდე.
ჩემ ძაღლს ჭირს ზუსტად მასე ახლა, საჭმელს არ ჭამს, ცხვირი მშრალი და ცხელი აქვს(ანუ სიცხე აქვს) ახველებს(ნუ აქუშუნებს ასე ვთქვათ, თუმცა ჭიაზე დავამუშავე ერთი თვის უკან) დასუსტებულია ძაან და ბეწვი ცვივა კიდე, არვიცი ვეტექიმმა შეიძლება ფილტვების ანთება აქვსო, ორიდღეა ნემსებს უკეთებს და ცოტა გამოკეთდასავით.საჭმლისკენაც გაიხედა მაგრამ თუ გემრიელი არ არის, მაგალითად კალბასი ან მოხარშული ხორცი დიდად არ უნდა ჭამა. ვეტექიმი ანტიბიოტიკებს უკეთებს. სამსონისამსონი
western, გამოკეთდა და მაგარი გახარებული ვარ მკვდარი იყო ფაქტიურად ვერ მოძრაობდა ეხლა ამოძრავდა მოვიდა ხასიათზე ბოლომდე ვერა მაგრამ შედარებაც არ არის ჭამით არ ჭამს მაწონს ვასხავ პირში ძალით რო უჭმელობამ არ დააგდოს იმედია ხვალ უკეესად იქნება. ძალიან ხათაბალა ლეკვია ყოველთვის კარგად ვკვებავ მაგრამ ცუდი ჩვევა აქვს რო დამყავს მინდორში თუ სადმე გველია ან თაგვი და ვირთხა ამან უნდა გასინჯოს და შეჭამოს უშლი მარა ვერაფერს გავხდი ეტყობა რამე ასეთმა ნაგავმა მოწამლა. მწყერის სანახავად რო გამყავს მინდორში ძალიან კარგად მუშაობს და საბედნიეროდ იმ დროს არ აქცევს ყურადღებას თაგვებს და მათნაირებს. ბ.თოთაძე
ჩვეულებრივად შევიძინე მაღაზიაში ,წესით უნდა გამოგაცილონ საზღვრამდე მაგრამ ჩვეულებრივ ოღონდ ფერად პარკში შევფუთე და ცამოვიღე,რაც შეეხება ნებართვას ჩვეულებრივად ქართულ ენაზე იბეჭდება და ბეჭედი ისმევა და მორჩა,რაც შეეხება განბაჟებას მეგობრებო ყოველთვის ეცადეთ გადახდილი თანხა არ ამოარტყმევინოთ რომ ბაჟი მეტი არგადაიხადოთ.მე 900 ლირა ამოვარტყმევინე და 100 ლარი გადავიხადე ბაჟი უბრალოდ ოტოს ვერვდებ ხარისხის დაკლებას მთხოვს მაგრამ რაღაცას მოვახერხებ და ამდღეებში დავდებ.
გაუმარჯოს ბიჭებს ესეიგი ვწერ აქ რადგან კონკრეტული თემა არ გავხსენი იმის გამო, რომ არ ვიცოდი რამდენად იაქტურებდა ხალხი ასე რომ იქნებ გამივარდეს ყარაულის თოფივით...:) მაქვს ესეთი იდეა რამდენიმე კაცი გავიდეთ ქალაქ გარეთ ბუნებაში და შემოურბინოთ ტყის ქათამს :)) მყავს ძაღლი, მაქვს თოფი და მაქვს მანქანა და ბონუსი ვარდის არაყი :)). რამდენიმე მიზეზი მაქვს ამ პოსტის დაწერის. I) მარტო დავიღალე ბოდიალით II) შორს ვერ მივდივარ ხარჯიდან გამომდინარე და III) ცოტა გამოვაცოცხლოთ აქაურობა რამდენიმე წლის წინ სერიოზული (აურზაური) გვქონდა ბაზიერელებს და თითქოს ჩაწყნარდა ყველაფერი და მგონი დროა გავაქტიურდეთ...:) აბა მსურველებს ... მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
მცხეთის რაიონში გაიხსნა მონადირე - მეძებარი ძაღლების სასტუმრო. ადგილზე თქვენს ოთხფეხა მეგობარს დახვდება მზრუნველი გარემო. ასევე სასტუმროს ტერიტორიაზე შესაძლებელია მშობიარე ძაღლების განთავსება.
შეიძინეთ ლეკვი და აწყდებით პრობლემებს მის მოვლასთან დაკავშირებით ? გადაწყვიტეთ სამოგზაუროდ წასვლა და ვერ ტოვებთ ვერსად ძაღლს ? შეგიძლიათ მოიყვანოთ ჩვენთან , ასევე გაზარდოთ იქამდე სანამ მინიმუმ არ გადაეჩვევა კბილების ქავილს და ნივთების ღრღნას. ფასი დაგიჯდებათ თითქმის იგივე რაც სახლის პირობებში.
გვაქვს როგორც გარე ასევ შიდა ვოლიერები შედარებით პატარა ძაღლებისთვის და ლეკვებისთვის.
1 დღე თავისი კვებით დაგიჯდებათ 10 ლარი
საკონტაქტო 599 68 58 11 დათო
უკაცრავად რომ დავდე თავისუფალ თემაში , უბრალოდ ვერ ვიპოვე როგორ გამეხსნა ახალი თემა , იქნება მომეხმაროთ მეგობრებო და შესაბამის თემაში გადაიტანოთ ეს პოსტი.
გაუმარჯოს ყველას, ვინც დაინტერესებულია ლენდ ჯორჯია მე გირჩევთ, რომ გაეცნოს და შევხედოთ უძრავი ქონების აქ! მე ცოტა ხნის წინ გახდა მფლობელი ფუფუნების სახლი ზღვის ყველა კეთილმოწყობის, ეს იყო საუკეთესო ვარიანტი არჩევის სახლი და მადლობა მათ მე შეძლო თავს ბედნიერი
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!