ნადირობა იხვზე
| |
LEVANI8022 | დრო: ორშაბათი, 26.11.2012, 13:41:36 | შეტყობინება # 1601 |
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 163
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| სამეგრელოში არისო კარგად იხვიო მითხრეს
simson sulf
|
|
| |
butatino | დრო: ორშაბათი, 26.11.2012, 13:49:05 | შეტყობინება # 1602 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მეც ეგრე გავიგე, სამეგრელოს მხრიდან ისმის ხოლმე სროლები საღამოს კარგად
ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
|
|
| |
maxo777 | დრო: ორშაბათი, 26.11.2012, 16:30:36 | შეტყობინება # 1603 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 749
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ტუ იხვი 30 მეტრზეა ასული,3 იხვიტ წინ უნდა ესროლო, ტუ 40 ზეა 5 იხვიტ წინ,ტუ 60 ზეა 7 იხვიტ წინ.დატესტილი მაქ პირადად,.ცჰემი მონაგონი არააა რუსულ საიტებზე სქემა დავიტრიე კაი რამეააა, 50 მეტრზე ზევიტ 4 ნომერს ვსვრი,ქვემოტ 5ს.ტუ ვცდები საფანტის ზომასში შ ემისწორეტ დამატებულია (26.11.2012, 15:30:36) --------------------------------------------- ცნობისტვის ხაშურელი ვარ, ზემლიაკებმა მომწერეტ და ერტი კარგი დგე დავგეგმოთ ცჰვენ მიდამოებსშI
გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.
|
|
| |
butatino | დრო: ორშაბათი, 26.11.2012, 17:14:03 | შეტყობინება # 1604 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| maxo777, და მანძილს როგორ ზომავ?
ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
|
|
| |
iulomia | დრო: ორშაბათი, 26.11.2012, 18:03:00 | შეტყობინება # 1605 |
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 67
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| საინტერესოა უნდა ვცადო ერთი მეც ეგრეეე...
MP-153 ვინადიროთ პატიოსნად
|
|
| |
xarata | დრო: ორშაბათი, 26.11.2012, 19:36:45 | შეტყობინება # 1606 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| დღეს ქარელში მტკვარზე მაგრად ირეოდა იხვიი თან სულ ხარაზულებიი მარა ამ სწავლის გადამკიდეე სუ დავივიწყე ნადირობა რაა
|
|
| |
zaza123 | დრო: ორშაბათი, 26.11.2012, 19:53:33 | შეტყობინება # 1607 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| არა მარსი არ იყო ჩემთან ერთად,არ ეცალა,წინა შაბათს ვიყავი,ახლა შაბათსაც მივალ
me var monadire
|
|
| |
zaza-50 | დრო: სამშაბათი, 27.11.2012, 11:49:16 | შეტყობინება # 1608 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| იხვზე ნადირობა ისე არ ხდება როგორც მწყერზე. სიზარმაცის გამო ვერ ვნადირობთ თორე არ მოკვლის შანსი არ არის თუ კაი საფარს გაიკეთებ, კარგად თბილად ჩაცმული შეეფარები ქვეშ და მოთმინებას იქონიებ. სიგნალის მიცემის კარგი ცოდნაც რათქმა უნდა აუცილებელია და მულიაჟების ქონა უამრავად რასაც თანხები სჭირდება და შრომა რათქმა უნდა მის გასანლაგებლად და იხვი იქნება აუცილებლად. მაგრამ ერთი ცუდი ის არის რომ საქართველო პატარაა და მონადირე ბევრი და მთელი ღამის ნაწვალევი და გაყინულ გაუბედურებულზე წაგადგება თავზე პუტკუნა თოფიანი კაცი გასართობად ამოსული ტბაზე და დაუწყებს სროლას შენს მულიაჟებს და გამოგიყვანს საფარიდან. მერე არც ბოდიშს მოიხდის და გააგრძელებს გზას მანქანითვე და ეგეთები რამდენი გამოივლის მთელი დღის განმავლობაში. ყველამ რო საფარი გაიკეთოს მთელი დღის განმავლობაში ყველა ინადირებს . გამოჩნდები თუ არა იხვი ფრთხება და მიდის და გვგონია რო იხვი არ არის თორემ არის იხვი და თანაც კარგად დამატებულია (27.11.2012, 10:49:16) --------------------------------------------- ეს შენიშვნები კიდევ ვერ გავიგე რა არის. ყვითელი ბარათებია?ეხლა ვნახე და საწყენია ასეთი სტროგი მოპყრობა. 100 % ზე ნეტა რა იქნება
|
|
| |
maxo777 | დრო: სამშაბათი, 27.11.2012, 12:11:20 | შეტყობინება # 1609 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 749
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ბუტატინო თვალის ზომით ვამბობ,ცჰემი მონაგონი არააა ეგ, ცდა ბედის მონახევრეაო ცადეეე, დამატებულია (27.11.2012, 11:11:20) --------------------------------------------- მარტალია ეს კაცი
გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.
|
|
| |
avtandil | დრო: სამშაბათი, 27.11.2012, 16:17:56 | შეტყობინება # 1610 |
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| grenader21, ტოლვილების დასახლებას რომ უძახიან სადღაც ბოლოში გესიც არის თუ რღაც მსგავსი ახლოს
მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
|
|
| |
maxo777 | დრო: სამშაბათი, 27.11.2012, 16:33:04 | შეტყობინება # 1611 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 749
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ბიჭები ამიხსენით ვინმემ,რა ნომერი საფანტი ვიხმარო ხარაზულაზე . 3 , 4 ვხმარობ . ხო არ ვცდებიიი დამატებულია (27.11.2012, 15:33:04) --------------------------------------------- უფროსწორედ 3, 5 ს
გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.
|
|
| |
bachooo | დრო: სამშაბათი, 27.11.2012, 17:04:25 | შეტყობინება # 1612 |
სერჟანტი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 13
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მგონი არცდები ჯიგარო
nadiroba magariiiaaa
|
|
| |
grenader21 | დრო: სამშაბათი, 27.11.2012, 17:17:17 | შეტყობინება # 1613 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| avtandil, კაშხალს გულისხმობ სასაფლაოებთან? დამატებულია (27.11.2012, 16:17:17) --------------------------------------------- maxo777, თუ იხვი ახლოში აკეტებს გადაფრენას 5 ჯობია , ისე 4 ნორმალურია,3 ზაან შორს როცაა.
ზედმეტი არაფერი არ ვარგა
|
|
| |
sabjek | დრო: ოთხშაბათი, 28.11.2012, 12:08:45 | შეტყობინება # 1614 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| იხვზე ნადირობისას წინასწარ არასოდეს უნდა განვეწყოთ არც ზედმეტად ოპტიმისტურად და არც სკეპტიკურად უნდა შევხედოთ უშუალოდ ნადირობის პროცესს. ანუ, არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რამდენ იხვს ავიყვანთ. 2-3, ან თუნდაც 1 იხვის მოპოვებაც წარმატებულ ნადირობად უნდა იქნას ჩვენს მიერ აღქმული. ის ფაქტი, რომ სხვა მონადირეს უფრო დიდი ნადავლი აქვს, სულაც არ უნდა მივიღოთ ისე, რომ ჩვენ არ გაგვიმართლა. ის რომ სხვამ უკეთესად ინადირა შეიძლება აიხსნას ბევრი მიზეზით.
სრულიად შესაძლებელია, რომ იმ სხვამ უფრო კარგი ადგილი შეარჩია, სადაც ადამიანების მოძრაობის ნაკლებობა იყო, ან უკეთ დაგეგმა ნადირობა, ანაც რჩევები მიიღო გამოცდილი მონადირეებისაგან, ან გამოიყენა ფიტულები და საყვირი, ვიღაცას ფიტული ჰქონდა ნაკლები, ზოგსაც მეტი. შესაძლოა ჩვენ შევარჩიეთ «საერთო» ადგილი, სხვამ კი «ცხელი» წერტილი და ა.შ.
ეხლა ავხსნათ რას ნიშნავს საერთო და ცხელი წერტილები. ძალიან მარტივია. საერთო ადგილია მთლიანი გარემო დიდი ფართით, სადაც იხვები მიმოფანტული არიან დაცემის შემდეგ და არ არიან თავმოყრილი და ორიენტირებული ერთ განსაკუთრებულ ადგილზე, რასაც წარმოადგენს სწორედ ცხელი წერტილი.
არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზი არ განსაზღვრავს ერთი მონადირის მეორეზე უპირატესობას. და უნდა შევთანხმდეთ, რომ ერთი იხვის აყვანა უკვე წარმატებას ნიშნავს. ამასთან, თუ ნადირობას თევზაობასაც შევუთავსებთ, ყოველივე მოგვანიჭებს ორმაგ სიამოვნებას.
იხვებზე ნადირობისას, თუ ვგეგმავთ ნაყოფიერ ნადირობას, სასურველია გამოვიყენოთ იხვის ფიტულები (თუნდაც საყვირის გარეშეც).
მთავარია გვახსოვდეს, რომ იხვი კარგად ამჩნევს გარემოს ყველა ცვლილებას და რეაგირებს მყისიერად მასზე. ფიტულების მრავალფეროვნება დაარწმუნებს მას, რომ ისინი არიან ნამდვილები და ნადირობაც უფრო შედეგიანი იქნება.
ეხლა ახალბედა მონადირეებისათვის (და არამარტო მათთვის) შემოგთავაზებთ ერთ უცნაურ მეთოდს, რომელსაც მისდევენ სხვა ქვეყნებში და თავის დადებით შედეგებსაც იძლევა. ეს არის ჟურნალის (დღიურის) წარმოება. ეს შესაძლოა ბევრს მოეჩვენოს ბანალურად და არასაჭიროდ, მაგრამ როდესაც მონადირე აწარმოებს ჩანაწერებს თავისი წარმატებული და წარუმატებელი ნადირობების თაობაზე და გარკვეულ დაკვირვებებზე, ამით ნადირობის პროცესი არ გაფუჭდება, სამაგიეროდ შეგვეძლება ვაკეთოთ გარკვეული ანალიზი და გამოვიტანოთ დასკვნები ნადირობის თავისებურებებზე.
მითუმეტეს, რომ მონადირე ყველაზე კარგად საკუთარ შეცდომებზე სწავლობს და იხვზე ნადირობა გამონაკლისი ნამდვილად არ არის.
მონადირე უნდა აკვირდებოდეს საკუთარ ქმედებებსაც სხვადასხვა სიტუაციაში.
იხვზე ნადირობის ერთერთი აუცილებელი პირობაა ადგილის შერჩევა (დაზვერვა). არ არის მიზანშეწონილი მუდმივად ერთსა და იმავე ადგილას ნადირობა.
ძალიან ხშირად გამოცდილ მონადირეებსაც კი ავიწყდებათ ეს ფაქტი. ამის გამო კი შესაძლოა ყოველთვის კარგი შედეგი ვერ მივიღოთ. არ არის აუცილებელი იხვები მუდამ წყალზე ვეძებოთ, ხანდახან საჭიროა მინდვრებისა და ჭაობების მონახულებაც.
დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად ვმართოთ ჩვენი დრო. ამ დროში უნდა ჩავატიოთ ყველა ის ელემენტი, რომელსაც მოიცავს იხვზე ნადირობა: ფიტულების განთავსება, საყვირით მოხმობა, ჩასაფრება და, რა თქმა უნდა, მოთმენის უნარი.
თუ მონადირე ყველა დეტალს ითვალისწინებს, ნადირობა უბრალოდ განწირულია იყოს წარმატებული.
რაც არ უნდა დიდი იყოს დაგროვილი გამოცდილება, სიახლეები ყოველდღიურად გვხვდება და ამიტომ აუცილებელია არ ჩამოვრჩეთ მათ.
იხვზე ნადირობა შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც ის არ მოძრაობს (არ დაფრინავს). ტბორები, მცირე მდინარეები, არხები, ჭაობები - ეს ის ადგილებია, რომლებიც იზიდავენ იხვებს ყინვების დასრულებამდე. ხანდახან მოგვიწევს მუცელზე ხოხიალიც კი ამ წყლიან ადგილებამდე, ფეხზე სწრაფად წამოდგომა და სწრაფი გასროლა. თუ იხვი აგვიფრინდა, უნდა შეგვეძლოს მაშინვე სროლა. თუ გაგვიფრინდა, არც ეს არის პრობლემა, უნდა დაველოდოთ მოთმინებით და ის უკან აუცილებლად დაგვიბრუნდება.
სეზონის საწყის ეტაპზე იხვზე ნადირობა უფრო რთულია, რადგან ძნელია მათი აღმოჩენა. შეიძლება დაგვჭირდეს ნავით წყალში შეცურვა. საჭიროა ნიჩბების ნელი მოსმით მივყვეთ წყლის ნაპირებს, ვათვალიეროთ ლელიანი (камыш), მთავარია ვიმოძრაოთ სანაპირო ზოლთან ახლოს და იხვთან შეხვედრაც აუცილებლად შედგება.
ყოველ მომდევნო წელს ყველაფერი თავიდან იწყება. ფიქრი იმაზე, რომ თუკი შარშან ერთ კონკრეტულ ადგილზე წარმატებით ვინადირეთ, წელსაც იგივე მოხდება, არასწორია. ისევ და ისევ დაზვერვა და შესაფერისი ადგილების შერჩევა კვლავ დადგება დღის წესრიგში.
მონადირეს არ ეპატიება მიგრაციის დღეების გამოტოვება. სეზონის მანძილზე მიგრაცია შეიძლება განხორციელდეს რამდენჯერმე. იხვები, როგორც წესი, მიგრირებენ მოსალოდნელი შტორმებისა და ცივი ქარების წინ. ჩრდილოეთიდან შემოსული ახალი გუნდებისათვის უცნობია ადგილობრივი გარემო და ისინი ცდილობენს ახლოს იყვნენ ადგილობრივ იხვებთან.
კიდევ ერთი ასპექტი. ხშირად ყოფილა შემთხვევები, რომ დაგეგმილ ადგილას მისულებს იქ უკვე დაგვხვედრია სხვა მონადირე ან მონადირეთა ჯგუფი. ასეთი შემთხვევისათვის ყოველთვის უნდა გაგვაჩნდეს სათადარიგო გეგმა.
კიდევ ერთი დეტალი. არ უნდა ვცვალოთ უკვე აპრობირებული ფიტულები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იხვები ამჩნევენ და რეაგირებენ მცირეოდენ ცვლილებებსაც.
დაბოლოს, იხვზე ნადირობის წარმატებულობა დამოკიდებულია სროლის სიზუსტეზე. თუკი იხვი არ ჯდება ფიტულების თავზე 3 წრის დარტყმის შემდეგ, დიდია იმის შანსი, რომ ის საერთოდ არ დაჯდეს. სროლა კი უმჯობესია პირველ ან მეორე წრეზე.
დამატებულია (28.11.2012, 11:04:34) --------------------------------------------- [size=12]იხვზე წარმატებული ნადირობის მთავარი წინაპირობაა მისი შემადგენელი ელემენტების პროფესიონალურად შესრულება. ეს ეხება, როგორც თავშესაფრის მოწყობას, ასევე ზუსტი გასროლის განხორციელებას. კიდევ ერთხელ შევჩერდეთ იხვებზე ფიტულებით ნადირობის თავისებურებებზე.
დაზვერვა
ერთხელ უკვე შევეხეთ ადგილების შესწავლის აუცილებლობას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ იხვებს, ისევე როგორც ფრინველთა უმეტეს სახეობებს (ჯიშები), ამოჩემებული აქვთ გამოკვებისათვის საყვარელი ადგილები და გადაფრენის მარშრუტები. ამიტომ უნდა აღვიჭურვოთ მოთმინებით და გამოვნახოთ დრო იმისათვის, რომ თავშესაფრის მოწყობამდე, კარგად შევისწავლოთ იხვის ქცევის თავისებურებები.
კერძოდ: მისი გადაადგილების დრო და მარშრუტები, დილის და საღამოს გადაფრენის დასაწყისი, სად ითენებს ღამეს და სად ატარებს დღეს. ე.წ. დაზვერვისა და ანალიზის შემდეგ ადვილი იქნება თავშესაფრის ადგილის შერჩევა. ამის გარეშე შეგვრჩება მდგომარეობა, როდესაც იხვი იფრენს ჩვენგან 70-100 მეტრის რადიუსში, ანუ არასათოფეზე და იძულებულები ვიქნებით თავშესაფრისათვის ახალი ადგილი ვეძებოთ, რაც დაგვაკარგვინებს ძვირადღირებულ დროს. [/size]
დამატებულია (28.11.2012, 11:05:12) --------------------------------------------- თავშესაფრის ადგილის შერჩევა
დილემა: „იქაც კარგად მოძრაობს, აქაც ჯდება და სად დავდგე?“ აი, კითხვა, რომელიც გაჩნდება ადგილების დათვალირებისას. ბუნებრივია, არავის სურს შეცდომის დაშვება. ადგილის სწორად შერჩევა ნადირობის წარმატებულობის 90 პროცენტს განსაზღვრავს. რომელი ფაქტორები უნდა იქნას მონადირის მიერ გათვალისწინებული?
1. პირველ რიგში ჩამოგდებული ფრინველის მონახვა და აღება უნდა იყოს გარანტირებული. როდესაც დიდ წყალსატევებთან გვიწევს ნადირობა, სასურველია, რომ ქარის მიერ წარმოქმნილმა ტალღებმა ფრინველი ახლოს გამოგვირიყოს. ეს აუცილებელია, რამდენადაც საცურაო საშუალების ქონის შემთხვევაშიც კი ტალღებმა ნანადირევი შესაძლოა შორს გაიტაცოს და ჩვენს ნავსაც პრობლემები შეექმნას. თანაც ყოველ ფრინველზე წყალში ნავით შესვლა არ არის მოსახერხებელი, არშესვლის შემთხვევაში კი ფრინველის დაკარგვას წინ არაფერი უდგას. ასევე უნდა შევეცადოთ, რომ ჩამოგდებული ფრინველი დაეცეს ღია წყალში ლელითა და სხვა წყალმცენარეებისაგან შორს, რათა თავიდან ავიცილოთ მისი იქ გაჩხერვა.
2. ისევ განვმეორდები და ვიტყვი, რომ აუცილებელია თავშესაფარი უზრუნველყოფდეს გარემოს კარგ ხედვას, იმისათვის რომ გასროლისათვის მომზადება მოესწროს და ჩამოგდებული ფრინველის დაცემის ადგილი იქნას დაფიქსირებული. ხეებთან ახლოს მოწყობილი თავშესაფარი ბევრ პრობლემას შექმნის.
3. მზის მდებარეობა აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული. დილის ნადირობაზე სახით უნდა დავდგეთ მზის ამოსვლის მხარეს (განათება იქნება) და საღამოს პირიქით.
4. მეზობელი მონადირეები არ უნდა დაგვავიწყდეს. პირველ რიგში უსაფრთხოების ზომების დასაცავად და მეორეც, გვერდზე მყოფმა მონადირემ შესაძლოა ჩვენამდე არცერთი იხვი არ მოუშვას. ამ დროს ადგილი აუცილებლად უნდა იქნეს შეცვლილი.
5. სასურველია, რომ ქარი უბერავდეს ჩვენგან იხვისკენ. საყვირის ხმიანობა იხვის მიერ აუცილებლად იქნება აღქმული.
დამატებულია (28.11.2012, 11:05:54) --------------------------------------------- [size=12]თავშესაფრის მოწყობა
1. თავშესაფარი კარგად უნდა ერწყმოდეს გარემო პირობებს, ის არ უნდა „ჭრიდეს“ თვალს, თორემ იხვი მას არათუ სათოფეზე, რამდენიმე ასეულ მეტრზე არ მიუახლოვდება. მასალაც გარემო პირობების მიხედვით უნდა იქნეს შერჩეული.
2. ხშირად იყენებენ კომუფლირებულ ბადეებს. ეს სწრაფი და მოსახერხებელი მასალაა, თუმცა მას გააჩნია რამდენიმე „მაგრამ“. პირველ რიგში, ის დიდ ადგილს იკავებს მონადირის რეკვიზიტებში, ხოლო მძიმე ბადეებს ყველა თავშესაფარს ვერ გადააკრავ, ის შეიძლება ჩამოცურდეს, მესამეც, რაც არ უნდა მაღალი ხარისხის იყოს ეს ბადეები, მაინც არ ეხამება ისინი გარემო პირობებს სრულად, რაც აფრთხობს ისედაც ფრთხილ იხვს. [/size]
დამატებულია (28.11.2012, 11:06:36) --------------------------------------------- 3. თავშესაფრის სიმაღლე გათვლილია მონადირის დგომისა და ჯდომის პირობებზე. დგომით ნადირობისას, თავშესაფრის სიმაღლე არ უნდა იყოს მონადირის მხრებზე დაბალი (თავშესაფრიდან შეიძლება ჩანდეს მხოლოდ თავი). იხვის შემჩნევისას მონადირე ოდნავ იხრება და მალავს თავსაც - ამ დროს მუშაობენ მხოლოდ თვალები. მჯდომარე წესით ნადირობისათვის, რა თქმა უნდა, თავშესაფარი უფრო დაბალი კეთდება. ამ შემთხვევაში მონადირე პატარა სკამზეა მოკალათებული და ასე ელოდება ფრინველს. ასეთ თავშესაფარს გარკვეული უპირატესობებიც გააჩნია: ის პატარა ზომის გამო ნაკლებ შიშს იწვევს ფრინველში და არც ფეხები იღლება ისე, როგორც დგომისას. თუმცა ასეთ თავშესაფარს უარყოფითი მომენტებიც ახლავს. კერძოდ: გარემოს ხედვის არეალი მცირდება და სასროლად ადგომაში იკარგება დამატებითი წამები.
4. თუ თავშესაფარი წყალშია მოწყობილი, საჭირო იქნება ხის ტოტის გამოყენება პატრონტაშისა და სხვა აღჭურვილობის მასზე ჩამოსაკიდად.
5. თავშესაფრის შესასვლელს შენიღბვა არ სჭირდება, თუ იხვი მოფრინავს მხოლოდ წინა მხრიდან. თუ ის ნებისმიერი მხრიდან შეიძლება გამოჩნდეს, მაშინ შენიღბვა მოგვიწევს ყოველი მხრიდან.
6. იმისათვის, რომ არ მოგვიწიოს თავშესაფრის დატოვებამ უდროო დროს, ყველა საჭირო ნივთი უნდა ვიქონიოთ თან.
7. თავშესაფრის ფორმებსა და ზომებს ყველა საკუთარი დაკვირვებით შეარჩევს (შეზღუდვები არ არსებობს), მთავარია ის არ აშინებდეს ფრინველს.
8. თუ თავშესაფრისათვის საჭირო მასალების სანადირო ადგილზე მოძებნა რთულია, უნდა მოვიმარაგოთ ისინი წინასწარ.
ფიტულების განთავსება
1. სხვადასხვა ჯიშის იხვების ფიტულები უნდა ერთმანეთისგან განცალკევებით განთავსდეს. როგორც წესი, იხვები ჯიშების მიხედვით ქმნიან გუნდებს.
2. სასურველია ფიტულები თავშესაფრიდან 15-25 მეტრის მანძილზე განვათავსოთ. ეს ოპტიმალური დისტანციაა. იხვი, უმეტეს შემთხვევბში, ჯდება სწორედ ფიტულის სიახლოვეს და ამ მანძილზე გასროლა ყველაზე მისაღებია - გუნდი ვერ ასწრებს დაშლას და აფრენილისათვის სროლაც მოსახერხებელია.
3. თუ ფიტულებს ერთმანეთის სიახლოვეში განვათავსებთ, ვერ ავიცილებთ მათ „დაჭრას“ და მწყობრიდანაც ადრე გამოვა, ამიტომ უნდა დავიტოვოთ თავისუფალი ადგილები.
4. ყველა ფიტულის ცხვირი უნდა იყოს ქარისაკენ მიმართული, სხვანაირად ეს არ იქნება აღქმული იხვის ბუნებრივ მდგომარეობად და ფრინველს დააბნევს და დააფრთხობს.
5. ფიტულები კარგად უნდა ჩანდნენ სიმაღლიდან. ამასთან, საჭიროა სხვადასხვა ჯიშის იხვის ფიტული განთავსდეს მისთვის შესაფერის ბუნებრივ პირობებში. მაგალითად, ე.წ. „კრიაკვა“ უნდა იჯდეს უფრო ჭაობიან ადგილებში, ჩრდილოეთის იხვი - ღია აკვატორიაში.
6. სამწუხაროდ, დილით განლაგებული ფიტულები ღამით უნდა ამოვიღოთ წყლიდან. მონადირული ეთიკის დაუცველობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ქურდობა სირცხვილი აღარ არის და მოგვიწევს თავის დაზღვევა.
7. მნიშვნელოვანია ფიტულების იხვის ჯიშების მიხედვით მრავალფეროვნების უზრუნველყოფა.
თავშესაფრიდან სროლის ზოგიერთი ნიუანსი
1. თუ იხვი ჩაჯდა ფიტულებში და არ გამოდის მათი ჯგუფიდან, უნდა წამოვდგეთ, დავაფრთხოთ ის და ვესროლოთ აფრენილს.
2. თუ წყალზე დარჩენილი იხვის სიკვდილში არ ხართ დარწმუნებული, ნუ დაინანებთან ვაზნას და დაამატეთ მეორეც.
3. იხვი ყოველთვის არ ეშვება ფიტულებთან და შესაძლოა უბრალოდ გადაუფრინონ მათ. უკან მობრუნებასა და დაშვებას არ უნდა ელოდოთ და ამ დროს განახორციელოთ გასროლა.
4. უნდა გახსოვდეთ, რომელი პოზიციიდან გიჭირთ სროლა და არ მიიყვანოთ საქმე აქამდე. მაგალითად, როდესაც იხვები მოფრინავენ უშუალოდ თავშესაფრისკენ და აღმოჩნდებიან მონადირის თავზე დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლეზე, დამიზნება რთულდება, ხოლო მიზანში მორტყმის შემთხვევაში შესაძლოა გავაფუჭოთ ნანადირევი. ამიტომ, 20-30 მეტრამდე მოხლოებისას სწრაფი მოძრაობით უნდა წამოვდგეთ და დავაფრთხოთ ისინი. იხვები შებრუნდებიან და სასროლად კარგ პოზიციაზე აღმოჩნდებიან. ან უნდა გავატაროთ ისინი თავშესაფრის თავზე და ვესროლოთ უკნიდან. თუ ვამჩნევთ, რომ იხვი აპირებს დაჯდომას ფიტულთან, არ არის საყვირით მიხმარება საჭირო, შესაძლოა იგრძნოს ხმიანობაში წუნი და დაფრთხეს.
5. როდესაც თავშესაფარს სხვადასხვა მანძილზე უახლოვდება 2 იხვი, პირველად უნდა ვესროლოთ შორს მყოფს, მეორე არსად გაგვექცევა. ძირითადად კი პირიქით ხდება. ან ვესვრით ახლოს მყოფს და ვაცილებთ ან ვაფუჭებთ, შორს მყოფი კი ასწრებს შებრუნდეს და დაგვცილდეს დიდ მანძილზე.
6. თავშესაფარში ყოფნისას სასურველია ვიქონიოთ საბრძოლო მასალის ფართო არჩევანი. 20-25 მეტრში ჩამჯდარ იხვს შეიძლება ვესროლოთ 5-7 ნომრის საფანტი, 45-50 მეტრში მყოფებს - 3 ნომერი. ამასთან, უმჯობესი მათ ვაცალოთ ერთმანეთთან მიახლოება, ამით იზრდება შანსი ერთი გასროლით დავაზიანოთ რამდენიმე. რა თქმა უნდა ვაზნების სწრაფი ცვლაც შეიძლება ვერ მოხერხდეს, ამ დროს უნდა ვესროლოთ რაც მომზადებული გვაქვს.
და ბოლოს, არცერთ და არც რამდენიმე სტატიაში ვერ იქნება გადმოცემული იხვზე ნადირობის ყველა თავისებურება.
დამატებულია (28.11.2012, 11:07:15) --------------------------------------------- მეძებარი ძაღლის პირველ ორ სეზონზე იხვზე სანადიროდ გაყვანა არ არის რეკომენდირებული სპეციალისტების მიერ. წყალმცურავებზე ნადირობა, ასევე არ არის მიზანშეწონილი იმ მეძებრებისათვის, რომლებიც ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას საველე შეჯიბრებებში. იხვებზე ნადირობა შესაძლებელია იმ მეძებრებით, რომელთა ფუნქციაც მისი მეპატრონის მიერ განსაზღვრულია, როგორც მხოლოდ ნადირობისათვის გამოსაყენებელი. თუ ძაღლმა უკვე ნახა სხვადასხვა სახის ფრინველი, მესამე სეზონზე მისი იხვზე გაყვანა შესაძლებელია. ის აუცილებლად დაიწყებს მის ძებნას, მაგრამ რამდენადაც იხვი ძაღლის მიახლოებისას ან მაშინათვე ფრინდება ან ცდილობს შეცუროს წყალის სიღრმეში, რა თქმა უნდა მეძებრის მოქმედება ამ შემთხვევაში იქნება განსხვავებული.
დამატებულია (28.11.2012, 11:07:45) --------------------------------------------- მეძებარმა, როგორც წესი, უნდა მოძებნოს ლელიანში და სხვა წყალმცენარეებში ჩამალული იხვი, სდიოს (შეყვეს) მას წყალში და აიძულოს ის აფრინდეს. გამოცდილი მეძებარი სწრაფად უღებს ალღოს ნადირობის ამ სახეობას და უკვე მეორე-მესამე ნადირობისათვის გამოიმუშავებს საჭირო ჩვევებს.
იხვზე სანადიროდ თანაბრად გამოსადეგია ნებისმიერი ჯიშის მეძებარი, მაგრამ სიცივეების დადგომის შემდეგ სიამოვნებით ნადირობენ მხოლოდ სეტერები და სხვა გრძელბეწვიანი მეძებრები.
დამატებულია (28.11.2012, 11:08:18) --------------------------------------------- თქვენი ყურადღება გვინდა შევაჩეროთ ოთხფეხა მეგობრების ორ ჯიშზე. ესენია, სპანიელი და ლაიკა:
იხვზე ნადირობისას განსაკუთრებულად სასარგებლოა სპანიელი. მიუხედავად მისი მცირე ზომებისა, ნორმალურად ჩამოყალიბებული და გაწრთვნილი სპანიელები განსაცვიფრებელი გამძლეობით გამოირჩევიან.
ისეთ გადახლართულ მცენარეებში, სადაც ვერ გაივლის დიდი ზომის მეძებარი, სპანიელი ადვილად მოძრაოებს. მას უყვარს წყალი და ნაპირზე გამოუსვლელად საათობით შეუძლია სდიოს იხვს.
სპანიელი გაწაფვასა და გაწრთვნას ადვილად ექვემდებარება. ძებნის არეალი მათ უფრო ნაკლები აქვთ ვიდრე დიდი ზომის მეძებრებს, მაგრამ მათ ახასიათებთ სიჯიუტე და ენერგია. სპანიელი ბუნებისგან არის ნადირობის ლტოლვით დაჯილდოებული. ასე რომ, სპანიელი იხვებზე სანადიროდ ნამდვილად გამორჩეული ძაღლია.
დამატებულია (28.11.2012, 11:08:45) --------------------------------------------- იხვზე ნადირობა შესაძლებელია ლაიკის დახმარებითაც. მათ უყვართ წყალი და თბილ პერიოდში ხელიდან არ უშვებენ წყალში შესვლის არცერთ შესაძლებლობას. ამიტომაც მათი იხვზე ტარების შემთხვევაში, ისინი ბრწყინვალე მეიხვეები ხდებიან. აქვთ რა ბრწყინვალე ყნოსვითი თვისებები, სწრაფად ითვისებენ და იწყებენ იხვზე ნადირობას.
სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი ლაიკა შეიძლება ვაქციოთ იხვზე მონადირედ. ისინიც ადვილად ექვემდებარებიან წრთვნას. ძნელად გადასალახ დაჭაობებულ ადგილებში ლაიკას მხოლოდ რუსული მდევარი თუ აჯობებს.
როდესაც ნადირობს 2 ლაიკა, ისინი მოქმედებენ გასაოცრად შეთანხმებულად და კოორდინირებულად.
kakhi
შეტყობინება დაამუშავა sabjek - ოთხშაბათი, 28.11.2012, 23:10:03 |
|
| |
Longstride | დრო: შაბათი, 01.12.2012, 00:12:56 | შეტყობინება # 1615 |
სერჟანტი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 17
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| საქართველოში ზასიდკას თითქმის არავინ აკეთბს...
|
|
| |
zaza123 | დრო: შაბათი, 01.12.2012, 11:14:32 | შეტყობინება # 1616 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მანძილს გააჩნია,7 ნომრიდან დაწყებული 2 ნომრის ჩათვლით ყველა ნომრით მყავს ხარაზულა მოკლული,გააჩნია რა მანძილზე აგიფრინდება
me var monadire
|
|
| |
mamula51 | დრო: შაბათი, 01.12.2012, 14:41:45 | შეტყობინება # 1617 |
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 50
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მანძილს ნამდვილად გააჩნია დამატებულია (01.12.2012, 13:41:45) --------------------------------------------- მე პირადად 10 ნომერი საფანტით მყავს მოკლული ხაზარული, დღისითაც და ღამითაც
veraferi sheedreba
|
|
| |
maxo777 | დრო: შაბათი, 01.12.2012, 21:47:39 | შეტყობინება # 1618 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 749
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ხო ეგ რატქმა უნდა,მაგრამ ნორმალური 5 ნომერია მემგონი
გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.
|
|
| |
grenader21 | დრო: ორშაბათი, 03.12.2012, 04:01:07 | შეტყობინება # 1619 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| კი ყველაზე ოპტიმალური 5-4 ნომერია.
ზედმეტი არაფერი არ ვარგა
|
|
| |
nugomonadire | დრო: ორშაბათი, 03.12.2012, 11:08:22 | შეტყობინება # 1620 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| იხვზე ნადირობისთვის ჩემი აზრით შეიძლება ფართო არჩევანი გქონდეს მონასდირეს ვაზნების. მხოლოდ გააჩნია სად ნადირობ და როგორ. ტყეში ან ჭაობში მთვარიანში კარგია 7-6 ნ. დილის გადაფრენაზე 6-5 ნ. ხოლო დღე როდესაც ყინვააქვს და იხვი არხებს და მდინარეებს ეძებს(სასირობს) 4-3 ნ. საერთოდ კი არის შემთხვევები როდესაც ზღვიდან ამდგარი იხვი ღამის გადაფრენისას მაღალზე გადადის და ჯდება ისეთ ჭაობიან ტყეში საჭმელად, სადაც მონადირე ვერ შედის, ამ დროს შეიძლება 2-1-0 ნ. გამოიყენოს მონადირემ და დაუდგეს ტყის დასაწყისში. ადგილობრივი მონადირეები დასავლეთში 9-8 ნ. კი ხმარობენ იხვზე ნადირობისთვის. იმიტომ რომ არასოდეს ესვრიან 15-20 მეტრზე შორს. გისურვებთ ბაზიერელებო წარმატებულ ნადირობას იხვზე და წყალმცურავებზე...
’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
|
|
| |
butatino | დრო: ორშაბათი, 03.12.2012, 12:25:41 | შეტყობინება # 1621 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მე პირადად ნომერი 5 საფანტით ვნადირობ იხვზე და კურდღელზეც ერთნაირი წარმატებით
ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
|
|
| |
IRAKLIG | დრო: ორშაბათი, 03.12.2012, 13:25:31 | შეტყობინება # 1622 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 168
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ღამის გადაფრენაქზე 8/9 ნომერი საფანტი საკმარისა როგორც მამაომ აღნიშნა ღამე 15/20მეტრზე თუ დაინახავ იხვს. რათქმა უნდა ამინდსაც გააჩნია თუ მოღრუბლული არ არის და მთვარიანი ღამეა 40/50 მეტრზეც კარგად ჩანს სამიზნე და მაშინ უკეთესი 6/7 ნომერია! მე ქათამს იხვს წყლის ქათამს დღეც და ღამეც ქაღხნულ 5ნომერს პოლუმაგნუმს ვსროულობ უფრო პრაქტიკულად მივიჩნევ! ისე იხვი ჯერ არ გამოჩენილა გუშინ ვიყავი ფოთში ,,ოქროსსარწმისში'' 2 ცალი წვრილი იხვი ჩამოხსნა ჩემა მეგობარმა მეტი არაფერი არ გვინახავს დილის 7 დან საღამოს 8 საათამდე სიარულით დავიტანჯეთ ეტყობა ჯერ კიდე ადრეა არა???
”კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ,ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით” (ილია მეორე)
|
|
| |
butatino | დრო: ორშაბათი, 03.12.2012, 13:29:12 | შეტყობინება # 1623 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ეჰ ამინდებმა თუ ასე გააგრძელა
ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
|
|
| |
77777 | დრო: ორშაბათი, 03.12.2012, 15:17:41 | შეტყობინება # 1624 |
მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 199
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მე 5/7 ნომერს ვხმარობ
77777 i.tsirekidze
|
|
| |
zaza123 | დრო: ორშაბათი, 03.12.2012, 18:04:20 | შეტყობინება # 1625 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მეც 5-7 ნომერს ვხმარობ გადაფრენზე დამატებულია (03.12.2012, 17:04:20) --------------------------------------------- სამეგრელოში არის სუჯუნაში ცოტა უკეთესად,არც სუფსაშია ურიგო,საღამოს კარგად გადმოდის პერელიოტზეო,ასე თქვეს
შეტყობინება დაამუშავა zaza123 - ორშაბათი, 03.12.2012, 17:47:58 |
|
| |
sabjek | დრო: ორშაბათი, 03.12.2012, 18:18:23 | შეტყობინება # 1626 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| სადღაც ამ თვის 15 - დან აღმოსავლეთშიც აციებაა მოსალოდნელი, თბილისშიც. დასავლეთში თვის ბოლოსკენ
kakhi
|
|
| |
butatino | დრო: ორშაბათი, 03.12.2012, 19:10:14 | შეტყობინება # 1627 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| რად გინდა კრასნოდარის მხარეს 15 გრადუსია სიტბო და საქარტველოში აციება რას შველის
ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
|
|
| |
grenader21 | დრო: სამშაბათი, 04.12.2012, 01:29:13 | შეტყობინება # 1628 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ამ ზამთარს თუ არ შეიცვალა რამე ბევრს ნურაფერს ელით
ზედმეტი არაფერი არ ვარგა
|
|
| |
butatino | დრო: სამშაბათი, 04.12.2012, 10:25:06 | შეტყობინება # 1629 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მგონი აირია ამინდი დამატებულია (04.12.2012, 09:25:06) ---------------------------------------------
ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
|
|
| |
nugomonadire | დრო: სამშაბათი, 04.12.2012, 11:00:09 | შეტყობინება # 1630 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ეხლა როგორც კი აირევა ამინდები ლისუხა შემოვა ძმებო და შეგიძლიათ გაივარჯიშოთ იხვის მოლოდინში, თან გაერთობით კიდეც...
’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
|
|
| |
tarash | დრო: სამშაბათი, 04.12.2012, 13:18:02 | შეტყობინება # 1631 |
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 9
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| sabjek,
ძალიან სასარგებლო ინფორმაციაა. თუკი გავითვალისწინებთ ამ ყველაფერს თუ არა, ამის 70%-ს მაინც პრაქტიკაში, დარწმუნებული ვარ, კმაყოფილები დავრჩებით.
|
|
| |
Marco-Polo | დრო: სამშაბათი, 04.12.2012, 21:49:08 | შეტყობინება # 1632 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 251
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| რომელი ფირმის პატრონები ვიკიდო მაღაზია მაგნუმში.5 ნომერი მინდა და რომელი ვარგა?
|
|
| |
lash131 | დრო: სამშაბათი, 04.12.2012, 22:24:14 | შეტყობინება # 1633 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 668
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| kakulia, ჯკ6 ყველას ჯობია, მაგრამ თუ 5 ნომერი გინდა 4 უნდა იყიდო რომ 5 ეყაროს
Shavi
|
|
| |
maxo777 | დრო: სამშაბათი, 04.12.2012, 22:59:05 | შეტყობინება # 1634 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 749
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ბიჯები,რამდენ გრამიანს გილზს ხმარობტ? 34გ კაია? 12/70 ისტჰვის?
გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.
|
|
| |
zviadi1985 | დრო: სამშაბათი, 04.12.2012, 23:04:29 | შეტყობინება # 1635 |
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 2
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| რას ვესროლოთ ეს ტყვიები? 3 წლის წინ ვიყიდე 50 ცალი 5 ნომერი ტყვიები და ისევ ისე მიწყვია- ტყვიები კი არ თოფის გაყიდვას ვფიქრობ :((((((((
|
|
| |
butatino | დრო: ოთხშაბათი, 05.12.2012, 00:07:43 | შეტყობინება # 1636 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| maxo777 მე პირადად 34 ვისვრი სულ
ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
|
|
| |
iulomia | დრო: ოთხშაბათი, 05.12.2012, 00:36:04 | შეტყობინება # 1637 |
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 67
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ნეტა როდის გაყინავს კრასნოდარში
MP-153 ვინადიროთ პატიოსნად
|
|
| |
sabjek | დრო: ოთხშაბათი, 05.12.2012, 21:36:54 | შეტყობინება # 1638 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| http://www.accuweather.com/ru....6 http://www.accuweather.com/ru....5
kakhi
|
|
| |
zaza123 | დრო: ხუთშაბათი, 06.12.2012, 17:58:40 | შეტყობინება # 1639 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მე მეგას ფირმის ვაზნებს ვხმარობ სულ 34 გრამიანს
me var monadire
|
|
| |
zaza-50 | დრო: ხუთშაბათი, 06.12.2012, 18:24:21 | შეტყობინება # 1640 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ლატუნის გილზები. 1.7 გრ რექსი მწვანე, საკუთარი ჩამოსხმის 5 ნომერი ჩემივე ხელით დაჭრილი პიჟები და იმის ჯანი. გასროლა 15 თეთრი. იაფი და იორღა. საკმაოდ კარგი შედეგებიც ზედ
|
|
| |
zaza123 | დრო: ხუთშაბათი, 06.12.2012, 18:29:52 | შეტყობინება # 1641 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| 1.75 ყოფნის მერე იხვზე?
me var monadire
|
|
| |
zaza-50 | დრო: ხუთშაბათი, 06.12.2012, 20:51:58 | შეტყობინება # 1642 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| კი კაცო. კარგად ყოფნის. მეტი არც უნდა. 34-35 გრამი საფანტი და უბრახუნე რამდენიც გინდა
|
|
| |
grenader21 | დრო: ხუთშაბათი, 06.12.2012, 21:13:21 | შეტყობინება # 1643 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მწვანე რექსი მაგნუმისთვის არ არის?
ზედმეტი არაფერი არ ვარგა
|
|
| |
Longstride | დრო: პარასკევი, 07.12.2012, 12:12:25 | შეტყობინება # 1644 |
სერჟანტი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 17
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| საფანტის 8-9 ნომერი სავსებით საკმარისია რომ იხვი მოინადირო ნორმალურ სანადირო მანძილზე, ანუ 35 მერტზე. ცუდ ამინდის პირობებში - 7 ნომერი. ბევრი მანძილს არასწორად აფასებს, ცხრა სართულიანი სახლი მაგალითად არის ~30 მეტრი =) ე.წ. ხრუსჩოვკა ~15 მეტრი. 5 ნომერი საფანტი შეიძლება იყოს გამოყენებული მაქსიმალურ მანძილებზე, ანუ 55-60 მეტრზე, მაგრამ ასეთი სროლა ძალინ გამოცდილ მონადირეს თუ მოეხერხება, გამოუცდელი კი ბევრს აცილებს ან ტყუილად ავნებს ფრინველს.
შეტყობინება დაამუშავა Longstride - პარასკევი, 07.12.2012, 12:28:59 |
|
| |
butatino | დრო: პარასკევი, 07.12.2012, 13:20:22 | შეტყობინება # 1645 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ეგ არის ზუსტად მანძილის არასწორი სეფასება და გვგონია აუ ის რამხელაზე მიფრინავსო არადა შეიძლება 25 მეტრში იყოს ფრინველი და მერე თოფებს ვლანძრავთ
ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
|
|
| |
CIVXELA55 | დრო: შაბათი, 08.12.2012, 22:02:47 | შეტყობინება # 1646 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 267
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ბაზალეთზეც ბევრი იხვია ხშირად აკეტებენ პერელიოტს დამატებულია (08.12.2012, 21:02:47) --------------------------------------------- ჯიგრები ვინმემ მიტხრას იხვისტვის ყველას რა ნომერი ტყია სჯობს ?
|
|
| |
gio90 | დრო: შაბათი, 08.12.2012, 22:52:42 | შეტყობინება # 1647 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 420
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| CIVXELA55,გააჩნია მეგობარო თუ საღამოს გადაფრენაზე ხარ და თან ცოტა ბურუსია მაშინ იხვი დაბლა გადადის და 7-8ც საკმარისია,თუ დღე ნადირობ(ამინდსაც გააჩნია)მაშინ 5-6 ნომერი კარგია
მარჯვე ხელები მადლია ღმერთისგან
|
|
| |
neo | დრო: კვირა, 09.12.2012, 23:29:49 | შეტყობინება # 1648 |
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 161
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| აქამდე იხვი მოსული უნდა იყოს, მაგრამ კრასნოდარის კრაისში ისეტი კარგი ამიდებია იხვი აქ ჩვ ვენ მოგვივა?
|
|
| |
mamalixarazuli | დრო: ორშაბათი, 10.12.2012, 00:14:31 | შეტყობინება # 1649 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 641
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მოუჭერს ყინვა და მოვა.... სადწავა .. იხვზე ნადირობა კი მომენატრა დამატებულია (09.12.2012, 23:14:31) --------------------------------------------- გუშინ ვნახე მტკვარზე ერთი გუნდი.. იტრიალეს მაგრამ არ დასხდნენ... თეთრად უჩანდათ "ზურგი" .. ნეტა რა იხვი იყო ვერგავიგე
"თოფს უკან,კაცი უნდა!"
|
|
| |
maxo777 | დრო: ორშაბათი, 10.12.2012, 21:40:49 | შეტყობინება # 1650 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 749
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| იქნებ ვერ სჰეამცჰნიე და ყვიტლად ქონდა ზურგი, გაგარი იყო ვიტომ ? ტუ გაგარი ადრეა mamalixarazuli,
გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.
|
|
| |
ფორუმის სტატისტიკა |
განახლებული თემები |
პოპულარული თემები |
ფორუმში აქტიურები |
ბოლოს დარეგისტრირდნენ |
|
|
|
|
|