Dreamcatcher, ჩვენს საქართველოში აგარაფელი დატოვეს მაგოხრებმა და კიდე აგარც მოვკლატ აგარარი ხოხობი კაკაბი და კიდე სხვები, შეჩამეს ყველაფერი სანადირო მეურნეობებში როხოცავენ განა სულელები არიან უნდათ რო ყავდეთ ნადირ ფრინველი guramicignadze
gurami, ჩამოდი ძმაო დასავლეთში წაგიყვან იხვზე შენ მწყერს რო კლავდი და მე მარტო ფოტოებზე ვხედავდი და მინდორში ვერა ესეც ხო გახსოვს?:)))) მაგ შაკლებს კიდე სეზონი რო გავა მივხედავ!
დამატებულია (16.12.2014, 20:24:56) --------------------------------------------- gurami, გასაგებია. ტურაზე ნადირობა ულიცენზიოდ ჯარიმა არ არის? და კიდე მაინტერესებს ყველაზე დიდი ტურა რო მოკლეს საქართველოში რამდენი იწონა?
მოგესალმებით მონადირეებო მეც შეუერთდები თქვენს მოსაზრებას და ვეთანხმები იმას რომ მტაცებელი რაც შეიძლება უნდა შემცირდეს, და თუ მთავრობა ამაში ხელს არ შეგვიწყობს ხელსმაინც ნუ შეგვიშლის თორე ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს კურდგლის ხოხბის კაკბის და სხვა მრავალი სახეობის ნახვა მარტო სურათებში მოუწევს ამიტომ რაც შეიძლემა მეტი მავნებელი ჩამოვაცილოდ ბუნებას ზედმეტი აფიშირების გარეშე დიდი მადლობა ყველას ვინც ბუნებაზე ზრუნავს z.khetsadze
goga_123, ხო იმდენია ვანში მასეც ხდება, კარტეჟმა ვერ გააჩერა 50 მეტრში, 1 ტანში იყო გავლილი მეორე კისერში, მაგრამ მთლად ვერ შინარჩუნა სიჩქარე და 3მმა ნომერმა მოუღო ბოლო. თითქმის ყველა გასვლაზე მხვდება მაგრამ სასროლად პირველად ჩავიგდე ხელთ :)) ყურადღება უპირველეს ყოვლისა
გაუმარჯოს მონადირეებს იხვი და ქათამი წელს ცოტა იყო გაისათ შეიძლება კიდევ შემცირდეს ამიტუმ უნდა გავააქტიუროდ მტაცებლებზე ნადირობა და მათი რაოდენობა მაქსიმალურად შევამციროდ ამით ხელი შეუწყოდ ადგილობრივი ჯიშების გამრავლებას და აღარ ვიქნებით კრასნოდარიდან შემოსულ იხვზე და ჩრდილოეთიდან მოსულ ქათამზე დამოკიდებული,რათქმაუნდა მათზედაც არ ვიტყვით უარს მაგრამ ჩვენი რაც მეტი გვეყოლება ჩვენი სიმდიდრეა ; z.khetsadze
დავხოცოთო რომ ამბობტ სადაც გავედები არ გავუშვებ მაგრამ,ხომ შეიზლება რომ ერტობლივი ნადირობა მოვაცყოტ??? შევხმიანდეტ ერტმანეტში ძაღლები ვისაც ყავტ შეგვეხმიანებიან და რამდენიმე რომ ჩამოვცეროტ მაინც კარგია,ჩვენ კიდევ გავერტობიტ და ...
MateMonadire, ტურების მენიუში გარეულზე მეტი შინაური ფრინველია უკვე. როგორც დაღამდება სოფლისკენ იწევენ და იქ ნადირობენ. საკმაოდ ეშმაკურად და წარმატებულად. გასულ წელს ჩემიდან ხარკის სახით 9 ინდაური და 3 ქათამი წაიღეს და საერთო ჯამში 1 თვე ჩასაფრებაში უძილოდ გამატარებინეს. მეზობელს ცხვარზე დუმა ჩამოუჭამეს დღისით. иж58 20кал. zumrut555x 12cal. cz858 7.62x39 armsan AN612 12cal, armsan armtac 12cal. crosman npss 4,5cal. kral puncher maxi 4.5 cal.
თუ მსურველი არი ვინმე ძალიან კაი იქნებოდა ერთობლივი გასვლა მოგვეწყო მე მყავს იაგი უბრალოდ ჯერ 1 წლის არი და ჯერ ვერ დავგეშე თუ ვინმეს გვყავთ გავსულიყავით თბილისთან ახლო მახლო
პირადად მე არ მინახია, მაგრამ ბევრიდან დამიგია ტურისგან გარეული კურდღლის შეჭმის ფაქტი. ერთი სიტყვით "მგელს მგლობა ერქვა მაგრამ ტურამ ქვეყანა ამოაგდოო" ზედგამოჭრილია დღევანდელ რეალობაზე. иж58 20кал. zumrut555x 12cal. cz858 7.62x39 armsan AN612 12cal, armsan armtac 12cal. crosman npss 4,5cal. kral puncher maxi 4.5 cal.
სამი ოთხი წელია რაც გამოჩნდა იმ ადგილებში სადაც მე ვნადირობ კურდღელი გადააწყო გნოლიც შეამცირა და მწყერსაც ძალიან ერჩის მავნებელი ცხოველია.რამოდენიმე მე მოვკალი და რვაცალამდე სხვებმა მოკლეს, მაგრამ ზღვაში წვეთია იმდენია მომრავლებულიიიიი. ბ.თოთაძე
ტურის და მელის გასანადგურებლად ყველაზე კარგი პერიოდი ზაფხულის მეორე თვეა როდესაც ლეკვები გამოყავს სოროდან და ავარჯიშებს მაშინ შეგიძლია მზის ჩასვლისას მთელ ოჯახს გადააწყდე ტყის პირებზე და გაწყვიტო სისასტიკე კია მაგრამ მაგათ სასტიკად უნდა მოექცე რამდენი ფრინველის და კურდღლის იჯახი ყავთ განადგურებული ამიტომ არ დაინდოთ z.khetsadze
დიდი ენტუსიაზმით შეუდექი შენ გატყობ საქმეს ... რაც მისასალმებელია. მე მომწონს შენი ენტუსიაზმი და სხვებსაც მოვუცოდებ,ცუცუნი და აქ წერა არაფერს მოგვიტანს და შევუერტდეტ ამ პატიოსან ადამიანს სანამ დროა და სანამ ხალხის მოპარვას არ დაიცყებს ეგ გასაწყვეტი სახლიდან. ბრაოს გეტყვი ზმაო და ტუ შესაზლებობა გექნება არ დაინდო სადაც გადააწყდები
გამარჯობათ მონადირეებო, კარგი ამბავია მტაცებლების ამოღება მიხარია ფოტოებს რო ვხედავ. ხოარ არის რამე ცვლილება კანონში ?შემიძლია დავდო ფოტოები? რამოდენიმე ათეულის ფოტო მაქვს ცოტას გავამხიარულებ თემას თუ არ გავსტრონგავენ. GAUFRTXILDET BUNEBAS DA VINADIROT KULTURULAD. B. GOGUADZE
dh, ძალიანაც ეფექტური იქნება გასანადგურებლად, მხოლოდ ადგილზე ვერ დააგდებს და შორს წავა სანამ დავარდება. თან სამართალდამცავებთან შეიძლება პრობლემები შეგექმნეს. ასევე, სახიფათოა რომ შემთხვევით ადამიანი არ დააზიანო, ნახევარ კილომეტრზე შეიძლება კაცი მოკლას ასხლეტილმაც კი.
აი ეგ დაჭრილი კურდღლის ხმას რომ გამოსცემს ისეთი საყვირი უნდა ვიყიდე ნაბისმიერ მტაცებელზე მაგარი ეფექტურია! "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
akson777 შემეხმიანე ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
ცოტა მობნელდება თუ არა მაშინვე იწყებენ წივილ კივილს ტურები ძალიან ბევრნი არიან. არადა სამი წლის უკან საერთოდ არ იყვნენ იმ ადგილებში სადაც მე ვნადირობ. ბ.თოთაძე
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!