ტყეში საღამოს გადაფრენაზე 15-25 მეტრზე მოსულ იხვს არანაირი წინ გაწევა არ ჭირდება, პირველ მეორე გასროლაზე მითუმეტეს, სანამ სასროლ დისტანციას არ გაზრდის, უბრალოდ უნდა მიაყოლო ლულა.. დღისით და შორ მანძილზე არასდროს არ გამითვლია თეორიულად რო 2-3-1 მეტრი უნდა გავწიო ლულა, კონკრეტულ სიტუაციაში შესაბამისად უნდა ესროლო ჩემი გამოცდილებიდან ასე მიმაჩნია სწორად, იმიტო დავწერე საერთოდ ეგ პოსტი რო დამწყებები შეცდომაში არ შევიყვანოთ ვინც ტყვია ვერ გააკარა იხვს და ხსნას ეძებს საიტებზე, ეგ შეიძლბა თქვა თეფშზე, როცა ყოველი ახალი გამოფრენილი თეფში ერთი და იგივე სიჩქარით ფრინავს, იხვზე ვერ იტყვი 60 მეტრზე 3 მეტრი უნდა გაუწიო და 40ზე 2მ. მილიონი პროცენტით გეთანხმებით იმაში რო კონკრეტულ სანადირო ობიექტს ჭირდება სროლის პრაქტიკა, რაც გვაკლია ყველა ჩვენთაგანს, 3 თვე უნდა სდიო და ერთი დღე გექნება ისეთი ნადირობა რო 20-25 გილზა გაისროლო იხვზე, წელს მაქსიმუმი ერთ დღეს რაც ვისროლე იყო 17 და 9 ავიღე ხარაზული, და ისიც მხოლოდ საღამოს გადაფრენაზე, დღისით ერთი ცალიც არ დაფრინავდა. ვიდეოები რო დევს იუთუბზე, დღისით მზისით გადაღებულები, ბოლოს ვის გახსოვთ ესეთი იხვი დასავლეთში? 2007 იყო პალიასტომი რო გაიყინა და "პტიჩნი გრიპი" გამოაცხადეს, მასე რო ყველა წელიწადს იზვი გვყავდეს საერთოდ არ ვილაპარაკებდით "სწორ სროლაზე" ისეთი პრაქტიკა გვექნებოდა :)
დამატებულია (03.02.2015, 22:42:04) --------------------------------------------- 5 მეტრში მივეპარე კანალზე 10-12 იხვს, 3 წლის წინ, წამომიდგნენ სახეში ლამის მომხვდენ 2 ლულიანი მქონდა მაშინ, 2ვე ავაცდინე, მეგობარი მახლდა იმანაც ააცილა, გამოვცვალეთ უცებ გილზები ვდგავართ ერთმანეთს ვუყურებთ და გვეცინება, წუთი არიქნებოდა გასული ერთი ცალი მამალი ჩარჩენილი ყოფილა კანალში და წამოგვივარდა, 4 ვე ავაცდინეთ, მერე უკვე აღარ გვეცინებოდა კაი ხანს :069:
ყველაფერი ხდება ნადირობისას და იმიტოა ასეთი მოურჩენელი სენი, ამ ყველაფერს შეყავხარ იმ აზარტში საიდანაც თავს ვეღარ იძვრენ :)
solomon, მოსულ იხვს არ ჭირდება მართალი ხარ, დამფრტხალი იხევია ხშირი, მაგას მოსვლა არ ქვია, მაგას მე ჩაწუილებას უფრო დავარქმევდი:) ძნელი მოსახსნელია საკმაოდ, მე წინ ვესვრი , თან ვუყოლებ რავიცი
დამატებულია (03.02.2015, 23:00:19) --------------------------------------------- მაგ გათვლების მეც არ მჯერა, ან რანაირად უნდა გათვალო, წამის მეათედებზეა ლაპარაკი, პრაკტიკაა ეგეც, რა სიჩქარითაც მიპრინავს და რა დისტანციაზეც, ისე უწევ წინ, მაგაზე მეტი გეომეტრია მე აღარ მეხერხება:)
უნდა იცოდე გათვლა რა მანძილზე როგორ მფრინავ იხვს სად დაუმიზნო, მაგრამ პრაქტიკული სროლების შემდეგ როცა ინსტინქტამდე დაიყვან ამ ცოდნას, მერე მიხვალ შედეგებამდე. აბა იხვს რომ დაინახავს მონადირე დღევანდელ დღეს, სად აქვს იმას მოფიქრების დრო, ინსტინქტურად აკეთებს ყველა მოძრაობას. არა ამ დღეებში იხვი, ბიჭებო, შვებულება მიხუნდება
ექ ვიდეო რაც არის დადებული ყველა დრის ნადრობაა და მაგ ვარიანტში ვიძახით რო წინსწრება აუცილებელია ტორე საგამოს ღამურასავით რომოგადგება იმას გაუსწორე და ეგაა,რამდენჯერ დამინახავს რო მისხვია იხვზე და კონტეინერმა უკან ჩაუარა მარტო მე არმექნება ეგ დანანახი,ამიტომაა გააყოლე გადაუსწრებ და ესვრი ეგ მარტო თეფშების პრინციპი არაა მეგობრებო. თ.მაჭარაძე
landia, არა თეფშებზე მე სხვა რაღაც დავწერე, ის რო, ყოველთვის ერთი მიმარათულებით და სიჩქარით მოფრინავს, რო უნდა გადაუწიო მაგაში როგორ შეგედევაბით ვინმეს, უბრალოდ იმ თეორიის არ მჯერა რო 60მ-ზე 3მ უნდა გაუწიო ან 40ზე 2 და ასე შემდეგ. აბა გადაუსწრებლად რო მესროლა იხვზე რამდენი იხვი უნდა მომსლოდა რო წლევანდელი შედეგი დამედო :)) პედიატრი, 100% გეთანხმები, პრაქტიკა რო გექნება და ინსტიქტამდე დაიყვან ცოდნას მერე ალგებრა გეომეტრიებზე საერთოდ აღარ იფიქრებ
solomon, ეგ უბაროდ პრაკტიკიდან მოდის და გამოცდილებიდან იხვის ფრენის სისწრაფეზეა უკვე ყველაპერი დამოკიდებული,აუფ ისე მომენატრა იხვზე ნადირობა სად წავიდე არვიცი რა,2 გღის წინ ვიყავი მკვარზე დილით გადაფრებაზე და 1 ცალიც არგამოჩენილა რა,ნერვებ მოშლილმა რაც ვაზნები მქონდა ნაგავსაყრელზე ბოთლები არდავტოვე მტელი და გავწვი ყველა ვაზნა მეორედ როარმომინდეს წასვლა :D თ.მაჭარაძე
მე უკვე ფალასკა იშვიათად მიმაქვს სანადიროდ, ათიოდ ვაზნას ჩავიდებ ჯიბეში და ჰა-ჰა 3-4 სროლა მომიწიოს, ერთ გასვლაზე 2 იხვზე მეტი ჯერ არ მომიკლავს, ცარიელი და უსროლელი კი ძააალიან ბევრჯერ დავბრუნებულვარ, თუმცა ბუნებაში გასვლით და მეგობრებთან ურთიერთობით მაინც კმაყოფილი ვარ ყოველთვის.
დამატებულია (04.02.2015, 18:39:03) --------------------------------------------- ჭიათურაში წავალ ერთ კვირაში რამდენიმე ტბა არის ცჰემ სოფელში ვნახოთ რა იქნება :) ისე იხვი ჟინვალშია კარგად ოგონდ ადგილები უნდა იცოდე წყალსაცავზეე. დილით ფიტულები ტუ გექნება მოკლავ რამდენიმეს კარგი შანსი მქონდა 3 დგის წინ და გამოუცდელობის გამო ავაცილე. მაგრამ ყველაფერი ათვისებადია და მონდომება კი არ მაკლიაა
წამლად რო გინდოდეს სუფსის ტერიტორიაზე ერთი ცალიც არ დაფრინავს, რო მივედი ისეთი სროლა ისმოდა დღისით ვიფიქრე იყო რამე, უეჭველი ლაინებს ესროდნენ ან ბოთლებს, :) ერთი ცალი იხვი არ დამინახია 4 საათიდან საღამოს "პერელიოტამდე" გავჩერდი.
დამატებულია (04.02.2015, 20:50:48) --------------------------------------------- lebarde, ვერ ვიტან მაგ თოფიან კაცს ბიჭო რამდენი იხვია რაამბავია, ასე ჩვენთან როდესმე მოვა ნეტა? ტიპი რამდენს კლავს და ჩვენთან 6 მეტი არ მოკლაო ლიმიტიაო, 6 რო მოკლა მასე მოვა წელიცადში ერთი დღე
იხვზე სანადიროდ ვიყავით მე და ჩემი მეგობარი. ხოხბის ხმა მომესმა, ვიფიქრე სადღაც ზის ალბათ-თქო. მეგობარმა მითხრა უეჭველი "მანოკიაო". თავიდან გამეცინა, მაგრამ მერე დავრწმუნდი რომ ასე იყო : ) მთელი ნახევარი საათი არ გაჩერებულა :) ნადირობიდან რო დავბრუნდი, ბიჭებთან მოვყევი ეს ამბავი. რა გაგიკვირდა, ერთმა ტიპმა მანოკით 18 ხოხობი აიყვანაო :) ესაა დღევანდელი ჩვენი რეალობა ძმებო :)
დამატებულია (05.02.2015, 18:38:59) --------------------------------------------- იხვს რაც შეეხება, სამეგრელოში არსად არაა!
დამატებულია (05.02.2015, 18:45:40) --------------------------------------------- ხო, კიდევ იხვზე ნადირობისას ის შემემთხვა, რომ თურქული ტომარა შევნიშნეთ. თავი ქონდა ბაწრით შეკრული. მივედით ახლოს და რას ვხედავ: შიგნით რაღაცა დიდი გაჭირვებით სუნთქავს. მოვაჭერი თავი როგორც იქნა და თურმე ძაღლი ზის. საწყალი ამოვიყვანეთ, მაგრამ ფეხზე ვერ დადგა, მოხრილად იწვა. მოკლედ მაგარი "დაგრუზული" ვარ :)
აბაშაში სად შეილება იხვზე ინადიროს კაცმა,და თუ არის იხვი ვერ მეტყვით ვინმე.იმფორმაცია გავიგე რო ვითომ ნაკრძალში შედიხარ და ფულს იხდიო.იხვიც ბლომადააო.არ მაქ შეხება მაქეთ და გამარკვიეთ ვინმემ. გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.
maxo777, აბაშამდე თუ ჩახვედი, რაღა დარჩა და ბარემ ჭალადიდში წადი. 99 პროცენტი წავალ დღეს ღამე
დამატებულია (07.02.2015, 14:58:58) --------------------------------------------- ნაკრძალის არაფერი ვიცი
დამატებულია (07.02.2015, 15:00:09) --------------------------------------------- ეგ ისეთივე ნაკრძალი იქნება როგორც სხვები დასავლეთში, ანუ ყველა რო ნადირობს და არამგონია აბაშამ აჯობოს შედარებით დაბალ ტერიტორიებს
ისე შემთხვვით ვინმემ ხომ არ იცით რამდენი ჰექტარია "კოლხეთის ეროვნული პარკი"? იხვზე სანადირო ადგილები ძირითადად მაგ პარკს უკავშირდება. ეჭვი მეპარება "იელოუსტოუნის" პარკზე ნაკლები იყოს : ))))))))
დამატებულია (07.02.2015, 15:47:15) --------------------------------------------- maxo777, კანონით ყველა ეროვნულ პარკში ნადირობა იკრძალება, ფულის გადახდის შემთხვევაშიც :) თუ მართლა ფულს იღებს ვიღაცა, ესეიგი მაგრა ჩალიჩობს :D ეგერებისგან არ გამიკვირდება
MateMonadire, არ ვიცი ძმა.მე მგონია კერძო ნაკრძალი.ვერ გეტყვი არ ვიციიი,მაგიტო ვიტხოვე დახნმარება/ამ ტემაზე ნუგა ვისაუბრებტ აქ. მადლობა ყველას გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.
muriko6 როგორც იქაური მონადირეებისგან ვიცი ჯერჯერობით ისე არ არის იხვი როგორც ფოთს შეეფერება, მაგრამ თუ გაგიმართლა და ამინდიც შესაბამისი იქნა შეიძლება კაი ნადირობაც გამოგივიდეს კაცს
აბა დღეს თუ გადიხართ ვინმე სანადიროდ იხვზე,დაწერეთ შედეგები,დასანახად თუ მაინც იქნება დილით გავალ გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.
პედიატრი, ამინდები თუ არ აირია არაფერი იქნება,იმერეთსი წვიმაც არ ყოფილა წესიერი კაი ხანია ნუ დაგწყდება გული იმაზე რომ დააცილე,რადგან მონადირე რასაც ესვრის ყველას რო კლავდეს ბუნება გადაშენდება ! ! !
პალიასტომს არაყავს იხვიო და რა ამიდის არევას ველოდებით. ადგილობრივი ტუ გადაიფრენს სადგაც და ეგაა. ცუდი სეზონი იყო წელს,აბა სეზონის ბოლო დგეების იმედიგა დაგვრჩა და ვნახოთ თუ გაამარტლებს იმედს არ ვკარგავ მაინც...
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!