ხაშურში მგელზე ნადირობა დაუშვეეს მაგრამ ცუდი ისარის რო 6ზე მეტი არ უნდა მოკლა
ერთი კაცის ნორმაა 6 მგელი? და თუ ერთი კაცისაა რამდენ ხანში? 1 დღეში, ერთ სეზონზე თუ როგორ? иж58 20кал. zumrut555x 12cal. cz858 7.62x39 armsan AN612 12cal, armsan armtac 12cal. crosman npss 4,5cal. kral puncher maxi 4.5 cal.
დღეს ვიყავი მელას სდია ძაღლებმა. სასწაულად დარბოდა თითქმის ერთ ადგილზე ტრიალობდა, მაგარი ტიპი იყო რა ორჯერ გადმომიხტა წინ, თეთრი იყო ქათქათა
დამატებულია (16.02.2016, 09:55:50) --------------------------------------------- დილის სუხი გადაჰკვროდა ზღვისპირა ტრამალებს , სადაც იყო მზეც ამოანათებდა შორეული მთებიდან . სირბილისაგან გათანგული ტურა კი ბოლო ძალმოკრებით გარბოდა , თუმცა მგლები სადაც იყო ჩაავლებდნენ მას . უეცრად განწირული ამოკვნესა გიასმა, ყვავი ჩხავილით აფრინდა გაშიშვლებული ხიდან და ტურა სამმა მგელმა ყბაში მოიქცია . ორი წუთის შემდეგ საწყალს არცერთი ძვალი აღარ ჰქონდა რბილი , მგლლებმაც პირი შეუშვეს . ასეა : ,,დიდ კაცსა პატარა კაცთან - როდის გასვლია მრთალი ?! ‘’ . მგლებმა ის ის იყო წასვლა დააპირეს , რომ ტურამ ცალი ფეხი გააქანა , ეს ერთმა ახალგაზრდა მგელმა დაინახა და წასვლა გადაიფიქრა , იქვე ახლოს ჩაჯდა და ტურას დააკვირდა . ტურამ მალე თვალები გაახილა და ფეხზე წამოდგომა დააპირა , თუმცა ვერც მოახერხებდა რა ჩასაფრებული მგელი მას ისევ კისერში ეცა . - ნუ , ნუ მომკლავ მგელო , რა დაგიშავე ასეთი ? -ამოსძახა საწყალი ხმთ მოხროტინე ტურამ . მგელი ოდნავ დაიბნა , თითქოს ამ უდრეკ , უსისხლო არსებაში სინათლის სხივმა გამონათაო . ტურას პირი შეუშვა და მიუგო : - ჯიში მაქ ასეთი , სისხლში მიყივის მისი მოკვლა ვინც ჩემს ტერიტორიას ახლოს გაეკარებაო . ბრაზით და ღვარძლით თქვა მგელმა . - კი მაგრამ , როდის ? როდის აქეთ გახდა ზღვა , ეს ტრამალები და საერთიოდ დაბლობი თქვენი - მგლების თავშესსაფარი და სამოსახლო ? თქვენ ხომ სულ მაღლა, მთაში ცხოვრობდით და მთასთან მდებარე უღან და უზარმაზარ ტყეებში? აქეთ რა ქარმა გამოგაგდოთ ? - მე აქ დავიბდადე და გავიზარდე და ეს ლოგიკურიცა რადგან, ჩემი დიდი ბაბუის ბაბუაც აქ ჭყაოდა, ამ არემარეში და ეს ადგილი ჩვენი მემკვირეობითი თავშესაფარია, მაგრამ თქვენ ? თქვენ რა გინდათ აქ ? ძლივს გაკვირვებით შეეკითხა ტურამ ... - მეც აქ დავიბადე და გავიზარდე, აგერ უკვე მესამე წელში ვარ , ჩემი მშობლები კი მართალია არ არიან აქაურები , თუმცა არ ნანობენ რომ აქ ჩამოვიდნენ და ვერც მე წარმომიდგენია სხვაგან თუ შეიძლება ცხოვრება . შენნაირ გოიმთან რა მაქვს სალაპარკო , თუმცა დავიღალე ამ მხოლოდ ჭამით თამაშით და ნაირ - ნაირი სურვილების ახდენით , შენ მაინც მოკვდები მალე და ბარემ ბოლო სურვილს აგისრულებ , მოგიყვები ყველაფერს, თან იმასაც გაიგებ რა გახდა შენი სიკვდილის მიზეზი . - თქვა აქ უკვე ბგერა დარბილებულმა ახალგაზრდა მგელმა და დაიწყო . - მე როგორც ვიცი და შენ როგორც ახსენე , ჩემი მშობლები აი იქ ცხოვრობდენ , სადაც ახლა მზე ამოდის - მაღლა, მთაში, ტყეში, თუმცა როგორც ადამიანები ამბობენ ,,დრონი მეოფობენ და არა მეფენი ‘’ შეიცვალა ყველაფერი , შეიცვლა გარემო , წყობა , რევოლუცია მოხდა ბოლო ბოლო და ის სასტიკი რეჟიმი დაემხო, რომელიც მოსვნებას არ გვაძელვდა თურმე . როგორ ეძახიან ? საბჭოთა კავშირი - კი ასე ერქვა , ერთგვარი წყობილება იყო, როგორც ამბობენ ერთი წლის მანძილზე 250-დან 300 ჩემნაირ მხარბეჭიან მგელს იღებდნენ ბუნებიდან . გვკლავდნენ რა , მაგას გარდა, ისედაც ჩვენს მოკვლაზე პრემიები იყო , არც თქვენ იყავით მგონია კარგ დღეში - უთხრა ტურას და ცალყბად გადახედა მგელმა . - როგორც ვიცი ჩვენგან გასნხვავებით, თქვენ დაჭყავლების ერთი ადგილიც არ გქონდათ . ამაყად ჩაიღიმა მგელმა .... - თქვენ გქონდათ ? მაცდურად , ირონიულად , ჩვეულად ჩაეკითხა ტურა ! - ჩვენ გქვქონდა კი . -მიუგო მგელმა . - გვქონდა და ვყმუოდით კიდეც მე როგორც ვიცი , თუმცა ყმულის მეტი ბევრი არაფერი არ შეგვეძლო . გამუდემბით ვიმალებოდით და საჭმლის მოსაპოვებლად ძალიან ორგანიზებული ნადირობები გვიწევდა , ხანდახან იყო დღეეები, როცა მშივრებიც ყოფილან ჩემი წინაპრები . - ე ბიჭო მგონია ვკვდები , მაგრამ ისე , რომ ვერ ამოღერღე რა მიზეიზით ვკვდები . შეასაწყლა თავი ტურამ . - გეტყვი, გეტყვი, ახლვე გეტყვი - დინჯად მიუგო მგელმა . - მოკლედ ამ ოხერი საბჭოეთის დროს ისე ვიყავით, რომ ბარი კი არა ტყიდან თავს ვერ ვყოფდით , შიში გვქონდა , ვიყავით ჩვენთვის , ვმრავლდებოდით , დაავადებულ ირმებს , შველბს, არჩვებს ვარიდებდით ჩვენს ბუნებას და უმალ ვჭამდით , არამრტო მათ , ჯანმრთლებსაც შევექცეოდით . ის ის იყო გავთამადებოდით , ძალებს მოვიკრეფდით და უკვე სოფელზე დავდასხმა შეგვეძლო, რომ ისევ რეპრესიები იწყებოდა, ისევ დევნა და გამოხშირვა , ასე წლები გრძელდევბოდა , მაგ ოხრებს ერთგვარ კონტროლზე ვყავდით აყვანილი . იმასაც ამბიობდნენ , ეგენი გვითვლიან და ზუსტად იციან რამდენი ვართ, სად ვართ და ასე შემდეგო . ბაბუაჩემის დიდი ბაბაუა ვაჯკაცი, ახოვანი, მამალი მგელი შიშით წელში ვერ იმრთებოდა და ხეს ვერ ნიშნავდა , სულ შკერებში დადიოდა თურმე მალულად . თუმცა ბოლო- ბოლო განგებამ ჩვენც გადმოგვხედა და აგერ 20 წლის წინ მიწა მიეყარა ამ ავად სახსენებ საბჭოთა წყობას . ე , მაქედან მოდის ჩვენი აღზევება და წელში გამართვა ძამიკო , მოგეხსენება 20 წელი პატარა არაა . ჩვენ გავმრავლდით , ისე გავმრავლდით, რომ რაც არ მოგვსდიოდა არასდროს, ის დავიწყეთ და ერთმაენთს დავერიეთ თურმე, ვერც საჭმელი გავიყავით , ვერც ტერიტორია და ბოლო-ბოლო იძულებულნი გავხდით , დაბლა ზღვის ჰაერი გვეყლაპა , თუმცა მარტო ჩვენ არ გვიქნია ასე . ყველა დიდ ტყეებში ასე მოხდა, ეტაპობრივად და შეუქცცცევადად , მთაში იმდენი მგელი დარჩა , რამდენიც ასე არანომრალურად გამრავლევბამდე იყო , აი მდენი რამდენიც საბჭოეთის დაქცევის წინა წელს იყო . - ამბობენ , რომ ადამიანებმა არ დატოვეს საჭმელი ტყეში და მგელი რომელიც იქ იყო დაბლა საკვების ძიებამ ჩამოიყვანა . - ისევ მაცდურად ჩაეკითხა ტურა. - აჰ, რა სისულელეა . არა, ადამიენბი გვინახავს იქ, როგორ არა , დათუნიაც მოუკლავთ , არჩვიც , შველიც , მაგრამ ეს ისე იშვიათად ხდებოდა , რომ ფაქტობრივად ზღვაში წვეთია . საჭმელი მთაში იყო და ახლაც არის, მაგრამ იმათი, ვიცნ იქ დარჩა, ნამდვიალდ არ მშურს . აბა როგორ უნდა შემშურდეს , როცა დედაჩემი მიყვება იქაურ ამბებს , თათებში ჟრუანტელი მივლის . - მეუბნება : მამაშენი კვალში ჩაუდგებოდა შველს , ბიძაშენი, მე დეიდაშენი და კიდევ შენი უფროსი და ძმები გადავკეტავდით ყველა შესაძლო ხევს , რომელიღაცასთან გაირებნდა გამხდარი შეველი და ჩავალვებდიტთ ხოლმეო . მერე იყო გადაძახილები , გორიდან გორზე ,ხევიდან ხევზე, აქაა მოდით მოდითო , სანამ ყველა მოვიყრიდით თავს, ნახევარი უკვე შეჭმული იყო , ზოგი ნაყრდებოდა კარგად ზოგი ისევ მშიერი რჩებოდა და ასე იყო ყველა დღე . არა რომ ვუკვირდები ზომიერ კვებას არაფერი არ ჯობია . მაგ მხრივ მთა დიდი მარგებელია . აბა ესაა საქმე ? დავიჭერთ ორ წლიან მოზვერს მე და მამაჩემი და ვჭამთ მარტო , ვჭამთ მანამ სანამ ყბა არ დაგვეღლება , მერე კი ორი დღე ვბორგავთ და წყალს ვსვამთ . ნწ , ეჰ არა არა . - ხელი ჩაიქნია მგელმა და განაგრძო. - თავიდან სიფრთხილით ვეკიდებოდთ საქმეს, მართალია ტყეში 20 წლის მანძილზე არავინ არ გამოჩენილა , თუმცა სიფრთხილეს თავი არასოდეს სტკივა , ერთი გაფიქრება ისიც გავიფიქრეთ, რომ მაღლა ტყეში ამოსვლა შეეზარათ და იმას ელოდებიან სწორად ჩვენ როდის ვეახლებით სახელბშიო . ამიტომ თავიდან ვფრთხილობდით . მე მართალია ახალი ვარ , მამჩემი და დედცემი ჩემს გაჩენამდე ერთი წლით ადრე ჩამოვდნენ აქ და მე არაფერი სიფრთხილსი ნიშნები მათზე არ შემინიშნავს, მაგრამ როგორც ვიცი, თავიდან მამჩემა ყველა ფერმა დაიარა და თუ კი ჰყავდათ ძლიერი ფხიზელი ძაღლი ყველა მარილზე გაუშვა, ზოგი უკვალოდაც კი გააქრო . მე ის მახსოვს , რომ შემდეგ ყველა მონადირებულ ძროხაზე ვაკვირდებოდით როგორი რექცია ექნებოდათ . თუმცა დიდი არაფერი , ნაჯახებით და წალდებით მოდიოდნენ, შეშფოთდებდონენ და უკან ბრუნდებოდნენ. მოკლედ ჩემო საბრალო ტურავ ახლა ჩვენი დროა , რადგან ჩვენი ხელის ხლება არ შეიძლება . ამბობენ ვინც მგელს მოკლავს დიდ ჯარიმაა მასზეო და ამიტომ ყველა ერიდება შარს . არა ისე ერთი ნისლისფერი დიდი მანქანა კი დადის ხოლმე იქით-აქით , როგორც ამბობენ რამდენიმე ჩვენი ძმა შეიწირეს მაგ ოხრებმა . თუმცა ჩვენ ბევრნი ვართ და ყველგან ვართ , მხოლოდ ეგენი ვერაფერს გვიზამენ, ჩვენ თქვენსავით ერთი ხელის მოქენვით ვერ მოგვინადირებენ . მოკლედ ჩემო ტურიკო ასეთია რეალობა, ახლა ჩვენ ვმართავთ ბარის ტყესაც , ჩვენ ვაწესებთ კანონებს , რომლებსაც თქვენ პატარა არამზადებმა ანგარიში უნდა გაუწიოთ , შენი სიკვდილი მაგალთია სხვებისთვის, რომ ჩვენ არ უნდა შეგვაწუხოთ , თუმცა ხანდახან კარგად გვადგებით , როცა მონადირეები მოვლენ ხოლმე და ძაღლებს გაუშვებენ , ის წკავია მეძებრები პირველი თქვენ მოგსდევენ, იცოცხლე თქვენი სუნით ყარს ტყე , ჩვენ კიდე ამასობაში ვიპარებით . ისე ერთი ჭრელი მდევარი ყოფილა გაღმა სოფლის მამალი მგლისთვის 4 საათი უდევნია , რაღაც გიბრიდი ყოფილა , რობოტი პირდაპირ . მაგრამ იმისთვისაც გველს უკებენია და ჩაუძაღლებია. ასე რომ კარგად მეყოლე . ახლა კი მშვიდობით . - ამ დროს კი, როცა მგელი ტურას საკონტროლო ხჩობის გაკეთებას უპირებდა იქვე ვირაცამ მორცხვად შესძახა და ხელში ნაჯახი აათამშა. - ჰაჰ , გეშველა , ნაჯახიანმა კაცმა გადაგარჩინა . მგელმა დიდი ნახტომი გააკეთა და გაიქცა, ტურა კი იქვე ბალახებში შეიმალა ძლივსძლივობით .
solomon, მდევრებით ტურაზე ნადირობია ავადმყოფი ვარ,მომენტს არ ვმაზავ რომ არ წავიდე,ტერიერიც კარგია მაგრამ მდევრის ხმა 100 ტერიერს მირჩევნია.როგორც ჩანს არლეკინია წამყვანი მაგ ხროვაში. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
kucuna1, სიმართლე გითხრა დიდად ვერ ვერკვევი მდევრებში, სოფელში ბიძაშვილები მყავს მოწამლული მდევრებით ნადირობაში, ხშირად დავყვები, 7-8 კაი მადევარი ძაღლი ყავთ სოფელს და არ აჭაჭანებენ ტურას, არც არასდროს აწუხებდათ და არც ეხლა აწუხებთ აკრძალული არი თუ არა ამ საეხეობის ნადირობა.
solomon, ქედს ვიხრი შენი ბიძაშვილების წინაშე,ჩემგან დიდი პატივისცემა გადაეცი.მეც პირველესად მდევრებით ნადირობას ვანიჭებ უპირატესობას,ტურა კი გამოირჩევა თავისი სიმყრალით და ძაღლებიც უფრო გაბმული ხმით დასდევენ,საპოვნადაც და სადევადაც ადვილია,განსაკუთრებულად ზიზღდებათ,მთელი აგრესით და აზარტით დასდევენ.მე ძაღლები ვიცი მოკლულ ტურას ჭამენ პირდაპირი გაგებით.ძირითადად კი ასაკში შესული ძაღლები,რომლებსაც უამრავი მოკლული მავნეველი ყავთ ნანახი,დიდად აღარ იწუხებენ ხოლმე ფერთხვით თავს. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!