მე არ ვიცი საქართველოში გარეულ ინდაურს რას ეძახიან , მაგრამ წყარო რომელიც დავპოსტე პირდაპირ ამბობს ,,Кавказский улар[2], или кавказская горная индейка[3] (Tetraogallus caucasicus) — птица рода Улары, отряда курообразных, обитающая на Кавказе. d.machavariani
ყრუალებიც ხო არ მომრავლებულა ჩვენთან ტყეში? მაინც იგივეს მტკიცება მიდის რა, რა ინდაური რის ინდაური ვირაცას სარაცა ბაბუა მოუყვება ბავშვობის ამბებს ყველაფერი კი არ უნდა დავუჯეროთ რა ხდება ხალხო, აუ ასე თუ გავაგრძელეთ მალე დინოზავრის შემორჩენილ სახეობას აღმოვაჩენთ სადმე ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
მართალი ბრძანდებით, ბატონო დიმა, შურთხი გარეული ინდაურია, და ნამდვილი გარეული ინდაური შურთხია! კიდე არჩვი არის ლოსი და ლოსი არის არჩვი... როჭო გარეული ინდაურის ერთ-ერთი სახესხვაობაა, უფრო მომცრო ზომისა და წონის, ხო, რავი კიდე რა შეგვიძლია მოვიგონოთ და დავუჯეროთ ისეთ ენციკლოპედიას როგორიც ვიკიპედიაა, მანდ უბრალოდ ხალხი წერს სტატიებს, რომელიც არანაირ კონტროლს და ცენზს არ გადის და რჩევა იქნება რომ მაინცდამაინც არ ენდოთ და უფრო სანდო წყაროებით გაიღრმავოთ ცოდნა )))))
:069: ისე მომაწექი თითქოს მე ვიყო მაგის შემქმნელ- ავტორი .. ჩემო კარგო მე დავდე წყარო რომელიც იუწყება თუ რას შეიძლება დავუძახოთ ე.წ.ინდაური,თორემ თუ გინდა ბორია მაისეევი დაარქვან , აბა გარეულ ინდაურს საქართველოში რა უნდა?. როგორც ვიცი შორ მანძილზე გადამფრენი ფრინველი არ არის და აქ საიდან გაჩნდებოდა?.. ეგ დალოცვილი ევრაზიაში სულაც შემოყვანილი და მოშინაურებული ინდივიდი არა არის?..თუ ვინმეს გაექცა და გაველურდა? .., რაც შეეხება ვიკიპედიას.. იქ მოყვანილი მაგალითი სხვა ენციკლოპედიებშიც დასტურდება და თუ მათაც არ დავუჯერებთ მაშინ ავტორიტეტი ბაბუების მონაყოლის მეტი აღარ ყოფილა ყოფილა ამ ქვეყანაზე , ისე ერთსაც ვიტყვი შურთხი ბევრის ბაბუასა ნანახი კი არა გაგონილიც არ ექნებოდა : და კიდევ ერთი ეს სანდო წყაროები სად მოვიძიო რომ გავიღღრმავო ცოდნა? d.machavariani
არ დავმალავ ძმებო და მეც წერო მეგონა გარეული ინდაური.მარა ამის წინ უყურე ინდაურზე ნადირობას და დავრწმუნდი რო ინდაური ინდაურია და წერო წერო..
დამატებულია (06.07.2012, 16:56:11) --------------------------------------------- ჩვენთანაც თუ იყო არვიცოდი საიდან სად აკეთებს პერელიოტს ხოვერ დაწერთ ბიჭებოო??
ჩვენთანაც თუ იყო არვიცოდი საიდან სად აკეთებს პერელიოტს ხოვერ დაწერთ ბიჭებოო??
ზემოთ პოსტები არ წაგიკითხავს?! საქართველოში გარეული ინდაური არ არსებობს და "პერელიოტსაც" არ აკეტებს ჩრდ.ამერიკაში. zazaaaaa, მერამდენედ იწერება მეგობარო ამ თემაზე?! წაიკითხეტ რა ბოლომდე, 2 გვერდია 20 ხომ არა! "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
zazaaaaa ესენი არიან რუხი წეროწბი მეგობარო, ეგ არის წერო და არა ის ზოგი რო ყანჩას წეროს ეძახის ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
ხო წერია ალეკო რო ვნახეთ გარეული ინდაურიო ძაა ბევრმა თქვა??არცმე არვიცი ნამდვილად სად ბინადრრობს და სადარა...მარა ეგ კი გავიგე როო ზერო ინდაური არარი..
ხო წერია ალეკო რო ვნახეთ გარეული ინდაურიო ძაა ბევრმა თქვა?
ხოდა საქმეც მაგაშია, რომ ის "ძაან ბევრი" სარსარაკს ან სავათს, ან მართლაც წეროსა და გარეულ ინდაურს ვერ არჩევს ერთმანეთისაგან. გარეული ინდაური ბინადრობს ჩრდ.ამერიკის ტერიტორიაზე და საქართველომდე რომ მოვიდეს ოკეანე აქვს გადასალახი, რასაც ვერ შეძლებს.ინდაურს არ აქვს კანქვეშა ცხიმოვანი ჯირკვლები და მცირე წვიმაშიც უსველდება ბუმბული, შინაური ინდაურები მაინც არ გინახავთ წვიმაში დასველებულები?! კიდევ ვიმეორებ: ერთი ფოტო დადევით მონადირებული გარეული ინდაურის და ყველაფერს წერტილი დაესმება!!! "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
მე მაქ ნანახი ინდაურზე ნადირობა და დავრწმუნდი რო სხვადასხვააა..და ეგეც გამიკვირდა აქ რაუნდა თქო ...ნახავენ და მიხვდებიან ჩვეენი მეგობრებიც ყველაფერი სწავლითაა ეგრეარარიიიი???სენც ხო არიცოდი ოდესგაც??
bacho1987, ოდესღაც ....ოდესღაც.... მაგრამ მე ზოგისაგან განსხვავებით, რომ მასწავლიდნენ ვსწავლობდი და არ ვიჩემებდი რაღაც სისულელეებს! მაგრამ თუ მოუკლავთ ახლა... "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
aleko თუ მოვუკლავთ ნუღა შევედავებით, პაპის პაპასო იტყვიან მერე მაგ დროს მგონი ამერიკა ჯერ არ იყო აღმოჩენილი ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
ზემო აფხაზეთში მთა-გორიან ადგილებში ბინადრობს ფრინველი რომელსაც ადგილობრები ჟვანს უწოდებენ და მაგარი ჩათლახი ფრინველია ზომით გარეული ბატისხელაა და გრძელი ფეხები ააქვს. დაახლოებით 35 40 სმ ყოველთვის იქაა სადაც არჩვი ფაქტიურად ნასეტკას როლს თამაშობს როგორც კი ადამიანს დაინახავს ხმაურს იწყებს და ცხოველებს აფრთხობს. ვინმემ დამეხმარეთ და გამაგებინეთ რა ქვია ან რა ფრინველია სხვათა შორის გემრიელია.
გარეული ინდაური, რომელიც ვიზუალურად არ განსხვავდება მისი შინაური თანამოძმისგან ბინადრობს ამერიკის კონტინენტზე და მას არაფერი აიძულებს გადაუფრინოს ოკეანეს (ამას ვერც შეძლებს) და საქართველოში ჩამოფრინდეს. მისი შინაური თანამოძმე მხოლოდ ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობის შემდეგ მოხვდა ევრაზიის კონტინეტზე ისიც იძულებით.
ის რასაც ჩვენთან გარეულ ინდაურს უწოდებენ არანაირად არ ენათესავება ნამდვილ გარეულ ინდაურს. მეტიც გარეული ინდაური ქათმისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, ხოლო ეს ფრინველები კი მიეკუთვნებიან წეროსებრთა ოჯახს.
ფრინველები, რომელთაც ჩვენი მონადირეები გარეულ ინდაურს უწოდებენ არც მეტი არც ნაკლები სავათი და სარსარაკია.
დამატებულია (02.10.2012, 14:59:58) --------------------------------------------- ეს არი სავათი
დამატებულია (02.10.2012, 15:01:17) --------------------------------------------- ეს კიდე სარსარაკი
დამატებულია (02.10.2012, 15:08:38) --------------------------------------------- მაგრა გავსთქო ვერ იტყვი ინდაურს, მსგავსებია კი არიის.
დამატებულია (02.10.2012, 15:13:39) --------------------------------------------- ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მოიცავს ორი გვარის თითო სახეობას. ჩვეულებრივი ინდაური (Meleagris gallopavo) შინაური ინდაურის წინაპარია, მისი ტანის სიგრძეა 100-110 სმ, მამლის მასა დაახლოებით 8 კგ. გავრცელებულია აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთით და მექსიკაში. კოპლებიანი ინდაური (Agriocharis ocellatus) ბინადრობს ცენტრალურ ამერიკაში. ინდაური იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით. სანადირო ობიექტია. გარეული ინდაური – დიდი და კარგად შესამჩნევი სამიზნეა. აბსოლუტურად არ გააჩნია სიფრთხილის შეგრძნება. მონადირის ნაბიჯების ხმაზეც კი არ ტოვებს თავის საყვარელ ადგილს (ხეს), პირიქით გაუმართლებელ ცნობისმოყვარეობასაც კი იჩენს. ამიტომ მასზე ძირითადად მიპარვით ნადირობენ და აიძულებენ მას აფრინდეს (სხვა შემთხვევაში ნადირობა არასპორტულ ხასიათს შეიძენს). ამ ფრინველს ხშირად მათ მიერ ამორჩეულ ხეებთან ყარაულობენ (ელოდებიან).
დამატებულია (02.10.2012, 15:17:49) --------------------------------------------- აუ რა იქნება ამაზე ნადირობაა. ამხელა რამე რო აგიფრინდებაააა .მარა სადაა სამწუხაროდ
„უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.“
მეც ბევრჯერ გამიგია მოვკალიო გეგუთის მინდვრებში უნახავთო აჯამეთში მოვკალიო მაგრამ ნახვიტ არასოდეს მინახავს არც ფოტოო,ამიტომაც რაგაც არ მგონიაა ისე ვანის მთებში მიგრირებსოო ასეც გავიგეე! 77777 i.tsirekidze
კი მაგრამ ამ სარსარაკებს და სავატებს სადრა ნახულობენ ხუთი ცალია სულ მგონი დარჩენილი ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
butatino, ჩვენთან არც ერთი არ არის, გადაფრენების დროს ჩერდება ხოლმე....ისე ადრე ბინადრობდნენ კახეთის მახლობლად... "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
aleko, ვიცი ზამიკო ვიცი და მაგიტო ვუბნები ამ ხალხს სად ნახულობენ ამდენ სარსარაკს და სავატს ინდაური რო გონიათ მგონი ინდაურს უკეთ ნახავ აქ ვიდრე მაგ ორ ფრინველს ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
77777, მეც მასე ვიცი რო ვანის მთებს სტუმროს, ბავშვობისას მახსოვს ბაბუის ნათქვამი. გეგუთში არი თუ არა არ ვიცი. „უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.“
ინდაური გადაფრენისას არის მხოლოდ საქართველოში ოგონდ ვერ ესვრი იმ სიმაღლეზე მეც ბაბუაჩემისგან გავიგე ეგ ამბავი თორე ნანახი არც მე მყავს IKAHUNTER, დავესესხები საცივის გარდ:D მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
ინდაურზე ნადირობის სეზონი იწყება 29 დეკემბერს და მთვრდება 2 იანვარს
მართალი ხარ გიო ინდაურზე ნადირობა საცივში ვინმეს მართლა გონია რომ ნამდვილი ინდაური და არა წერო (ინდაურს ხომ სოფლებში ეძახიან წეროს) გადაფრენას აკეთებს საქართველოში???? მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
მწყერივით არაა ინდურის პერელიოტი უბრალოდ მე გამიგია რომ ინდაური გადადიის და სასაცილო რა არის აუცილებელია რო მოკლა და ისე დაიჯერო???? მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
აა ძმებო ეს არი სავათი და ბევრს ეს ეშლება გარეულ ინდაურში,ეს საქართველოში ბინადრობს და სიმართლე გითხრათ მართლა აგავს გარეულ ინდაურს ოღონდ შეფერილობა და ხმა აქ სხვა. ARMSAN PENOMA AURA DW 2. HUGLU 104A. ИЖ-18-Е 20 kal.
აი რას ნიშნავს საიტი და ინტერნეტით სარგებლობა, მე ვერ შევძლებ ან დრო არ მაქვს ვიპოვო რაიმე, სხვას აქვს იმ დროს შესაძლებლობა ეძიოს და ნახოს, იქნებ კიდევ დადოს ვინმემ და მოიძიოს კარგი ვიდეო.. მადლობა ავთანდილს საერთოდ მიწაზე ცხოვრობენ რასაც ვაკვირდებით და ფრენით იღლებიან როცა უწევთ აფრენა, ისიც მალევე ჯდებიან, ფეხებზე თუ დავაკვირდებით მტკივნეულიც კი იქნება მინდორის გარდა სხვა ადგილებში თუ ჩაჯდება ინდაური და შეხედვით მოსიარულეს ფეხებიაქვს. ძილით ხეზე იძინებენ როგორც ვიცი. ★ஜ۩۞۩ஜ★
ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მოიცავს ორი გვარის თითო სახეობას. ჩვეულებრივი ინდაური (Meleagris gallopavo) შინაური ინდაურის წინაპარია, მისი ტანის სიგრძეა 100-110 სმ, მამლის მასა დაახლოებით 8 კგ. გავრცელებულია აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთით და მექსიკაში. კოპლებიანი ინდაური (Agriocharis ocellatus) ბინადრობს ცენტრალურ ამერიკაში. ინდაური იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით. სანადირო ობიექტია. შინაური ინდაური თავისი გარეული ნათესავებისაგან დიდი ზომითა და წონით განსხვავდება. შინაურ ფრინველთა შორის ინდაური ყველაზე დიდია და მას ხორცისათვის ამრავლებენ. მოზრდილი ინდაური იწონის 12-16 კგ, ყველაზე დიდი – 20 კგ-მდე. კვერცხს დება მე-10, მე-11 თვიდან, ჩვეულებრივ იანვარ-მარტში (წელიწადში დაახლოებით 90 კვერცხი, ყველაზე მეტო 150-მდე). კვერცხის მასაა 80-88 გრამი. კვერცხის ინკუბაცია 28 დღე-ღამეს გრძელდება (რეჟიმი ქათმის კვერცხის მსგავსია). შემოდგომაზე თითო ინდაურისგან შეიძლება გამოვზარდოთ 40-60 და მეტი ფრთა მოზარდული, რაც 3-4 თვეში 160-200 კგ ხორცს მოგვცემს. ნასუქი ინდაურის ნაკლავის გამოსავალი 85-90%-ს აღწევს. სანაშენე ინდაურებს იყენებენ 3 წლამდე. ინდაურის ხორცი დიეტური პროდუქტია, გემრიელი, ორგანიზმიც კარგად ითვისებს. კუნთოვანი ქსოვილი ნაკლავის მასის დაახლოებით 50%-ს შეადგენს. მეინდაურეობა კარგად არის განვითარებული ინგლისში, აშშ-ში, კანადაში, სადაც ინდაურის ხორცის წარმოება ძირითადად სამრეწველო საფუძველზე ხდება. საქართველოში რუსეთიდან შემოიყვანეს XVIII საუკუნეში და ფართოდ გავრცელდა ყველა მხარეში. ბევრია შინაური ინდაურის პოპულაცია – შავი, ბრინჯაოსფერი, ნაცარა, ჩალისფერი და სხვა. გარეული ინდაური – დიდი და კარგად შესამჩნევი სამიზნეა. აბსოლუტურად არ გააჩნია სიფრთხილის შეგრძნება. მონადირის ნაბიჯების ხმაზეც კი არ ტოვებს თავის საყვარელ ადგილს (ხეს), პირიქით გაუმართლებელ ცნობისმოყვარეობასაც კი იჩენს. ამიტომ მასზე ძირითადად მიპარვით ნადირობენ და აიძულებენ მას აფრინდეს (სხვა შემთხვევაში ნადირობა არასპორტულ ხასიათს შეიძენს). ამ ფრინველს ხშირად მათ მიერ ამორჩეულ ხეებთან ყარაულობენ (ელოდებიან). მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
მაგარი ვიხალისე :) დამაინტერესა და ბოლომდე წავიკითხე ეს თემა :) მასე უამრავი შემთხვევა მქონდა როდესაც ატყდა ყვირილი.. ებიჯოოო ინდაურები მოფრინავს დაიმალეეთ.. გაოგნებული ვიყურები რა ინდაურებითქო :D გადმოიფრინა წეროს გუნდმა :) ვერავის დავაჯერე რომ ეგ იყო წერო და არა გარეული ინდაური. ისიც რომ საქართველოში არ გვხვდება გარეული ინდაური. მერე ფოტო ვაჩვენე ტელეფონში მქონდა (ტოესთ დავგუგლე:D) და ეს შინაური ინდაურიაო :D ბევრჯერ შემხვდა ადამიანი რომელსაც წერო ინდაურში ეშლება.
ოიი ჩემ სოფელში იხვზე დიდს თუ რამეს მოკლავენ ყველა ინდაური გონიათ არადა რუკაზე რა ახლოსაა ბაილეთი და ამერიკა. შAრშან რუხი წერო მოკლა მეზობელმა და რო ვერ დავაჯერე მონადირის გზამკვლევი ვაჩვენე მარა რად გინდა ასე მიპასუხა მაგის დამწერს თოფი არ ექნება ნასროლიო ხოდა მივხვდი ტყულა ვიტკენ თავსთქო და უთხარი კაია ძამა ინდაურის საცივითქო
ისე გამიგია რომ რუხ წეროს უგემური ხორცი აქვს და მაგის მოკვლა უაზრობაა. ერთი სტარიკი მონადირე მელაპარაკებოდა წეროს თაობაზე, ისეთივე უგემურიაო როგორც გედი. გედი კიდე ბევრ ვაი მონადირეს დიდი ბატი გონია :D :D ეჰჰ.
ეს თემა წავიკითხე და მინდა გითხრათ მონადირეებო რომ მე პირადად მაქვს ნანახი მისი ჭუკები პატარები როგორ დასრიალებდნენ მინდორში მთა დიდმაღალის მდელოზე. გაოგნებული დავრჩი რომ მითხრეს გამოცდილმა მონადირეებმა მათი ბარტყობის შესახებ აშკარად გავს შინაუ ინდაურის ჭუკებს ის რაც ვნახე და ალბათ უკვე ზრდასრულიც იგივე იქნება
shakiki77, მეც შემხვდა ერთხელ სავათის ბარტყი უდაბნოში, ბარტყი ეძახე და პატარა უკვე ქათამზე დიდი იყო. "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
მე მყავს ნანახი ქობულეთიდან არც ისე შორ სოფელში (სოფ.კვირიკე) ზუსტად შინაური ინდაურის ხმა გვესმოდა ძალიან შორიდან ნელე ნელა მოახლოვდა და დაახლოვებით 150 მეტრის სიმაღლეზე 30-40 ცალიანი გუნდი გადაგვიარა. ბევრი რუხ წეროს ეძახის ინდაურს და არასწორია ეგ..
გარეული ინდაური საქართველოში არ ბინადრობს!!! გარეულ ინდაურს იგივე მთის ინდაურს ეძახიან შურთხს(სავარ. კუთხურად), არა იმიტომ რომ გარეული ინდაურის ჯიშია ან გარეგანი ვიზუალით ჰგავს, არამედ იმიტომ რომ ზომითაა დიდი - "ინდაურის ხელააო" როგორც იტყვიან ხოლმე. თუ მაინც ვინმე დაიწყებს იმის მტკიცებას რომ გარეული ინდაური ჩვენთან ბინადრობს, მაშინ გადაუგოს სურათი ცოცხალს ან მკვდარს(მითუმეტეს ზოგს ბევრი ჰყოლია დახოცილი) და ატვირთოს საიტზე, მგონი ძნელი არაა Marlin X7 30 06 & Khan Venator Fidelio
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!