გაიხარეთ. რომ იცოდეთ რამდენი ვიხოხე რომ მივახლოებოდი :D
დამატებულია (18.11.2013, 12:11:58) --------------------------------------------- არვიცი თუქრული ვაზნები ალბათ კარგად მუშაობს თურქულ იარაღებზე, რასაც ვაკვირდები ზუბერები გაცილებით მაგრად მუშაობს ჩემს იარღზე ვიდრე 1.5 ა 2 ლარიანი იტალიაური ვაზნები. თავისუფლად ყოფნის ბატზე ნადირობას 3-4 ნომერი 50 მეტრამდე.
ეჰ ისეთი ბატები გავმაზე 5 ცალი არა და ყველაპეირ იდეალურად გავტვალე და მეგობარმა აურია და გააფუჭა მთელი ნადირობა ლანგარზე მორთმეული ბატები დააბთხო Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
ბატი ძაან იშვიათადაა ეს ბოლო პერიოდი. სულ თუ ჩამოფრინდა ერთი გუნდი ესე 10-15 ბატისაგან შემსდრაგი და ესენი დაწრიალებს მერე აქეთ-იქეთ სანამ ნახევარს არ გაწყვიტავენ.
ანჯერში იყო წელს 3-4 დღე კარგად ბატი, ქარები რომ იყო იმ დროს, ყანებში ჯდებოდნენ ბლომად, ახლობელმა ცხენი დაითრია და ერთი 25-30 მეტრომდე დაადგა მაგარ გრუპას, ერთი და მეორე გაისროლა და 7 ცალი დატოვა, 5 - ნი თოფი რო ქონოდა ალბათ 15 მაინც დატოვებდა ყველაზე ცოტას.
გუშინ გავიარე ორთაჭალაში ჰესზე გადავიარე ისნის მხარეს მივდიოდი და მტკვარზე ტრიალებდა ბატი ორჯგუფად 3 ერთად და 2 ერთად. გაფართოებული თვალებით შევცქეროდი და გული მწყდებოდა სანადირო ადგილებში რომ არ მხვდება
ერთი კვირის უკან ამიდგა ბატი დაახლოებით 60-70 მეტრი იქნებიდა,მაგრამ შესაბამისი საფანტი არ მქონდა ტოფში 6 ნომ მედო აზრი არ ქონდა მესროლა ვერ ჩამკვაგდებდი და ტყუილად დავაზიანებდი ბატს.
დამატებულია (06.12.2014, 15:00:45) --------------------------------------------- ikoj1967, დასავლეთში კერძოდ სად გულისხმობ?
გარეული ბატი გარეული ბატის სხეული მასა 3-4,5 კგ. ძირითადად ბინადრობს აღმოსავლეთ გრენლანდიის, ევროპისა და აზიის ტუნდრის, ტყე-ტუნდრისა და ტაიგის ზონაში. ზამთარს ატარებენ ევროპის ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის სანაპიროებზე, შუა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ბუდობს წყალსატევების ნაპირებზე, ბუდეს მიწაზე იკეთებს. იკვებება მცენარეთა მწვანე ნაწილებითა და კენკრით. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას. გარეული ბატი საქართველოს ფაუნის შემადგენლობაში უმთავრესად ორი სახისაა, რუხი და თეთრ შუბლა. ჩვენს ტერიტორიაზე რუხი ბატი ჩრდილოეთიდან შავი ზღვის სანაპირო გზით მოფრინავს და დიდი გუნდების სახით მიემართება ჯავახეთის ზეგანის ტბებისაკენ, სადაც ხანგრძლივად რჩება. თეთრშუბლა ბატი, რუხ ბატზე უფრო ადრე მოდის და ადრევე სტოვებს ჩვენს ქვეყანას. გადაფრენას იგი უფრო ღამით აწარმოებს.
თეთრშუბლა ბატი უმთავრესად ნოემბერში გვხვდება კუმისის ტბაზე, მაგრამ მცირე საკვების გამო იგი აქ დიდხანს არ ჩერდება და მალე უკეთესი ადგილისაკენ მიემართება. ბატი ჩვენში განასუთრებით მრავლადაა შავ ზღვაში ჩამავალი მდინარეების შესართავებში და ზღვის ახლო მდებარე ტბებზე, განსაკუთრებით პალიასტომზე.
გარეულ ბატზე ჩვენი მონადირეები უმთავრესად ჩასაფრებით ნადირობენ. ბატზე სანადირო სეზონი ნოემბრიდან მარტამდე გრძელდება.
ბატის მოსაპოვებლად საჭიროა 0-1-2 ნომერი საფანტი. ვინც ნამდვილი მონადირეა უყვარს და იცავს ბუნებას !!!
დამატებულია (05.01.2021, 13:57:26) --------------------------------------------- ბაზიერელებო, გილოცავთ ახალ წელს. ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ, წარმეტებული წელი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის. აქვე კიდევ ერთ ვიდეოს შემოგთავაზებთ, თქვენ თვითონ დაარქვით ამას რა ქვია.
2010 წელს მედა ჩემი მეგოვარი შევხვდით ქარბუქი თოვლი იყო ,საღამოს გადაფრენაზე შევხვდით2- ჯერ მოგვივიდა კარგათ და 6- ცალი ჩამოვაგდეთ ,იმის შემდეგ ისეთ სასროლ მანძილზე არშემხვედრია
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!