hunter96, 2 დღე ღამე ტყე ღრეში ვიარე და ვნახეთ ცოტ ცოტა რა, თან ისეთ ადგილებში ვიყავით ნავის გარეშე ვერ შეხვალ, შესაბამისად ხალხიც ცოტაა დაფრთხალი არ არი იხვი. akson777, გაიხარე ძამი.
[img][/img] გუშინდელი საღამოს გადაფრენაზე, დღისით ერთიც ჩამოვაგდე კანალის მეორე მხარეს და ძაღლებმა დამაღალატეს, ან ვერ დაიჭირეს ან არ გადმოიტანეს მაღალი ლაქაშის გამო ვერ ვხედავდი.
[img]http://[/img] აღმოაჩინეთ იხვები :დ სათევზაოდ ვიყავი დღეს დილით და ასე100 მეტრში დამიჯდნენ. თოფით რო მივდივარ ვნატრულობ იხვს. მანამდე კიდე სამმა ხარაზლმა გადმომიარა პირდაპი თავზე, ასე35-40 მეტრში იქნებოდნენ ყურადღება უპირველეს ყოვლისა
muriko6, ხარჯი იცოცხლე! :) მეც დავხურე სეზონი, გავწმინდე დღეს იარაღი. დასავლეთში ისე თუ ასე ვისიამოვნეთ, ზუსტად არ ვიცი მარა 150-ზე მეტი მეყოლება აყვანილი.
მთავარია მშვიდობიანად დავხურეთ სეზონი მომავლის იმედით!
მოგესალმებით ყველას...რა მაინტერესებს ნადირობის სეზონი ხომ 1 მარტამდეაა/ დაა ხვალ ხომ 29 თებერვალია.. აქედან გამომდინარე ხვალ რატომ არ შეიძლება ნადირობააა? ........
დღეს ჩემს ახლობლებთან ვიყავი, ძმები არიან, მონადირეები, კარგი ძაღლები ყავთ. ჰოდა იმათ მითხრეს, იმდენი მონადირე, წელს რომ ვნახეთ ფოთში, არასდროს გვინახიაო. რაც ჩვენ მოვინადირეთ, ერთი იმდენი ძაღლებმა დაიჭირესო დაჭრილები, სულ კარტეჩები ამოვუღეთო გულმკერდებიდან. შავღელეში დადიან ძირითადად სანადიროდ. რამდენი იხვი დაიღუპებოდა ტყვილაუბრალოდ და რამდენ ტურას გააძღებდა.
დაჭრილი იმიტომ იყო რომ კარტეჩი მოხვდა? კარტეჩის მორტყმა უფრო ძნელია რადგან რაოდენობაა ცოტა ერთ ვაზნაში მაგრამ თუ მოხვდა რომ მოკლავს და არ დაჭრის ამის ალბათობა უფრო არ იზრდება?
tereos, კარტეჩი რომ მოარტყა უფრო მაგარი ბიჭი კი არ იყო ის ვიღაც.უბედურება იმაშია რომ იმ მანძილზე სადაც 5 ნომრით ვერ წვდებიან,კარტეჩებს ესვრიან,მაგრამ არც კარტეჩია ყოვლის შემძლე,იმ მანძილში ჭრა აღარ აქვს,შაღწევს ბუმბულსა დაკანში და ჩერდება.მაგიტომ არის რომ მეზენიტეების თემაც კი გაიხსნა ფორუმზე და პრაქტიკული გამოცდებსაც აუცილებლად მივიჩნევ.გადი ბატონო და კითხე თოფიანის უმრავლესობამ არ იცის,რა მანძილში რა და რას უნდა ესროლოს.გინდ ფორუმში და გინდ იარაღების მაღაზიაში კითხულობს ხალი იხვს რა ნომერი ვესროლოვო(იხვზე იმიტომ ვამბობ რომ,დილეტანტების 90% იხვზე ნადირობისას იყრის თავს და ამჟღავნებს კიდეც,ვინაიდან თვალის ზომა არა აქვთ და ღამეც უწყობს ხელს შეცდომის დაშვებაში). იხვს კარტეჩი მოარტყა მართლა იშვიათი კუტა უნდა იყოს ადამიანი,ვინაიდან მხოლოდ მასეთი თუ ესვრის კარტეჩს. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
კარტეჩი რომ არ უნდა ესროლო იხვს ამაში სადაო არაფერია მაგრამ მაინცდამაინც დაჭრილებს კარტეჩი რატომ ჰქონდათ ჩარჩენილი ესაა საინტერესო. განა რა მანძლზე ესროლეს კარტეჩი საცოდავ კვატას რომ გამჭოლი ჭრილობა ვერ მიაყენა.
რათქმაუნდა სხვა ნომერი საფანტითაც დაჭრილებიც იქნებოდა, კარტეჩს ხაზი გაესვა იმიტომ, რომ არაეფექტურია მით იხვზე ნადირობა, ვიღაცეებს სული წაუვიდათ, მაღლა გადამფრენ გუნდებს რომ ხედავდნენ და დაიწყეს კარტეჩის სროლა. რომც სასიკვდილე ადგილზე მოხვდეს, მაღალზე მფრენი იხვი შორს ვარდება და უმეტესედ მონადირე ვერ პოულობს, ხოლო დაჭრილი ხომ საერთოდ დაკარგულია. მეორეც, იხვზე ნადირობისას, როცა ირგვლივ ბევრია მონადირე, მონადირის დაზიანების რისკს შეიცავს: აუფრინდა ახლოს იხვი და ამას ლულაში კარტეჩი უდევს, გგონიათ არ ესვრის? ვერტიკალურად ნასროლს არაუშავს, მაგრამ თუ გასწვრის ისროლა, რისკია იმ მხარეს მდგომთათვის. ასეთი "მცდელობები" გამოუცდელთათვისაა დამახასიათებელი. მეც დავამზადე რამდენიმე ვაზნა დამწყები რომ ვიყავი კარტეჩებით, წყვილ-წყვილად ძუებით გადავაბი დაზიანების ფართის გაზრდის მიზნით და ვესროლე იხვებს, მაგრამ ტყუილა დავაფრთხე.
მინაფრენ იხვს კარტეჩი რომ მოარტყა იმხელა მანძილზე რომ "სკვაზნოი" ვერ გაუკეთოს (მინიმუმ 150 მეტრი. უფრო ახლო აუცილებლად გამჭოლს გაუკეთებს) მეზენიტე უნდა იყო მართლა. ოღონდ პროფესიონალი მეზენიტე, რომ გამოითვალო იხვების ფრენის, კარტეჩის ფრენის სიჩქარეები, და იმ მანძილით წინ ესროლოს რომ ტრაექტორიები ერთი და იგივე დროს გადაიკვეთოს. კაი პვო-ვშიკივით არ ჩამოვაყალიბე?
tereos, რა 150 მეტრი თუ ძმა ხარ,მარტივად აგიხსნი:9 სართულიანი ბინა დაახლოვებით 28 მეტრია,როგორ ფიქრობ შენ,5 ცხრა სართულიანი ბინის სიმაღლეზე იხვი დღისით მაინც როგორი დასანახი იქნება?კარტეჩი რა გგონია შენ 150 მეტრზე იხვს გინდაც მოარტყა ბუმბულს მაინც აუჩეჩავს?150 მეტრი არ არის პატარა მანძილი. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
kucuna1, გამოდის რომ 28 მეტრზე იხვის მოკვლა პრობლემაა? ბავშვობაში მეგობარმა ესროლა კარტეჩი 80 ნაბიჯზე ალუმინის 20 ლიტრიან კანისტრას. კარტეჩები გავიდა კანისტრაში, ფარდულის 2 ცალი 3 სმ იან ფიცარში, ჩაამსხვრია (თავისი) სახლის ფანჯარა. მაგიდაზე გატეხა 0,5 ლიტრიანი ლუდის ბაკალი, მოხვდა კედელს და ჩავარდა საფერფლეში საიდანაც ამოვიღეთ კარტეჩი. 50-70 მეტრში მუშაობს კარტეჩი ნადირზე . დაახლოებით 2 ცხრასართულიან ბინის სიგრძეზე.
tereos, პირველი და ყველაზე მთავარი,თემას გადავუხვიეთ.მეორე:აქ ჩემზე კაი იარაღის მცოდნეები არიან და ისინი უკეთეს პასუხს დაწერენ.მესამე:ნაბიჯს გააჩნია და ალუმინი ტყვიაზე მყარია,ბალონზე მოხვედრისას კი რავიცი რა დაემართებოდა,ერთი კედელი მინიმუმ 3 მმ არის,თქვენს მიერ ნასროლმა კი ორი გაიარა,ფიცარი კიდევ.რაც შეეხება ნადირზე 70 მეტრში კარტეჩის სროლას,ღორს მაგ მანძილში ფეხსაც არ აარევინებს(30 კილოიან ბურვაკზე არ ვლაპარაკობ) მოვრჩი მე ამ საკითხის განხილვას აქ! ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
ეხლა იხვზე დაშვებულია ნადირობა მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, 10 სექტემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით.
დამატებულია (29.09.2016, 21:47:47) --------------------------------------------- ნინოწმინდასთან, საღამოს ტბაზე შავი ფერის წყალმცურავია, წვრილი ნისკარტი აქვს; ზუსტად რა ქვია დაწერეთ ვინც იცის ძმურად.
vanoarchi, ალბათ ბაკლანს გულისხმობ, მოზრდილი შავი ფერის ფრინველია, იხვის მაგვარი ფრენააქ. არაა სანადირო ობიექტი და არც საკვებად ვარგა, თევზის მჭამელია. ისე საკმაოდ მავნე ფრინველია თევზის განადგურების ამბავში ყურადღება უპირველეს ყოვლისა
vanoarchi, ეგ მელოტაა. სანადირო ობიექტია. 5 თუ 6ცალია ლიმიტი. პერიოდები არმახსოვს. მე არასდროს მომინადირებია. საჭმელად მშვენიერია, პროსტა გასაპუტადაა ცუდი და ატყავებენ როგორც ვიცი. ყურადღება უპირველეს ყოვლისა
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!