nugomonadire, მამაო მუშაობას ვიწყებ და ვიცი ვერ მოვახერხებ და იმიტო ვთქვი თორე მაგაზე უკეთესი რა იქნება.. ყველანაირად ვეცდები მაგრამ ვერ ვახერხებ თან ვსწავლობ და მაგიტო თორე სულით და გულით მინდა წამოსვლა და თქვენს გვერდით ყოფნა და თუ რამენაირად მოხერხდა მასეც იქნება ძალიან სასიხარულო ამბავია რო მონადირეებისთვის შეიქმნება ასეთი ლამაზი ხატი და დიდი მადლობა ამისთვის მამაო ერთი კითხვა მაქ ვიცი ისეთი მონადირეეები რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ ინტერნეტზე და უნდათ თავიანთი მოკრძალებული წვლილი შეიტანონ ამ სასიკეთო საქმეში და შეიძლება თუ არა რომ ისინიც დაგვეხმარონ ამ კეთილ საქმეში? დ.კალანდაძე
bizona, ამაზე უკვე გვქონდა საუბარი წინა გვერდებში და გადაწყდა რომ ამ საიტელების ინიციატივით იქმნება ხატი და ამ საიტელებმა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე ეგ საშვილიშვილო საქმე თოფი მეთოფეს, მეთოფე სოფელს . . .
მე დიდი სურვილი მაქვს წამოსვლის..ყველანაირად ვეცდები მოვიდე..10 ლარი თავიდან გადმოვრიცხე 10ლარს ეხლაც ჩავრიცხავ ამ დღეებში..
დამატებულია (24.04.2012, 15:14:16) --------------------------------------------- და თუ რამე წვრილმანია მოსაგვარებელი ...დამავალეთ და თქვენს გვერდით ვარ...ან მისასვლელი ტუ იქნა სადმეე...
bizona, შვილო 26 მაისი უქმე შაბათი დღეა, შესაბამისად არ არის სწავლა მუშაობა. დილით წამოხვალ სხვებთან ერთად საერთო ტრანსპორტით და იმ დღესვე დაბრუნდებით სახლში. მეორე დღეს(კვირას)გამოშუშდებით დაისვენებთ და ორშაბათიდან განაგრძობთ ჩვეული რიტმით ცხოვრებას. ეს დღე კი ერთადერთად და განუმეორებლად დარჩება ისტორიას. მერე არავის არ ეპარება ეჭვი იმაში რომ უამრავი კეთილი ადამიანი ცხოვრობს ქველმოქმედების სულით ანთებული ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ გვდომოდა სულ რამოდენიმეს ან კიდევ ერთ ადამიანს(ან ორგანიზაციას)ვთხოვდით და ყველაფერი მორჩებოდა ნაკლები პრობლემებით. არც ამდენი პოსტების წერა დაგვჭირდებოდა იმის შესახსენებლად რომ შემოწირულობა გაიღონ თანასაიტელებმა, დაწყებული საქმის კეთილად დასასრულებლად. ბაზიერელები ვქმნით ღვთის ნებით ამ ხატს, რომელიც ყველას მფარველი და დამცველი იქნება მიუხედავად იმისა მიიღო თუ არა ამ საქმეში მონაწილეობა... ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
nugomonadire, მამაო მე მაგალითად ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს ვსწავლობ და თუ გამოცდა არ დაემთხვა მაშინ 3 ლექციას როგორმე გავიმეტებ თოფი მეთოფეს, მეთოფე სოფელს . . .
მოგვიანებით გიერთდებით ყველას ვინც მონაწილეობას ღებულობთ ამ საშვილიშვილო საქმეში, ინტერნეტ ბანკით ვცდილობ გადარიცხვას, სადაც მიმღების სახელი უნდა მივუთითო, ვინმემ ამიხსენით თუ როგორ უნდა ჩავრიცხო თანხა ამ ანგარიშზე, ანუ მიმღების სახელი მესაჭიროება.
არადა კრიმანჭულს რო ვესაუბრე ბოლოს 200ბ კაცი მაინც როგორ არდადებსო. ისე ზოგმა ეს ამბავი არც იცის, მაგალიტად 1-2 კაცს მე გავაგებინე. ზედმეტი არაფერი არ ვარგა
krimanjuli, დარწმუნებული ვარ 20 მაისამდე ხატის შექმნისთვის შემოწირულობა გაიზრდება და ბაზიერელები თავს არ შევირცხვენთ... ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
ბიჭებო თხოვნა იქნება რო სიაშიც ვინც თავისი თავი თვითონ შეიყვანა იმათმა მაინც ჩავრიცხოთ დროულად თანხა,ჯერ მთლიანი თანხის ნახევარი 800 ლარია მიტანილი ხატმწერებთან და დავაჩქაროთ და ვიაქტიუროდ.მეუხერხულოება ამ თემაზე რო მიხდება ყურადღების გამახვილება................... ბოლობოლო, მემგონი ერთი პაჭკა ვაზნების ფული არ დაგვაქცევს, კაკ მინიმუმ მაგდენი აცილებული გვექნება კაი ნადირობის დროს!!! "საქმე ლაპარაკის ნაცვლად"
ძალიან გთხოვთ როდესაც თანხას შეიტანთ მიუთითოთ თქვენი ნიკი სრულად, თორემ შემდეგ მთელი გამოძიების ჩატარება გვიწევს ვინ ჩარიცხა მაგის გასარკვევად, თუ ინგლისური ასოებით არი თქვენი ნიკი ეგრე შეაყვანინეთ მოლარე ოპერატორს ბანკში და თუ ქართულად, მაშინ ქართულად, ნიკიც , სახელი და გვარიც ბოლომდე მიუთითეთ.. ვისაც თანხა შეტანილი აქვთ ანგარიშზე და არ არის პლიუსით აღნიშნული აუცილებლად მომწერედ პირადში
ჩავრიცხე მაგრამ პლიუსი მაინც არ მაქვს ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
რა გვჭირს ხალხნო საიტზე 3822 კაცია დარეგისტრირებული,აქედან 68-ამ გამოთქვა სურვილი ამ კეთელი საქმის კეთებაში თავისი მოკრძალებული წვლილი შეეტანა და ამ 68-დან 37კაცმა ჩარიცხა მხოლოდ :d587:
valiko, გასაგებია შვილო რომ გადმორიცხე და ღმერთმა შეგიწიროს. ჩვენ თვითონ ავღნიშნავთ სიაში. არ არის საჭირო ყველამ ცალ-ცალკე აკოპიროს ცხრილი... ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
აქ რასაც ვაკვირდები მგონი ეუხერხულებათ ჩარიცხვა ამ ადამიანებს და მინდა ერთი რამ აღვნიშნო რო არავინ არავის დაძრახავს თანხის რაოდენობის გამო და აქ იმდენი ვართ თითო ლარი რო ჩარიცხოს ყველამ საკმარისზე მეტი თანხა შეგროვდება მეგობრებო ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
SNAIPER, მართლაც რომ ლამაზი და კარგად დასამახსოვრებელი კადრებია, სამწუხაროდ მაშინ არ ვიყავი ბაზიერის ოჯახის წევრი რომ მქონოდა ის სიამოვნება რომელსაც თქვენ განიცდიდით ესეთი შეხვედრების დროს :39:წინა პოსტში სწორედ აღნიშნე ის ფაქტიც რომ, რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს ჩვენთვის, თითქმის 4000 კაციდან ვინც რომ ბაზიერზე არის დარეგისტრირებული, მარტო იმ ხალხის დაზალიან ცოტა რაოდენობამ გამოთქვა სურვილი და თანადგომა ამ უაღრესად უმნიშვნელოვანესა და დიდ პროექტში მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც მონადირეების და მეთევხეების მფარველი ხატი ჰქვია და მე დზალიან მიჭირს და მეუხერხულება ამაზე საუბარი მაგრამ, იმაზე პიქრი უპრო მაშპოთებს რო ბევრი მართლა ვერ აცნობიერებს იმას რომ კაცს მართლაც ცხოვრებაში შეიდზლება არ მიეცეს იმის შანსი და საშვალება რომ ესეთ კეთილშობილურ საქმისათვის თავისი პატარა წვლილი შეიტანოს.კონკრეტულად არავიზე არ ვსაუბრობ და არც არავის არ ვსჯი, უბრალოდ ისევ მეგობრული რჩევით მინდა ვურჩიო იმ დიდი ოჟახის ვაჟკაც ხალხს, ვინც დიდი ხანია ბაზიერის წევრია და ვინც ახლად არის დარეგისტრირებული, რომ დროულად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და თვითოეული ჩვენთაგანის შეტანილი წვლილით, ლამაზად მივიყვანოთ ბოლომდე იმ ვაჟკაკი ხალხის ლამაზად დაწყებული საქმე რომელიც მომავალში ჩვენს მომავალ თაობებს დახვდებათ წინ Shavi
ეხლა მივდივარ ბანკში რომ ჩემი მცირედი წვლილი გავიღო ამ ღვთისნიერ საქმეში, უფალი გვფარავდეს ყველა ნამდვილ მონადირეს ვისაც უფლის რიდი და შიში გააჩნია, მადლობა უფალს და მადლობა ყველას ვისი მონდომებითაც შეიქმნა წმინდა ხატი
დღეს კიდეე გადმოვრიცხე მეორეჯერ..და რაც შეეხება ამ ვიდეოს ღმერთმა ქნას რო წელსაც ისე განმეორდეს და შევიკრიბოთ უკლებლივ ყველა ჭეშმარიტი ბაზიერელი ამ კეთილი საქმის დასრულები დროს,,, r.jiqia
SNAIPER, გეთანხმები მეც ამდენი ხანია ვიდზახი ჩავრიცხავმეთქი და დღეს ძლივს მოვაბი თავი, ცოტა ფინასური კრიზისი მაქვს ვალები მაწევს მაგრამ იმის 10 ლარი რა გახდა თუნდაც ერთი ლარი იყოს რომ ვერ ჩარიცხო კაცმა , მაინტერესებს რა ტანხა ჭირდება ხატს? იქნებ ვინც ჩავრიცხეტ ისევ ჩვენ ჩავრიცხოთ კიდევ რაც დაჭირდება სხვები ესე ვთქვათ ან ძაან გაღატაკდნენ ან კიდევ ეჭვიაქვთ ალბათ რომ ვიღაც ფულს შოუობს ან კიდევ სარწმუნოებაში მოიკოჭლებენ , მაპატიოს უფალმა შენდობას ვითხოვ მაგრამ ეს რაც კეტდება უპირველესი საქმეა, ესევთქვათ თუკაცი ათ მცნებას არ იცავს ის ვერც ბუნებას დაიცავს და ვერც სამშობლოს დარჩება ბოლომდე ბრაკონიერი, ეს სიკეთე ხომ ჩვენ დაგვიბრუნდება ასმაგად რასაც დავსთესთ, მთავარია ამ შეგნებამდე მივიდეთ ჯერ და საამისო ფულს ყველა გამაოვძებნით, მეტი სიყვარული და ადამიანობაა უბრალოდ საჭირო.
დღე დღეს გამოეკიდა, საათი საათს, დრო ისე დაილია როგორც პირველი ჭიქა ღვინო.... ..მზემ ლიხის ქედს ხელები ჩასჭიდა და ფეხისწვერებზე აწეულმა ჩემს ეზოში ჩამოიხედა, შემდეგ ჩემს სარკმელში შემოსძვრა... ყოველ დილით ისიც ჩემსავით აკვირდება ამ თემაში დაწერილ პოსტებს, ახალი არაფერიაოო და ისევ უკან გაიძურწება პატარა სარკმლიდან რომელშიც სულ ნახევარი საათით თუ შემოეტევა... ... ... ხატის შექმნისთვის ვიხდით 1000 $ (დოლარს) - 1650 ლარს 1000 ლარამდე არის დარიცხული.... მადლობა ყველას ვინც ერთი ლარით მიიღო მონაწილეობა თუ 100 ლარით ამ ღვთისნიერ საქმეში. მაგრამ მგონი მადლობა ეს ის სიტყვა არაა როგორც გვესმის, ეს არის მადლ-ობა ანუ მადლის წაღება. მადლის მიღება... ამ მადლიანი საქმის მადლი გვფენოდეს ბაზიერელებო....
ყველა ადამიანს სჭირდებაა უფლის მფარველობაა, მონადირეს რომელიც ტყეში ღრეში ყინვაში სიცხეში უფლის იმედადაა ............ ყველაა მონადირეს ჩაუხედიაა საფრთხისატვის თვალებში პირჯვარი გადაუწერია და უფლის შეწევნა უთხოვიაა .............. ახლაა კიდევ ერთხელ შეეწეიეთ საკუთარ თავსს ეს შანსი სიცოცხლეში მხოლოდ 1 მოგვეცა......
valiko, ყველა ადამიანს სჭირდებაა უფლის მფარველობაა, მონადირეს რომელიც ტყეში ღრეში ყინვაში სიცხეში უფლის იმედადაა ............ ყველაა მონადირეს ჩაუხედიაა საფრთხისატვის თვალებში პირჯვარი გადაუწერია და უფლის შეწევნა უთხოვიაა ..............
გეთანხმები 100%-ით, საფრთხისათვის ჩამიხედია და ღმერთისთვისაც ბევრჯერ მითქვია მადლობა წარმატებული ნადირობა-თევზაობისთვის თოფი მეთოფეს, მეთოფე სოფელს . . .
ბაზიერელებო ღმერთი შეგეწიოთ და დაგიფაროთ. ხატის შექმნის საქმე ისევვე როგორც ჩვენი მართლმადიდებელი რელიგია ძალით არავის უღებს კარს და აძალებს მიწამე და ჩემი საქმეები აკეთეო. პირიქით ეს წმინდა სამყარო დახმარების ხელს უწოდებს ყოველ ადამიანს რომელიც ღვითის ხატად არის შექმნილი. ყველაზე თავისუფალი და ადამიანურია ქრისტიანული მრწამსი. ჩვენ ერთი წუთით არ განგიკითხავთ ძმებო თუ ვერ მიიღეთ მონაწილეობა. უბრალოდ როდესაც დაფიქრთებით, თქვენ თვითონ დაგწყდებათ გული რომ ვერ გაიღეთ თქვენი მცირედი წვლილი ამ საშვილთაშვილო საქმისთვის. თუმცა დარწმუნებული იყავით რომ ბაზიერელების მიერ შექმნილი წმინდა ხატი აწყმოშიც და მომავალშიც ყველა მონადირეს და მეთევზეს აუცილებლად (ვინც რწმენით შესთხოვს) დაიფარავს... ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
toka, რა თქმა უნდა შეიძლება! охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
krimanjuli, ამ პოსტებს რო ვკითხულობ ძალიან მწყდება გული, რომ ხატს რაც შეეხება და სიწმინდეებს რომლის მადლით და ძალით ვარსებობთ ამ ქვეყნათ ასე სახვეწარი და დასაძალებელი არ უნდა იყოს,ეს თითოეული ქრისტიანმართმადიდებლის ვალია. რატო მოვიდა დღევანდელ დღემდე უძველესი დროის სიწმინდეები????იმიტო რო დამცველი ყავდა და დაძალება არ სჭირდებოდათ მათ დასაცავად. რო ვიძახით 4000 წევრი ვართო სადაა ეს ხალხი?კარგი,ამ 4000-დან 2000-ი დარეგისტრირდა და მერე აგარ შემოსულა 2000 სადაა??ჰაა ჰა ჰა 1000 ვიყოთ ამ ათასიდან 500 საზღვარგარეთაა ან საშუალება არ აქვს რო შეწიროს სურვილის და მიუხედავად.500 ხო დავრჩით????.... ძაან მეუხერხულება ამ თემაზე საუბარი,მაგრამ უნდა ვთქვა რო სუფრასთან და ლაპარაკში ოქროს კოშკებს ვაშენებთ და საქმე საქმეზე რო მივა მერე უმოქმედოთ ვართ. მე მიმაჩნია რო უდიდესი მადლიანი და საშვილიშვილო საქმე კეთდება ამ ხატის დაწერით და თუ ეს არ გავაკეთეთ მაშინ რაღაზეა საერთოდ საუბარი?ან რისი მაქნისები ვართ ამ საიტზე?სმაილიკები რო ვწეროთ და უაზრო ბრძნული აზრები რო დავაბრეხვოთ რადგან პოსტებში მოგვემატოს??(რა თქმა უნდა ყველას არ ვგულისხმობ) აბა ბიჭებო ცოტა დრო დარჩა 26 მაისამდე და ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობა მივიღოთ ამ უდიდეს საქმეში
დროზეა ყველაფერი ამ ორ-სამ დღეში გასაკეთებელი, ყველგან ყველა თემაში უნდა დავწეროთ როცა წავა აქტიურობა ხან პოინტერზე ხან სეტერზე და ხან სხვა რაღაც-რუღაცეებზე, აი იქ უნდა მიუთითოთ ამ თემაზე და ჯობია აქ შეიყვანონ სიაში თავი, მიიღონ აქ მონაწილეობა, ან იმ ხალხმა შეასრულონ ეს მოვალეობა რომლებსაც სიაში აქვთ შეყვანილი თავიანთი თავები. ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს ბაზიერი ჯი რასაც აკეთებს 26 რიცხვში და თუ წევრობა უნდათ ამ საიტზე, თუ უნდათ ამდენი ინფორმაცია მიიღონ საიტიდან, ისწავლონ და აზრები გააზიარონ ერთმანეთში მაშინ ყველას ვალი არ არის აქ მონაწილეობის მიღება და სხვა ნებისმიერ ადმინისტრაციის მოწოდებაში? ★ஜ۩۞۩ஜ★
axotnik1310, 281219400 ეს გახლავთ ანგარიშის ნომერი (საქართველოს ბანკში) უჩა ზღუდაძის სახელზეა გახსნილი. როცა ჩარიცხავ მიუთითე, მფარველი ხატისათვის. შენი ნიკი და სახელი გვარი, ამის შემდეგ სიაშიც დაგამატებენ. Shavi
ძალიან კარგი საქმე წამოგიწყიათ ბიჭებო,მე მოხარული ვარ ამ საქმის და თქვენ გვერძე ვარ რითაც შემეძლება ყოველთვის კარგი საქმის კეთებისთვის.ღმეთი გვფარავდეს სუყველას და ხელს გვიმართავდეს ყოველთვის მართალი საქმის კეთებისას.
ამ ანგარიშის ნომერზე მეუბნება არასწორად არის მითითებულიო, ვერც უჩა ზღუდაძე ვერ იპოვა საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკმა Боже, помоги мне быть таким человеком, каким меня считает моя собака
დამატებულია (23.05.2012, 18:53:51) --------------------------------------------- ბიჭებო ვინც ვერ ვახერხებთ გელათში წამოსვლას იქნებ ის ხატები რომლებიც ოჯახში უნდა ვიქონიოთ და უნდა ვატაროთ ნადირობის დროს როგორმე თბილისში მოგვაწოდოთ რამენაირად თუ იქნება შესაძლებელი
მოგესალმებით ბაზიერელებო დაახლოვებით ერთი თვე რაიონში ვიყავი წასული და ვერ შემოვდიოდი საიტზე,,, წინა გვერდები აგარ მინახავს და მაინტერესებს რა ხდება ამ თემასტან დაკავშირებით ტანხა არ შეგროვდა საკმარისი??? ჩარიცხვა როდემდე შეიძლება???? ბოდიშს ვიხდი ყველას წინაშე ამ კითხვას ეხლა არ უნდა ვწერდე აქ......... უფალი იყოს ჩვენი და საქართველოს მფარველი :):) მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!