kuzmishi. მოგესალმები.არ მოგატყულებთ. მე არ მყოლია მდევრები.მაგრამ მეგობრების გამოცდილებით ვამბობ.რაც ვნახე.იქნებ რაღაც შესწორებებს მოითხოვს ჩემი ნაწერი და ყურადღებით მოვისმენ.მდევრებს არ ვიჩერებ რადგან ფაქტობრივად მათთან ნებისმიერ ცხოველზე ნადირობა აკრძალულია და დიდ ჯარიმებთანაა დაკავშირებული.ეხლა ინტრიგნულად არ გამომივიდეს და მეგობრებს კი გავყვები ხოლმე ,რომ გადიან.უბრალოდ მაგარი სასიამოვნო სანადიროა მდევრით...
გუშინ გავედით 4 კაცი სანადიროდ, ამინდიც და განწყობაც შესანიშნავი იყო. ძაღლებიც და მონადირეებიც შესანიშნავ ფორმაში გახლდით. ტურებსაც არა უშავს, კაი დასუქებული და გაბლატავებული არიან. დღისით-მზისით დასეირნობდნენ და გვათვალიერებდნენ სანამ ჩვენს ჩანაფიქრს შეიტყობდნენ. მერე კი იცოცხლე კუდამოძუებული გარბოდნენ მთელი დღის შედეგია 4 ტურა. თითომ თითო ტურა ვიმსხვერპლეთ
მოკლედ, მხოლოდ ესაა შედეგი. ცოტა მეტნი რო ვყოფილიყავით 2-3-თ მეტი იქნებოდა. მშვიდად, დინჯად ვისეირნეთ, ბევრი "ვიჭორავეთ" ნადირობზე,იარაღზე, ძაღლებზე, ტყის ხილით გავსკდით და წამოვედით კმაყოფილები
ტურაზე ფარით ვნადირობთ მე და ჩემი მეგობარი(უფრო სწორად, ძლიერი სანადირო ფანრით), რომელსაც იხვის მოსაძებნად ვხმარობთ(უძაღლო მონადირეები ვართ, 2-ოთახიანში 6 ვართ და ძაღლის ადგილი ნაღდად არაა.გუშინ 2 იხვი ჩამოვაგდე და ფარის გარეშე ვარიანტი არ იყო მისი მოძებნის უძაღლოდ).შენ გაინტერესებს, ბრაკონიერულად თუ მომიკლავს რამე. კი, ფარზე მომიკლავს სულ 3-4 იხვი და 1 ქათამი, მაგრამ ეს იყო ასე 7-8 წლის წინ. აი ტურაზე ნურასუკაცრავად!
ვააა! ყოჩაღ! ეს მომავალი მონადირე, კაი კაცი, ვინაა?ჩემი თავი გამახსენდა მაგის ასაკში, რამდენჯერ წავყოლილვარ ასე მონადირეებს და მინატრია, ნეტა მალე მაჩუქებდეს ბაბუა თავის ძველ თოფს-თქვა
ბიჭებო ძაან მაგარია, ტყავები თუ შეინახეთ ბოროტი ენები ამბობენ ტურაზე და მგელზე ნადირობა ოფიციალურად დაიშვებაო და ტყავებსაც ჩაიბარებენო. მონადირე, რა გაბრაზებული ხარ სურათზე უფრო მხიარულად. ისე მე მგონი უნდა დაგერეკა თუ წასწვლას აპირებდით.
მონადირეებს გაუმარჯოს. მეც შევძლებ წამოსვლას სატურაოდ. ზუსტი დრო ხომ არ გადაწყდა როდის გახვალთ და სად იკრიბებით?
ტრანსპორტის ამბავი როგორ ინქება? მანქანა სედანი მყავს (ალფა რომეო). თუ გზა კარგია, ჩემი მანქანით წამოვალ და 3 კაცსაც დავიმატებ (თქვენგან), თუ სედანი არ გამოდგება და სხვა მანქანით წახვალთ, ჩემთვის ერთი ადგილი თუ იქნება?
შეტყობინება დაამუშავა lordi - პარასკევი, 26.11.2010, 13:14:09
მონადირეებს გაუმარჯოს! რა ქენით გააწითლეთ ლულები ამ შაბათს ბიჭებო? რა ქნეს სტუმრებმა ივაჟკაცეს თუ დარჩათ ლულები დაზეთილი? ჩემდა სამწუხაროდ ვერ წამოვედი ამ შაბათს და ვერ ვამღერე ჩემი თოფი "კამიშებში" მაგრამ სეზონი წინ არის
რეპორტის დადება ვერავინ მოიფიქრა. არადა აინტერესებს ხალხს ხო არ ჩაუვარდათ ნადირობა ტურისტებსო. შაბათს ბუნებას მოაკლდა 7 ტურა. აქედან 2 "სტუმრების" ანგარიშზეა. PATARA-SAMO,-მ დუბლი გააკეთა, არც მონადირე და lordi, ჩამორჩნენ. ვინც იმ დღეს კამერითაც იყო შეიარაღებული კეთილი ინებოს და ფოტოები დადოოს
მონადირეებს სალამი.თემასთან დაკავშირებით-როცა არჩევანია ძაღლსა და თოფს შორის რათქმაუნდა თოფს აირჩევს კაცი.უძაღლოდ კიდე მოახერხებ რაღაცას და უთოფოდ ვერაფერს იზავ.მეორე ვარიანტია როაცა არჩევანი კარგ თოფსა და ძაღლს შორისაა(მაშინ როცა ძველი ხირიმი სახლში გიგდია),ამ შემთხვევაში ძაღლი ჯობია ნამდვილად.რადგან მონადირე ორივე ზემოთ დასახელებულით ფასდება(რათქმაუნდა მესამე და ყველაზე მთავარი კაცობაა).ასე რომ მაგარი,ძვირად ღირებული თოფი მეჭიროს ხელში და ფრინველს მეთვითონ უკეთო სტოიკები და მეთვითონ დავრბოდე მოსატანად და დაჭრილის საძებნელად არ მინდა.ისე ლომებო ამ თემაში არ უნდა მიდიოდეს ამ საკითხზე საუბარი,არის სხვა თემები სადაც შეიძლება ამაზე საუბარი.თორე ისე აირევა პოსტები რომ ვეღარ გავიგებთ მერე რომელ თემაში რა უნდა ვეძებოთ.ამაზე თითოეული ცვენთაგანი თუ ვიფიქრებთ და პოსტს თემის შესაბამისად გავაკეთებთ კარგი იქნება.გენაცვალეთ სუყველას
რა ლირიული გადახვევა ხალხოო რის კაცობა და რა ხირიმი, ეს ვნახე ინტერნეტსჰი, ეს არის ოქროსბერი ანუ ჩვეულებრივი ტურა რომელზეც ჩვენი ტურისტები დადიან და უბათქუნებენ, რომლის გავრცელების არეალი თავადაც ხედავ როგორაა, არ ვიცი ვინ და რატო დადეს ეს ვიდეო იუტუბიზე მაგრამ ეს ის ტურაა და ის ტერიტორია სადაც ვართ და წლებიც კარგად არის ნაჩვენები და გავრცელების არეალი და ტუ ასეა კარგად დავფიქრდეთ და მერე ვთქვატ რატო არ არის ჩვენთან ისეთი სანადირო ნადირფრინველი როგორიც ევროპაში და დანარჩენ სამყაროში, დანანებით გავიქნიოთ თავი ჯერ მარცხნივ მერე მერჯვნივ, და დასავლეთისკენ გავაშეშოთ მზერა დანანებით,, ეს არ გვიშველის ხალხოო, ჩვენ ტურისტები გადაგვარჩენს მგონი და მეტი არაფერიი, აბა გარემოს დაცვის სამინისტროში თუ ეს იციან ამ დღეში ვართ და კიდევ ტურებზე ნადირობას გვიგრძალავენ თავადაც ხვდებით ვ ის ხელში ვართ.. აბ ბატონო ვიდეო და დანარჩენი თქვენ თქვით, ხო კიდევ დროა ხალხო ნანადირევის სურათზე აღბეჭდვა ვისწავლოთ და სწორად დაპოსტვაა , თორემ ცოტა ხანში თავად ტურები შეგვისწორებენ რეპორტებს,, მატთლწერაზე ხო საერთოდ..მოკლედ ომი ტურებს ტყვია შუბლში მაგ წუპაკებს... . .
krimanjuli, გეთანხმები ყველაფერში. თითქმის სულ ხუმრობა იქეთ იყოს და დავწერ რასაც ვფიქრობდი და რისკენაც მიბიძგე ძალაუნებურად: აქ დიდი სჯა-ბაასი მიდის წერილზე, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროსთვის მზადდება მტაცებელთა რიცხოვნობის დარეგულირებისთვის. წერილის მომზადებას ჯერ პირი არ უჩანს და ალბათ კიდე კაი ხანი დააგვიანდება.(ამაში არავის ვადანაშაულებ.არაა ადვილი) მერე სამინისტროში შეხვედრაო,მერე პასუხის ლოდინიო,რომელიც სავარაუდოდ უარყოფითი იქნება... გავიდა ამასობაში კიდე ერთი წელიწადი (იქნებ მეტიც). და ამ ერთ წელწადში, ამ ისედაც გაცლილ-გაღლეტილ საქართველოში, დარჩება რამე ხოხბისგან, კაკბისგან, კურდღლისგან და ა.შ.???!!! ამ ყველაფერს არ ჯობია; ავდგეთ და რაც იმ წერილით მიღწევა გვინდა, გაკეთოთ. ვაკეთოთ ერთად ან ცალ-ცალკე. ვაკეთოთ იქამდე, სანამ არ დავარეგულირებთ მტაცებლების რიცხვს. მერე მხრებში გამართული ვინადირებ (მე პირადად) კურდღელზეც და ხოხობზეც. და არა ისე, როგორც ეხლა, არ იცი შეგრცხვეს თუ გაგიხარდეს სასწაულით გადარჩენილ, შემთხვევით ამოფრენილ ხოხობს რო ესვრი. ძაან კი გამიგრძელდა მონოლოგი, მარა ასე ვფიქრობ. აბა რა ჯანდაბად მინდა ან აქოთებული ტურა, ან გაქუცული მელა?!
ეხლა დღევანდელი: შემადგენლობა :გია, შოთკა, გიოპარკაული, ბერგ-ი.მოგვიანებით შემოგვიერთდნენ ზაზა-50, ნუკრიფოქს-ი და ნოკო. შედეგი: 1 ლელიანის კატა, 1 მელა, 2 ან 3 ტურა ( შემოგვაღამდა და ვერ დავაზუსტეთ), 2 ყვავი ( ესეც არანაკლები მავნებელია) და 5 გარეული მტრედი. ფოტოებს ალბათ დადებენ ალბათ
Giorgi0678, რაღაც ეჭვი გამიჩნდა ღმერთს შეექმნას ეს ცხოველი იმდენად ნაძირალაა სიტყვა კვირა , კვირის დღეა თუ მომავალი შაბათ-კვირა იგულისხმება? ღმერთო ნეტავ კვირის დღე იყოს. თუმცა ბერგი კი გამაგებინებს თუ რამეა , -BERG-,
giorgi0678, რას ამბობ, ძმაო, მაგათ რა გამოლევს, შეუძლებელია მაგათი გაჟლეტა ბოლომდე. ეს იგივეა, რომ ვთქვათ, დავცხოთ რუსებსო და არ გვინდა , ძმებო, მთლად არ გავანადგუროთო(ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენც და რუსებიც). ტურას სარგებლობა მაშინ მოაქვს, როცა ცოტაა და სანიტრის ფუნქციას ასრულებს და არა ჯეკ მფატრავის.
krimanjuli, შენ გენაცვალე ეხლა მაინც ნახონ გარემოს დაცვის სამინისტროში თვითონ თუარ მოეპოვებათ ტურის გავრცელების არეალები, თუ დააკვირდით ჩვენ დღეშია აზერბაიჯანიც და სომხეთში საერთოდ არაა აღნიშნული
აუუუ თქვენ გენაცვალეთ. ამ იაგებზე ლეგენდები ივლის 100 წლის მერე. კაი ხალხს ძლივს არ ვნახავ ამ კვირას... ერთი თხოვნა მაქვს ვინც კვირას მოდიხართ და ორი თოფი გაქვს იქნებ ერთი მიწილადოდ . ნუ დამტოვებთ კამერის ამარა.
krimanjuli, 998, -BERG-, ახალ წლამდე 1 დღე დავთქვათ და მასიური წმენდა მოვაწყოთ რომელიმე რაიონში. მაქსიმალური რაოდენობა შევგროვდეთ. დაჯე თუ ავთობუსი გაგვიხდა საქირავებელი ვიქირაოთ და ავმუსროთ ტურები საქართველოში. ასეთი აქცია პერმანენტულად მოვაწყოთ საქართველოს სხვა და სხვა რეგიონში, ამით მცირედ წვლილს მაინც შევიტანთ მავნებლების პოპულაციის შემცირებაში. იმედია გამოცდილი ტურისტები ჩაგვიდგებიან სატავეში.
nukrifox, всегдо рожолусто. თუ ავტობუსი არა, მარშუტკა კი ყავს ზაზას და რაცხა მანქანებსაც ვნახავთ და ეგაა. პ.ს. ერთი კაი სამგლე ადგილი მეგულება. ახლოსაა საკმაოდ
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!