21:18:20
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
დუპელზე ნადირობა
kako45დრო: კვირა, 03.04.2011, 19:13:40 | შეტყობინება # 51
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 14
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაუმარჯოს ხონელებს!!! მეც ხონიდან ვარ ქუტირი თუ გაგიგიათ აი იქ ვნადირობ ხოლმე მწყრის სეზონზე ცოტა მინახია ხოლმე და აი ზამთარში კი ძალიან ბევრია....მე პირადად ძალიან ბევრი მყავს მოკლული...
 
bichi2009დრო: კვირა, 24.04.2011, 20:50:35 | შეტყობინება # 52
ჯგუფი: წაშლილები





გასულ წელს მწყერობაზე შემხვდა გზაზე შემთხვევით ამიფრინდა სამი ცალი და ერთი დავიტოვე დანარჩენები დამისხლტენ ხელიდან. ძალიან სწრაფია და აზარტული მოსაკლავია 48
 
ამირანიდრო: კვირა, 22.05.2011, 21:50:24 | შეტყობინება # 53
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 56
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე არ მაქ ნანადირევი არც დუპელზე და არც ბეკასზე, მარა კრონშნეპს ეძახიან წეროზე ცოტა პატარაა,ჩალისფერია და მოღუნული ნისკარტი აქ ეგა მყავს მოკლული ისიც 3 თუ 4 წლის წინ და იმის მერე საერთოდ აღარ შემხვედრია. ამ ზამთარს მოვკალი ლურჯი და ვარდიფერი ერია ბეკასის ხელა იყო და მგონი ქათამურას ეძახიან ზუსტად არ ვიცი შეიძლება სხვა რამეც იყო მაგრამ ჭაობიან ადგილში მოვკალი ტბასთან ახლოს.

ამირან შუბითიძე
 
998დრო: სამშაბათი, 24.05.2011, 17:08:57 | შეტყობინება # 54
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დუპელი, ჩვენებურად გოჭა, ეხლა შემოდის საქართველოში და ძირითადად ეტანება მცირედ ჭაობიან მინდვრებს და ორ კვირაში საერთოდ დატოვებს საქართველოს, მაგრამ შემოდგომით ისევ დაგვიბრუნდება რამოდენიმე კვირით სექტემბრის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდე. თუ სადმე ერთს მაინც წააწყდებით კარგად უნდა მოჩხრიკოთ იქაურობა, რადგანაც გუნდებად იცის ძირითადად გადაფრენა.
 
alekoდრო: ხუთშაბათი, 07.07.2011, 12:39:01 | შეტყობინება # 55
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დუპელი კარგი სანადირო ობიექტია მაგრამ შედარებით მცრეა და არც დიდი ხნით ჩერდება ჩვენთან , ბეკასი ყოველთვის გაცილებით მეტი იყო 167

"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
პედიატრიდრო: ხუთშაბათი, 07.07.2011, 13:04:09 | შეტყობინება # 56
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თან ბეკასზე უძაღლოდ ინადირებ და დუპელი უძაღლოდ ძნელი ასაგდებია
 
alekoდრო: ხუთშაბათი, 07.07.2011, 13:06:10 | შეტყობინება # 57
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, მართალი ხარ ეგრეა, 23_30_126

"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
bizonaდრო: ხუთშაბათი, 07.07.2011, 14:58:50 | შეტყობინება # 58
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 479
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მოვკალი რაღაც მასეთი იყო 069 გურიაში ეძახიან წრიამპოს და ზოგი ჭყიამპოს და ეგ იყო და დუპელი ხოარაა ეგ შემთხვევით? 23

დ.კალანდაძე
 
xan-007დრო: პარასკევი, 08.07.2011, 14:36:48 | შეტყობინება # 59
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 16
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბეკასზე ხშირათ ვნადიროფ ხოლმე მტკვრის ჭალებში ბევრია როცა პატარა ვიყავი ვგიჯდებოდი რო ვერ ვკლავდი ხოლმე და ვცლიდი მტელ ვაზნებს გამუღამება უნდა ბეკასზე ნადირობას დუპელი ცხოვრებაში არ მინახავს

გაუმარჯოს ყველა მონადირეს და არა ბრაკონიერს
 
alekoდრო: პარასკევი, 08.07.2011, 17:51:02 | შეტყობინება # 60
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bizona, ჭყიმპოც ჭაობის ფრინველია (ჩვეულებრივად ფრინველის სახეობაა), მაგრამ დუპელი არაა, 167 39

"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"

შეტყობინება დაამუშავა aleko - პარასკევი, 08.07.2011, 17:51:26
 
gocha_gochaდრო: კვირა, 31.07.2011, 00:15:00 | შეტყობინება # 61
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 15
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bizona, არა ეგ სხვა არის მეგობარო
 
ახოტნიკდრო: კვირა, 31.07.2011, 01:50:14 | შეტყობინება # 62
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 200
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გადავიკითხე ეგ ფორუმი,ქათამს გავს,ბეკასს ჰგავს აბა როგორ უნდა გავარჩიო მეგობრებო,ან განსხვავებ ადგილებში თუ იკვებება?????და ძირითადად რომელ ტერიტორიებშია?? 23 23

გიყვარდეს სულიერად ყოველივე,ცნობდე და გახსოვდეს ნაკვალევი რათა მომავალმა უკეთესი მოიმკას მისგან.
ს.შენგელია
 
alekoდრო: კვირა, 31.07.2011, 02:12:23 | შეტყობინება # 63
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ახოტნიკ, ბეკასზე დიდია+მუცელი რუხი ფერი აქვს ხოლო ბეკასს თეთრი(ძირიტადი განსხვავებაა, ყოველშემთხვევასი ჩემთვის), ტან ბეკასს მომწვანო ფეხები აქვს დუპელს მოყავისფრო , ნადირობის დროს კიდევ ფრენის თავისებურებით გაარჩევ აუცილებლად,ჩიბუხამ მოგეხსენებათ როგორი ამოფრენაც იცის და დუპელმა ფრთების ძლიერი ფათქუნით იცის ამოფრენა და სწორხაზოვნად მიფრინავს, რაც შეეხება ქათამს სადაც ქათამია იქ დუპელი არ შეგხვდება და პირიქითაც, +ქათმის ფერი სუ სხვანაირია,ასევე თავის ფერიც და მოყვანილობაც და ყველაზე დასანანი განსხვავება და გარჩევა ეს არის მისი სიმცირე, ძალიან ცოტაა და მასზე სპეციალურად , თუ არ წახვედი სანადიროდ პრაქტიკულად არ შეგხვდება, ბეკასი და დუპელი თითქმის ერთნაირ პირობებსი ბინადრობენ, მარა გამიგია რომ როგორ წაობსიც დუპელი ბინადრობს იქ ბეკასიცაა დაროგორ ჭაობშიც ბეკასი ბინადრობს იქ დუპელი სედარებიტ მცირე რაოდენობითაა, ეს მცირედი განსხვევებაა მაგრამ განსხვავებაა... 166

"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"

შეტყობინება დაამუშავა aleko - კვირა, 31.07.2011, 03:17:20
 
ახოტნიკდრო: კვირა, 31.07.2011, 02:26:54 | შეტყობინება # 64
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 200
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
aleko : გაიხარე ბრატ 166 166 უკვე ვიცნობ თუ შემხვდა,თან აქ ფოტოც ვნახე და გასაგებია უკვე 39 39 39

გიყვარდეს სულიერად ყოველივე,ცნობდე და გახსოვდეს ნაკვალევი რათა მომავალმა უკეთესი მოიმკას მისგან.
ს.შენგელია
 
lasha12დრო: პარასკევი, 12.08.2011, 22:41:58 | შეტყობინება # 65
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 13
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სანადირო ადგილები ხო არ იცით ვინმემ კახეთში დუპელზე სანადირო ტერიტორიულად
 
beki1965დრო: პარასკევი, 16.09.2011, 01:30:38 | შეტყობინება # 66
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ქუთაისთან სად შეიზლება დუპელზე ნადირობა ხომ არ იცით? მაგარი აზატტული სანადიროა, მაგრამ იშვიათი. ბეკასი კი ბევრია.
 
uchauchaდრო: პარასკევი, 16.09.2011, 20:06:38 | შეტყობინება # 67
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 480
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რალფმა წამომიფრინა ხაშურის რაიონში და მერეც ვნახე საკმაოდ ბევრი.. მარა ერთი იყო სასროლზე და ისე გავაფუჭე ყური ''ავიწიე'' 069 069 48

უსაფრთხოება, პასუხისმგებლობა და ბოლოს ნადირობა
 
-BERG-დრო: პარასკევი, 30.12.2011, 22:33:32 | შეტყობინება # 68
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (beki1965)
ქუთაისთან სად შეიზლება დუპელზე ნადირობა ხომ არ იცით?

beki1965, ქუთაისთან ახლოს, სოფელ ბაშის ტერიტორიაზე და მდ. ცხენისწყლის აყოლებაზე ჭანჭყობიან ადგილებში. მაგრამ სულ არ არის, დრო უნდა გამოიცნო როდის გამოჩნდება.
 
OchOpinTreდრო: შაბათი, 14.01.2012, 22:52:04 | შეტყობინება # 69
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 100
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დუპელი თუ არის კარგად მაგაზე ნადირობას არაფერი არ ჯობს , ძაღლსაც უჩერდება ნაბულზე და ბეკასისგან განსხვავებით სცორხაზოვნად ფრინავს ერთი სიტყვით თავს დაგავიწყებს ისეთი აზარტულია დუპელზე ნადირობა
 
zaza2124დრო: ხუთშაბათი, 05.04.2012, 13:56:02 | შეტყობინება # 70
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 6
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გადამფრენ ფრინველთა შორის ყველაზე აზარტული დუპელზე ნადირობაა 166 ისეთ დროს უწევს გადმოფრენა რომ ძაღლისთვის იდიალური სამუშაო ამინდებია , მონადირესაც არ სცხელა 166 მთელი დღე შეგიძლია გაერთო თავისი შესვენებებით 167 უძაღლოდაც შეგიზლია ინადირო მაგრამ მე მაგას მარაზმად მივიჩნევ , მეძებარი ძაღლით ნადირობა , სულ სხვა ეფექტს და აზარტს იძლევა .





წინა პოსტებში გეწერათ ბეკასზე : ბეკასზე მეძებრით აგვისტო-სექტემბერია გამართლებული , ფრინველი მსუქნად არის და ძაღლს დამუშავების საშუალებას აძლევს .
 
მონადირედრო: ორშაბათი, 23.04.2012, 12:52:22 | შეტყობინება # 71
გენერალ-პოლკოვნიკი
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 639
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
zaza2124, професионально! 166

охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
 
-BERG-დრო: ორშაბათი, 23.04.2012, 13:59:54 | შეტყობინება # 72
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (zaza2124)
ისეთ დროს უწევს გადმოფრენა რომ ძაღლისთვის იდიალური სამუშაო ამინდებია

და ლეკვის საგეშადაც იდეალური ფრინველია; ნესტიანი ადგილები, ამინდი, მშვიდი ხასიათი... 166
 
bendeksiდრო: ოთხშაბათი, 27.06.2012, 04:10:07 | შეტყობინება # 73
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

ეს ფოტოა...


ნიკა რაზმაძე

შეტყობინება დაამუშავა bendeksi - ოთხშაბათი, 27.06.2012, 04:11:55
 
akson777დრო: ოთხშაბათი, 27.06.2012, 04:18:39 | შეტყობინება # 74
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (bendeksi)
ეს ფოტოა...


ო გაიხარე, ვერ ვახერხებდი ატვირთვას ვერანაირად!
10 166 166


"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
bendeksiდრო: ოთხშაბათი, 27.06.2012, 12:26:39 | შეტყობინება # 75
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (akson777)

ო გაიხარე, ვერ ვახერხებდი ატვირთვას ვერანაირად!

სანამ გარკვეული რაოდენობის პოსტს არ დააგროვებ, არ გაქვს ფოტოს დადების უფლება... ახლა კი ვგონებ უკვე შეგიძლია შენც...


ნიკა რაზმაძე
 
akson777დრო: ოთხშაბათი, 27.06.2012, 19:22:45 | შეტყობინება # 76
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (bendeksi)
სანამ გარკვეული რაოდენობის პოსტს არ დააგროვებ, არ გაქვს ფოტოს დადების უფლება... ახლა კი ვგონებ უკვე შეგიძლია შენც...

23_30_126 :23_30_126: 23_30_126


"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი

შეტყობინება დაამუშავა akson777 - ოთხშაბათი, 27.06.2012, 19:23:19
 
bacho1987დრო: ოთხშაბათი, 04.07.2012, 03:32:54 | შეტყობინება # 77
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 269
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შარშან მოვკალი 7 ცალი 2 ნადირობაზე ნაკლები იყო ძაან..

დამატებულია (04.07.2012, 02:32:54)
---------------------------------------------
სანადიროდ არი ძააან საოცარი მაგრად მიყვარს ბეკასზეც და დუპელზეც ..
აზარტიაქ საოცარი და ფრენა..

 
alekoდრო: ოთხშაბათი, 04.07.2012, 03:44:30 | შეტყობინება # 78
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (bacho1987)
შარშან მოვკალი 7 ცალი 2 ნადირობაზე ნაკლები იყო ძაან.

bacho1987, სად მოინადირე?? მაგდენი ცოტაა? დუპელზე გეკითხები(მემგონი არაა ცოტა)


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
bacho1987დრო: ოთხშაბათი, 04.07.2012, 04:09:26 | შეტყობინება # 79
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 269
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჭალასი ბრატ პატარა სეზონიაქ სექტემბერსი და ხან საერთიდ ცოტაა ხან ბევრია..
 
დათო_მონადირედრო: კვირა, 07.10.2012, 23:03:57 | შეტყობინება # 80
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


ჭოვილო (დუპელი)

გადამფრენ სანადირო ფრინველთა შორის საქართველოს მონადირეებისათვის ერთ-ერთი საყვარელი სანადირო ობიექტია. გაზაფხულზე ჭოვილო საგრძნობი რაოდენობით მოფრინდება ხოლმე მდ.მტკვრისა და არაგვის დინებათა გაყოლებით და მიისწრაფვის ჩრდილოეთისაკენ, კავკასიონის ქედზე გავლით. ჭოვილო დროებით ჩერდება გარდაბნის ტრამალებში, მტკვრის ნაპირებთან სველ მინდვრებში, მუხრანის, სკრის, ხვედურეთის, გორისა და ერწოს ჭაობებში. ჩვენში ჭოვილო აპრილის მეორე ნახევარში გაჩნდება ხოლმე. ყველაზე მრავალრიცხოვანი გადაფრენა მაისის შუა რიცხვებში იწყება და ივნისის დასაწყისამდე გრძელდება. საქართველოს ტერიტორიაზე ჭოვილო არ ბუდობს, ბუდობის ადგილებში კი 4 კვერცხს დებს, ბარტყების გამოჩეკას 17-18 დღე სჭირდება. ბარტყები სწრაფად იზრდებიან, ერთი თვისა უკვე ზრდასრული არიან და დედას შორდებიან. ჭოვილოს მოსაპოვებლად საჭიროა 10-12 ნომერი საფანტი.


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
gio90დრო: ორშაბათი, 08.10.2012, 00:00:38 | შეტყობინება # 81
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 420
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხომ ვერავინ მეტყვის ჭოვილოს წყლის ქათამსაც ხომ არ ეძახიან?
23


მარჯვე ხელები მადლია ღმერთისგან
 
alekoდრო: ორშაბათი, 08.10.2012, 13:40:43 | შეტყობინება # 82
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gio90, არა. ჭოვილო დუპელი და გოჭა, სამივე ამ ფრინველის სახელწოდებაა...

"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
akson777დრო: ოთხშაბათი, 29.05.2013, 15:14:15 | შეტყობინება # 83
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დუპელი ჩიბუხასგან განსხვავებით ძაღლის ნაბულს უფრო კარგად იტანს და დიდხანს უჩერდება და უფრო მეტიც ზარმაცია საკმაოდ და ამოფრენას არ ჩქარობს , აწვალებს ძაღლს ბეკასისგან განსხვავებით. მაგრამ ნელა დაფრინავს და გაცილებით ადივილი სამიზნეა ვიდრე მისი ახლი ნათესავი - ჩიბუხა. საკმაოდ სასიამუვნო სანადიროა აქვე ვიტყვი. ის მწყერზე ნადირობისაც გვხვდება ,მაგრამ ყველაზე ბლომად გვხვდება სამწუხაროდ მაისის თვეში მაშინ როდესაც ნადირობა აკრძალულია...

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი

შეტყობინება დაამუშავა akson777 - ოთხშაბათი, 29.05.2013, 15:15:21
 
kaxakuxi12დრო: შაბათი, 14.02.2015, 18:30:33 | შეტყობინება # 84
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 16
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დზან გლახა მოსაკლავია

ddsf
 
monadire99დრო: პარასკევი, 01.05.2015, 09:57:38 | შეტყობინება # 85
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 2
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თუ იცით ამ დუპელზე როდის იხსნება სეზონი და თუ გაიცემა ლიცენზიები

დამატებულია (01.05.2015, 08:57:38)
---------------------------------------------
როდის შეიძლება დახოცვა ლიცენზია არ უნდა

 
akson777დრო: პარასკევი, 01.05.2015, 10:14:15 | შეტყობინება # 86
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire99, დუპელი შემოდის მაისში ოღონდ ამ პერიოდში ნადირობა აკრძალულია და შესაბამისად არც ლიცენზიები გაიცემა

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
monadire99დრო: პარასკევი, 01.05.2015, 10:19:51 | შეტყობინება # 87
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 2
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ანუ მასზე ჩვეულებრივად უნდა ავიღოთ ლიცენზია მაგრამ ლიცენზიაში შეტანილი არაა
 
akson777დრო: პარასკევი, 01.05.2015, 10:23:05 | შეტყობინება # 88
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire99, არა დუპელი ლიცენზიაში არ შედის. მასზე ნადირობა აკრძალულია. არც ნადირობის სეზონის დროს არაა მასზე ნადორობა დაშვებული

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
giorgi1998დრო: პარასკევი, 01.05.2015, 15:48:55 | შეტყობინება # 89
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 785
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
akson777, არადა ძაღლის საგეშად მწყერზე გაცილებით უკეთესია.. რუსეთში ძირითადად დუპელით გეშავენ ძაღლებს და შედეგიც მაგარიაქვთ...

ნადირობა
 
akson777დრო: პარასკევი, 01.05.2015, 21:40:11 | შეტყობინება # 90
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgi1998, მერე დაგეშე ძაღლი დუპელზე ოღონდ ტყვია არ ესროლო, ან დაუმუხტავი ვაზნები წაიღე ან სტარტოვკა.

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
giorgi1998დრო: პარასკევი, 01.05.2015, 22:11:02 | შეტყობინება # 91
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 785
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
akson777, იმას ვამბობ რომ არაა საქართველოშ ისეთ რაოდენობით რომ ძაღლი დავგეშოთ. gimili

ნადირობა
 
akson777დრო: პარასკევი, 01.05.2015, 22:14:25 | შეტყობინება # 92
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgi1998, ვინ გითხრა ეგ? gimili არის საკმაოდ ნორმალური რაოდენობის, უბრალოდ მჭიდრო ვისიპკებით იცის დუპელმა დაჯდომა, დიდი ვისიპკებით თუ მიაგნებ ძაღლს უდიდეს გაკვეთილს ჩაუტარებ 166

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი

შეტყობინება დაამუშავა akson777 - პარასკევი, 01.05.2015, 22:16:46
 
giorgi1998დრო: პარასკევი, 01.05.2015, 22:54:32 | შეტყობინება # 93
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 785
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
akson777, ეხლა სადღაც რომ დაჯდება ეგ სხვაა. მაგრამ როგორც ბეკასი გვხვდება ისე არაა ეგ მარტალია..

ნადირობა
 
akson777დრო: შაბათი, 02.05.2015, 00:03:35 | შეტყობინება # 94
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgi1998,
Quote giorgi1998 ()
. მაგრამ როგორც ბეკასი გვხვდება ისე არაა ეგ მარტალია

როგორც ბეკასი გვხვდება იმ რაოდენობის დუპელი არცერთ ქვეყანაში არაა , ყველგან დუპელი გაცილებით ცოტაა, მაგრამ დუპელი ჩვენთან საკმაოდ ნორმალური რაოდენობით შემოდის


"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
giorgi1998დრო: შაბათი, 02.05.2015, 00:06:36 | შეტყობინება # 95
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 785
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
akson777, რავიცი მე ვინმეს ბეკასტან ერტად მოეკლას არ მინახავს არც ფორუმებზე დევს სურატები. ყველა ნატრობს ნეტა იყისო. თუ მართლა ნორმალურად შემოდის კარგა გამიხარდა.

ნადირობა
 
akson777დრო: შაბათი, 02.05.2015, 00:12:55 | შეტყობინება # 96
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgi1998, ბეკასძე რო ვნადირობ მხვდება ხოლმე. არსებობს ისეთი პერიდები როცა დუპელი ბეკასი და გარშნეპი ერთად მხვდება ხოლმე

აი ესენი ოქტომბერში მოვინადირე: მარცხნიდან პირველი დუპელია,მერე შუაში ბეკასი და მარჯვნივ გარშნეპი



"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
giorgi1998დრო: შაბათი, 02.05.2015, 00:41:40 | შეტყობინება # 97
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 785
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
akson777, კარგია თუ არის. 166

ნადირობა
 
jeri20დრო: ოთხშაბათი, 23.09.2015, 14:37:57 | შეტყობინება # 98
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 80
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დადებული სურათი

ჭოვილო გადამფრენ სანადირო ფრინველთა შორის საქართველოს მონადირეების ერთ-ერთი საყვარელი სანადირო ობიექტია. გაზაფხულზე ჭოვილო საგრძნობი რაოდენობით მოფრინდება ხოლმე მდინარე მტკვრისა და არაგვის დინებათა გაყოლებით, აგრეთვე დასავლეთ საქართველოს მდინარეთა ხეობებით და მიისწრაფვის ჩრდილოეთისაკენ, კავკასიონის ქედის გავლით. ჭოვილო დროებით ჩერდება გარდაბანის ტრამალებში, მტკვარის ნაპირებთან სველ მინდვრებში, მუხრანის, სკირის, ხვედურეთის, გორისა და ერწოს ჭაობებში, აგრეთვე ქარელის, აფხაზეთის, აჭარის, ლანჩხუთის, ფოთისა და სხვა რაიონებში. ჩვენში ჭოვილო აპრილის მეორე ნახევარში გამოჩნდება ხოლმე. ყველაზე მრავალრიცხოვანი გადაფრენა მაისის შუა რიცხვებში იწყება და ინვისის დასაწყისამდე გრძელდება.მისი საყვარელი ადგილებია ნესტიანი, ოდნავი წყლით დაფარული ბუჩქიანი საძოვრები, ძველი მოუხნავი ბალახიანი ადგილები და ზოგჯერ კარტოფილისა და კომბოსტოს სავარგულებიც. შედარებით სწორი და თხელი ბუჩქნარიანი ადგილი საწინდარია იმისა, რომ მეძებარმა კარგად გამოიყენოს თავისი შესაძლებლობა, ხოლო მონადირე დატკბეს თავისი აღზრდილის ფრინველზე მუშაობის ყურებით. ჭოვილოზე ნადირობა იყოფა ორ პერიოდად: საგაზაფხულო ნადირობა_მაისის მეორე ნახევრიდან თვის ბოლომდე და მასიურად მოფრენილ ფრინველზე ნადირობა, სექტემბრის შუა რიცხვებიდან, როდესაც ჭოვილო დროებით შეჩერდება გამოსაკვებად თბილ ქვეყნებში გადაფრენისას. როგორც წესი, ჭოვილო ახლოს უშვებს მეძებარს და ძაღლს საშუალებას აძლევს ახლო მანძილზე გაუკეთოს მას ნაბული. აფრენის შემთხვევაში მიფრინავს დაბლა, პირდაპირ და ნელა და თუ თოფის სროლისაგან დამფრთხალი არ არის ახლო მანძილზე გადაადგილდება. ეს კი საშუალებას იძლევა ხელმეორედ გავაგზავნოთ ძაღლი მის მოსანახავად.
ჭოვილოს აფრენის შემთხვევაში საჭიროა კარგად გაისინჯოს ყველა ის ადგილი, სადაც გვიხდება ნადირობა. ზოგჯერ ჭოვილო ერთადაა თავმოყრილი პატარა ფართობზე და რაც მთავარია ხელიდან არ უნდა გავუშვათ კარგი შესაძლებლობა-დავტკბეთ მასზე ძაღლის მუშაობისაგან მიღებული შთაბეჭდილებით. შემჩნეულია, რომ ჭოვილო დილის და საღამოს საათების გარდა არ უჩერდება ძაღლს ნაბულზე და რომ არ გადავღალოთ ძაღლი სასურველია შუადღის საათებში დავასვენოთ იგი. ჭოვილოზე ნადირობისას მეძებარი ძაღლი უნდა იყოს კარგი დამჯერი, ქონდეს სწორი ძებნის მანერა და კარგი ყნოსვა, შეეძლოს განსაკუთრებით, გადამჯდარი ფრინველის კარგად დამუშავება. წინააღმდეგ შემთხვევაში ძაღლი დააფრთხობს და ააფრენს ფრინველს მასთან ახლო მისვლამდე, ნაბულის გაკეთებამდე. ვინაიდან გადამჯდარი ჭოვილო კარგად იმალება და ქარის ნაკადს ცუდად მიაქვს მისი სუნი, ამიტომ ძაღლი მას უნდა ეძებდეს ფრთხილად, მაღლა ეწიროს თავი და კარგად იყენებდეს ჰაერის ნაკადს, თუ ჭოვილო ძაღლის მასთან მისვლამდე აფრინდება და ვერ მოვასწრებთ სროლას, ჯობს საერთოდ არ ვესროლოთ, ვაცალოთ ახალ ადგილზე გადაფრენა და ვინაიდან შორს არ გადაადგილდება შესაძლებლობა მივცეთ ძაღლს ხელმეორედ დაამუშაოს იგი და რეზულტატიანი სროლაც გარანტირებულია. ჭოვილო ვერ უძლებს პატარა ჭრილობასაც და მის მოსაპოვებლად 10-11 ნომერი საფანტია საჭირო. შემჩნეულია, რომ ყველა ჯიშის მეძებარი, მათ შორის სპეციალურად მწყერზე გაწვრთნილი ძაღლი, ჭოვილოს ნაბულს უკეთებს და მის სუნს დაიჭერს 25 ნაბიჯზე, მწყერს კი 10-15 ნაბიჯზე.ამიტომაც ჭოვილო ერთი იმ ფრინველთაგანია, რომელზეც შეიძლება ძაღლის გაწვრთნა და სანადიროდ მომზადება.


ვინც ნამდვილი მონადირეა უყვარს და იცავს ბუნებას !!!
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика