წავკისში 4 დღის წინ კაცს დაჩაზე შეუვარდა სახლში მოკლა და რო აწონეს 68 კილო იყო გუშინ კიდე მენახირემ ნახა ისიც ძაან დიდი ყოფილა და გაქცეულა ჯერ მოვამრავლოთ მერე ვინადიროთ
თუ მკელი კაცს არ შეაწუხებს, აბა ისე რა კაიფია მგლებზე ნადირობა?! გაუშვი რა ირბინოს, იკაიფოს თავისთვის ტო, ეგეც ხო ის არარის კაცს შიოდეს და კლავდეს მაგის გამო, ან სპორტული აზარტის გამო ესროლოს?! მგელია რა ბოლო ბოლო!!!! Shavi
doreuli2000, რა ვითარებაში მიუვარდა მგელი კაცს,ეგ კიდევ წესიერად გამოსაძიებელია.როორც წესი მგელი საკვების გამო არღვევს ადამიანთან საზღვარს.თუ ეს ადამიანი არანაირი პირუტყვის მეპატრონე არ იყო და იქ მხოლოდ ცოტა ხნით ჩადიოდა ხოლმე,ესეიგი მგელი იქ ცხოვრობს,ვინაიდან ბებერია და მას ბუნებაში საკუთარი ტერიტორია არ გააჩნია(ისინი ერთდროულად აღმოჩნდნენ ერთსა და იმავე ტერიტორიაზე რომელიც "ორივეს" ეკუთვნოდა). თუ შეძლებ რაიმე ინფორმაცია მოაგროვე კონკრეტული ფაქტის შესახებ და დამერწმუნეთ რაღაც დასკვნას გამოვიტანთ. 1)ყავდა თუ არა პირუტყვი?2)ადამიანზე თავდასხმის მცდელობა იყო თუ არა?3)თუ ყავდა პირუტყვი და იყო დანაკარგი მგლის მოკვლამდე ამ ოჯახში? lash131, მგელი საკმაოდ ჭკვიანი და ამტანი ცხოველია,რთული და აზარტული მოსანადირებელი.ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია მასზე ნადირობა,თუნდაც უშედეგო.ყოველ ჯერზე რაღაც ახალს ვსწავლობ. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
მგელს ბუნებაში მტერი არ ჰყავს, თუ არ ჩავთვლით დაავადებებს და შიმშილს. ამიტომაა მათი რეგულირება ადამიანების მიერ საჭირო რაც ჩვენს პერიოდში მივიწყებულია. იმ "ავადსახსენებელი" კომინისტების პერიოდში კი იცით როგორც იყო. იმიტომაც იყო სხვა ნადირ-ფრინველი საკმაო რაოდენობით. ახლა კი როდესაც ასე მკვეთრადაა შემცირებული ნადირ ფრინველი ეს მხოლოდ ბრაკონიერების გამო არაა. მტაცებლებია უზომოდ მომრავლებული და ამიტომ.
ქობულეთის რაიონში ადრე არავის ახსოვს მგელის არსებობა, ეხლა კი ამ ბოლო 5 წლის მანძილზე იყო შემთხვევები ადამიანზე თავდასხმის, საქონლზე რამდენიც გინდა, ჩოლოქთან ახლოს არის "თიკერის" ტყე (ნაკრძალი) სადაც 100% ბინადროს მგელი, მე თვითონ მაქვს ყმუილი გაგონილი, დასახლებასთან ახლოს არი ეს ტყე და პირუტყვსაც ხშირად იტაცებს მოსახლეობის თქმით. ერთი მეტყევე შემხვდა ვინც მითხრა ბოლო 5 წლის მანძილზე 6 ცალი მყავს მოკლულიო. მე ვფიქრობ გამოხშირვა აუცილებელია და ეს ბრაკონიერობად არუნდა ჩაითვალოს. და ტურას რაც შეეხება ათი ათასობით არის ამ ტყეში.
kucuna1 არა არ ყავს პირუტყვი არანაირი. დღეს ჩემ სახლთან ახლოში ტურებმა დაგლიჯეს მგელი თავიდან გამიკვირდა მერე თქვეს შეილება ცუდად იყო და მაგიტომო ისეთ ხმაზე წიოდნენ კინაგჰამ გავგიჟდი ჯერ მოვამრავლოთ მერე ვინადიროთ
მონადირეებო ძალიან საინტერესო თემაა,ჩემი აზრით მგლების რაოდენობა უნდა შემცირდეს და რატო,ბზარი არაა მგელი ტყის სანიტარია მაგრამ ტყეში რო 5 შველია და 100 მგელი მაგშემთხვევაში მგელი სანიტარი კიარა გამანადგურებელია მგლების წარმოუდგენელმა გამრავლებამ გადაშენების გზაზე მიიყვანა კავკასიური ირემი, რათქმაუნდა ბრაკონიერებიც ეხმარებიან გახშირდა სოფლებზე მგლების თავდასხმის ფაქტები სოფელსში გლეხს რო მარჩენალ ძროხას შეუჭამს წარმოიდგინეთ ის ადამიანი.ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევამციროთ მათი რაოდენობა.ბუნებასაც დავეხმარებით და მოსახლეობასაც.აგრეთვე სხვა მტაცებლებიც არ უნდა გამოგვჩეს მხედველობიდან ტურა,მელა,კვერნა და,აშ. z.khetsadze
ქობულეთში თიკერის ტყეში ქათამზე ვნადირობდი შემხვდენ ბიჭები მგელზე ძაღლები ყავდათ შეშვებული ტყეში, ძაღლების ხმა ისე გვიახლოვდებოდა რო ჩვენც დაუყოვნებლივ ჩავდეთ კარტეჩები და გავიშალეთ ტყეში, მერე ისე მოხვდა რო ვეგარ გადავიკვეთეთ ამ ხალხთან, რაც მოვასწარი მეკითხა მიპასუხა რო გურიიდან იყვნენ, რატო ვწერ ამ პოსტს?! თუ აქ არიან დარეგისტრირებული და წაიკითხავენ შემეხმიანონ და აწე თუ დააპირებენ ქობულეთისკენ ნადირობას (ან გურიაში თუ დაგვიძახებენ) დავეხმარებით ამ მტაცებელი ცხოველების ნაწილის მაინც ამოღებაში. და თუ რომელიმე რეგიონში აპირებთ ამ სეზონის მიწურულს მტაცებლებზე განადირებას(ტურა,მგელი,მელა) შემოგიერთდებით სიამოვნებით, მე ვგეგმავ ჩემს მხარეში და იმედია მოვაბამ თავს!
ჩემს სოფელში ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამი ადამიანი აზარალეს: ერთს ხბო შეუჭამეს დღისით, ერთს შუა სოფელში 2 ცხვარი, და ერთს ვირი. иж58 20кал. zumrut555x 12cal. cz858 7.62x39 armsan AN612 12cal, armsan armtac 12cal. crosman npss 4,5cal. kral puncher maxi 4.5 cal.
ბიძაჩემმა დამირეკა რამე ხაფანგები მიშოვეო 4 ბატკანი შემიჭამა მგელმაო და სოფელში კიდე სხვებიც აზარალაო. ერთი დიდი ძაღლი ყავდა ეხლა მეორეც მიუყვანია მგელზე რამდენად გაიწევენ არ ვიცი მაგრამ სხვა რამე საშველი არ არის არაფერი? ან ეს ხაფანგები იშოვება სადმე?
მაგის გოიმი არ არის მგელი,რომ დაბმულ ბატკანზე მივიდეს:)))). უმეტესობას ენანება თავისი ძაღლი,მტაცებელზე გარყვნას,კურდღელზე აღარ გაჰყვება ბოლომდეო ფიქრობს.აბა ვისხდეთ და ვწეროთ მარტო,რა გვეშველება ამდენი მტაცებლის ხელში,განადგურდა საქართველოს ბუნებაო:).ისედაც მონადირეებიდან,მაქსიმუმ 15 % თუ შესძლებს მგელზე ნადირობას,ხელი არ უნდა შეუშალონ,თან ცოტა უნდა წაახალისონ კიდეც.ტყავი მაინც ჩაიბარონ,რომ სოფელში მცხოვრებმა მონადირეებმა,ხარჯის ამოღება მაინც შესძლონ.კორპუსში,პარკეთზე გაზრდილ მდევარს კი მგელთან,შანსი არა აქვს.უნდა დაინერგოს(ფლაჟოკებით) ნადირობის მეთოდი(ჭალევში რათქმაუნდა).პირველ რიგში კი აუცილებლად უნდა აღსდგეს საქართველოში მონკავშირი და ყავდეს კარგი ხელმძღვანელი. იმედა მაისურძე
giiiivi, მგელი ერთერთი ყველაზე ძნელად მოსანადირებელი ცხოველია, მდევრებით ნადირობისას თუ მდევრების რაოდენობა ბევრი არაა, გაიტყუებს და წიწილებივით აღრჩობს. ამიტომაც ენანებათ მდევრები მგლისთვის თორე ტურამ მაქსიმუმ დაკბინოს ისიც მაშინ თუ გასაქცევი არააქვს
iakaniiakani, 100%-ით გეთანხმები მგელზე ნადრობა ყველაზე ეფექტური არის ძაღლებით.
დამატებულია (04.04.2015, 10:05:36) --------------------------------------------- baqari3501,მგელი გამოუვალ მდგომარეობაში ჩერდება და გამოუცდელი ძაღლები ახლოს მიდის ნადირთან და მგელი ბუნებრივია აგრესიულია და ამ სიტუაციაში ახჩობს ძაღლს.
რა ხდება აბა ბიჭებო გამოჩნდა სადმე მგელი? ამას წინათ სოფელში წავედი სანადიროდ დილის 5 საათი იყო დაახლოვებით ტყის პირს რომ მივადექი და იქ მგლების ყმუილი იყო მიმიქარავს დოლგარმონი. დედულეთისკენ ბიძაჩემს ხბო შეუჭამა. მაგრად მომრავლდა იმ ადგილებში სადაც ხშირად მიწევს სიარული, მაგრამ მინდა ავღნიშნო 2 კარგი ფაქტიც :) ტურა ვერ ვნახე ვაბშე რამდენჯერმე ვიყავი გასული სად ჯანდაბაში გადაშენდა არ ვიცი და პლუს კურდღლი გამოჩნდა არ ვიცი მგლის ბრალია თუ უტურობის მაგრამ.... ფაქტია დაააა მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
[img][/img] 3 დღის წინ ვნახე ჩოლოქთან ახლოს შეჭმული საქონელი, ადგილობრივ მწყემსებს უნახავთ 25-30 მგელი ერთად, ეს ჩვენი "გარემოს დაცვა" ზომების მიღების მაგივრად იცავს მტაცებელ ცხოველს, ადგილობრივებმა მითხრეს არაერთხელ მივმართეთ ქალაქის "გამგეობას" დასახმარებლადო, რეაგირება ნული.
avtandil, გეთანხმები ძამი ჩემ სოფელში ტურა როცა ყვაოდა :D კურდღელი არ ჩანდა ახლა მგლები მომრავლდნენ ტურა გაქრა და კურდღელი გამოჩნდა. ისე ვერ ავიხდინე ოცნება და ვერ მოვკალი ეგ ოხერი მგელი ერთხელ მანქანით დავეტაკე და გაიქცა ერტხრლ ჟაკანი ვესროლე და ავაცილე ერტხელ კიდე გავარტყი ბევრი სისხლი ვნახე დაქცეული მარა მაინც გაიპარა ეგ ოხერი :D
წინა შაბათ მოვკალი საგამოს გადაპრენაზე ვიყავით იხვზე გასული. აქეთობისას გზაზე შეგხვდა საკმაოდ დიდი იყო დახლოებით 40 კილო იქნებოდა.. სამნი იყვნენ 2 გაიქცა.. იმ ადგილებში ტურები სულ სავსე იყო იმდგეს არგამიგია ტურების ხმა ახლო მახლოს!
დამატებულია (24.01.2016, 01:25:03) --------------------------------------------- ეგ უკვე ორი მყავს ჩემს ანგარიშზე რას შველის 2 და ტუნდაც 20 მაგსაქმეს ეგენი რო აფუჭებენ კურდხლებს რო გვინადგურებენ..
oxotnik42, ყოველ მეასე მონადირემ წელიწადში ორი მგელი რომ მოკლას,ძალიან კარგად გვექნება საქმე.მერე მართლა სანიტრებად იქცევიან.
Quotebashi77 ()
ერტხელ კიდე გავარტყი ბევრი სისხლი ვნახე დაქცეული მარა მაინც გაიპარა ეგ ოხერი
მგელს თუ სიარული შეუძლია,არ შეძვრება ტურასავით ბარდში და არ დაიმალება.ადგილზე დაჭრილი თავს არ მოგაკვლევინებს.მასე დაჭრილმა მგელმა 5 კილომეტრზე მეტი მარბენინა,ვხედავDი წოგორ მილასლასებდა მაგრამ სასროლზე ვერ დავეწიე,რომ დაწვა და მივედი,უკვე მკვდარი იყო.ეს ცხოველი ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებს. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
ჩემი მეგობარი იყო იხვზე გუშინ სანადიროდ გამით და 4 მგელი მიდგომია 5 მეტროში, თოფი ისროლა და გაიქცნენ რათქმაუნდა, თოფი რომარ ქონოდა ალბათ ჩემს მეგობარს ეხლა სადრაც ხისძირში მოისაქმებდნენ
მაისის ბოლო იქნებოდა . საღამო . ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა, დავხედე თუ არა მივხვდი საქმე რაშიც იყო , ჩემი მონადირე მეგობარი - სერგეი რეკავდა . ამ ნომრის დანახვა ყოველთვის მახარებდა , რადგნა ვიცოდი მეორე დღეს სანადიროდ მომიწევდა გასვლა, მართლაც ასე მოხდა . სერგეიმ მითხრა : რამდენიმე დღეა, მგლები ერთ სოფელს შემოეჩვიენ , თითქმის ყოველ ღამე ხდება პირუტყვზე თავდასხმა, ვიცი ეს ადგილები კარგად და დიდია იმის შანსი, რომ წარმატებული ნადირობა გამოგვივიდესო . მე მაშინვე მივუგე : - კარგი სერგეი, რათქმა უნდა წამოვალ . ამ ამბავმა ძალიან გამახარა, რადგან მეორე დღეს კარგი განტვირთვა მელოდა : ლამაზ ბუნებაში მდევრებით ხეტიალი , ეს ხომ მონადირისათვის ყველაფერია . გათენებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო , მაგრამ ვერ მოვითმინე და მომზადება დავიწყე, ჩემი ნაადრევი გაღვიძება მდევრებს არ გამოჰპარვიათ და მაშინვე ცქმუტვა და თამაში დაიწყეს ჯერ კიდევ ბინდ გადაკრულ ეზოში . როგორც იქნა იტიალა და დათქმულ დროს დათქმულ ადგილზე შევხვდი სერგეის . სერგეის თან თავისი რამდენიმე მეგობარი წამოეყვანა, ნადირობის სიყვარულში, რომ ვერ აჯობებს ვერავინ ისეთები . სერგეის არაჩვეულებრივი მდევრები ჰყავდა რუსული : ჭრელი ჯეკა და ჩალისფერი ჯილდა . საუცხოო ყნოსვის , ნადირობის ჟინის დაუოკებელი სურვილით აღსასვსე მდევრები . რადმენიმე კილომეტრის გავლსი შემდეგ, გორებს შორის , მანდარინის ბაღებში შევედით . აქა იქ ხევები , ბამბუკის გაუვალი ბუჩქნარებით იყო დაბურული . ნომრები ადგილზე გადავინაწილეთ და მათკენ გავეშურეთ ხოლო სერგეი ჩვენი მზადყოფნის დამადასტურებელ ნიშანს დაელოდა და ძაღლებიც გაუშვა . მალევე ჭრელი ჯეკას დაბურძგვლამდე მიმყვანი გადაკივლების ხმა შემომესმა , რასაც გაბმული ხშირი ყეფა დაერთო , თანდათან ხმა მიახლოვდებოდა და ვგრძნობდი, რომ ნადირი მე მომიწევდა ,უეცრად არცთუ ისე შორს თოფის ხმა გაისმა , მე გავირინდე და სმეად ვიქცი, ყეფა არ შეჩერედა და მივხვდი, რომ გასროლა უშედეგო იყო , დევნა გაგრძელდა თუმცა სხვა მიმართულებით , მეც ხმას გავყევი და რამდენიმე ასეული მეტრის გავლსი შედეგ სერგეი დავინახე , ჟესტის მეშვეობიტ ვკითხე მას თუ რა ხდებოდა . მან ჩუმად მითხრა, რომ ტურა იყო , რომ დაჭრა და ჯეკა მალე დაეწეოდა . დარწმუნებით მითხრა სერგეიმ . ამის შემდეგ მე ისევ ჩემი ნომრისკენ გავეშურე და იმედი ვიქონიე, რომ აურზაურში გამოპარული, რომელიმე ნადირი სასროლზე მომიწევდა . კუთვნილ ნომერში დაბრუნებისას უკვე შევამჩნიე, რომ ჯეკას მაღალი ბარიტონის ხმა , შორს გორებში მიილია , როგორც ჩანს ნადირი ჯერ კიდევ კარგად გრძნობდა თავს და დევნაც დიდხანს გაგრძელდებოდა . ჯეკა კი მას მანამდე არ დაანებებდა თავს სანამ მის ტყავს კბილებში არ გამოიტარებდა . ჩემს წინ ბამბუკის ხევი დაბლა მიუყვებოდა , ხევის გაწვრივ , უცებ რაღაც ფაჩუნი შემომესმა , თავიდან ჩავთვალე , რომ ეს შაშვი იყო და ფოთლებში იქექებოდა , თუმცა ვიგრძენი, რომ რაღაც მიახლოვდებოდა , ასე თხუთმეტ მეტრში კი ბამბუკის გაუვალ ბუჩქნარში რაღაც მოძრაობდა . მე მას ვერ ვხედავდი, თუმცა ვერც ის ხვდებოდა , ჩემს იქ ყოფნას ,რადგან ქარი ჩემს სასარგებლოდ ქროდა და ნადირმაც ჩემი სუნი ვერ აიღო. რამდენიმე წამი გარინდული ველოდი , რომ ნადირი ბუჩქნარიდან სადაც იყო თავს გამოყოფდა , აქაურობა ტურების სუნით ყარდა , თოფი მოვიმარჯვე და მოვემზადე . ხმა აღარ ისმოდა , ირგვლივ ყველაფერი გაშეშდა, თითქოს დრო გაჩერდა , ვეღა მოვითმინე , ბუჩქნარისთვის თვალი არ მომიშორებია ისე დავიხარე და , ხელის ფათურით ავიღე ქვა და ბუჩქნარისკენ გავიქნიე . თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია , ვიფიქრე , რომ გაიპარა მეთქი და ბუჩქნარისკენ გავიწიე , დაბურულ ბამბუკებში ძლივს გავედი , შევამჩნიე, რომ რაღაცას იქ ბილიკი ჰქონდა გაკეთებული , გავიარე რამდენიმე მეტრი და გავშეშდი . გავიფიქრე : - ნუთუ , ეს მგლების ბუნაგია , რამდენიმე ადგილას მოთელილი ბალახი , დატკეპნილი მიწა . - კი ნამდვილად ესაა . იქვე ახლოს პატარა რუც შევამჩნიე , რომლის ირვლივაც იყო მოთელილი ბალახები , ბამბუკის ძირები კი დაღრღნილი . ეს მგლის ლეკვების ნამოქმედარი იყო . არ ვიცი ეს მომეჩვენა თუ ნამდვილად იყო , მაგრამ მე ლეკვის წკმუტუნის ხმა გავიგე , მაშინვე სერგეის დავურეკე და ვუითხარი : - სერგეი, მე მგლის ბუნაგს მივაგენი და სასწრაფოდ ძაღლები უნდ ადავიჭიროთ მეთქი . მგელი ორიოდე წუთის ნამყოფია აქ მეთქი . შემდეგ კი ჩუამდ ფეხაკრებით გამოვიპარე იქიდან . მდევრების დაჭერას , რამდენიმე საათი დასჭირდა . ამასობაში ხელახლა დავგეგმეთ , თუ როგორ უნდა გვემოქმედა . სერგეიმ ძაღლების კვალზე დაყენბა კვლავ საკუთარ თავზე აიღო , ჩვენ კი ნომრებში გადავნაწილდით . მე ხევს ქვემოდან მოვუარე . ჩემგან სამას მეტრში , ჩემი მეგობარი გიორგი იდგა . თუ მე არა მას აუცილებლად მოუწევდა მგელი . აშკარა იყო მგლები ისევ იქ იმყოფებოდნენ , არსად არ ემჩნევოდა მათი კვალი , რომელიც მიგვანიშნებდა, რომ მათ ტყე დატოვეს . სერგეიმ ყველას ნისანი მოგვცა, რომ ძაღლები ტყეში შეჰყავდა . მე კარგად მოვემზადე , ირგვლივ ხელის შემშლელი ხის ტოტები უხმოდ მოვტეხე და მაღალი ბალახები ძირს დავაწვინე . ამ დროს კი მდევრების სასოწარკვეთილი შემობრავლება გავიგონე . ეს ჯეკას ,,გადაფიჩიენება ‘’ იყო . მას სხვა მდევრებიც აჰყვნენ, საოცარი ხმები გამოდიოდა ბამბუკის გაუვალი ბუჩქნარიდან . ამის მოსმენას ბევრჯკერ ვისურვებდი ხოლმე . წინ გორზე გავიგოენ , თუ როგორ მოლეწავდნენ მგლები პატარა ბამბუკებს და მოყვებოდნენ ხევს ჩემსკენ . მე დავიძაბე , პულსი ამიტოკდა, გული მკერდში აღარ ჩამეტია . ვხედავდი, თუ როგორ მიახლვოდებოდა რაღაც და ისის იყო მგლები უდნა დამენახა, რომ გვერდიდან ჩემდა გულის გასახეთქად, დავითი გამოვარდა წიტლად მოღაჟღაჟე ლოყებით და მუშტისხელა თვალებით . მე ხელით ვანიშნებდი მას, მინდოდა მეთქვა, რომ მგელბი ესესაა ჩემს წინ გამოვიდოდნენ, თუმცა ამოდ ის ვერ მხედავდა . ბოლო-ბოლო ის იმდენად მომიახლოვდა, რომ დამინახა . ხმა ვერ ამოვიღე , მგლები კვლავ ნელ-ნელა მოიწევდნენ ჩემსკენ . დავითს ხელიტ ვანშნე , რომ ხევს მოყვებოდა რაღაცა, ხოლო თუ რა იყო ეს რაღაცა მან მე სახეზე შემატყო და ამ დროს როგორც იქნა ჩრდილის სახით მგლის სილუეტი დავინახე, სადღაც 35 მეტრი იქნებოდა და დაბურულ ბამბუკებში ცეცხლი გავხსენი . ჩემს მიერ დანახულ მგელს თურემ უკან მეორეც მოჰყვებოდა , სროლიდ შემდეგ ისიც დავინახე და მასაც ვესროლე , ის მყისვე ჩემსკენ შემობრუნდა და ელვის სისწრაფით დაეშვა ქვემოთ . კიდევ ერთი ვესროლე , მან რაღაცანირად გვერძე გაუხტა და ჩემს წინს სისწორეზე გამოვარდა , თოფი კარგად გავაყოლე , ვესროლე და მგელი წაიქცა .უცებ ისევ ფეხზე ადგა, მე კიდევ ერთხელ დავაპირე მისთვის სროლა, თუმცა სროლის მაგიერ , მშვილდის დამცინავი ტკაცუნი შემომესმა . მაშინვე ჯიბეს ვეცი ხელთ , ამ დროს კი თოფის ხმა გაისმა , ეს დავიტი იყო , თუმცა მისგან სასროლი მანძილი საკმაოდ დიდი იყო , ამ დროს კი მგელი უკვე ბუჩქნარს მოეფარა . გიორგის ხმამაღლა გავსძახე . მოვიდა ! მოვიდა ! . შორიდან დავიანხე, გიორგიმ თოფი როგორ მოიმარჯვა . ერთი , ორი , სამი და მეოთხე სროლის შემდეგ გიორგიმ თოფი მშვიდად ჩამოიღო მხრიდან . მივხვდი, რომ მოკლა . მაგრამ ეს არ იყო ის მგელი, რომელსაც მე და დავითმა ვესრიოლეთ . ამის შემდეგ, ჯეკამ ყიჯინიტ ჩამოიქროლა იქვე, მართალია არ დაგვინახავს, თუცმა უტყუარი იყო , რომ იგი მე და დავითის მიერ ნასროლ მგელს მისდევდა, მეგონა , რომ სადაც იყო მდევრის ხმა გაჩერდებოდა , თუმცა ამაოდ , ამის მოლოდინში ოთხი საათი ვირბინე ხმის მიმართულებით და მივხვდი, რომ არაფერი . ავაცილე ! ჯეკამაც უკლო ხმის ტემბრს , ეს იმას ნიშნავდა, რომ დაიღალა . ოთხი საათი კიდევ მქონდა შანსი, რომ მომეკლა ის მგელი, თუმცა სამწუხაროდ არ გამიმართლა . არასოდეს მავიწყდება ეს ნადირობა , გიორგის ძუ მგელი მოეკლა , როგორც ჩანდა ჩემი მგელი ხვადი იყო . გიორგის მგელი ფიზიკურად დიდი იყო , ჩემი ალბათ გაცილებტ დიდი იქენბოდა , რადგან ხვადი იყო . ხანდახან სინანულით მომაგონდება ხოლმე ეს ნადირობა და განსაკუთრებიტ ის მომენტი, როცა ამოდენა ხვადი მგელი ჩემს წინ სათოფეზე მყავდა და მე ეს შანსი ვერ გამოვიყენე .თუმცა ამან ერთგვარი სტიმული მომცა, საერთოდ ასეა : ყოველი ნადირობსი შემდეგ ჩვენ უფრო მეტად ვსწავლობთ ფლორას და ფაუნას , უფრო მეტად საშიში ვხდებით მათთვის რაზეც ვნადირობთ, რამე თუ მით მეტს ვიგებთ მის შესახებ და მერე ნადირობის დროს დაშვებულ შეცდომებს აღარ ვუშვებთ . ჩემთვის , როგორ მონადირისატვის, დიდი გამოწვევა იყო ეს დღე . და მე მახსენდება ერთი ბრძნული და პრაქტიკული გამონათქვქამი . ‘’ ყოველ წარუმატებლობას წარმატება მოჰყვება და პირიქით ‘’ შ. ვოლსკი
მგელი ძალიან მომრავლდა. ოზურგეთში სოფელ ნაღობილევში 3 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაგლიჯეს. ეს მოხდა 26,27 და 28 თებერვალს. 3 დღე თანასწარ ესხმოდნენ თავს საქონელს. ხანში შესულ მონადირეებს არ ახსოვთ მსგავსი. მგელი ალბათ აქ მეოცე საუკუნის დასაწყისში თუ დაიარებოდა. ახლა კი დასახლებულ სოფელში შემოვიდა და შინაურ პირუტყვებს დაერია. მსგავში შემთვევები დაფიქსირდა ოზურგეთის ბევრ სოფელში. მაგალითად: სოფ. კონჭკათი, სოფ, ბაილეთი, დაბა ლაითური. და ა.შ. როდემდე უნდა ვიყოთ სირაქლემას პოზიციაში? მკაცრად მოვითხოვოთ მტაცებლებზე ნადირობის დაშვების უფლება!
firali81, ნებისმიერ მაგ სოფლის გამგებელს აქვს უფლებამოსილებაც და დავალებაც რომ გასცენ მგლის მოპოვების ლიცენზია,მიბრძანდეს ბატონო და აიღოს.ამ ეტაპზე კი ისევ ძველი კანონია ძალაში რომელიც კრძალავს მტაცებლებზე ნადირობას(ახალ კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს,სადაც მტაცებლების თემაც აქტიურად განიხილება).ისე ცნობისათვის არც ლიცენზიის გარეშე მოპოვებაზეც არ აჯარიმებენ.
Quotefirali81 ()
როდემდე უნდა ვიყოთ სირაქლემას პოზიციაში? მკაცრად მოვითხოვოთ მტაცებლებზე ნადირობის დაშვების უფლება!
არ ვართ სირაქლემას პოზიციაში.დსანანია ასე რომ ფიქრობთ თქვენ. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
firali81, ძალიან დიდად დამავალებთ თუ რომელიმე ჩამოთვლილი სოფლის გამგებელთან მიხვალთ და ნებართვის გაცემას მოსთხოვთ.პასუხი კი გამაგებინეთ,1)როდის იყავი?2)რომელი სოფლის გამგებელთან?3)რა პასუხს გაგცემთ.პასუხის შესაბამისად დავაყენებ საკითხს მომდევნო შეხვედრაზევე გარემოს დაცვის მინისტრთან და ასე გადაეცით იმ გამგებელსაც რომ მის მიერ გაცემული პასუხი განხილვის საგანი გახდება. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
ცნობისათვის არც ლიცენზიის გარეშე მოპოვებაზეც არ აჯარიმებენ. - მეც მიწევს გარემს დამცველებთან საუბარი და ჩვეულებრივად ვაჯარიმებთო. კანონზე მუშაობას რაც შეეხება აგვისტოდან ვეკითხები და შაბლონურ პასუხს ვღებულობ - "ვმუშაობთ"
დამატებულია (04.03.2016, 20:42:33) --------------------------------------------- ამდენ ხანში მტაცებლის ამოღებას კიარა დახვრეტას დააკანონებდა მონდომებული კაცი
დამატებულია (04.03.2016, 20:43:27) --------------------------------------------- კონჭკათი ჩემი სოფელია და ვიცი რაც ხდება, იმაზე უფრო სავალალო მდგომარეობაა ვიდრე ოფიციალური მონაცემებით ჩანს
გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
kucuna1 გამგებელთან პირადი საუბარი მქონდა მაგ თემაზე. მან არ იცის ვის მოსთხოვოს ეგ ნებართვა. ეტყობა თქვენ გარკვეული ხართ მაგ საკითხებში. მადლობელი დაგრჩებით თუ დამაკვალიანებთ. რა არის საჭირო რომ გამგებელმა ნებართვა მიიღოს. ვის მიმართოს, რა ფორმით არის საჭირო მიმართვა და ა.შ.
გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მგლის ხროვამ გაიოზ ჩალათაშვილის კუთვნილი 61 სული ცხვარი დაგლიჯა. როგორც ფერმერმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, მტაცებელი ფარას დღეს დილით დაესხა თავს, როცა ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონელს აბალახებდა.
გაიოზ ჩალათაშვილის თქმით, მგლის თავდასხმას ის შემთხვევით გადაურჩა. როგორც დაზარალებული ამბობს, მიყენებული ზიანი 10 000 ლარს აღწევს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფელში მტაცებლის შემოსევის შემთხვევები გახშირდა, რის გამოც სამონადირეო ჯგუფების შექმნას ითხოვენ.
მოკლედ დგეს წავედი იხვზე ბევრი ვიარე თუ ცოტა შედეგი 0 ერთი ცალიც არ დამინახავს და მერე რას ვხედავ ეგრე იქნებოდა ალბათ 350 400 მეტრი რომ სერზე 2 მგელი დავინახე ჩვეულებრივი რუხები იყო ორივე. სერზე გადადიოდნენ მტკვრის პირას. მგელი ალბათ ყველა მონადირეს ყავს ნანახი იმდენია და არავის გაუკვირდება მათ შორის უამრავი მყავს მეც ნანახი ერთად დაჯე 4 . 8 .7 . ბლომად მაგრამ დგეს რომ ეგ ერთიცალი ზომაში იყო კიდე შოკში ვარ იმხელა იყო მაგხელა იუთუბზეც არ მინახავს მეორე მგელთან ისე იყო როგორც პუდელი და ნაგაზი ვერ მოვისვენე ავედი და ნაკვალევს სურათი გადავუღე. ის მეორეც საკმაოდ კარგი ზომა იყო მაგრამ ამასთან არაფერი
სხვათაშორის საკმაოდ დიდი ზომის ხელები მაქვს ჩემს ზომა ხელთატმანს დზლივს ვშოულობ ხოლმე
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!