ვინც სეზონის გახსნამდე მწყერს თოფს ესვრის მე ის არც მონადირედ მიმაჩნია და არც ქართველად... ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
ახლა ერთი მწყრის მოკვლა იგივეა რაც 50 ზე მეტი მოკლა... რა უნამუსო უნდა იყო ამ პერიოდში მწყერს ესროლო.... ისე ორი დღის წინ ვიყავი ზღვაზე, ერთი 4 ცალი მწყერი ვნახეთ, მაგრამ ძალიან გამიკვირდა... დიდი მწყერია არა და როგორც წესი, გამხმარი გაფიჩხინებული არ არის ხოლმე ამ დროს? ნიკა რაზმაძე
bendeksi, ხო ძაან სუსტებია ხოლმე,მარა მეც რო ვნახე არ იყო ძაანაც პატარა. აი სადღაც ივნისში იქნება გაფიჩხულები ახალ ბარტყობებზე რო გადავა სუსტდება ხოლმე.
დაიწყეს უკვე თარეში ავადსახსენებლებმა?! ცუდია, ცუდი... ჯერ ამდენს რო კლავ რა არის და მერე კიდე ამ პერიოდში კვერცხებზე მჯდომს რომ მოკლავ,ან ბარტყს რო დედას მოუკლავ, ფუ ამათი... "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
aleko, ჯერ არ ზის მგონი თუ სწორად ვიცი არხლა ჩინჩლაობის დრო აქვთ მაისში ისყებს კვერცხის დებას და კრუხობას
რა აზრი აქვს ხარატ, ეხლა რო მოკლავ დაჯდება კვერცხებზე?! მაისი უკვე კარს მოგვადგა და ვითომ მაისში გაჩერდებიან?! რაღაც არ მგონია... "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
შარშან ვერ ვისიამოვნე და ცელს იკნებ ცოტა კარგად ვინადიროთ
დამატებულია (28.04.2012, 17:13:49) --------------------------------------------- ყველა მონადირეს უნდა გვკონდეს უფლება რო ვინც ეხლა ნადირობს და ნახავ ტრ...ი სეტენო
არავის მოწონს ძმებო რო ბრაკონიერობენ და დახურულ სეზონში ნადირობენ მაგრამ ცოტა რბილად დაწერეთ მაინც ფორუმია და სასიამოვნო არარის აქ მართო მამაკაცები არარიან დარეგისთრირებულები. ისე კი მართალი ხართ, ვისაც მაგაზე დაიჭერენ უნდა გაუკეთონ. giorgi chitadze
aleko, სრულიად გეთანხმები ძმის გულო ეხლა რო 1 ცალი მწყერი მოკლა მინიმუმ 20 მწყრის მოკვლის ტოლფასია ასე რომ ჩვენი "გ.დ.ი." რო ცოტა გაქტიურდეს მაგ ერთ მწყერსაც ვერავინ მოკლავს
-BERG-, ძალიან ვისიამოვნე, თან პირველი გასვლა და ძაღლიც ცოტა მოშვებულია... ნელ-ნელა იხსნება. უჩას სოფელში ყავს ძაღლი... იქ დადის ყველა შაბათ-კვირას და იქ ავარჯიშებს. რალფი მაგარი ბიჭია...2 ფოტო მაქვს წლევანდელი... აი ესაა ნიკა რაზმაძე
sergo გუბის წყალთან,ხონის გზაზე მაღლაკს როგორც გაცდები და გუბის წყლის ღიდზე გადახვალ იქვე არის მარცხნივ ჩასასვლელი დიდი გაშლილი ფართობებია და მანდ ვიყავით (ტეური ქვია ) მოტიალებული ადგილია. სარგეში ლეკვისთვისაც კარგი ადგილია ძან. არც-ისე დიდია ბალახი. კარგია რა მოკლედ. @@@@@
ჯერ ლეკვია არის მეორე ''სეზონი'' და პირველად ნახა წელს ამ ვიდეოში მწყერი, დაბალ ჯეჯილში.. და არც უნდა გაეკიდოს? სეზონამდე კი არა შეიძლება მომავალ წლამდე ვერ ''გამოვასწოროთ'' .. მე აქ ჩემი ძაღლის ვიდეოს იმიტო კი არ ვდებ რო მაგარია, მე გაჩვენებთ რას ვაკეთებ და როგორი ძაღლი მყავს, თქვენც იქნება გვაჩვენოთ თქვენი ძაღლის მუშაობა, თქვენი მუშაობა და თან მივხვდები კომპეტენტური ხართ თუ არა ჩემ ძაღლზე რო დაწერთ რამეს.. უსაფრთხოება, პასუხისმგებლობა და ბოლოს ნადირობა
ყველას ვთხოვ, გამაღიზიანებელი სიტყვა-პასუხისაგან თავი შეიკავოთ! არც ერთი ძაღლი არ ღირს ერთმანეთის წყენინებად. ვისაუბროთ თავაზიანად. უმრავლესობა პატარა ბიჭებია აქ, ვინც ბოლოს დაპოსტა ამ თემაში, და არც ერთ მათგანს არა აქვს ძაღლის გეშვის ის გამოცდილება, რომელიც საჭიროა კომპეტენტურობისათვის. აზრი ყველას შეიძლება საკუთარი გააჩნდეს, მაგრამ მოდი ასე ვისაუბროთ: "მე ასე ვფიქრობ", "ჩემის აზრით ასეა სწორი" და არა უსაფუძვლო თავდაჯერებულობით. პირველ რიგში ერთურთის პატივისცემა უნდა შევინარჩუნოთ, სიყვარული მოვიპოვოთ და ძაღლებს ნუ გადავაყოლებთ ადამიანობას. охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
grisha, მეც ვიყავი შენს დღეში როცა ვსწავლობდი:) სწავლა გააგრძელე ნადირობას სულ მოასწრებ ძმა გავეხმაურეთ ერთმანეთს სროლით, მოვუხმეთ ცეცხლთან დაქანცულ ძაღლებს.
მე სოფელში ვიყავი ამ შაბათ კვირას და გავიჱვანე ძაღლი საერთო ჯამში ვნახეთ ორი ღალღა და თორეტი მწყერი ზოგი მწყერი ნაბულზე ვაფშე არ უჩერდებოდა და ეგრევე ფრინდებოდა მარა ბოლოს ერთი ხუთს მაგარი სტოიკები გაუჭიმა ჩემმა ბონიმ ძაან ვისიამოვნე გიორგი კაკაშვილი
ზღვაზე მწყერი კარგად არის უკვე ცოტას ბალახი ახურებს(თხელია და 10 სმ -დეა სიმაგლეში) .სეტერმა 5 ნაბულით ამოიყვანა და იაგდიც მყავდა გაყვანილი და 6 ცალი ამოაფრინა. ისე მწყერი კარგად არის მაგრამ ძაღლს ბევრს არბენინებს და რამოდენიმე ფრინველიდან მოვხსენით(ქექვას რომარ მიეჩვიოს).მემგონი საველე გამოცდის ჩასატარებლად მშვენიერი პირობები გვექნება . GAUFRTXILDET BUNEBAS DA VINADIROT KULTURULAD. B. GOGUADZE
გუშინწინ დილას ვიყავი მეც გასული მაგრამ ვაფშე არ იყო 1 ცალიც არ შემხვედრია ბიჭებისც იყვნენ და საერტოდ არ გვინახავსო >>> ზუგდიდში ნაკლებად არის მწყერი 1კვირის წინ კარგად იყოო მითხრეს!~ ”კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ,ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით” (ილია მეორე)
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!