ringo, ასე თუ გაგრძელდა კოლხურ ხოხობზე ნადირობას ცხოვრებაში ვერ მოახერხებ, მეგობარო, მერწმუნე... რამე უნდა მოვახერხოთ, თორემ... საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
გეთანხმებით რო კოლხური ხოხობის საკითხი მოსაგვარებელია. მაგრამ არც ისეა საქმე როგორც ბევრი მონადირე ფიქრობს რომ შეიძლება ცოტახანში კოლხური ხოხობი ბუნებაში საერთოდ ვეღარც ნახო.
სდაც ხოხობი ბინადრობს საბედნიროდ საკმაოდ კარგადც არის პირადად ვარ ამის მხილველი.
ხოხობს რო მტაცებელი მოაშორო დღევანდელი მდგომარეობითაც კი არ ემუქრება გადაშენება.
მაგრამ მაინც სერიუზული მიხედვა ჭირდება კოლხური ხოხობის პოპულაციას.
shako77, ერთეულ ადგილებს თუ გულისხომობ არ ვიცი, მაგრამ მერწმუნე, ასე თუ გაგრძელდა ცოტახანში კოლხური ხოხბის კვალსაც ვეღარ ნახავს ვერავინ ალაზნისპირებში!!! ეგ მაინც ვიცი, სხვა თუ არაფერი!!! საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
ალაზნისპირა ტერიტორიაზე ხოხობი შედარებიტ ბევრი იყო ხირსიდან დაცყებული დამტავრებული საბატლომდე ანუ საზაზგვრო ზონომდე, მაგრამ ცინა ცლებტან შედარებიტ ხოხობი ნაკლებადაა გაცილებიდ ნაკლებად, და ამიზ მიზეზი ბრაკონიერობა, ტურისა და ენოტის მომრავლებაა მტელი ალაზნის პირა ტერიტორია ზავზეა მტაცებლიდ იქ როგორ უნდა გადარჩეს ხოხობი საინტერესოა და ყოვლცელიცადს მტაცებელი ემატება ასე რომ ეამოდენიმე ცელიცადში ისიც აგარ იქნება. რაც ჩემი ტვალიტ მინახია იმას ვცერ ყოველ კვირა მიცევდა საბატლოში სიარული და ვიცი რაც ხდება
zaza1982, ალაზნისპირა ტერიტორიაზე პანკისიდან გურჯაანამდეც იყო ხოხობი ჩემს ბავშვობაში, ნადირობდნენ და შედეგიანადაც, მაგრამ ახლა 15 წელია არავის უნადირია ხოხობზე ამ ტერიტორიაზე მაგრამ ხოხობი არ არის, მტაცებლის გარდა რა გაანადგურებდა, ცოტა მაინც ხომ უნდა დარჩენილიყო რომ გამრავლებულიყო მაგრამ მტაცებელმა გამრავლების საშუალება არ მისცა, რომ იტყვიან ალაზნის ჭალაზე ვცხოვრობ და სულ აქ დავწანწალებთ მე და ძაღლი მაგრამ ხოხობი 10 წელი იქნება აღარ მინახია, ბრაკონიერი ასე ვერ გაჟუჟავდა. თუ მტაცებელს რაიმე ხერხით შევასუსტებთ აქაც ამოვა ხოხობი, მითუმეტეს რომ გამრავლების მშვენიერი პირობები აქვს მტაცებელს თუ არ ჩავთვლით. წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
მეც მაგას ვამბობ გურჯაანიდან ზევიტ ხომ საერტოდ აგარ არის და საზაზგრო ზოლზეც შემცირდა ტქო. მტაცებელი ხომ ბევრია და ორფეხებიც არ აკლებენ მაისში ნადირობდნენ ბედოვლატი მონადირეები, მტაცებელი უზომოდ ბევრია, ყოველ ცელს ემატება მტაცებლის რიცხვი რა ხოხობი უნდა გამრავლდეს
ხოხობი იმდენი უნდა იყოს რომ ერთ მონადირეზე 2 მაინც მოდიოდეს ამაზე უნდა ჩვენ ვიზრუნოთ ამდენ ტურას და მელას თუ არ მივხედავთ ცოტა ხანში ქათმებიც მოსამრავლებლები გაგვიხდება ისიც ინკუპატორის
უკვე მეორეჯერ სხვადასხვა ადგილზე ამოტივდივდივდა სამტრედიელი მონადირეების ამბავი, რომლებიც "მანოკით" 30 -ს და მეტ ხოხობს კლავენ ერთ ნადირობაზე. გინდა ზღაპრად ჩათვალეთ, გინდათ რეალობად. ერთ შემთხვევაში პირადად ვესაუბრე მწყემსს და ყველაზე ცოტა ერთ დღეს 12 ყავდათ მოკლულიო. ადამიანის მხრიდან ხოხობს ისიც ამცირებს რომ ძალიან ბევრს თავისი თოფის შესაძლებლობაზე ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს და ოღონდ ნახოს ეს ფრინველი და ყველგან ესვრის (და განა მარტო ხოხობს?), შემდეგ კი თავს იმართლებს,ძლივს ხოხობი ვნახე და უსროლელს როგორ გავუშვებდიო, დაჭრილი კი მტაცებლების ლუკმა ხდება. მე მაინც ვფიქრობ რომ დასავლეთში ხოხობის პირველი მტერი არამონადირეთა მიერ ნადირობაა. ერთი ხმა გავარდება რომ ამ ადგილზე ხოხობიაო და "მონადირეთა" არმია სანამ არ ამოძირკვავს, ქვას-ქვაზე არ დაადუღებს, არ მოეშვება.დასავლეთში მტაცებლები ყოველთვის იყო,მაგრამ ხოხობიც ძალიან ბევრი იყო. ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
fshavelo კარგი კაცი ხარ შენ. და ეგ ხოხობზე მარტო არა, საერთოდ მოსანატრებელი იქნება პატარახანში ფრინველთა სახეობა ჩვენთვის მონადირეებისთვის ასე თუ გაგრძელდა, უპატრონობა და განუკითხაობა. @@@@@
დასავლეთში არასოდეს მინადირია და აქედან გამომდინარე წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება. აი აღმოსავლეთ საქართველოს სახოხბეებს კი საკმაოდ კარგად ვიცნობ და ნამდვილად შეიძლება ითქვას რომ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. მე წინა პოსტშიც ავღნიშნე და ეხლაც გავიმეორებ რომ ზოგადად ხოხობი ცოტა როა ეს საკამათო ნამდვილად არაა.
მაგრამ არც ისეა საქმეა როგორც ბევრი მონადირისგან გამიგია რომ კოლხოურ ხოხობს რამოდენი წელი დარჩენია.
საბედნიეროდ არის ადგილები სადაც ბრაკონიერებიც კი ვერ გაანადგურებენ სანადირო ადგილიდან გამომდინარე მეტიც ერთმა ჭკვინმა ადგილობრივმა მონადირემ მითხრა მტაცებელიც კი ვერ იჭერს გამონაკლის შემთხვევბის გარდა.
ნუ ისეთი ჯაგიანში ბინადრობს ხოხობი რომ შეიძლება 10 15 ცალი ნახო და 2 ზე მეტს ვერ ესროლო.
მოკლეთ არის აღმოსავლეთში ისეთი კარგი სანახები რომ შეიძლება 200 კილომეტრის გავლის შემთხვევაშიც კი ზოგიერთმა მონადირემ უზარმაზარი ხევებისა და გაული ჯაგის დანახვისას უარიც კი განაცხადოს ნადირობაზე.
ისე კი 2 ცალი ალბათ ყველა წესიერ მონადირეს დააკმაყოფილებდა თუნდაც 500 კილომეტრი იყოს ტუდა აბრატნა.
გეთანხმები, ორდღიან ნადირობაში წავსულვარ ბევრჯერ მთელი დღის განმავლობაში მივლია ეკალბარდებში უშველებელ ხევებში ბევრჯერ ისეთი დაღლილი ვყოფილვარ თოფის აწევის თავიც აღარ მქონია. მახსოვს ერთხელ ხევს მიუყვებოდით ნახევარი გზა გავლილი მქონდა და ავღმოჩნდი ძალიან გაულ ჯაგში უკან გასვლას აზრი აღარ ქონდა მეგობრები უკვი გასულები იყვნენ და მელოდებოდნენ ვხედავდი ბუნდოვნათ სინათლეს და მათი ხმა მესმოდა, ვიფიქრე დაკუზული ვივილი გაუძლებ ერტი 100 მტრი რაღაათქო, ჩაუმუხლე და ხოხვით გავაგრძელე გზა გავიარე დაახლოებით 30 მეტრი და ფიზიკურად ვეღარ ვეტეოდი რაღა უნდა მექნა დავწექი მუცელზე და გველივით მივცურავდ და თან ვიძახდი მევარ არ ისროლოთქო
ვიფიქრე ამ დაქანცულ მონადირებს რომლებიც ხევის ბოლოს მელოდებოდნენ ჯაგიდან რო გამოვყოფ თავს რამე არ ვეგონო და არაფერი მოწიონთქო. :069:
როგორც იქნა გავედი სამშვიდობოს და მეგობარს დაუძახე მოდი თოფი მაინს გამომართვი წელში გავიმართოთქო.
და ამ ყველაფრის მერე ერთი მამალი ხოხობიც რო მოვინადირო უზომოთ კმაყოფილი დავბრუნდები სახლში.
რა თქმა უნდა თავაშვებული ბრაკონიერობის ბრალიცაა ხოხბის ასე შემცირება,მაგრამ ყველაზე დიდი დამნაშავე მაინც ტურა,მელა და ენოტისებური ძაღლია,თუ მინიმუმამდე დავიყვანთ ამ ცხოველთა რაოდენობას ხოხობიც მომრავლდება,ჯერ კიდევ არ არის გვიან. me var monadire
juba929, უფროსი ხალხისგან მაქვს გაგონილი რომ ,მახათის გორაზე და ხუდადოვისკენ იმდენი ხოხობი ყოპილა რო ბავშვები შურდულებით ნადირობდნენ, ისიც მახსოვ რომ ჩემმა ახლობელმა სასაფლაოზე გასულმა ხელით დაიჭირა. ტურა მელა და მაწანწალა ძაღლებმა სულ დადააშენა ეს ლამაზი ფრინველი, აღარ ვლაპარაკობ ბრაკონიერებზე. Shavi
აუ კაკბების დათრევაც მინდა და ხო არ იცით თუ ყიდის ვინმე? ან რა ფასები აქ საერთოდ? კაცურად რა თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ ან ან რამე იცით ოირადში მომწერწთ რაააააააააა ზურა
zura89, სოფელ დიღომში ყიდდა ვიღაც კვერცხს, გავიგებ ტელეფონის ნომერს და მოგწერ, შეიძლება ფრინველიც ყავდეს არ ვიცი არ დავინტერესებულვარ... მეც მინდოდა რამოდენიმე სულის აყვანა, ისე ეზოში რომ ერბინათ, მაგრამ სამწუხაროდ უდროობის გამო ვერ დავადგი თავი
ხოხბის პოპულაცია კახეთში, კერძოდ კი ”შავი მთის” ნაკრძალში და შემოგარენ ტერიტორიებზე დიდი საფრთხის წინაშეა. 2012-2013.წლების სანადირო სეზონზე, რაღაცა დაავადება გაუჩნდა და თითქმის აღარ არის დარჩენილი ხოხობი. ნაცნობმა რეინჯერმა გვითხრა. არადა იმ ნაკრძალში, რეინჯერების ქოხის (აივანი თუ რაღაც მსგავსი აქვს ქოხს გარშემო, ალბათ დათვალიერება რომ მოხერხებული იყოს) ”აივანზე” მჯდომს მომისმენია ხოხბის ყივილი და აფრენისას ფრთების ფართხუნი, ასევე ფოტოებიც გადაგვიღია ხოხბებისთვის როცა გზაზე გადმორბოდნენ ან გზის პირზე გამოდიოდნენ, ხოდა ასეთ ადგილას, სადაც ხოხობი ბევრი იყო და მაინცდამინც ”ადამიანი” არ აწუხებდა(მაღალჩინოსან ვაი-მონადირეებს თუ არ ჩავთვლით), ხოხობი ძალიან შემცირდა, თითქმის გაქრობის პირას მივიდა, რაღაცა გაურკვეველი დაავადება-ჭირის გამო. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
საინტერესო პოსტებია... კახთში ხოხობი ბევრია... კარგი რადგან ასეა მაშინ ასეთი იდეა მაქვს, სეზონზე დავუკავშირდეთ ერთმანეთს და ერთ დღეში თუ მანახებთ 20 ცალ კოლხურ ხოხობს, მოკვლით არ მინდა უბრალოდ ნახვას ვგულისხმობ, თითოში გდავიხდი 20 ლარს რაც მეტი იქნება შესაბამისად თანხაც გაიზრდება.. თუ ვერა მაშინ ცხვარი და ღვინო თქვენზე იყოს
დამატებულია (09.05.2013, 16:29:04) --------------------------------------------- რაც შეეხება ძაღლს ახლობელს ტაქსა ყავს დაგეშილი ფრინველზე და რომელ ბუჩქზე და ჯაგზეა ლაპარაკი არ ახარებს არაფერს თუ მიუშვი...
კახეთის ზოგ რაიონში შეიძლება ბევრი ხოხობი იყოს მაგრამ ზოგში რო იყო და აღარ არის? და ბევრიც ვიცი რო მაგარ მიუალ დაგილებში მდევრებით დახოცეს ხოხბები ან მწყერზე ნადირობის დროს რომ შეხვდებოდათ ხოხობი და მერე მიადგებოდნენ და რაც შეეძლოთ ხოცავდნენ მეც კახელი ვარ და ვინმე მონადირე რო მკითხავდა ან თბილისელი ან სხვა რაიუნიდან საიდან ხარო და რო ვეტყოდი საიდანაც ვიყავი მეუბნებოდნენ შენ სოფელში ბევრი ხოხობი მყავს დახოცილიო ზოგს თუ ჭირმა და ნადირმა მოუღო ბულო რაც დარჩა ის კიდე ბრაკონიერებმა გაანადგურეს. თუ სადმე რომელიმე მხარეს ბევრია ხოხობი ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველგან ბევრია. ზურა
ზოგს ცუცუნი ფგონია ეს ლაპარაკი იმას კი ვერ ხვდებია რაზე ვსაუბრობდ და რა გვაცუხებს. ზუსტად ეგ გვუპავს რომ რეალურად ვერ ვაფასებტ სიტუაციას და გვგონია რომ ყველაფერი კარგადაა, საბატლოში დალიან ბერი იყო 5 - 6 ცლის უკან და ამ სეზონზე ბევრჯერ მომიცია ცასვლა სანადიროტაც და ისედაც , სამცუხაროდ აგარც კურდგელია და აგარც ხოხობია იმ რაოდენობიტ როგორც იყო და რაც დრო გადის უარესად მცირდება, კი არ ვცუცუნებ ცჰემი ტვალებიტ რაც ვნახე იმას ვამბობ და არა ვიგაცა მეზგაპრის ნატქვამს ვიმეორებ, რასაც ადამიანი ანადგურებს იმას მტაცებელი ვერ გაანადგურებს , ტბილისიდან იყვნენ ცჰამოსულები და რადგან ამხელა გზა გაირეს და დიდი ხარჯი გასციეს ხომ უნდა ამოეგოტ და 22 ცალი მოკლეს ამ არაკაცებმა ,
ტბილისიდან იყვნენ ცჰამოსულები და რადგან ამხელა გზა გაირეს და დიდი ხარჯი გასციეს ხომ უნდა ამოეგოტ და 22 ცალი მოკლეს ამ არაკაცებმა
ხარჯის ანაზღაურების მიზნითმონადირე ბრაკონიერზე უარესია მითუმეტეს როცა საქმე ხოხობს ეხება, გეთანხმები მართლა არაკაცები ყოფილან.
მაგრამ თუ იქნება დახმარება გაწეული შესაძლებელი იქნება ხოხობის ისე გამრავლება რომ შიში არ იყოს გადაშენების გამო მართლა საგრძნობლად შემცირდა , არადა რა საინტერესო სანადირო ფრინველია და საერთოდ რო ვეღარ ვინადირებთ საცოდაობა არ იქნება ხალხო? ამისთვის ბრაკონიერების დასჯაც აუცილებელია!
"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
ამ თემეში სადმე წაიკითხეთ რომ ვინმე წერდეს ხოხობი ყველგან ბევრიაო ? რათ უნდა ბევრი ლაპარაკი რო გასუ წლებთან შედარებით ხოხობის რაოდენობა საგრძნობლათ შემცირებულია. მაგრამ როგორც ბევრი ამბობს რომ 5, 6 7 ,თვე ან 1 წელიც და თვალით ვეგარ ვნახავთო ხოხობსო ეს არ შეესაბამება სიმართლეს.
Quote (ikoj1967)
ერთ დღეში თუ მანახებთ 20 ცალ კოლხურ ხოხობს, მოკვლით არ მინდა უბრალოდ ნახვას ვგულისხმობ, თითოში გდავიხდი 20 ლარს რაც მეტი იქნება შესაბამისად თანხაც გაიზრდება..
შე კაი კაცო 20 ცალს ხანდახან მწყერს ქათამს თუნდაც კაკაბს ვერ ვახულობთ და ხოხობი გინდა ნახო? თანაც 20 ლარი ერთ ხოხობზე ცოტაა
დარწმუნებული ვარ ბევრს ესიამოვნება ამ სურათის ნახვა :) პ.ს ფოტო ინტერნეტიდანაა აღებული და ალბათ მიხვდებით რომ ეს ხოხბებიც რომელიმე მეურნეობაშია მონადირებული
ესეიგი რახდება. ჩემს სოფელში არის ტყე ბორცვიანი მაღლობი ტყეა სადაც უფროს ხალხს თუ დავუჯერებთ ადრე ძალიან ბევრი ხოხობი იყო ეხლაკი რათქმაუნდა 0 ქვემოთ თუარა ზემოდ ნაღდად არაა. მინდა რომ ვიყიდო კოლხური ხოხბის კვერცხები გამოვაჩეკინო, წამოვზარდო და გავუშვა იმ ტყეში. ზუსტად ვიცი რომ იქ ვერავინ ნადირობს ფიზიკურადაა შეუძლებელი მაგრამ ტურაა უამრავი. ჩემს ლაპებს ექნებათ გადარჩენის და გამრავლების საშუალება?
barbaqadzenikolozi, კაი აზრია, მაგრამ მაგ საქმეს უნიათო ხელისუფლება უნდა აკეთებდეს, რა იქნება რაიონებში რომ წაახალისონ მოსახლეობა მავნებლებზე ნადირობისთვის, დააწესონ ფულადი პრემიები მოკლულ ტურზე, მელაზე და ასეშემდეგ, ხალხიც იხეირებს და ბუნებაც ამოისუნთქებს, მერე ხოხობიც მომრავლდება,კაკაბიც, დურაჯიც და ბევრი სხვაც... ეხლანდელ პირობებბში კი თითქმის არ აქვთ შანსი გადარჩენის, თუ ზრდასრულ ხოხობს ვერაფერი დააკლო მავნებლებმა კვერცხს მაინც შეუჭამენ... HOLLAND & HOLLAND
რა წახალისებაზეა ლაპარაკი? ჩვენი ეკონომიკურად მართლაც არაა ისეთ მდგომარეობაში რომ ტურის მოკვლაზე პრემიები დააწესოს პენსია ვერ გაუზრდიათ მარა შეკაიკაცო რაღას მაჯარიმებ? იმის ნაცვლად რომ შენ მიხედო ქვეყანას და ამაში ჩადო ფული მე ჩემი ჯიბით ვცდილობ რაღაცას და ამაში მაინც რატო მიშლი ხელს?
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!