მაგრად გიმუშავიათ ბიჭებო მეც სოფელში ვიყავი და 2 კვირაში მოიკლა 5 ტურა არც ისე ბევრია მარა არაუშავს.. გავდივართ ყველა დილას ახლომახლო გაველურებულ ჩებში სადაც ადრე საკმაოდ კარგად იყო კურდღელი მარა წამლად რო გინდოდეს აგარაა დარჩენილი და დავგეშეთ ტურაზე 2 მდევარი ერთი რუსული ჭრელი ბიძაჩემის და მეორე ჩემი ნაჯვარი მდევარი რომელიც მოკლულ ტურას ისე ჭამს გეგონება მწვადი იყოს ერთი ფოტო მაქ მარტო და დავდებ მალე დ.კალანდაძე
fshavelo, ჩოხატაურის რაიონი სოფელი ხიდისთავი თუ გაგიგია ძმა ეგაა... მარა ძალიან რთული სანადიროა იმიტო რო მიტოვებული ჩები რო იწყება ერთი სოფლიდან მესამე სოფლამდეა და ვერ ვუდგებით იქ მოსაკლავად მარა იქედან გადმოსულები აქეთ ჩვენს ჩებში ვეგარ გაგვირბის უკვე ვიცით სად გადის და იქ ვჩერდებით გაუშვებთ ძაღლებს და მიდი მიდის გნიასი და ერთი ამბავი სულ 2-3 კაცი ვნადირობთ ხოლმე ტურაზე და წინა წელს ერთ წელში 30მდე მოიკლა ბევრს არ ხიბლავს რატომღაც ტურაზე ნადირობა მარა მე პირადად ძაან მომწონს მშვენიერია თან თუ სწორად დაუდექი და არ გაგიზვრა შედეგი გარანტირებული ასე რომ როცა იქეთ ვარ მშვენივრად ვირთობ ტავს თან ასეთი არაფერი მინახია ჩემი ძაღლი ჭამს მოკლულს ეგრევე დ.კალანდაძე
თან ასეთი არაფერი მინახია ჩემი ძაღლი ჭამს მოკლულს ეგრევე
bizona, არ გაგიკვირდეს, ყველა მდევარი თავისებურად და სხვადასხვანაირად ექცევა, მის მიერ ნადევნ მკვდარ ნადირს "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
bizona, როგორ არ გამიგია, ნოდარ დუმბაძეს რომ თავი დავანებოთ ყოველ წელს მაქეთ ვისვენებ, გუთურში ოღონდ, დედულეთია ჩემი.... გურიაში მიტოვებული ჩები ტურებს მიაქვთ, ჯერ მარტო 4-5 წლის წინ ვერ გამოხვიდოდი ორღობეში მარტოკა ღამე და ახლა რა იქნება წარმომიდგენია... საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
fshavelo, ხო დზაან ბევრია და მაგ მიტოვებულ ჩებს რო ვერ ვუხერხებთ ვერაფერს ეგაა უბედურება მაქ აქვთ ბუდეები.. გამომიარე ზაფხულში შემეხმიანე და გავიაროთ სანადიროდ ტურაზე დ.კალანდაძე
ivane-66, შენი იმედი კი მაქვს ძმისგულო ყოველთვის, ვიცი რომ არ გამოაკლდები ამ კაი საქმეს , მაგრამ .....ცოტანი ვართ, ჩვენი თბილისელი კოლეგებს და მეგობრებს დიდი ხანია წამოწყებული აქვთ ეს კაი საქმე, უნდა ნახო როგორი მოწესრიგებულად და გემრიელად უტევენ ამ აყროლებულებს, ჩვენსკენაც რომ ხდებოდეს მსგავსი შეკრებები და გასვლები კარგი იქნებოდა, მაგრამ აქეთ მაგის მონდომებას და სურვილს მაინცდამაინც ვერ ვხედავ. ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
ლაშა86, ააგულიანეთ მერე ბიჭები, შენ, ივანე, ენუქიჩიც არ გამოგაკლდებათ და 3 კაცს რომ დაგინახავენ მონდომებულს სხვებიც შემოგიერთდებიან ალბათ . . . საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
fshavelo, მე ისედაც კი ვნადირობ ჩასაფრებით(ამ ბოლო დროს მიჭირს სიცივეეების გამო ღამე გაჩერება), მაგრამ ასეტ ნადირობას ისეთი ხიბლი და მუღამი არ აქვს როგორც თურისტულნადირობას, ბოლო-ბოლო მარტო კაცი ჭამაშიდაც ცოდვაა. ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
გუმარჯოს ბიჭებს გურიაში თუ აპირებთ ერთობლივ Nადირობას აგერ ვარ ჩემი იაგდით მოგეხმარებით გონჩებიც გაიჩითება შემეხმიანეთ და იმდენ ტურას მოგაკვლევინებთ შეიძლება იხვის პერელიოტზე გეგონოთ ტავი, იცოცხლეთ არის ბლომად GAUFRTXILDET BUNEBAS DA VINADIROT KULTURULAD. B. GOGUADZE
-BERG-, თან როგორი არმიააა?! ძაღლი რო ვეღარ ქაჩავს ხალხი იყეფება თურმე მანდ და აგდებს ტურებს, გამიმხილეს ეგ საიდუმლო მაგრები ხართ რა საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
goga-0ni, შარშანდელიანათ თუ არ ვცდები 212 უნდა იყოს... 200ს აცდა ყოველ შემთხვევაში... წელს ცოტა ძაღლების უკმარისობაა და შედეგიც მცირეა სამწუხაროდ... ნიკა რაზმაძე
2012 წლის 29 იანვარი- განუმეორებელი დღე უთავბოლო სიარულით გაურკვეველ სანადირო ობიექტებზე, ხშირი ჭამა-სმით კაპოტზე და ადამიანების (განსაკუთრებით ღვაწლმოსილი, ჭაღარა მონადირეების) საკვირველი, გაურკეველი საქციელებით რა დავწერო მეც არ ვიცი, ეხლაც დაბნეული ვარ...
-BERG-, არ უწერით დიდი დღე ერთი ქარიანი ამინდი და გადავწვავთ... თანაც ახლა მგონია რომ რახან ლიცენზირეუბლი გახდა მალე გამოძვრებიან "ბიზნესმენები" გაიხსნება ტყავის ჩასაბარებელი პუნქტები უფრო სტიმულიც მოგვეცემა, თან ხარჯები გვკლავს ამ "დაულხენელ" ცხოვრებაში ხარჯების ანაზღაურების საშუალება რო მოგვეცემა მერე ყველა დღეც შეიძლება სიარული... თანაც უფრო მეტი და მეტი მიბაძავს თქვენ შრომას და რამე იქნება ალბათ... ( ეჰ მგონი ოცნებებში წავედი ) ნიკა რაზმაძე
არ უწერით დიდი დღე ერთი ქარიანი ამინდი და გადავწვავთ.
არ გამოვა მაი ამბავი...სახანძრო დაგვდევს უკვე
Quote (bendeksi)
რახან ლიცენზირეუბლი გახდა მალე გამოძვრებიან "ბიზნესმენები" გაიხსნება ტყავის ჩასაბარებელი პუნქტები უფრო სტიმულიც მოგვეცემა, თან ხარჯები გვკლავს ამ "დაულხენელ" ცხოვრებაში ხარჯების ანაზღაურების საშუალება რო მოგვეცემა მერე ყველა დღეც შეიძლება სიარული.
ხოდა, ეგ მადარდებს მეც. ტურას რო ფასი დაედება,იმდენი ხალხი გამოვა რიგში დგომა მოგვიწევს მინდორში...
ხოდა, ეგ მადარდებს მეც. ტურას რო ფასი დაედება,იმდენი ხალხი გამოვა რიგში დგომა მოგვიწევს მინდორში...
ხო და მთლად კარგი იდგნენ ბატონო და ინადირონ ფულისთვის... ჩვენ ამ დროს მომრავლებული კურდღლით ვისიამოვნოთ... ჩვენ ის ვიდარდოთ მდევრები რომ დაგვჭირდება და ადგილი აღარ გვაქვს მერე რა ვქნათ... სხვა არ ვიცი მაგრამ სახლში მდევარი რომ ვახსენო ქუჩაში აღმოვჩნდები ჩემი სანადირო ატრიბუტებიანად ნიკა რაზმაძე
ჩემ წილად ვერ მოვინადირე და სხვის მონადირებულ მელიკოსთან აღმოვჩნდი :))))))
სამაგიეროტ შენი წვლილი გაქვს შეტანილი მაგის იმ ქვეყნად გასტუმრებაში. კარგია ბიჭებო :10: ღმერთმა გამრავლოთ, ნამდვილად დიდ და კეთილ საქმეს აკეთებთ :166: ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
stumari, 8:00 წუთზე არ უნდა ესროლა ბრმათ შეიძლება ძაღლი მოეკლა რო ნახავთ ბაზიერელებო დარწმუნდებით რო სიმართლეს ვამბობ მან ბალახის მოძრაობა დაინახა და ესროლა ეგ კი არ შეიძლება
xarata, ძაღების ხმა თუ შორიდან ისმის და კამიში უკვე საზღვართან მოძრაობს მაშინ რატომ არ შეგიძლია სროლა? მონადირემ იცის რამდენი ძაღლით ნადირობს და იმასაც არჩევს რამდენი ძაღლი რა მანძილზე ყეფს მისგან ასე რომ მე ვთვლი რომ ნორმალურად ისროლა... საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
მაინც ძმა არ შეიძლება ბრმათ სროლა მაგას ვარაუდიტ ესროლა და დაჭრა მგონი მე პირადად სწორად არ მიმაჩნია და ყველას თავისი აზრით გაუმარჯოს
მართალია ეს კაცი. შესაძლოა ძაღლის ყეფა სხვა მხრიდან მოდის. ჯერ ერთი 4 ძაღლია და რთლია ადგილმდებარეობის გარკვევა. მეორეც ადვილად შესაძლებელია სხვა არასანადირო ობიექტი ყოფილიყო. ბუნებაში ტურის და ძაღლის გარდა არ შეიძლება სხვა რამეს გაერხია ბალახები? ნიკა რაზმაძე
xarata, ძაღების ხმა თუ შორიდან ისმის და კამიში უკვე საზღვართან მოძრაობს მაშინ რატომ არ შეგიძლია სროლა? მონადირემ იცის რამდენი ძაღლით ნადირობს და იმასაც არჩევს რამდენი ძაღლი რა მანძილზე ყეფს მისგან ასე რომ მე ვთვლი რომ ნორმალურად ისროლა..
fshavelo, რახან ამ თემაზე ჩამოვარდა საუბარი, მე დაგეთანხმები. ეგ მე არ მიმაჩნია, რასაც ქვია შეცდომა, თანაც ახლოში ესროლა, შორც მაგ ბალახში ვერც დაინახავდა, მეორე შემთხვევაში ნადირი უნდა გამოვიდეს კამიშიდან და მერე ესროლო, ეგ ჩემის აზრით დაინახავდა მცირედ, გაარჩევდა მაინც ძაღლიცგან... "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
8:00 წუთზე არ უნდა ესროლა ბრმათ შეიძლება ძაღლი მოეკლა რო ნახავთ ბაზიერელებო დარწმუნდებით რო სიმართლეს ვამბობ მან ბალახის მოძრაობა დაინახა და ესროლა ეგ კი არ შეიძლება
Quote (qorbude)
მიხვდებოდა რო ძაღლი არ იყო ხმიდან გამომდინარე,თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა
უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა. ამ დროს მონადირეს ადრენალინის მოზღვავების გამო ფხიზლად შეფასება არ შეუძლია და საქმე შეიძლება გამოუსწორებელ შედეგამდე მივიდეს. ადამიანს რო თავი დავანებოთ შეიძლება ძაღლი იმსხვერპლო. ყოფილა ასეთი შემთხევები...არც თუ ისე შორეულ წარსულში
-BERG-, ადმინიც ხო მოყვა მეზობლის ძაღლი გვყავდაო სანადიროდო და ტურის მაგივრად ძაღლისთვის დაუხლიათ(სამწუხაროდ აღარ მახსოვს რომელ თემაში) მაგრად ვიცინე მაგაზე
ე, ბიჭო! ამ კაცმა ძლივს რაღაც ჭკვიანური თქვა და დაუჯერეთ! охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
ეგ ჩემის აზრით დაინახავდა მცირედ, გაარჩევდა მაინც ძაღლიცგან...
აჰაააა, თუმცა მაგის ადგილზე ვინ ესროდა ვინ არა რთული სათქმელია, ნადირმა დაინახა მონადირე და შეიძლება აღარ გამოსულიყო მანდ საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
fshavelo, მეც ეგრე მგონია, რომ დაინახავდა მცირედ მაინც, ისე ბრმად, მარტო ხმაურზე არ ისროდა ბოლობოლო "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
l)omidze, არა ტურა მშიშარაა, რამოდენიმეს შემთხვევაში შეიძლება მარტოხელა კაცს დაესხეს თავს, თანაც ასეთე შემთხვევები ძაან იშვიათია, მე არ გამიგია ყოველშემთხვევაში. ნადირობის დროს სრულიად უსაფრთხოდ ხარ... ბოლოს და ბოლოს თოფი გიჭირავს და ძაღლები დასდევენ, ამ დროს მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობს, როგორმე გაქცევუთ უშველოს თავს... ნიკა რაზმაძე
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!