9 აპრილს გურიაში, ოზურგეთის რაიონში შევიკრიბებით კლუბის და საიტის გურული წევრები! (კაცი არ დააკლდეს თვარააა...)
გამწვანების აქცია რა სალიკას იქნება ამას პაწე მერე ვიტყვი, იმიზა, რომე ორი ადგილი გვაქვს შერჩეული და რომელზეც უფრო მოხერხდება ჩვენი დარგული ნერგების, შემდგომი უსაფრთხო არსებობა, ე იქინე ვიზამთ საქნელს! აბა დავრგოთ და მერე ვინცხა ოჯახდამწვარის ძროხამ შეჭამოს მაი არ გვინდა ჰო? ჰოდა ამიზა ვჩივი!
ნერგების სახეობასაც პაწე მოგვიანებით შეგატყობიებთ. მანამდე კი თუ ვინმეს დამატებითი ინფორმაცია სჭირია ჩემი ტელეფონი ქი იცით ყველამ, მაგრამ თუ არის იმფერი გამონაკლისი რომელმაც არ იცის, იმან ქე ნახოს ჩემს პროფილში ტელ.ნომერი და ქეც შემეხმიანოს!
პს: ბოდიში ძამა, არ ვიცოდი როის იყო მაი ამბავი, თვარა რავა არ მევიდოდი და ამფერები არ მიიღება! ყველას გაგაგებიებთ და მაინც ღალატის შემთხვევაში ქე ხართ მოთხრილი სამეგობროდან, სამეზობლოდან და საერთოდ დუნიიდან!
ძალიანი კაი საქმე წამოგიწყიათ, მარა ვერ გიერთდებით, ვერ ვახერხებ ჩამოსლას გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
მოკლედ ძამა, ნერგები იფნის (კოპიტი) იქნება, რაოდენობას დავაზუსტებ. მარა ცოტა არ იქნება და მისითაც არ ჩახტებიან მაი ნერგები მიწაში! ჰოდა, ბაილეთში 9 აპრილს გელოდებით გურულ ბაზიერლებს! მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
ხვალ, ოზურგეთის თეატრთან ვიკრიბებით 10:30 წუთზე, ვინც იცის ადგილი უფრო ადრეც ავა, მაგრამ ვინც არ იცის ისინი შევიკრიბოთ თეატრთან და ერთად ავიდეთ! მანქანით ვინც იქნება ბარი ყველამ წამოიღეთ ძამა, თორე ოხრად ორმოებია ამოსაღები!
დამატებულია (09.04.2016, 19:47:56) --------------------------------------------- მოკლედ ძამა ასე იყო აი ამბავი: სატყეოსთან მოლაპარაკებული ვიყავი, ანუ დამპირდნენ, რომ ნერგებს მომცემდნენ, მხოლოდ იფანს(კოპიტი), მაგრამ ჩვენ ეს იფანიც სრულიად გვაკმაყოფილებდა! ჰოდა, 8 აპრილს, რომ დავაპირე მისვლა ნერგების წამოსაღებად, მანამდე ტელეფონით დავუკავშირდი და მითხრეს დაახლოებით ასე: ჩვენ კერძო ტერიტორიისათვის ვერ გავცემთ ნერგებს, უნდა მოიტანო ჯიპიეს კორდინატები იმ ადგილის, სადაც აპირებთ ნერგების დარგვას და შემდეგ განვიხილავთ ამ ამბავს, შემდეგ გავაგზავნით მოთხოვნას ჯანდაბაში, შემდეგ ამ ჯანდაბიდან თუ მოვა დადებითი პასუხი ნერგების გაცემაზე, აი მერე გამოგიწერთ ნერგებსოო! ამ დავიდარაბას რამდენი დროს დასჭირდებოდა ალაჰმა უწყის! ჰოდა კი შემომეყარა გულზე! მეორე დღისთვის არ მქონდა არც ერთი ნერგი! დავიწყე რეკვა ბაზიერის გურულ წევრებთან, ყველას ავუხსენი სიტუაცია და ვთხოვე, რომ ჩვენვე გვეშოვნა ნერგები! სოლომონმა, ღამის მორიგეობიდან გამოსულმა, გამოუძინებელმა კაცმა საკუთარი ხელით ამოიღო 25 კაკლის ნერგი! ასევე ამოიღო ნერგები ტარიელმა, ბაქარმა და მეც მათ შორის. ასე შევაგროვეთ დაახლოებით 70-მდე ნერგი. უმეტესობა კაკალი. რამოდენიმე იფანი და ერთი ბჟოლი(თუთა). 9 აპრილის დილას,მე და ნუგზარი ოზურგეთის თეტრათან შევხვდით სოლომონს და ერთად ავედით ბაილეთში სადაც ტარიელი და ბაქარი გველოდებოდნენ! დანარჩენს კი ვიდეოში ნახავთ რა და როგორ იყო! მონაწილეები ცოტანი ვიყავით, მაგრამ ნერგები კი ბლომად დავრგეთ! დიდი მადლობა ბიჭებო, ძმური თანადგომისათვის! ავთანდილის თქმისა არ იყოს რჩება ის ვინც ნამდვილიაო და თქვენ ნამდვილზე ნამდვილები ხართ! და თქვენი იმედი ყოველთვის ყველაფერში მაქვს!
კარგები ხართ, კარგები იყავით და მარად კარგები იქნებით, ყოველთვის მაქვს თქვენი იმედი და ყოველთვის მექნება, ოქრო და ბაჯაღლო რომ გქონდათ გული კი ვიცოდი მაგრამ მთლად კალიფორნიუმი თუ იყავით მაი არა ძამა[1გრამი=500 000 დოლარს] შემოგევლეთ
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!