დამატებულია (04.03.2011, 21:01:47) --------------------------------------------- ეს არის ჟურნალ "ნადირობის" 2005 წლის დეკემბრის ნომერში დაწერილი სტატია მგელზე რომელშიც აღწერილია სხვადასხვა წლებში გამოხშირული მგლების რაოდენობა რუსეთსა და საქართველში ასევე აღწერილია მგლების მიერ მოტანილი ზარალი ბუნებისა და გლეხებისათვის იმედი მაქვს ეს ინფორმაცია გამოგადგებათ წერილის მომზადებაში და რამე ნაყოფს გამოიღებს კანონის დახვეწაში...
მონადირეებო კაი იქნება მაგას თუ დავხოცავ.ძალიან ბევრი ოჯახები ვიცი და ბუნაგებიც ივნისის დასაწყისჰი ისედაც მივდივარ ლეკვების დასაჭერად და ორგანიზება უნდა და მოვკლავთ მაგას სხვადასხვა რაიონებში
მონადირე, აქ დაწერე 80 არა 800-ო ნახე სტატიებში თიტქმის ყველაფერი მგლებზე ჩემი დადებულია და იქ ნახავ რუხი მგლის მაქსიმალური წონა 80 კილოა...... იქაც მოიტყუებიან?
მონადირე, აქ დაწერე 80 არა 800-ო ნახე სტატიებში თიტქმის ყველაფერი მგლებზე ჩემი დადებულია და იქ ნახავ რუხი მგლის მაქსიმალური წონა 80 კილოა...... იქაც მოიტყუებიან?
a11201, გიორგი ბატონო, ჯერ ერთი, თითქმის ყველა სტატია მგელზე თქვენი დადებული ნამდვილად არ გახლავთ, (მხოლოდ ერთი, რისთვისაც მადლობას გიხდით!) და მეორე, 80 კგ მაქსიმალური კი არა, იშვიათი, სარეკორდო წონაა, რომელიც სააკაძის ქვეყანაში ჯერ არ დაუფიქსირებიათ!
მონადირე, გაიხარე მასე ჯობია, მე მაინც ჩემსას დავიწყებ და შენ შენსას და რისთვის უნდა მოვიშალოთ ნერვები........ არ ჯობია ეს დრო ერთმანეთის პატივისცემაში და კეთილ საქმეში დავხარჯოთ................
ქუთაისში, მუხნარის ტყე-პარკში მგელი მოკლეს. ახალგაზრდობის ქუჩის, ე.წ. აგარაკების მოსახლეობას მტაცებელმა 2 კვირის განმავლობაში 10-ზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვი დაუგლიჯა. ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, მგელზე მონადირეების 25 კაციანმა ჯგუფმა ნადირობა დაიწყო. ტყე-პარკის ტერიტორიაზე ორი მტაცებელი ნახეს, ერთი გაიქცა, ერთი კი მოკლეს.
მინდა ბოლო ნადირობის მცირე რეპორტი დავდო. გასვლა საკმაოდ შორს მოვინდომეთ, სუფთა ჰაერი და მთა-გორიანი ადგილები მოგვენატრა. ქალაქიდან გავაღწიეთ. ამინდი მაინდამაინც ხელსაყრელი არ იყო, მაგრამ გაზაფხულის არომატი, სიმწვანე და აჩუხჩუხებული სისხლი მაინც წინ მიგვერეკებოდა.
გზად ყველანაირ მიზეზს ვეძებდით რო მანქანები გაგვეჩერებინა და თუნდაც წამიერად ჩამომხვტარიყავით
ამ თვალიერება-თვალიერებაში, დათქმულ ადგილს საგრძნობლად "გავცდით" და ჰოი საოცრებავ, სად აღმოვჩნდით...
რახან "იქ" აღმოვჩნდით, უფრო მაღლა ავედით და ცის დათვალიერება მოვინდომეთ, მაგრამ მხოლოდ რუკას დაგვაჯერეს: "ცას ეხლა ტელესკოპით კი არა კოსმოსური რაკეტიდანაც ვერ დაინახავთ, ისეთი ღრუბელიაოო"...
ჭუკჭუკში და თუთის არყის სმაში კიდეც შემოთენდა. თურმე სად ეძებ ვარსკვლავს, აიხედე მაღლა...
ბევრი ვიარეთ, გავიყინეთ, და დავეშვით.
მოვქროდით იმის იმედით რო კოცონს გავაჩაღებდით, წავიხემსებდით და ცოტაოდენ "აკვა ვიტასაც" მივირთმევდით
კოცონი გავაჩაღეთ, ძეხვებიც დავკალით, სასმისებიც გავამზადეთ...სადაა არაყი???!!! ერთმანეთის იმედად არავის წამოუღია და დავრჩით მშრალზე... მერე ერთმა "კოლმეურნეობის თავმჯდომარემ": თუ ექსკურსიაა ექსკურსია იყოსო და მთელ იმ მხარეზეც დაგვართყმევინა წრე და თავებზეც. "სა ფეისბუქ ე" ფოტოებიც იღო ბუქნებში, კმაყოფილი ღიმილით და დასტოინად ფეხაწეულმაც
ამის ფონზეც, ჯიგრულად, პატრიოტულად მჯიღით გულზე, ოსმალოზე გაბოროტებულებმა "ჩემი ხატია" ვიღრიალეთ მთელ ხმაზე
ფოტოსესიის გვერდით ზოგ-ზოგიერტი კულტურულ ძეგლებზე და მტაცებლების ბუდეებზე პაპარაცობდა
დამატებულია (09.04.2011, 17:48:41) --------------------------------------------- ამ პატარა "ჯენდაის" შევპირდი ცნობილს გაგხდი თქო და შეუსრულე დანაპირები:
ძმებო მე ხონში ვცხოვრობ და ამ დილით გავიგე სოპელ ქარჩხაბში მგელს ძროხა დაუგლეჯია თურმე ჯიქანზე გაუკრია კბილი მარა ძროხა გადარჩენილა ხოლო მეგელი გაქცეულა ასეტი პაქტები არ უნდა მოხდეს საქართველოში და უნდა დაიხოცოს მგლები
მგელი ისევ გამოჩნდა ჩემს სოფელში იმერეტში, ერტი მოცვერი და კვიცი შეჩამა გუშინ და დგეს. და რა მინდა გიტხრად რო ჩაუსაფრდეტ აგარ მივა იმ ადგილას guramicignadze
achiko1996, ეგეთი რამეები გაუშუქებელი არ რჩება! ასე რომ, საეჭვო ინფორმაციაა არა მარტო იმიტომ, რომ არავინ იცის ამის შესახებ, არამედ იმიტომაც, რომ მგლები ადამიანების შესაჭმელად სახლებში სპეციალურად არ შედიან! რაღაც სხვა ამბავი იქნებოდა მანდ!
ხობის რაიონ სოფელ თორსაში,ერთ ადგილას შეეჩვია მგელი,ვერაფრით მოიხელთეს,ძაღლიც არ ყავთ მგელზე რო მივა ისეთი,ვიგაცას უნახია სამი ლეკვი ყავსო ოგონდ რამდენად მართალია არ ვიცი,20 მეტი თხა ყავს დაგლეჯილი ამ ბოლო პერიოდში,ვის არ ვკითხე მაგრამ სამეგრელოში ძაღლი არ ყავთ მგელზე მიმსვლელი და ისე ნადირობააას აზრი არ აქვს ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი, ერის ბრწყინვალე მომავლით მსურს გავიხარო. თუ საქართველო არ ინქნება თავისუფალი, დე, მტვრად ქცეულიც დამენახოს მთელი სამყარო....
მონადირე რასაც აჩიკო ყვებოდა რაგაც ამდაგვარი მეც მომიყვნენ მაგრამ არ ვიცი რამდენად სწორია, ოგონდ მე რომ მომიყვნენ ის კაცი ნასვამი ყოპილა და ეზოში შეუჭამიათ მგლებს, სხვათა შორის ერთმაისეთმა კაცმა მოყვა ეს ამბავი რომ 90% მართალი იქნება, რა ვიცი ტელევიზიით მეც არ მომისმენია ძმა ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
საქმე იმაში გახლავთ, რომ მოყოლილის დონეზე ვიცით ეს ამბავი და საინტერესოა იმის დადგენა, როგორ იყო ზუსტად! თუ მოხერხდება სინამდვილეში განვითარებული მოვლენების დადგენა და დასაბუთება (არა ჭორის დონეზე), შესაძლოა ძალიან დაგვეხმაროს ეს ფაქტი, როგორც არგუმენტი მგელის გამოხშირვის საკითხის გადაწყვეტისას!
a11201, არაა ხობში ჯერ ჩამოყალიბებული მონადირეთა ჯგუფი,აპირებენ მომავლისთვის,ერთია ვისაც კარგი ძაღლი ყავს და ვერ მოვიხელთეთ,ჩასაფრებითაც შეიძლება მაგრამ ადგილობრივები რამდენჯერაც ჩაუსაფრდნენ არასდროს არ მოსულა,როცა არავინ არაა მაშინ მოდის,ისე რამოდენიმე წლის უკან იყო შემთხვევა,მგელს ჩაუსაფრდნენ,სატყუარად ცოცხალი თხა გამოიყენეს,მერე ჩასძინებიათ და დილით მარტო რქები დახვდათ თოკზე გამობმული ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი, ერის ბრწყინვალე მომავლით მსურს გავიხარო. თუ საქართველო არ ინქნება თავისუფალი, დე, მტვრად ქცეულიც დამენახოს მთელი სამყარო....
achiko1996, მთავარი ეგაა შორიდან დაუყეფოს და არ შეშინდეს ხოლო ჩხუბს რაც შეეხება მერე მგელმა იკიტხოს როგორ უნდა თოფთან ჩხუბი ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი, ერის ბრწყინვალე მომავლით მსურს გავიხარო. თუ საქართველო არ ინქნება თავისუფალი, დე, მტვრად ქცეულიც დამენახოს მთელი სამყარო....
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!