23:38:09
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ფორუმის მოდერატორი: ზურა333  
თავისუფალი თემა
giohunt1982დრო: ორშაბათი, 05.05.2014, 22:06:09 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აქ შეგიძლიათ ისაუბროთ, ყველანაირ თემაზე. სხვადასხვა, კონკრეტული თემების, გაოფებისგან დასაცავად იქნება ეს თემა.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
kucuna1დრო: პარასკევი, 11.07.2014, 00:00:58 | შეტყობინება # 101
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, ლიცენზირებულ ნადირობაში მე ვგულისხმობ არა მტაცებლებს,არამედ მონადირისთვის მიმზიდველ მსხვილ "სატროფეო" ცხოველებს.

დამატებულია (10.07.2014, 22:53:22)
---------------------------------------------
ხალხნო კი გეთანხმებით მტაცებლებზე მაგდაგვარ დამოკიდებულებაში,მათი რაოდენობის შემცირება ჩვენი ნადავლის გაზრდას უდრის,მაგრამ ნურც ის დაგავიწყდებათ რომ მტაცებელი თუ საკვებს ვერ შოულობს ისე არ გამრავლდება დიდი რაოდენობით ( 6 ლეკვის ნაცვლად გაზრდის სამს ან ნაკლებს).მათზე ნადირობის ნებართვა ჩემთვის კიდევ დამატებითი თავშესაქცევია და არა მათი განადგურების სურვილი.
თუ ლიცენზიების გაცემას დაიწყებენ ჩემი აზრით ბრაკონიერების რაოდენობაც შემცირდება,დედალ ხოხობს არავინ მოკლავ(არანაირი სილამაზე არ აქვს).ბელებს არავინ დაუწყებს დახოცვას თუ 350 კილოგრამიან დათვშიც იგივეს გადაიხდის(საზღვარგარეთ დათვს რომ მოკლავს მონადირე,ეგერი ვალდებულია მისი პენისის ძვალი წარადგინოს.წინააღმდეგ შემთხვევაში დააჯარიმებენ).აღარც ციკნების დახოცვას დაიწყებს არავინ თუ უშიშრად მოკლავს 14 წლის ვაცს,რომელიც ახალგაზრდებს ძალით სჯობს და გამრავლებას აფერხებს(თვითონ კი იმდენი აღარ შეუძლია).
და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოხდება,იქ სადაც იცის ბრაკონიერმა რომ შესაძლებელია მონადირე და ეგერი ოფიციალურად მივიდნენ და ინადირონ,ის აღარ გარისკავს ნადირობას.
ის ხალხი ამას წინათ რომ დაიჭირეს,დარწმუნებული ვარ რომ ჩაშვებულები იყვნენ,ან კიდევ ეგერებიც საბრაკონიეროდ იყვნენ ასულები და ბინოკლებით ჯიხვის ძებნისას მონადირეებს გადაადგნენ.
კახეთში თუ ერთი მონადირე დაგეშილი ძაღლებით ერთ კურდღელს მოკლავს,ეგერები 20 კლავენ.ისიც აღარ გარისკავს მაგის გაკეთებას თუ იმის შიში ექნება ფირზე აღმოჩნდეს.

დამატებულია (10.07.2014, 23:00:58)
---------------------------------------------

Quote goga_123 ()
ვებრძოლოთ მტაცებლებს და ფარით მონადირეებს და ბრაკონიერებს ერთი ორი წელი კლიტე არ აწყენდათ

ბრაკონიერების გაკლიტვაზე რომ საუბრეობ და ამ კანონის ფარგლებში მტაცებლებთან ბრძოლაზე ლაპარაკობ,შეუსაბამო ხომ არ არის ეგ ორი აზრი ერთ წინადადებაში?


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!

შეტყობინება დაამუშავა kucuna1 - ხუთშაბათი, 10.07.2014, 23:54:04
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 11.07.2014, 00:09:37 | შეტყობინება # 102
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote kucuna1 ()
ხალხნო კი გეთანხმებით მტაცებლებზე მაგდაგვარ დამოკიდებულებაში,მათი რაოდენობის შემცირება ჩვენი ნადავლის გაზრდას უდრის,მაგრამ ნურც ის დაგავიწყდებათ რომ მტაცებელი თუ საკვებს ვერ შოულობს ისე არ გამრავლდება დიდი რაოდენობით ( 6 ლეკვის ნაცვლად გაზრდის სამს ან ნაკლებს).

ტურის და მელიის გამრავლებას ძალიან უწყობს ხელს ნაგავსაყრელებიც, რომლებიც ასე მომრავლდა! მარტო ბაჭიებით არ იკვებებიან ეს მტაცებლები!
რადგან ტურა-მელა და სხვა მავნებელი ნადირი გამრავლდა უაზროდ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ კარგი საკვები ბაზა აქვთ! საკვებ ბაზაში იგულისხმება სასარგებლო ნადირ-ფრინველი.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
kucuna1დრო: პარასკევი, 11.07.2014, 00:44:05 | შეტყობინება # 103
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote giohunt1982 ()
ტურის და მელიის გამრავლებას ძალიან უწყობს ხელს ნაგავსაყრელებიც

სწორედ მაგ ფაქტორით უნდა იხელმძღვანელოს იმ ჯგუფმა რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროსთან გადის კონსულტაციებს,იმ საკითხებთან დაკავშირებით რომლებიც ჩვენ(მონადირეებს)გვეხება,რომლებსაც არ გაუჭირდებათ იმის დამტკიცება რომ ნაგავსაყრელებიდან სხვადასხვა ეპიდემია ვრცელდება ამ მავნებლების მეშვეობით,რუსთავში უკვე დაფიქსირდა ძაღლის ჭირი და ქეცი,სიცხეების დადგომასთან ერთად კი ცოფის გამოჩენასაც უნდა ველოდოთ.თბილისში ხომ იპოვეს მელიის ლეკვები,რომელიც ცოფის პოტენციური მატარებელია,რაც იმას ნიშნავს რომ ქალაქი არ არის გამიჯნული მტაცებლებისგან,სადაც უამრავ მაწანწალა ძაღლს ემუქრება დაავადება და ღმერთმა დაგვიფაროს ადამიანებს რამე საფრთხე შეექმნათ.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
bashiachukiდრო: პარასკევი, 11.07.2014, 00:55:30 | შეტყობინება # 104
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 338
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სასაცილოა პირდაპირ;საქართველოში ყველანაირ ცხოველზე ნადირობა აკრძალულია და რა საჭიროა მაშინ მდევრები? მათ რინგს გამოფენაზე მე "ბრაკონიერების" რინგს ვეძახი(ხუმრობით რა თქმა უნდა,არავის ეწყინოს).ვერ წარმომიდგენია, ფრინველზე ნადირობის დროს კურდღელი შემხვდეს და არ ვესროლო და ამისთვის ვიღაცამ ბრაკონიერი მიწოდოს? რა ვიცი, რა ვიცი. აბსურდია, საქართველოში კურდღელზე ნადირობა აკრძალული იყოს. ჯობია, ტურა-მგლებს მიხედონ რომ წალეკეს ეს ქვეყანა.

cercva
 
kucuna1დრო: პარასკევი, 11.07.2014, 01:19:41 | შეტყობინება # 105
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bashiachuki, ტურა მელა კი არა ჯერ ბრაკონიერობაა მოსასპობი,შემდეგში კი გონივრული ლიცენზიების გაცემა(მტაცებლებზეც),ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ძაღლი ტურას დასდევს მელას თუ კურდღელს,მე ძაღლების ხმაზე მეკეტება,მათი მოსმენა მსიამოვნებს და ხერხემლიდან დაწყებული მთელ ტანში მივლის.მაგას ვამბობ რომ ლიცენზირებული ნადირობა ერთადერთია რომელიც ჩვენს ნადირ ფრინველს გაწყვეტისაგან იხსნის.

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
goga_123დრო: პარასკევი, 11.07.2014, 07:39:19 | შეტყობინება # 106
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 240
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, მე ვფიქრობ შესაბამისია რადგან კანონმდებლობა მემგონი 20-ე საუკუნეში განახლდა და განახლება უნდა მწევრით ნადირობა დაუშვებელია, ყოველგვარ ცხოველზე ნადირობა დაუშვებელია, ჰო აკრძალონ , აკრძალონ და ბოლოს რომ შეუვარდებათ მგელი კაბინეტში ნახონ მერე 1p3
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 11.07.2014, 09:38:59 | შეტყობინება # 107
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, არც ეგრე ადვილადაა საქმე. ბრაკონიერობის აღმოფხვრას უკმაცრესი კონტროლი და რკინის ხელი სჭირდება! ლიცენზიები ვერაფერს უშველის. გადამფრენ ფრინველებზე რომ 10 ლარიანი ლიცენზიაა ხალხი იმას არ იღებს და ბევრი ისეთი ვიცი თავის სიცოცხლის მანძილზე ერთხელაც რომ არ აუღია ეს ლიცენზია! და მტაცებლებზე თუ გაიცემა ლიცენზიები ამას მხოლოდ ქალაქელი მონადირეები თუ იყიდიან! მტაცებლებზე კი არა სხვა ნადირ-ფრინველზეც რომ გაიცეს ლიცენზია არც იმას იყიდის ბევრი! კახეთში ადგილობრივი მონადირე არ გადაიხდის ხოხბის ლიცენზიაში ფულს! (თანაც 40 და 50 ლარს) მთელი ცხოვრება ისე ნადირობდა რომ კაპიკს არ იხდიდა და ეხლა გადაიხდის? შანსი არაა! გამოსავალი ერთია ტურა, მელა, ენოტი, კატისებრთა ყველა, მგელი უნდა დავიდეს მინიმუმამდე! სამონადირეო კანონმდებლობა უნდა შეიქმნას საქართველოში და ნადირობის უფლების მიღების წესებიც უნდა შეიცვალოს! უკაცრესად უნდა გაკონტროლდეს ვადების და წესების დაცვა! და ბრაკონიერობა უნდა იყოს უმკაცრესად დასჯილი და გაკონტროლებული! ამის გარეშე არანაირი შანსი არ აქვს ჩვენს ფლორა-ფაუნას!

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
kucuna1დრო: პარასკევი, 11.07.2014, 13:41:41 | შეტყობინება # 108
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote giohunt1982 ()
გამოსავალი ერთია ტურა, მელა, ენოტი, კატისებრთა ყველა, მგელი უნდა დავიდეს მინიმუმამდე

კი ბატონო მაგრამ გაიცეს ლიცენზიები,ლიმიტირებული.მე მაგალითად ვარმინტის დიდი ინტერესი მაქვს და საქართველოს პირობებში განვითარებასაც პოვებს.მოგვცენ ლიცენზია და თუ მის გარეშეც ვინმე რამდენიმეს ჩააძაღლებს არც ეგ არის პრობლემა,მე განადგურების წინააღმდეგი ვარ.დღეს თუ მავნებლებისგან ეპიდემიის საშიშროვების საკითხი დგას ხვალ უკვე თვითონ კურდღელი გახდება ეპიდემიის მიზეზი და მთლად გაწყდება.
კი საინტერესოა თქვენსავით მოაზროვნე ხალხთან მსჯელობა მაგრამ,სანამ საქართველოში ნადირობა როგორც სპორტი არ განვითარდება,(ჯერ ჩანასახშიც არ არის) არაფერი ეშველება.
Quote giohunt1982 ()
კახეთში ადგილობრივი მონადირე არ გადაიხდის ხოხბის ლიცენზიაში ფულს! (თანაც 40 და 50 ლარს) მთელი ცხოვრება ისე ნადირობდა რომ კაპიკს არ იხდიდა და ეხლა გადაიხდის?

არ გადაიხდის მაგრამ არც ანადგურებს,იქაც დაუწერელი კანონია და ამ კანონს ლიცენზია კი არა შეგნება არეგულირებ.ჩამოსულ სტუმარს თუ საფიტულეს მოაკვლევინებ ეგ დიდი დანაშაული არ არის.მაგრამ ის ჩამოსული სტუმარი(ქალაქელი) ადგილს რომ ნახავს და სამ საათზე წასული მასპინძლის გარეშე შეძვრება და იმდენს მოკლავს რამდენსაც ნახავს?მაგდაგვარი შემთხვევებიც ბევრია,თორემ კახეთში ჩემი სახლიდან 300 მეტრში უამრავი ხოხობია მაგრამ მრავალი წელია სროლითაც არ მისვრია.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
lash131დრო: პარასკევი, 11.07.2014, 13:41:51 | შეტყობინება # 109
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 668
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, ჩამოდი კაზახეთში, ჩემ სახლიდან 3 კილომეტრში ირმები როგორ ტასაობენ უნდა განახო და სულ უნდა გადაგრიო 069 იმხელა ხორბლის და ქერის მინდვრებია რომ ამდენი პირველად ვნახე, ალბათ სეზონზე აქ მწყერი და ხოხობი იქნება რომ სროლას ვერ აუვალ, თან გარშემო სულ ტბებია და იხვით არის სავსე gimili თოფის ჩამოტანის უფლებას არ მაძლევენ და გიჟივით ვარ,მომიწევს ალბათ ლეგენდარნი IG-27 პატრონტაშ პრიკლადას ყიდვა 069 თორემ აქ რამე კარგი ბრენდი რომ იყიდო სამმაგი ფასებია. არ დაიჯერებ და კარგი თეთრი ნივა 20000-25000 დოლარი ღირს. 2500 დოლარად სვდ-ს მაძლევენ და არ ვიცი რა ვქნა, თან მაგრად მომწონს თან კიდევ 338 კალიბრიანი მინდა რომ ვიყიდო ისეც აქ რომ გამოვიყენო თორემ ჩვენთან სამაგისო ნადირი სადღა არის, მოკლედ ესეთ შარში ვარ. ერთი თევზაობით თუ ვირთობ თავს, ისიც ვბურღავ გაყინულ ტბას და ბებერ რიბაკებთან ერთად ვთევზაობ, იმ დღეს ტიპი მანქანით შემოვიდა, კინაღამ ცუდად გავხდი ისეთი ვინერვიულე, მეთქი ყინული ეხლა ჩაიმტვრევა და ჩამიყოლებს თქო. მოკლედ ესეთ შარში ვარ gimili

Shavi
 
giohunt1982დრო: კვირა, 20.07.2014, 18:38:11 | შეტყობინება # 110
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lash131,
Quote lash131 ()
ჩემ სახლიდან 3 კილომეტრში ირმები როგორ ტასაობენ უნდა განახო


d587 d587

Quote lash131 ()
კარგი თეთრი ნივა 20000-25000 დოლარი ღირს

06a6b 17 17


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
kucuna1დრო: ორშაბათი, 21.07.2014, 00:36:12 | შეტყობინება # 111
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lash131, ეგ არაფერი მეგობარო,ნორვეგიაში ლოსისთვის პური რომ არ მიმეცა სახლიდან არ მიშვებდა,ქალაქის მოსახლეობა კი ჩიოდა რომ ირმები აღარ შემოეშვათ რომ აბინძურებდნენ,მანქანით რომ მივდიოდი და ქარავანი გადადიოდა,ვაქრობდი და ზოგჯერ ნახევარი საათი მიცდია სანამ გზას გადაკვეთავდნენ(კარიბუზე ვამბობ).საფრანგეთში მატარებელი ქალაქგარეთ რომ გაჩერდა რაღაც მიზეზების გამო,შვლები და ირმები მისგან 5 მეტრში ძოვდნენ და არაფრად აგდებდნენ.ყველაზე მეტად კი ხალხის რეაქცია მაკვირვებდა,თითქოს მეზობლის დობერმანიაო.მერე მეც შევეჩვიე სა შინაურ ცხოველებად აღვიქვავდი.

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
lash131დრო: ხუთშაბათი, 31.07.2014, 23:40:33 | შეტყობინება # 112
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 668
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, ეგ ნამდვილად არ მიკვირს, ვინაიდან წლების მანდზილზე მაქვს ნაცხოვრები ევროპაში, და ნამყოფი ვარ ევროპის ყველა ქვეყანაში,ეხლაც ისე არ გავა თვე რომ 2-3 კვირით მაინც რომ არ ჩავიდე. მაგრამ ეგ სულ სხვაა, იქ აბა გაბედოს და ვინმემ დაუშაოს რამე, ცხოველი იქნება თუ ფრინველი.აქ კი ყაზახეთში ნადირობს ხალხი,ევროპაში ნადირობის ნებართვის აღება არც თუ ისეთი ადვილი საქმეა და ამისთვის ყველას ნამდვილად არ მიუწვდება ხელი. აქ რომ მოვინდომო ვინადირებ ირემზე, ევროპაში კი სულ სხვაა, ეგ შენც კარგად იცი

Shavi
 
saigaდრო: კვირა, 03.08.2014, 18:57:23 | შეტყობინება # 113
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 52
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
70-იან და 80-იან წლებში რო ნადირობდნენ ფანრებით და უაზიკებით,არ ტოვებდნენ ალბათ არცერთ მინდორს რომელშიც არ გაინადირებდნენ და ათობით კურდღელს კლავდნენ,-მაგრამ დღისით გასული პატიოსანი მონადირე ძაღლით კიდე ნახულობდა ერთ ნადირობაზე 3 და 5 კურდღელს,სულ ცოტა 10/15 წელი იქნება მე მსგავსი ნადირობა ფანრით აღარ გამიგია ვინმეს ენადიროს.-რომც მოინდომონ ვერც ინადირებენ ყველგან სიმინდის ნათესებია,(ხორბლის ნათესებში კი ადვილი შესაძლებელი იყო მანქანით და ფანრით ნადირობა)--მაგრამ 10 წელი იქნება კურდღელი თვალითაც აღარ დაგვინახავს,არც მონადირეს არც არამონადირეს-ასე რომ ჩემი აზრით ტურა(რომელიც მართლაც და ათასობითაა გამრავლებული)უფრო დიდ ზიანს აყენებს კურდღელს და მის ბაჭიებს ვიდრე ბრაკონიერი(თუმცა ხელს არ ვაფარებ მათ და მეც არ მომწონს მაგ კატეგორიის ხალხი)-ასევე ყველაზე დიდ ზიანს აყენებს კურდღელს შხამქიმიკატების უკონტროლო გამოყენება დილით ნამიანზე გაირბენს სიმინდის ყანაში (შეწამლულ ბალახს არ ჭამს მგონი) მაგრამ სველ და წამლიან ბეწვს გაილოკავს და დამთავრდა მისი ცანცარი / ე,ი რაც სიმინდის მოყვანა დაიწყეს კახეთში კერძოდ ლაგოდეხში 10/15 წელია კურდღელიც საერთოდ გაქრა -- ჩვენთან იმდენი იყო კურდღელი მას ბრაკონიერი ვერ გააწყობდა ვერასდროს,აი ათასობით ტურას და შეწამლულ მინდვრებს კი წინ ვერ დაუდგება საწყალი კურდღელი. 52 5bit a297b f60d f60d f60d f60d f60d f60d g f60d rabbit uaz 23 23 23

დამატებულია (03.08.2014, 17:57:23)
---------------------------------------------
აღარც მწყერი შემოდის ჩვენთან იმ რაოდენობით როგორც ადრე იყო,ისევ ხორბლის ყანები ყოფილა უკეთესი ვიდრე სიმინდის. თუ მწყერი და კურდღელი გვინდა,--ნეტა წელს მაინც იმდენი მწყერი შემოვიდოდეს რამდენიც ტურაა და საკმარისად გავერთობოდით 069 57 57 57 cat062 kurcxal

 
kucuna1დრო: კვირა, 03.08.2014, 23:36:15 | შეტყობინება # 114
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
saiga, ჩემს ნათესავს ფერმა აქვს ალაზნის პირზე,კალიაზე რომ წამლავდნენ არ გააფრთხილეს და 11 ძროხა მოუკვდა (სულ მცირე 18000 ლარი).ისეთი ნათესავებიც მყავს რომლებიც საერთოდ მიწასთან გაასწორა კალიამ(ვენახები,სიმინდისა და ხორბლის ყანები,აგრეთვე მზესუმზირა).ვართ კიდევ ჩევნ მონადირეები რომლებიც ვიძახით რომ რაც უფრო მეტი საკვები(კალია და კიდევ სხვა მწერი) ექნება ჩვენთვის სასურველ ნადირ ფრინველს,მით უფრო ბევრი იქნება.მაგრამ რა ქნან დანარჩენებმა?
ერთს ვიტყვი რომ ზიანი ჩვენი შედეგიანი ნადირობისთვის,მოაქვს მტაცებლების გადაჭარბებულ რაოდენობას(მგელი,ტურა და მელა),ნაკრძალი ტერიტორიებიდან საიდანაც გამოდის ის ნადირ ფრინველი რომელიც უკვე ვეღარ ეტევა ისინი ხომ არ იწამლება,სამაგიეროდ იქვე ანადგურებს მტაცებელი და რაღა უნდა გამოვიდეს როცა რომ იქაც ცოტაა შემორჩენილი.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
saigaდრო: ორშაბათი, 04.08.2014, 00:16:30 | შეტყობინება # 115
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 52
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, დიდი ზარალია და დასანანი რათქმაუნდა,ამდენი წლების ნაშრომი და გამრავლებული პირუტყვი ვიღაცის დაუდევრობით თუ უვიცობით რო დაეხოცება კაცს,-ამის შემდეგ კურდღელზე და ფრინველზე როგორღა იწუწუნებ მონადირე კაცი, მაგრამ ყველას ხომ თავისი პრობლემა აქვს ყველა თავისას ჩივის.ასე რომ ბოლოს მაინც იმ დასკვნამდე მივდივართ,--მტაცებლების ასეთი სიმრავლე და შხამქიმიკატების უაზრო მოხმარებით მართლაც და მერე მოსახლეობას დაერევა ეგ მტაცებლები, 2daf4 შევამციროთ მგელი,ტურა და მელა სანამ თვითონ შეგვამცირებენ!!! 2051 dyr6uq f60d
 
gugunaდრო: ორშაბათი, 04.08.2014, 12:53:22 | შეტყობინება # 116
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 546
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაღაზიებმა აგრძალონ სეზონის გახსნამდე ტყვიაწამლის გაყიდვა და ეგ იქნება ეშველება ბრაკონიერებტან ბრძოლას თორე აღარ შეიძლება უკვე სეზონის გახსნამდე 10 15 მწყერს რომ მოკლავ უნამუსობაა

remington versa maxs sport.mp 153 12/89.at 44.toz 8.
 
3500დრო: ორშაბათი, 04.08.2014, 18:25:05 | შეტყობინება # 117
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 12
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიცჰებო სეზონი რა რიცხვსჰი იხსნება

35003500
 
nikanikaდრო: ორშაბათი, 04.08.2014, 18:38:26 | შეტყობინება # 118
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა რიცხვში იხსნება სეზონი თუ იცით????

nikayubaneishvili
 
akson777დრო: ორშაბათი, 04.08.2014, 18:41:52 | შეტყობინება # 119
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
3500, 16 ში მეგობარო

guguna, ხო მარა ტყვიების გაყიდვა რო აკრძალო სეზონამდე არ გამოვა, რამდენი ვვარჯიშობთ ხოლმე თიხის თეფშებს ვესვრით ხოლმე ან თუნდაც თოფების სროლაში ტესტს ვატარებთ ,ტყვიების გაყიდვას რო აკვიგრძალავენ ჩვენ რა დავაშავეთ? gimili


"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი

შეტყობინება დაამუშავა akson777 - ორშაბათი, 04.08.2014, 18:43:11
 
პედიატრიდრო: სამშაბათი, 05.08.2014, 14:45:45 | შეტყობინება # 120
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლიცენზიების აღება თუ დაიწყო, თუ აიღეთ ვინმემ?
 
tarxanaდრო: სამშაბათი, 05.08.2014, 15:15:07 | შეტყობინება # 121
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
 
akson777დრო: სამშაბათი, 05.08.2014, 17:11:41 | შეტყობინება # 122
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tarxana, ხოშიანი ვიდეო გიპოვია... მაგარი საყურებელია. სულ ვეძებ ესეთებს.

ლიცენზია ვინმეს ხომ არ აგუღიათ? ამბობენ უკვე გაიცემაო მაგრამ ზუსტად არ ვიცი


"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
kaxi432111დრო: სამშაბათი, 05.08.2014, 17:11:51 | შეტყობინება # 123
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 23
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
akson777 ცუდია რომ ეს ვითომ მონადირეები არაფერს აღარ უყურებენ არა მარტო ჩხართზე არამედ ნებისმიერ სანადირო ობიექტზე მე პირადად ქუთაისში ვცხოვრობ და უკვე ყოველ დილით ისეთი ამბებია უკვე აქ რომელ ლიმიტზეა საუბარი როდესაც ჯერ კიდევ სეზონის გახსნამდე ლამის გადაბუგეს მინდვრები 15 47d9

მონადირე

შეტყობინება დაამუშავა kaxi432111 - ხუთშაბათი, 07.08.2014, 15:48:05
 
smekosmekoდრო: სამშაბათი, 05.08.2014, 17:12:01 | შეტყობინება # 124
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kaxi432111, 100% მეც გავიგე რომ კარგა ხანია რაც გახსნეს მწყერზე უკვე სეზონი და მიდის ბაგა-ბუგი. ბიჩებმა გადაიღეს ვიდეო სეზონის გახსნამდე პოლიციელები ნადირობდნენ :) პახოდუ პულიციის მანქანით იყვნენ მისულები სანადიროდ.
 
kaxi432111დრო: სამშაბათი, 05.08.2014, 17:12:11 | შეტყობინება # 125
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 23
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
akson777 არ მეგონა წელსაც თუ იგივე იქნებოდა შარშან ბევრჯერ წავაწყდით მე და ჩემი მეგობრები მატ დადგმულ მანოკს მაგრამ რად გინდა ვერაფერს ვერ ვეუბნებოდით ისეთი ხალხი იყო "ვარსკვლავებით" uaz საშინელი მდგომარეობაა წყალტუბოს მხარესაც

მონადირე
 
akson777დრო: სამშაბათი, 05.08.2014, 17:12:21 | შეტყობინება # 126
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kaxi432111, მეგობარო რა ვთქვა უკცე აღარ ვიცი , აღარ მიკვირს უკვე ამათგან არაფერი, სეზონამდე კვერცხზე დამჯდარ მწყერს ესვრიან და შაშვის ლიმიტს დაიცავენ? ამათგან ყველაფრის კადრება არის მოსალოდნელი!

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
gogeდრო: ხუთშაბათი, 28.08.2014, 15:32:53 | შეტყობინება # 127
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 52
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერთი შეკიტხვა მაქვს,ინჟექტორის გატიშვა რამდენად მიზანშეწონილია?

giorgi
 
tarxanaდრო: ხუთშაბათი, 28.08.2014, 15:47:22 | შეტყობინება # 128
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
goge, ეგ შენ როგორც გირჩევნია

Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
 
kucuna1დრო: ოთხშაბათი, 03.12.2014, 19:09:02 | შეტყობინება # 129
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფორუმის მისამართი ჩავწერე თუ არა ძებნის ველში,მაშინვე თვალში მეცა,გარემოს დაცვამ შვლის უკანონო მოპოვების ფაქტი აღკვეთაო.ვიდეო ჩავრთე და ის ქალბატონი ლაპარაკობს,გარემოს 5000 ლარის ზარალი მიაყენესო,ვინ დათვალა იმ შვლის შემოსავალი?კარტაზე იღებდა ხელფასს და ოჯახის დახმარების მიზნით დააჯარიმეს?ჯერ სად ექნებათ მაგ გაჭირვებულებს მაგდენი ფული ჯარიმა რომ გადაიხადონ,თუ სახლკარი გაუყიდეს და გადაახდევინეს,ის ფული რა სამარილეების და საკვებურების მოწყობას მოხმარდება თუ?ისევ ვიღაც არამზადას მანქანის საწვავის ავზში ჩავა,რომლითაც წავა და 10 შველს მოკლავს,თანაც ისე რომ პასუხსაც ვერავინ მოსთხოვს.
მოკლედ რომ ვთქვა რაზე ვარ დაბოღმილი და ამ რამოდენიმე დღის წინ საპატრიარქოს ტყეში დაგავწყვიტე გავლა ძაღლით,პირველ თოვლთან ერთად ქათამი ჩნდებოდა ხოლმე მაგ ტყეში.შუა დღე იყო მანქანასთან რომ დავბრუნდი,დაახლოვებით კილომეტრი იქნებოდა დარჩენილი მანქანამდე ბენზოხერხების ხმა რომ გავიგე,ჩემი მანქანიდან 50 მეტრში ორი აზერი დუეტში მშვენიერ ხეებს აქცევდა,თანაც ისე რომ მორიდების არაფერი ეტყობოდათ,თითქოს ისინი იყვნენ ბუნებასთან მოსაფერებლად,მე კიდევ მოლას თავისივე ეზოში ვხერხავდი.
ხმაც არ ამომიღია,ჩავჯექი მანქანაში და წავედი.ვიცი რომ მაგ ადგილებში გარემოს დაცვა დადის ყოველთვის და იმათი მორიდება არ ქონდათ,მე კიდევ თავებს დამახოცინებდნენ ხომ ვიცი.
მაგ ადგილებში მტკვარზე მანოკი რომ ჩართო,5 წუთში მოგადგებიან,ორი ბენზოხერხის ხმა კი ვერ გაიგეს,მით უმეტეს რომ 200 მეტრიც არ მქონდა გამოვლილი რომ დამეწივნენ და გამისწრეს,გამორიცხულია იმათთვის გვერდი აევლოთ.
ეს ყველაფერი კი ხდება იქ სადაც დიდი ასოებით,საქართველოს საპატრიარქოს ტერიტორია აწერია და ავტომანქანის შესვლის ამკრძალავი ნიშანიც კიდია "შლაგბაუმზე"


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
sulxaniდრო: შაბათი, 18.04.2015, 20:14:48 | შეტყობინება # 130
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 152
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეგობრებო,ერთი კკთხვა მაქვს და ძალიან მაინტერესებს თუ ვინმემ იცით.გველი და ვირთხა ძაღლს ვნეებს კბენს ზიანს ხოარ აყენებს ძარლს?

monadire
 
ბაქარიდრო: შაბათი, 18.04.2015, 21:06:33 | შეტყობინება # 131
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
goge, 166 იჟექტორის გათიშვა მექანიზმს არ ვნებს ამის გეშინია
 
akson777დრო: შაბათი, 18.04.2015, 21:10:16 | შეტყობინება # 132
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sulxani, გველზე მოგახსენებ, საქართველოში არის სახიფათო გველების ორი სახეობა: გიურზა და გველგესლა, მათი ძაღლისთვის კბენის შემთხვევაში ძაღლის გადარჩენის შანსი თითქმის არაა. დანარჩენი გველები არ წარმოადგენენ რეალულ საშიშროებას ძაღლისთვის. ვირთხას რაც შეეხება,ვირთხაც არაა სახუმარო, როგორც მოგეხსენება ვირთხა ბევრი ავადმყოფობის გადამტანია და ვირთხის კბენის შემთხვევაში ვეტერინარისთვის ცნობება არის საჭირო თორემ შეიძლება ასევე სავალალოდ დასრულდეს

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
sulxaniდრო: შაბათი, 18.04.2015, 21:36:18 | შეტყობინება # 133
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 152
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
akson777,8 თვის ლეკვისთვის ადგილის შეცვლა მინდა ეზოში მინდა გადავიყვანო დგით ღამით კი ისევ სადარბაზოში.მიპარვა და კბენა ხოარ იცის ნეტა,ძაღლი თუ შეებრძოლება მაგათ?

დამატებულია (18.04.2015, 20:36:18)
---------------------------------------------
ერთი კიტხვა მაქვს კიდე,ჩემი ძაღლი პურს საერტოდ აგარ ჩამს ეს ბოლო დრო ავატყოფობის მერე საკმაოდ გახდა სუსტად არის,რას მირჩევთ?


monadire
 
ბაქარიდრო: შაბათი, 18.04.2015, 22:43:51 | შეტყობინება # 134
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sulxani, მოკლედ მეძებრის გველისგან დაცვ ადვილია, უბრალოდ არასდროს არ მისცეთ უფლება გამოედევნოს თუნდათ ყველაზე უწყინარ გველს მეძებარს კიდე გველი ვერასდროს დაემალება შემთხვევით, რომ დააკბენინოს თავი. რაც შეეხება ვირთხას ეს მღრღნელი ისეთი საღიში დაავადებების გადამტანია როგორებიცაა ტეტანუსი და ცოფი ამიტომ ძღლი აუცილებლად უნდა იყოს აცრილი პროფილაქტიკური აცრებით რის შემდეგაც ვირთხასთან საფრთხე ნულია 166
 
sulxaniდრო: შაბათი, 18.04.2015, 23:03:00 | შეტყობინება # 135
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 152
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
baqari3501, აცრილი მყავს მეგობარო,ესეიგი საფრტხე არ ემუქრება ხო?

monadire
 
ბაქარიდრო: შაბათი, 18.04.2015, 23:25:05 | შეტყობინება # 136
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sulxani, ცოფზე და ტეტანუსზე თუ გყავს სდიოს რამდენიც უნდა ოღონდ არ ჭამდეს, ეგ ცუდია, მოკლედ ვაქცინა ნაკბენისგან გიცავს მარა თუ მოწამლულია მღრღნელი და შეჭამს ან დაღჭავს მაშინ სშიშია
 
sulxaniდრო: შაბათი, 18.04.2015, 23:29:47 | შეტყობინება # 137
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 152
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
baqari3501, ორი ნემსი გავუკეთე,6 ტვის რო გახდა,ერთი 10ლარიანი მეორე 7ანი ცოფის პირველი.2 კვირის ინტერვალიტ.შენ ეგ მიტხარი ტკიპებისგან დამცავი რამე არის?

monadire
 
ბაქარიდრო: შაბათი, 18.04.2015, 23:50:37 | შეტყობინება # 138
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sulxani, რწყილებისგან და ტკიპებისგან ბარსი იცავს ყველაზე კარგას წვეთბი როა, კანქვეშა ტკიპას თუ გულისხმობ არის ვაქცინა რომელიც 8 ლარი ღირს და თუ ძაღლი ზრდასრულია შესაძლებელია ყავდეს უსიპტომოდ ამიტომ ჯერ მოსაშორებელი ნემსი უკეთდება რომელიც კვერცხის დონეზეც კლავს პარაზიტს და შემდეგ ვაქვინა რომელიც 6 თვეს იცავ

შეტყობინება დაამუშავა baqari3501 - შაბათი, 18.04.2015, 23:51:14
 
sulxaniდრო: კვირა, 19.04.2015, 00:02:51 | შეტყობინება # 139
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 152
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
baqari3501, ეგ კან ქვეშა ტკიპის საწინააგმდეგო ვიგულისხმე.ჩემი 8 ტვისაა,დაზღვევა დაჭრდება მოსაშორებელი,თუ პირდაპირ ვაქცინა გავუკეთო?

monadire
 
ბაქარიდრო: ორშაბათი, 18.05.2015, 18:32:02 | შეტყობინება # 140
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sulxani, ვერ გეტყი ვეტერინარს კითხე, ისე იქედან გამომგინარე, რომ შესაძლებელია ეგ ტკიპა ლეკვმა დედისგან მიიღოს ან სხვა ძაღლთან კონტაქტისას, რატომაც არა ჯერ მოსაშორებელი და მერე ვაქცინა 23

დამატებულია (18.05.2015, 18:32:02)
---------------------------------------------
რახან თავისუფალი თემააა მონადირეების ცივ ამინდში შორ მანძილზე ნადირობისას, ერთერთ საჭირო ნივთზე ვიკითხავ. არაყის გამოხდა ვის გიყვართ 36_1_69

 
kobaxidzeდრო: ორშაბათი, 18.05.2015, 20:00:45 | შეტყობინება # 141
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ. როგორმე მივაწვდინოთ ხმა,რაიმე ფორმით გამოვაღვიძოთ გარემოს დაცვის სამინისტრო მოგვცენ ტურების დახოცვის უფლება,არც ისე ვაკლებ სადაც გადამეყრებიან მაგრამ გამოხშირვა კანონით უფრო შედეგიანი იქნება რათქმაუნდა

GEBRUDER MERKEL
 
sulxaniდრო: ორშაბათი, 18.05.2015, 21:25:20 | შეტყობინება # 142
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 152
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
baqari3501, არაყის გამოხდაც მიყვარს ძმაო და სანადიროდ როცა ვარ მაგრა რო უბერავს თოვლი მისი დალევა მიტუმეტეს 39

monadire
 
doreuli2000დრო: ხუთშაბათი, 18.06.2015, 14:46:40 | შეტყობინება # 143
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 189
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეგობრებო იქნებ ვინმემ არლეკინზე გახსნათ თემა მადლობა წინასწარ

ჯერ მოვამრავლოთ მერე ვინადიროთ
 
77777დრო: ხუთშაბათი, 18.06.2015, 16:30:38 | შეტყობინება # 144
მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 199
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
doreuli2000ფაქტიურად ეს ჯიში რეგისტრირებული აღარ არის როგორც ვიცი!

77777 i.tsirekidze
 
doreuli2000დრო: ხუთშაბათი, 18.06.2015, 19:02:16 | შეტყობინება # 145
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 189
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
77777, არამგონია

ჯერ მოვამრავლოთ მერე ვინადიროთ
 
Adminდრო: პარასკევი, 19.06.2015, 02:48:14 | შეტყობინება # 146
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote doreuli2000 ()
მეგობრებო იქნებ ვინმემ არლეკინზე გახსნათ თემა მადლობა წინასწარ
ჯერ მოვამრავლოთ მერე ვინადიროთ


გახსნილია, შეგიძლია გააგრძელო.
http://www.bazieri.ge/forum/127-1094-1#132527


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
doreuli2000დრო: პარასკევი, 19.06.2015, 09:46:59 | შეტყობინება # 147
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 189
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Gia, გაიხარე

ჯერ მოვამრავლოთ მერე ვინადიროთ
 
vanoarchiდრო: ხუთშაბათი, 26.11.2015, 22:04:55 | შეტყობინება # 148
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 379
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩხართვზე არის დაშვებული ნადირობა საქართველოში?

HUGLU 103-C
 
ზურა333დრო: პარასკევი, 27.11.2015, 00:00:47 | შეტყობინება # 149
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
vanoarchi, საქართველოში კანონით არ არის დაშვებული.
აგერ შაშვისებრთა ოჯახზე თემა http://www.bazieri.ge/forum/51-808-1
 
vanoarchiდრო: ოთხშაბათი, 02.12.2015, 10:41:45 | შეტყობინება # 150
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 379
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზურა333, მადლობ

დამატებულია (02.12.2015, 10:41:45)
---------------------------------------------
??? ნახევრადავტომატური თოფები არის ძირითადად 2 ტიპის სისტემით: აირგადამტენი და ინერციული;
მაინტერესებს, ზოგიერთ ინერციულს უწერია სისტემაში კინეტიკური ენერგია, ეს ერთიდაიგივეა თუ კიდევ განსხვავებული სისტმაა?


HUGLU 103-C
 
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика