valerika, არ შეიდლება იმიტომ რომ 1)დაგაჯარიმებენ თუ დაგიჭერენ 2)მაგ დროს კვერცხებს დებს და ერთის მოკვლით ატეულობით მცკერს აპუჭებ და 3)რა საჭიროა მოკვლა მონადირე, სწორედ აგნიშნა ისედაც დაგეშავ
სალამი ყველას როგორ ხარტ მონადორეებო? აუ როდის მოვა რა მწყერის სეზონი დიდი მოლოდინით ვუცდი უკვე იმედია სეზონს დაგეშილი მიმინოთი შევხვდები და მარტო თოფს არ დაცჯერდები p.falcon
ბიჭებო გაუმარჯოს.მალე გააქტიურდება ეგ თემაც ''მწყერზე ნადირობა''.ეხლა ლეკვი ვიშოვოთ და გავზარდოთ ჯობია ვისაც არ გვყავს და კაკრას ეგა მწყერობას დავაგეშებთ. ხსოვნა იყოს ყველა წასული მონადირის და მეთევზის !!!
tolia, ეხ სამი კაცი და ერთი ძაღლი კი არა მარტოც მინადირია უძაღლობის პერიოდში.. დიდი ვერაფერი ბედენაა ალალ-ბედზე სიარული მარა მონადირის ჭია რო გჭამს ეგაა უსაფრთხოება, პასუხისმგებლობა და ბოლოს ნადირობა
paata_chapodze, დაანებე ამ ექსპერიმენტებზე ფიქრს თავი. სანამ არ ავკრძალავთ "უჯიშო" ძაღლებზე ლაპარაკს აქ, მანამ არ უნდა დაანებოთ თავი?! პეკინესი და პუდელი რო სანადიროდ ვარგოდეს, მონადირეები პოინტერებს, სეტერებს და ა.შ. კი არ დავზრდიდით... ვინც გასწავლის ან გაშაყირებს, ან თვითონაა სიბნელით მოცული.. მიწასთან სიახლოვე და ცხვირის დადება რო აკეთებდეს საქმეს და უკეთესი იყოს, დიდი ძაღლი ვერ დაწევს თავს?!
ამას გაგიკეთებს ის შენი "ოჯახის დაბალი ჯიშის კუსია"???!!!
კიი გეთანხმებით მწყერზე ნადირობა არის უმაგრესი თან რა კაი ხორცი აქვს უგემრიელესი ფრინველია. მე გავხსენი ნადირობის სეზონი კახეთში ველისციხისა და სანავარდოს მინდვრებზე
დამატებულია (04.03.2011, 14:45:15) --------------------------------------------- ყველაზე კარგად ნადირობს მწყერზე დრათჰაარი, სეტერი, და პოინტერი
paata_chapodze, დიღომში ბაზარზე შეილება 50 ლარადაც შეგხვდეს სეტერის ლეკვი რომელსაც სეზონზე დასაგეში ასაკუ არ უწევს და ეგეტი ძაღლი შეგიძლია იაფად იშოვო...
paata_chapodze, გაიხარე. ბევრია დარეგისტრირებული აქ შენი ასაკის და შეძლებისდაგვარად დაგვყავს კიდეც სანადიროდ. რა თქმა უნდა ჯერ-ჯერობით იარაღის გარეშე. ცოტა ხანში ალბათ ერთმანეთის გაცნობის სურვილი გაგიჩნდებათ, ერთად დაადგებით მონადირულ გზებს, ბევრს ნახავთ და გამოცდით ერთად, დამეგობრდებით და მაგარი ახალგაზრდა გვარდია ჩამოყალიბდება.
garabagrata, მწყრის სეზონი 1 აგვისტოდან კი არა პირველი სექტემბრიდან უნდა იწყებოდეს. ჩემი აზრი კიდევ ესეთია. და რატომ. 1 აგვისტოს მწყერიც მიჭამია და პირველი სექტემრისაც და სხვაობა ძაან დიდია. აქ ბევრი მონადირე იძახის მე მონადირე ვარ და არა მეხორცეო და მე ნანახი მყავს როგორ შეექცევა ყველა მწყრის მჭვადს და კარგა შეკმაზულ ჩახოხბილს ისე რომ მეხორცე შეიძლება არ ვართ მაგრრამ გამხდარ და ჯერ კიდევ ბარტყზე (ჩოჩორი)ნადირობას არ ვცნობ და არ მსიამოვნებს პატარას მოკვლა მაგრამ კარგი მსუქანი და ჩაპუტკუნებული მწყერი? აეეეეფ. კარგია. უბრალოდ უნდა სასტიკად აიკრძალოს და ბევრიც კარგი ხარისხით უნდა დაჯარიმდეს რო ყველა თავის დროზე გავიდეს და ის მწყერი ნახოს რაც საჭიროა
garabagrata, ყველას თავისი მოსაზრება აქვს სეზონის გახსნასთან დაკავშირებით მაგრამ მე ნამდვილად ვერ დაგეთანხმები იმაში რომ 1 აგვისტოს იხსნებოდეს სეზონი, იმიტომ რომ სეზონის გახსნაზეც ძალიან ბევრი მინახავს რამოდენიმე დღის ჩოჩორი და აგვისტოს დასაწყისში ხომ მარტლა 70% პატარები შეგვხდება, შეიძლება ჩვენ მასე პატარებზე თოფს არ ვწევთ მაგრამ ძაღლს ხომ ვერ დაუშლი არ დაიჭიროს და არ დახოცოს. რაც შეეხება დახურვას მაგ საკითხში გეტანხმები, 20 მარტამდე რომ გრდზელდებოდეს სეზონი მართლა ძალიან კარგი იქნებოდა. G.K.
მე 16 წლის ვარ, ასე ვტქვათ დამწყები მონადირე და ბევრი რამ მაინტერესებს და არ მკავდა გვერდიტ ისეტი ადამიანი ვინც რჩევას მომცემდა....ამიტომაც დავრეგისტრირდი ამ საიტზე....და ტკვენი რჩევებიტ მინდა ვისწავლო...
ეხ ჩემო პატარა ძამიკო, შენ მი არა მეც და აქ ვინც ვართ ყველა მაგიტო ვართ აქ რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ და ერთმანეთისგან უფრო მეტი და მეტი სიყვარული ვისწავლოთ. ნადირობის და ბუნების სიყვარულიჯერ კიდევ იმ დონეზე არავინ არ ვიცი როგორც საჭიროა და ზოგს უმცროსები სწავლობენ ჩვენგან, ზოგს ჩვენ ვსწავლობთ უმცროსებისგან და დრო მოვა ყველანი ბაზიერის ჩამოყალიბებული კლუბის ერთგული წევრები ვიქნებით და ერთმანეთის დახმარებით კიდევ ბევრ ახალგაზრდას დავაყენებთ იმ კაცებად რასაც კაცი ქვია საზოგადოების მოსაწონი არა მარტო ნადირობის დარგში. მთავარია ერთმანეთს სწორად გაუგოთ და სწორად აუხსნათ მისტვის გაუგებარი საკითხი
zaza-50, 100% გეთანხმები ზაზა, მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს და სერიოზულადაც დაჯარიმდეს ის "მონადირე" ვინც სეზონის გახსნამდე მწყერზე ინადირებს. სამწუხაროდ ძალიან ბევრია ჩვენს ქვეყანაში ისეთი ბრაკონიერი რომელიც ივლისიდანვე იწყებს ნადირობას და კვერცხებზე დამჯდარ მწყერსაც არ ინდობს. მერე დადგება სეზონი, გავალთ, აღარაა მწყერი და ხან ამინდს ხან ცხელ ზაფხულს ვაბრალებთ და ხან რას და ხან რას. . . G.K.
goga0880, ვერც მწყერზე და ვერც ვერაფერზე ვერ ვინადირებთ. გვიანია , მაგრამ გადამფრენ წყალმცურავებზე სანამ აქ არიან უნდა დაუშვან. აქ მაინც არ ბუდობენ და რო წავლენ იქაც დამთავრდება მაგრამ ქართველი კაცის ამბავი რო ვიცი სადაცაა მწყერი ჩამოვა და რამდენ გასროლაზე ვიღაც დაადგება ბატს ვასროლეო იტყვის და ვერ დაუმტკიცებ დაჟე იქვე ახლოში მოკლული მწყერი რო უპოვონ გადაგდებული ანუ მოტეხილი რა, ჩვენებურად ვერ დაუმტკიცებენ. ისე რომ ჩაალაგეთოოოო. მთავრობამაც იცის თავისი ხალXის ბუნება
გაუმარჯოს ბიჭებს მე აჯამეტსჰი ვხსნი სეზონს სოპელი იქვე მაქ ბარდუბანში მცყერი კარგათ არის მაგრამ გაატრაკეს საქმე მანოკებიტ სადაც მანოკი აქტ ცჰარტული იქ ჯდება მცყერი სხვაგან არსად არა არის ტუ მიდი სადაც მანოკი არის ჩარტული იქ ნადირობა არ გირს უეჭველი ვიგაც მოგარტყამს ტყვიასს.......... n.gvene
შარშან ქართლში ყველა მინდორში 2-3 მანოკი იდგა და ეგრე მწყერაობდნენ,ერტხელ ვუყურე(სპეცნაზელებს დიდი ბობოლა სტუმრები ყავდათ) და ვერაფერი გავუგე,დაახლოებით10 ჰექტრიან მინდორში მაგათი წასვლის მერე ჩემმა კურცხალმა 28 ცალი მარტო დაჭრილი და დაკარგული მწყერი იპოვა,იმათი ძაღლები დებილებივით იყურებოდნენ იმდენი მწყერი უფრინდებოდათ ფეხებიდან.
zaza-50, ზაზას ვენაცვალე სექტემბრის ბოლოსაც შემხვედრია ძან ბევრი ჩოჩორი და 1 ოქტომბრიდან ხომ არ გაიხსნას მწყერზე ნადირობა, რას იტყვი და ერთ კვირაში მორჩება კიდეც აღმოსავლეთში სეზონი. 15 აგვისტოს მერე მწყერზე ნადირობა მისაღებია ყველა შემთხვევაში. მწყერის გამრავლებაზე ამინდს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მაგიტომაც არის ზოგჯერ ნადირობის სეზონზე ძალიან ბევრი ჩოჩორი და სუსტი მწყერი, ზოგჯერ კი მსუქანი; კარგი მონადირე თვითონ უნდა მიხვდეს როდის და სად ინადიროს, სეზონის გახსნის თარიღი აქეთ-იქით კი არ უნდა დარბოდეს.
:10:გადამღებსაც..დამგეშავსაც და თავად გორიასაც... მოკლედ რა ველიმინდორის იაგუარიაა... 998, თემოო მოძრაობის წესებიი აქვს ისე დასახვეწიი ეგ რაა მარჯვნიდან რო უკეთებს აფრენილ მწყერს ''აბგონს'' აა? ისე ერთ ადგილზე კიდეც გაასწროო მგონიაა
რაც მართალია გარდა ნადირობის კარგი მანერისა, გორიას ნადირობის დროს რაცარუნდა სიცხე ყოფილიყო, არ ერთხელაც მახსოვს რომ დაეკუთოს ნადირობა დაზარებოდეს ან მსგავსი რამე! ზედმეტ ქებაში ჩამეთვლება მაგრამ ამ ძაღლთან ნადირობა დიდ ენერგიას მოითხოვს!! აბა თემურა სულ ასეთი კიარ ყოფილა?!?! ამან მოუღო ბოლო.
დამატებულია (16.03.2011, 17:42:42) --------------------------------------------- რაგინდა? წალკაში ცუდი შედეგები ვაჩვენე ყინულის ტეხვაში?? მარა შენ ყოველთვის უკმაყოფილო ხარ! (ახლა ჩვენ საყვედურს მივიღებთ ვამჩნევ მაგას მე )
998, აბა კაცმა შენ რო გკითხოს ''კარასებს'' ერთი ნაკლი გაქვთ მარტო-- ის რო ნაკლი არ გაქვთ გორია ''ფორევა'' სეზონიი მოდის თემოო და ჩვენთვის კანფენტებს თუ იმარაგებ აა? ნელნელა ისე კი უნდა ვიფიქროთ აწიი მწყრისთვის, 6 თვეში გაგანია სეზონიი იქნება და...
krimanjuli, ბარამბო და ტოფიტას კამფეტები უკვე საკმაოდ მაქვს დანარჩენი სეზონის გახსნამდე იქნება, თანაც სეზონის გახსნამდე რამოდენიმე საწვრთნელ გასვლას მოვაწყობ და მანდ ჩამოვყალიბდები რაციონზე.
საწრთვნელ გასვლებზე არ გამომტოვოთ ხალხნოოო. მე თუ არა ჩემი პეგი მაინც წაიყვანეტთტთტთტ
დამატებულია (17.03.2011, 22:46:47) --------------------------------------------- 998, გეთანხმები ბატონო ატემო იმაში რომ კარგი მონადირე უნდა ხვდებოდეს (იცოდეს) როდის როგორ მოიქცეს მაგრამ სეზონი ყოველ შემთხვევაში 1 აგვისტოს ხო არ შეიძლება რო გაიხსნას. ისე მწყერმა თვე და რიცხვი ხო არ იცის. იმს მოსვლის და წასვლის თავისი დრო აქვს და კალენდარს არ უყურებს. მოკლედ ვერ გაიგებ რა ხდება რაა
აუ მეც ერთი სული მაქვს როდის შემოვა მწყერი რა.. მწყრის ნახვაგა გვაქ დარჩენილი.. დანარჩენი ასე ვიციტ მე და ჩემმა ცუგამ.. მოდი სჰე დალოცვილო მალეეეეეეეეეეეეეე უსაფრთხოება, პასუხისმგებლობა და ბოლოს ნადირობა
chiko, ეგ ვიდეო სამოყვარულო დონეზეა გადაღებული და არ იყო აქ დასადებად და ძაღლის მუშაობის საჩვენებლად გათვალისწინებული და თანაც 6 წლის უკან არის გადაღებული,შემთხვევით ვნახე ჩემს არქივში. გორია უკვე 8 წლისაა და ლაპარაკის გარდა თითქმის ყველაფერი იცის და ზოგ-ზოგიერთების საქციელზე ცოტ-ცოტას მეტყველებს კიდევაც.
გაუმარჯოს ბიჭებს მცყერი როდის შემოვა სულ მოუტქმელად ველოდები სეტერი მყავს 2_ნახევრის და მინდა გავიყვანო მინდორში მაისის დასაცყისში <სულ რაგაც სამი ცელია რო ვნადირობ> და მაინტერესებს ცუდ გავლენას ხუარ მოახდენს ლეკვზე რო ააფრენს და არ მოუკლავ.....? n.gvene
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!