ENUQICHI, სხვათა შორის მოედნის ირგვლივ რაც ხარაჩოებია აშენებული ყველა ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ არის და ერთ ეთ დიდ როლს ვასრულებ ქუთ თამარ მეპის გამზირის რეაბილითაციაში :166: :166: ლევან ბერძული
ქუთაისში დიდი დღეა, გალამაზდა ჩვენი ქალაქი და ზეიმობს ქუთათურები, ყველას მოგილოცავთ ორ მაისუბას (ქუთაისობას). ბაზიერი ჯიდან რამოდენიმე წევრი შევიკრიბეთ ორ მაისობის ტრადიციულ არენაზე ჩვენ-ჩვენი ოთხფეხა მეგობრებით ★ஜ۩۞۩ஜ★
2 მაისს გაიხსნა სრულიად ახალი მოედანი, სადაც მთელი საქართველოდან ჩამოგვივიდნენ სტუმრები, ძალიან გალამაზდა ჩვენი ქალაქი, უამრავი ღვინო დაილია და უამრავი გული აივსო ამ ქალაქის სიყვარულით. ყოველ ორ მაისს ჩემს ქუჩაზე იშლებოდა სუფრა და ქუჩა იკეტებოდა, თიკანიდან დაწყებული გოჭის ხორცით დამთავრებული არ აკლდა სუფრას ღია ცის ქვეშ, რამდენ უბანში ხდებოდა ასე, ეხლა სხვა დრო მოვიდა თუმცა ეს ტრადიცია სხვა ფორმით შეიცვალა და მიმართულება მაინც ერთია. ვისურვებდი არ დაეკარგოთ ახალი თაობის წარმომადგენლებს ის "კაი პურ-მარილიანი, მადლიანი, მადიანი ქუთაისური" სტუმართ-მასპინძლობა. კაცური და ვაჟკაცური, კაი თამადობა, ასევე კარგი სიტყვა-პასუხი!
ქუთაისში როგორც იცით ჩატარდა სამხედრო აღლუმი პირველად ჩვენი ქალაქის ისტორიაში და საერთოდ მხოლოდ დედაქალაქში ტარდებოდა როგორც ვიცი, ასევე გაიხსნა და ძირითადი სამუშაოები დასრულდა ახალი პარლამენტის, რომელიც ოქტომბერში სრულიად შეიძენს იერსახეს ყველა ფართობზე (მილიონ კვადრატულ კილომეტრზეა საუბარი). იყო უდაოდ ღირშესანიშნავი დღე 26 მაისი ასევე ჩვენთვისაც, რადგანაც მონადირეებს უკვე აქვთ გელათის წმინდა ტაძარში თავიანთი და მეთევზეთა მფარველი ხატი! რაც ტრაპეზობით ავღნიშნეთ ჩვენს მამა-პაპურ ტრადიციებზე და ამით ბაზიერი ჯიმ თქვა თავისი სიტყვა საქართველოს მონადირე-მოთევზეებში ★ஜ۩۞۩ஜ★
ქედს ვიხრი ნამდვილი მონადირეების წინაშე და იქნებ დამეხმაროთ როგორ ავიდგა ფეხი ნადირობაში (ვარ სრულიად გამოუცდელი ნადირობაში) :) მიხარია რომ მოგაგენით აქ ქუთისლებო მეც ქუთაისელი ვარ და მინდა გაგიცნოთ.. მე ავტო-ქარხანაში ვცხოვრობ და მგონი ჩემი უბნელიცაა აქ ფორუმში რამოდენიმე საიტზე გადავიკითხე იარაღებზე თემები და ბოლოს აქ შევჩერდი მინდა თოფის ყიდვა ამ კვირაში და იქნებ დამეხმაროთ რომელი თოფი ვიყიდო, თუმცა ბევრი კი წავიკითხე აქ თოფებზე და სტოგერს ვფიქრობ
დამატებულია (02.07.2012, 22:50:45) --------------------------------------------- marsi, სად ცხოვრობ ავტო ქარხანაშიიი მე უნივერმაგთან
მოგესალმებით ჩვენც gadarchena, ნიკით დეტყობა ჩვენებური რო ხარ აქ იარაღებზე და პირად მიმოწერებზე არ დაიწერება, რადგანაც მხოლოდ ვწერთ ვინ ვინ ვართ და სად ვცხოვრობთ როგორც ამ თემის პირველ გვერდზეა. რაც შეეხება მარსს გაგცემს პირადში პასუხს, იარაღზე იარაღების თემაში გირჩევენ და ასე ნელ-ნელა ავეწყობით. მიხარია შენი პირველი ფოსტი აქ რო დაწერე, ოღონდ მიაწერე ვინ ხარ. მე ოთო ვარ გაბუნია, ენუქის ძე და ამიტომაც მიძახიან ენუქიჩს.. კიდევ ჩემი თხოვნაა ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით მიაწეროთ თქვენი აზრი ძმებო ★ஜ۩۞۩ஜ★
გაიხარე ოთოო, ეს მართლაც ჩემი პირველი პოსტია და გაცნობით დავიწყებ მე ვარ ბექა ლაღაძე, ვცხოვრობ უნივერმაღთან ზაოდში, 2 წელი არცაა რაც დაუბრუნდი ჩემს ქუთაისს და ძალიან მიხარია, მანამდე თბილიში ვცხოვრობდი 9-10 წელი პატარა ბავშვივით მიხარია თქვენთან შემოერთება მე მართალი გიტხრათ უფრო ტყეში ხეტიალი და ექსტრიმი მიზიდავს, რაც ჩემი ნიკითაც გამოიხატება, ქართულად "გადარჩენა" მიყვარს ბუნება და მოგზაურობა მაგრამ ძალიან მინდა ნადირობასაც დავუმეგობრდე, თუმცა რამდენად შევძლებ არ ვიცი, მეცოდება ცხოველები და ფრინველებიიიი :))
დამატებულია (02.07.2012, 23:23:36) --------------------------------------------- ჩემი აზრი ბაგრატის თაობაზე რათქმა უნდა პატქიარქის აზრზსს ეთანხმება
ENUQICHI, მე არასდროს მინახავს ბაგრატის ტაძარი და როცა ვნახავ მირჩევნია ძველი სახით ვნახო ვიდრე ასე, ეს ჩემი პირადი აზრია. თელავში ბატონის ციხეშიც უნდოდათ კარების ამაღლება მაგრამ ხალხმა არ მისცა ნება. . წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
ბაგრატი, იუნესკოს პროექტი. ესეთი იქნება ბაგრატის ტაძარი რესტავრაცია-რეკონსტრუქციის შემდეგ. მინის კონსტრუქციაში მოწყობილია კიბის უჯრედი და ლიფტი. რას ფიქრობთ რაც არ უნდა ვიფიქროთ ეს მაინც ასე გაკეთდება ოღონდ იუნესკოში დარჩება??? როგორც ქუთაისელს მაინტერესებს კიარა! როგორც ქართველს და მითუმეტეს ქუთაისელს, რადგანაც ჩემი სახლიდან ჩანს და თავზე მადგას ბაგრატის ტაძარი, ყოველ დღე უყურებთ, სიწმინდეა ჩვენთვის და ისეთი მოგვწონს როგორიც არის, რადგანაც ვიცით რა აუშენებიათ საუკუნეების უკან, წარმოდგენისთვის ადგილი გვრჩება ვიაზროვნოთ თუ როგორი იყო და რამხელა შრომა არის ჩადებული. ეს ლივტი არაფერ შუაშია! რა საჭიროა ზემოდან ჩახედო ტაძარს? რა საჭიროა და წუთაისის ხედი იშლება.. გარეთ მაინც გააკეთონ და იქედან აყურებინონ ტურისტებს!!! თუ მას მნიშვნელოვნად შეეცვალა ის რაც უნდა ქონდეს და რაც ითვლება ძირძველად, მაშინ საიდან შევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებში? ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ხდება გაეროს წევრი ავტომატურად ხდება იუნესკოს წევრიც, ხოლო გაეროდან გასვლის შემთხვევაში ასევე ავტომატურად ტოვებს იუნესკოს რიგებსაც. ქვეყანა, რომელიც არაა გაეროს წევრი შესაძლებელია გახდეს იუნესკოს წევრი გენერალური კონფერენციის წევრთა 2/3-ის თანხმობის შემთხვევაში. ე. ი. ჩვენ კაი ხნის უკან ჩვენი ძეგლებითურთ როგორც ვიცი ვართ შეყვანილი, რამდენჯერ მსმენია გადმოურიცხიათ თანხა და ა.შ. ამ დროს ჩნდება კითხვები, ხომ არ ხდება ეს ძალით? რადგანაც გამოვიდეთ და ჩვენ ჭკუაზე მოვაწყოთ ტურისტებისთვის ყველა საერო თუ სასულიერო მემკვიდრეობითი ძეგლები, რომლებიც ხელუხლებელია და არ შეიძლება ამგვარი ჩარევა! ვიკიპედიაში წერია შემდეგი: 2010 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში ჩარიცხა. ამის მიზეზად კომიტეტმა 2009 წელს ტაძარზე დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაო დაასახელა გახდა, რომელიც შენობის ავთენტურობასა და მთლიანობას არღვევს. 2012 წლის 24 ივნისს სანქტ-პეტერბურგის 36-ე სხდომაზე მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი კვლავ საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში დატოვა და მის სამომავლო სტატუსს 2013 წლის სხდომაზე გადაწყვეტს. ★ஜ۩۞۩ஜ★
magalo, გილოცავ მოგვიანებით აქ შემობრძანებას, ჩვენ აქამდე ვერ მოვახერხეთ გამოხმაურება მაგრამ შენ უნდა შეგვახსენო თავი ბაგრატის ტაძარი მტკიოდა მაგრამ რო დავინახე გამინახევრდა ტკივილი, ეს მწვანე ფერი რაც სახურავზეა გადავაო და დარჩება ოქროსფრად. მე ჩამომდის სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან და სხვა კონტინენტიდანაც კი! იმათ შეეპარათ ეჭვი სათაფლიაზე დინოზავრის ძვლების ნაწილაკიც მაინც თუ ნახესო, არაო გიდმა უთხრა, მაშინ აქ გავლით იყვნენ და დიდი არაფერიო..ბაგრატის ტაძარზე ასეთი ძველი არ იქნება ის მილები რომლებითაც თავი მოგვაქვს თუ რა მოწესრიგებული ხალხი ვიყავით! ეხლა ასე რადიკალურად ახალ აშენებულივით ძეგლის სანახავად ვინ მივიყვანოთქო შევჩივლე ქალაქში კოლორიტ ადამიანებს და მითხრეს, ჩვენ ხო ვიცით ენუქიჩ და ერთი მაგენის...:)))))
მთავარია იუნესკო! აწი ჩვენ უნდა დავიცვათ და ცნობადობა ჩვენვე უნდა გაუთქვათ მთელს მსოფლიოში ამ უძველეს ძეგლს! ★ஜ۩۞۩ஜ★
მოგესალმებით და გილოცავთ წმ მარიამის ბრწყინვალე დღესასწაულს,გფარავდეთ მისი კალთა !!! ვცხოვრობ ქუთაისში თბილისის ქუჩაზე # 96,მოხარული ვარ რომ გავიცნობთ ერთმანეთს !!!
ika74, იცოცხლე თანაქალაქელო, კეთილი და პატიოსანი, ოღონდ სახელი და გვარიც დაგვიწერე ვინ ხარ, რა სანადირო გამოცდილება გაქვს მოკლედ და შემდეგში კარგად გავიცნობთ ერთმანეთს ★ஜ۩۞۩ஜ★
ENUQICHI, გაიხარე ! ირაკლი კუჭუხიძე ! წლებია ვნადირობ მთაშიც და ბარშიც,იშვიათად წყალშიც დამეხმარეთ და მომწერეთ ბევრჯერ რათა სურათი მინდა დავდო საიტზე და ჩამერთოს მინი ჩატი.წინასწარ გიხდით მადლობას
ქუთაისში დავრგავთ ხეებს, პირადში მომწეროს ყველამ ნომერი იმ მობილურის რომელიც ხმამაღლა რეკავს, აფიქსირებს ნომერს, აქვს კაი ვიბრაცია რათა გაიგონოთ როცა დავრეკავ. შემდეგ სხვა თემაში დავწერთ რა და როგორ.
ამ სიაში მყოფებმა ყველამ პირადში მომწეროს მისი ნომერი! ვინც არ შემომეხმიანება მოვძებნი და გადავკეტავ გულის კარებს რომ გულიდან არ გამექცეს ჭურუმეეე!!! ★ஜ۩۞۩ஜ★
avtandil თქვენსკენ ვარ აბა გერმანელებისკენ ხოარ ვიქნები მაქვს რაღაც ვარიანტები და შეიძლება ჩვენ ბიჭებს მინიმალური ხარჯი მოუწიოს ისიც დამატებით და არა ძირითადი, მთავარია პირადში მომწერონ ყველამ. ★ஜ۩۞۩ஜ★
ძმებო 24 კაციანი სია არის ვინც ქუთაისელია და დაწერა თავის დროზე აქ ვცხოვრობ ამა და ამ ადგილზე ვარ ეს და ეს. ვინც ქუთაისელი ხართ ამ თემაში შეიყვანეთ თქვენი თავი დაკოპირებით ჯერ და მერე ოცდამეხუთედ თქვენი თავი, მანამდე ვინ ხართ და სად ცხოვრობთ. რაც შეეხება ქუთაისთან ახლო–მახლობლად მცხოვრებებს ვინც შემოგვიერთდება ხეების დარგვაში ეს საკითხი ამ თემაში კიარა ჩემან პირადად მოწერით წყდება და მთავარია მხოლოდ და მხოლოდ პირადში ნომერი მომწეროთ და მზაობა რომ დარეკავ თუ არა მზად ვარ შემოგიერთდეთ. მერე მე თვითონ დაგიკავშირდებით ყველას ★ஜ۩۞۩ஜ★
koshia, კოშიას დავენაცვლე ეს სია ქუთაისლების სიააა და არა მსურველების, მერაბ ნოზაძის ნაირი ნეტა ბევრი გვყავდეს მაგრამ ერთია სამწუხაროდ, შენ მეორეჯერ 25–ედ მიამატე როცა 19–ეა ეს სია არ არის ვიმეორებ მსურველთა სია..ჩემთან პირადშია ჩაკიწკიწებული თქვენი სია და როცა ბოლო დღეები იქნება მერე გამოვიტან ტყე შეუნახეს თემაში, აქ ამ საკითხის ადგლი არ არის ხო ხვდებით, არც იქ მინდა ჩვენით შევაწუხოთ ბიჭებს თავი იმიტო რომ თბილისში რგავენ და სხვა თემა თბილისლებს არ აქვთ. ჩვენ დროებითი თავშესაფარი სულ გვაქვს აქ ★ஜ۩۞۩ஜ★
ENUQICHI, უი მაგას არ დავკვირებივარ :069: რომ ეწერა სიაში მეც დამამატეთო მიტო დავამატე მეც :069:
დამატებულია (03.04.2013, 09:40:20) --------------------------------------------- ENUQICHI, სად დაგვეკარგე ძმაო რა ხდება ნერგების დარგვასთან დაკავშირებით? გამოიტანა უკვე პოტლები ხეებმა და აწი დაგვიანებული არის ეგ საქმე მემგონი
შეიძლება მგელი ლომზე სუსტია მაგრამ ცირკში მასხარად არასოდეს გამოდის !!!
anri-opshkviti, რავი ძმაო ჯერჯერობით ახალი არაფერი არ არის და ენუქიჩი დაგვეკარგა საერთოდ შეიძლება მგელი ლომზე სუსტია მაგრამ ცირკში მასხარად არასოდეს გამოდის !!!
9 რიცხვი მოვა მაგრამ ამ საღამოს ან ხვალ 5 რიცხვში მეცოდინება ზუსტი პასუხი თუარა დრო ჩვენ გვაქვს, მე პირადად ჩამოუვლი ყველას და ავკრიბავდი ფულს ერთ ან პორ დღეში აქ ვცხოვრობთ რათგვინდა ბანკი? თან ამინდსაც გადავხედავ იქნებ 10-ში იყოს კარგი ამინდი და 9-ში იქცევა ცა ხო უნდა მოვახდინოთ ორგანიზება.. ნომრები მიწერია ყველა მსურველის ამ საიტიდან და დაგირეკავთ შეგხვდებით არ არის პრობლემა მალევე მოვახდენთ ყველაფერს ★ஜ۩۞۩ஜ★
კაი გამარჯობა თქვენი , მე ახალი წევრი ვარ, დუშელი ბიჭი ვარ თბილისში დაბადებულ გაზრდილი მაგრამ ამჟამად ქუთაიში ვცხოვრობ , სადგურ რიიონის თავზე ტურბაზაში. ! თქვენშემოგევლეთ !იანვრიდან ქე გადავალ ზასტავაზე კეთილ ადამიანს ზოგჯერ ძაღლისაც კი რცხვენია
ბიცჰებო ტქვენ გაიხარეტ მე რაცჰველი ვარ მაგრამ მემგონი ტუ ვინმე ნატესავი მყავს ქუტაისლები არიან და მტელ ქუტაისსჰი არიან მიმოფანტული ზავოდზე გამსახურდიაზე ნინოსჰვილზე ავანგარდსჰი და კიდე რავიცი ყველგან ამიტომ ქუტაისი უცნობი არაა ცჰემტვის
გაიხარეთ ქუთაისლებო და ბაზიერელებო მეც ქუთაისელი ვარ ახალგაზრდობის გამზირზე ვცხოვრობ მეორე შესახვევში 3 ნომერ ბინაში 33 სკოლის უკან რომ 9 სართულიანი კორპუსია
სალამი ქუთაისელებს! საიტის ადმინისტრაციის ქუთაისელი წევრები ან უბრალოდ საიტის აქტიური წევრები რომლებიც ასევე ქუთაისში ცხოვრობთ, პმში შემეხმიანეთ ან ტელეფონზე! ერთი კაცი მჭირდება გამწვანების აქციას რომ უხელმძღვანელოს ქუთაისში! მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!